დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6846-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 14/07/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 430020000.05.001.020005 |
|
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სწავლის პირობების შესაქმნელად;“. 2. 43-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის ქმნის შესაბამის პირობებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც განისაზღვრება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 14 ივლისი 2020 წ. N6846-რს |
დოკუმენტის კომენტარები