„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 655-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 430020000.05.001.018409
655-IIს
21/04/2017
ვებგვერდი, 10/05/2017
430020000.05.001.018409
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) 51-ე მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას უფლება აქვს, წერილობითი ან ელექტრონული ფორმით მიიღოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ელექტრონული ფორმით დოკუმენტის მიღების, შენახვისა და გაცემის წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

21 აპრილი 2017 წ.

N655-IIს