დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4298-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/06/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 430020000.05.001.102291 |
|
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) „უ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უ1) ელექტრონული სწავლება − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სტუდენტებისთვის/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირებისთვის საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე კვალიფიკაციის მისაღებად ორგანიზებული, თანამედროვე, ლიცენზირებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილზე სტუდენტისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის ერთდროულად ყოფნას. ელექტრონული სწავლების განსახორციელებლად აუცილებელია კურიკულუმის დაგეგმვა, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვის შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება;“; ბ) „ფ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფ2) ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ქსელი – სამაგისტრო გამოცდებში მონაწილე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ერთობლიობა, რომლებშიც მაგისტრანტობის კანდიდატები ირიცხებიან ამ კანონით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგად ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით, ამ კანონის 46-ე მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებულ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაში;“; გ) „ჰ18“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ18) უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას, სამედიცინო/სტომატოლოგიური განათლების პროგრამას, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებს, მაგისტრატურის ან/და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებს ან აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებს;“; დ) „ჰ33“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონების წესსა და პირობებს.“. 3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ14“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ14) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა (მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს) და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს) (გარდა რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამებისა) შემუშავების წესს;“. 4. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. მე-11 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონების წესისა და პირობების შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები: „11. უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონების შესახებ გადაწყვეტილება ძალას კარგავს იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირი საქართველოს მთავრობის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონებიდან 2 წლის ვადაში არ წარადგენს საავტორიზაციო განაცხადს. 12. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ იურიდიულ პირს უფლება არ აქვს, წარადგინოს საავტორიზაციო განაცხადი საქართველოს მთავრობის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონების გარეშე.“. 6. მე-12 მუხლის: ა) პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონების წესისა და პირობების შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით შეიძლება დაფუძნდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირი. 11. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონების წესისა და პირობების შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის საფუძველზე კერძო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სხვა დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე.“; ბ) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 და 13 პუნქტები: „12. უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონების შესახებ გადაწყვეტილება ძალას კარგავს იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირი საქართველოს მთავრობის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონებიდან 2 წლის ვადაში არ წარადგენს საავტორიზაციო განაცხადს. 13. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ იურიდიულ პირს უფლება არ აქვს, წარადგინოს საავტორიზაციო განაცხადი საქართველოს მთავრობის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონების გარეშე.“. 7. 28-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე დეკანის ვერარჩევის შემთხვევაში ირჩევს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს;“. 8. 29-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე დეკანის ვერარჩევის შემთხვევაში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო 14 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს არაუმეტეს 6 თვის ვადით. ერთი და იგივე პირი დეკანის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.“. 9. 30-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობა და საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრი შეირჩევა შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად.“. 10. 46-ე მუხლის 23 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „23. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით შეიმუშაოს, გარდა რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამებისა, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, ან/და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს. ამ პუნქტით განსაზღვრული წესი უნდა ითვალისწინებდეს დათქმებს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობების, საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტების, კრედიტების განაწილებისა და უმაღლესი განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობის თაობაზე.“. 11. 474 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 474. ელექტრონული სწავლება 1. ელექტრონული სწავლება ითვალისწინებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სასწავლო პროცესის ან მისი ნაწილის კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალების − სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის გამოყენებით წარმართვას. 2. სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს თანამედროვე, ლიცენზირებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის ორგანიზებასა და წარმართვას, აგრეთვე სასწავლო მასალების მიწოდებისთვის, სტუდენტის (გარდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული სტუდენტისა) სტუდენტთან ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალთან კომუნიკაციისთვის, ინტერაქციისთვის, სტუდენტთა შეფასებების ობიექტურად, გამჭვირვალედ და სამართლიანად განხორციელებისთვის, მათი კონსულტირებისთვის, სტუდენტთა პროგრესის მონიტორინგისა და სხვა მიზნებისთვის გამოყენებას. 3. ელექტრონული სწავლება ხორციელდება სინქრონული კომუნიკაციის ფორმით, რომელიც ითვალისწინებს კომუნიკაციის ერთსა და იმავე დროს განხორციელებას. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული სწავლების განსახორციელებლად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს ელექტრონული სწავლების თანამედროვე, ლიცენზირებული აპლიკაციის/პლატფორმის შერჩევასა და გამართულად, სასწავლო პროცესის ინტერაქტიულად წარმართვისთვის გამოყენებას. 5. სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული დეტალური სფეროების ჩამონათვალს, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების მაქსიმალურ რაოდენობას, რომელთა ფარგლებშიც ელექტრონული სწავლება იქნება დაშვებული, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია სტუდენტს შესთავაზოს, ელექტრონული სწავლების ფორმით გაიაროს სასწავლო კურსი/საგანი, რომელიც მოიცავს თეორიულ კომპონენტს და არ მოიცავს პრაქტიკულ კომპონენტს (სასწავლო/საწარმოო პრაქტიკა, ლაბორატორიული მეცადინეობა, კლინიკური სწავლება და სხვა), რომელიც სასწავლო კურსის/საგნის სწავლის შედეგების მისაღწევად სტუდენტისა და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის ერთ გარემოში ერთდროულად, ფიზიკურად ყოფნას საჭიროებს. ასეთ შემთხვევაში შუალედური, დასკვნითი და დამატებითი გამოცდები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ტარდება. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იმ სტუდენტისთვის, რომელიც არ აირჩევს თეორიული შინაარსის სასწავლო კურსის/საგნის ელექტრონული სწავლების ფორმით გავლას, სასწავლო პროცესის დაგეგმვას და არაელექტრონული ფორმით, ადგილზე − უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისვლით განხორციელებას უზრუნველყოფს. 8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია თეორიული შინაარსის სასწავლო კურსის/საგნის გავლის ელექტრონული სწავლების ფორმით განხორციელების დაწყებამდე არაუგვიანეს 60 დღისა აცნობოს ამის თაობაზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირობების შემოწმება. 9. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია შეიმუშაოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სასწავლო პროცესის მთლიანად ელექტრონული სწავლების ფორმით წარმართვას გულისხმობს. ასეთ შემთხვევაში შუალედური, დასკვნითი და დამატებითი გამოცდები შეიძლება ჩატარდეს ელექტრონული ფორმით ან ადგილზე − უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისვლით. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის ელექტრონული სწავლების ფორმით განხორციელების უფლებას აკრედიტაციის გავლის საფუძველზე მოიპოვებს.“. 12. 49-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, გარდა იმ პირისა, რომელსაც მაგისტრის აკადემიური ხარისხი ამ კანონის 46-ე მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის გავლის საფუძველზე მიენიჭა.“. 13. 52-ე მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. აბიტურიენტების ხელშეწყობის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში სწავლა დასაშვებია საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების წევრებისთვის, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში, აგრეთვე საჭადრაკო ოლიმპიადებში ოქროსმედალოსნები/ვერცხლისმედალოსნები/ ბრინჯაოსმედალოსნები გახდებიან.“. 14. 521 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ კანონის 46-ე მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებულ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაზე.“. 15. 541 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ კანონის 46-ე მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებულ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მინიჭების საფუძველია საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლა.“. 16. 562 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პროცესის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების პროცესის ფარგლებში მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა მიღების უფლების არანაკლებ 1 წლის ვადით შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება როგორც მთლიანად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ, ისე უმაღლესი განათლების ცალკეული საფეხურების მიხედვით. ამ გადაწყვეტილების მიღების წესი და პირობები, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა მიღების უფლების შეზღუდვის მაქსიმალური ვადა განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით.“. 17. 801 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქესა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებულ პირს, რომლებიც ამ კანონით დადგენილი წესით ჩაირიცხნენ ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ კანონის 46-ე მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებულ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების საფუძველია საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლა.“. 18. 87-ე მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 19. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 8920 მუხლი: „მუხლი 8920. ონლაინუნივერსიტეტის შექმნასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალოს, 2026 წლამდე შეიმუშაოს ონლაინუნივერსიტეტის კონცეფცია/მოდელი და სტანდარტი.“. მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე სასწავლო უნივერსიტეტის სახით არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახედ ამ კანონის ამოქმედებიდან მისი ავტორიზაციის დარჩენილი ვადით განისაზღვროს უნივერსიტეტი და მასზე გავრცელდეს უნივერსიტეტის სახით არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. მუხლი 3. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა/მიღება/გამოცემა. მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 27 ივნისი 2024 წ. N4298-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები