„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1161
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/04/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 13/04/2009
სარეგისტრაციო კოდი 430.020.000.05.001.003.504
  • Word
1161
07/04/2009
სსმ, 9, 13/04/2009
430.020.000.05.001.003.504
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ფ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ2“ ქვეპუნქტი:

„ფ2) ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ქსელი – სამაგისტრო გამოცდებში მონაწილე აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ერთობლიობა, რომლებშიც მაგისტრანტობის კანდიდატები ირიცხებიან ამ კანონით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგად;“;

ბ) „ძ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ1“ ქვეპუნქტი:

„ძ1) მაგისტრანტი – სტუდენტი, რომელიც სწავლობს მაგისტრატურაში;“;

გ) „წ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ1“ ქვეპუნქტი:

„წ1) მაგისტრანტობის კანდიდატი – საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) ან მაგისტრის დიპლომის მქონე პირი ან მასთან გათანაბრებული პირი, რომელიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში აპირებს სწავლის გაგრძელებას;“;

დ) „ჰ23“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ24“–„ჰ32“ ქვეპუნქტები:

„ჰ24) საერთო სამაგისტრო გამოცდა – პროცედურა, რომელიც ადგენს პირის მზაობას მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის ასათვისებლად, გარდა საშემსრულებლო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურისა;

25) საერთო სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის განსაზღვრული ერთეული;

26) საერთო სამაგისტრო გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის განსაზღვრულ ქულათა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ოდენობა, რომლის დაგროვება აუცილებელია მაგისტრანტობის კანდიდატისთვის ტესტირების წარმატებით დასაძლევად და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩასატარებელ გამოცდაში/გამოცდებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად;

27) საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირება აბსოლუტური ქულით/ქულებით – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამაგისტრო გამოცდის დასრულების შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული, მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის შედეგად მოპოვებული აბსოლუტური ქულის/ქულების მიხედვით დადგენილი ჩამონათვალი, რომლითაც ირკვევა, რომელმა მაგისტრანტობის კანდიდატმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე მაგისტრანტობის კანდიდატისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში;

28) საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირება აბსოლუტური ქულით/ქულებით თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამაგისტრო გამოცდის დასრულების შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული, მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის შედეგად მოპოვებული აბსოლუტური ქულის/ქულების მიხედვით დადგენილი ჩამონათვალი, რომლითაც ირკვევა, რომელმა მაგისტრანტობის კანდიდატმა მოიპოვა კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში;

29) სამაგისტრო გამოცდა – სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვებისთვის განსაზღვრული პროცედურა, რომელიც მოიცავს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ საერთო სამაგისტრო გამოცდასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებულ გამოცდას/გამოცდებს;

30) სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტების ჯამი – საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების კოეფიციენტების ჯამი;

31) სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირება – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წინასწარ განსაზღვრული კოეფიციენტების მიხედვით რანჟირებული, ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამტკიცებული მაგისტრანტობის კანდიდატების ნუსხა, რომლებმაც მოიპოვეს უფლება, ჩაირიცხონ კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე;

32) სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი – სახელმწიფოს მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების საფუძველზე ან/და საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, სტუდენტისათვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, გარდა საშემსრულებლო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურისა.“.

2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიურ მოცულობებსა და ოდენობებს;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“–„ბ3“ ქვეპუნქტები:

„ბ1) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ყოველწლიურად ამტკიცებს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებს;

2) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიურ მოცულობას ანაწილებს საერთო სამაგისტრო გამოცდას, თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის;

3) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებს მათზე პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის პროცენტული მაჩვენებლების განაწილებით;“.

3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიურ მოცულობებსა და ოდენობებს, აგრეთვე ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული სტუდენტების სოციალური პროგრამით დაფინანსების ოდენობასა და პირობებს;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“და „გ2“ ქვეპუნქტები:

„გ1) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებს;

2) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებს;“;

გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესს, სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარების განრიგს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ჯამური ქულებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების სიებს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდების აბსოლუტური ქულით/ქულებით რანჟირების დოკუმენტებს;“;

დ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) ამტკიცებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის ღონისძიებებს;“;

ე) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) განსაზღვრავს სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესსა და პირობებს;“;

ვ) „პ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ2) განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის წარდგინებით განსაზღვრავს ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესსა და საზღვარგარეთ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ფორმალური ცნობის (აღიარების) და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ეკვივალენტობისა და ავთენტიკურობის დადგენის წესს;“.

4. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამტკიცებს ძირითადი ერთეულების მიერ წარდგენილ კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცალკეული საგნისთვის;“;

ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ და „დ2“ ქვეპუნქტები:

„დ1) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ფაკულტეტების წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტის მინიჭების ან არმინიჭების თაობაზე. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტის მინიჭების შემთხვევაში ამტკიცებს კოეფიციენტებს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის და მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის, ხოლო კოეფიციენტის არმინიჭების შემთხვევაში მაგისტრატურაში ჩარიცხვის მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში იყენებს მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის მინიჭებულ კოეფიციენტებს;

2) უფლებამოსილია გაზარდოს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას არა აქვს უფლება, საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის დააწესოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე ნაკლები მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;“;

ა.გ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“–„კ“ ქვეპუნქტები:

„ზ) ვალდებულია ფაკულტეტის წარდგინებით შესაბამის სპეციალობაში განსაზღვროს მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის გამოცდა, აგრეთვე უფლებამოსილია განსაზღვროს გამოცდა სხვა საგანში/საგნებში;

თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ფაკულტეტის წარდგინებით ამტკიცებს მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების წესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად;

ი) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით, განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის თანხმობით განსაზღვრავს ძირითადი ერთეულების მიერ წარდგენილი სპეციალობის/სპეციალობების ჩამონათვალის შესაბამისობას საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებთან;

კ) საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების მიხედვით ადგენს და გამოცდების ეროვნულ ცენტრს წარუდგენს იმ მაგისტრანტობის კანდიდატთა ნუსხას, რომელთაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგად მოიპოვეს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება.“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტები:

„გ1) უფლებამოსილია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტის მინიჭების ან არმინიჭების თაობაზე; კოეფიციენტის მინიჭების შემთხვევაში განსაზღვრავს კოეფიციენტებს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის, აგრეთვე ანიჭებს კოეფიციენტებს მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის;

2) მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ატარებს გამოცდას/გამოცდებს;“;

ბ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები:

„ზ) მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის შეიმუშავებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების წესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად;

თ) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით განსაზღვრავს სპეციალობის/სპეციალობების ჩამონათვალს საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების ფარგლებში.“;

გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებული არიან, დაიცვან ამ კანონის 521 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები, თუ ისინი გაერთიანებული არიან ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში.“.

5. 21-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;“.

6. 43-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გადავიდეს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე და გადაიტანოს მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში. სტუდენტს უფლება აქვს, საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გადაიტანოს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას, თუ სწავლას გააგრძელებს იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე ან პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში;“.

7. 48-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრს, დიპლომირებულ მედიკოსს (ვეტერინარს) ან მაგისტრს, რომელსაც აქვს საქართველოში გაცემული დიპლომი ან მასთან გათანაბრებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი.“.

8. 491 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3–მე-5 პუნქტები:

„3. საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის განხორციელებისას საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია იმოქმედოს ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.

4. თუ მაგისტრანტობის კანდიდატი აბარებს ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გამოცხადებულ ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე, მაგისტრანტობის კანდიდატი სამაგისტრო გამოცდებზე გადის ამ კანონის 521 მუხლის შესაბამისად.

5. თუ მაგისტრანტობის კანდიდატი აბარებს უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გამოცხადებულ ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე, მაგისტრანტობის კანდიდატი შესაბამის ერთობლივ პროგრამაზე ირიცხება ამ ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

9. 51-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამოცდების ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარებას, აგრეთვე ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები სავალდებულოა საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის – აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის – ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.

6. საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა მსურველს, რომელიც წარადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულ უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტს.“.

10. 52-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიულ უმაღლეს და აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის მიღების საფუძველი“.

11. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 521 მუხლი:

 „მუხლი 521. აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის მიღების საფუძველი

1. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებულ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, მათ შორის, პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმატებით გადალახა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და რომელიც შეყვანილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ სიაში.

2. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არ არიან უფლებამოსილი, მათ მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე დაუშვან ის მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელმაც საერთო სამაგისტრო გამოცდაში ვერ გადალახა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

3. საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების შემდეგ გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს იმ მაგისტრანტობის კანდიდატთა სიას, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმატებით გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

4. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, აგრეთვე ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, მათ შორის, პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, გარდა საშემსრულებლო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურისა, სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელმაც ამ კანონით დადგენილი წესით წარმატებით ჩააბარა სამაგისტრო გამოცდა/გამოცდები.

5. თუ ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კოეფიციენტებს მიანიჭებს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეულ ნაწილს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მაგისტრატურაში ჩარიცხვის მიზნით იყენებს მის მიერ განსაზღვრული სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტთა ჯამს.

6. თუ ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კოეფიციენტებს არ მიანიჭებს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეულ ნაწილს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მაგისტრატურაში ჩარიცხვის მიზნით იყენებს მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის მინიჭებულ კოეფიციენტებს.

7. მაგისტრანტობის კანდიდატთა ხელშეწყობისა და სტუდენტთა მობილობისათვის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებული პროგრამით სწავლა საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში დასაშვებია:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო სამი ან მეტი წლის განმავლობაში და რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) სტუდენტებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო სამი ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში.

8. საშემსრულებლო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურაში, აგრეთვე რეზიდენტურაში მიღება ხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით.“.

12. 53-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდები“;

ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების მომზადებასა და ჩატარებას უზრუნველყოფს გამოცდების ეროვნული ცენტრი.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესს, აგრეთვე სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესს.“;

გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი წერილობითი განცხადებით მიმართავს გამოცდების ეროვნულ ცენტრს.“;

დ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად დაწესებულია საფასური, რომლის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესსა და პირობებს ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია, ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები.“.

13. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 541 მუხლი:

 „მუხლი 541. სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მინიჭება

1. გამოცდების ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულის/ქულების აბსოლუტური რანჟირებით, სამაგისტრო გამოცდის დასრულების შემდეგ, მაგისტრანტობის კანდიდატისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში განსაზღვრავს იმ მაგისტრანტთა ნუსხას, რომელთაც მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი, და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

2. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებები თანაბრად ფინანსდება საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის გამოყოფილი სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში და მაგისტრანტებზე გადანაწილდება სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის სახით თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაში საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულის/ქულების აბსოლუტური რანჟირების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფინანსდება პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის გამოყოფილი სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში და მაგისტრანტებზე გადანაწილდება სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის სახით თითოეულ პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაში საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულის/ქულების აბსოლუტური რანჟირების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შედეგების წარმოდგენის შემდეგ საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულის/ქულების აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტს თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.“.

14. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 551 მუხლი:

 „მუხლი 551. საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი

1. მაგისტრანტობის კანდიდატს საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში გადაეცემა საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი მოპოვებული ქულების მითითებით.

2. მაგისტრანტობის კანდიდატს საერთო სამაგისტრო გამოცდაში მოპოვებული ქულები უნარჩუნდება სამი წლის განმავლობაში.

3. მაგისტრანტობის კანდიდატს შეუძლია საერთო სამაგისტრო გამოცდაში მოპოვებული ქულები გამოიყენოს სამი წლის განმავლობაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად. მაგისტრანტობის კანდიდატთა რანჟირება ხორციელდება ყოველწლიურად, შესაბამისი წლის კონკურსის გათვალისწინებით.“.

15. 56-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 56. მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში მიღების წესი

მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში მიღების წესი განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ფაკულტეტის დებულებით, ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით.“.

16. 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით;

ბ) გრანტის, შემოწირულების სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები;“.

17. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 801 მუხლი:

 „მუხლი 801. უმაღლესი განათლების დაფინანსება სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით

1. სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ჩაირიცხება ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებულ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

2. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემა შესაძლებელია სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტების დაფინანსების წლიური მოცულობის არა უმეტეს 2%-ის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული სპეციალური სახელმწიფო პროგრამით, საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ან ნაცვალგების პრინციპით.

3. მაგისტრანტი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსდება მხოლოდ ერთხელ, ერთი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების, მიხედვით.

4. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის სწავლის საფასურს, რომელიც დადგენილია ამ დაწესებულების მიერ, სახელმწიფო ფარავს მხოლოდ სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის ფარგლებში.“.

18. 81-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობები“;

ბ) 22 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 პუნქტი:

„23. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიურ ოდენობას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების მიხედვით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. უმაღლეს განათლებას მაგისტრატურაში, გარდა საშემსრულებლო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურისა, სახელმწიფო აფინანსებს 2 წლის განმავლობაში.“;

გ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ კერძო სამართლის იურიდიული პირის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის საფასური, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის საფასური აღემატება შესაბამისად სახელმწიფოს მიერ დადგენილ სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის ოდენობას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დაადგინოს დამატებითი საფასური, რომელიც უნდა დაიფაროს არასახელმწიფო წყაროებიდან.

4. თუ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის საფასური ნაკლებია სახელმწიფოს მიერ დადგენილ სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობაზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობა უტოლდება ამ საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს.“;

დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მქონე სტუდენტის სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფო სასწავლო გრანტით ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით სტუდენტს აფინანსებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში, გარდა ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

19. 82-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 82. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ურთიერთობა სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გამცემთან

1. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში გადასცემს იმ ოდენობის თანხას, რომელიც შეესაბამება ამ დაწესებულების სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მქონე სტუდენტთა საერთო რაოდენობას.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში აცნობოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მქონე ყველა იმ სტუდენტის ვინაობა, რომელმაც რაიმე მიზეზით შეწყვიტა ან გადაავადა სწავლა.“.

20. 88-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2011-2012 სასწავლო წლის დაწყებამდე შეიმუშაოს დოქტორანტურის დაფინანსების ახალი წესი და პირობები.“.

21. 89-ე მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული აკრედიტაციის განხორციელებამდე გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგები შეიძლება გავრცელდეს ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, მაგრამ არა უგვიანეს 2013-2014 სასწავლო წლის დასაწყისისა. ამ ვადამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული აკრედიტაციის განხორციელება.“;

ბ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი:

„121. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2009 წლის 15 აპრილამდე უზრუნველყოს სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტების განაწილების წესის დამტკიცება.“;

გ) მე-17 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-18 და მე-19 პუნქტები:

„18. 2009 წელს კერძო სამართლის იურიდიული პირი – აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირი – ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი არიან, არ გაერთიანდნენ ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში და მაგისტრანტობის კანდიდატები მიიღონ ამ კანონის 521 მუხლით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესით.

19. 2009 წელს შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, საერთო სამაგისტრო გამოცდებამდე ჩაატაროს მაგისტრანტობის კანდიდატისთვის განსაზღვრული გამოცდა/გამოცდები. აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, 2009 წლის 7 ივნისამდე დაადგინოს ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების წესი.“.

     მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 7 აპრილი.

№1161–Iს