დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2148-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 18/04/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/05/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 430020000.05.001.018819 |
|
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 35-ე მუხლის პირველი პუნქტის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო ან/და პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ დამატებით პირობებს;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორის თანამდებობაზე არჩეულმა პირმა აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება უვადოდ დაიკავოს პროფესორის თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ და სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და პროფესორის თანამდებობაზე ზედიზედ მესამე ვადით აირჩა ან/და აქვს განსაკუთრებული პროფესიული, პედაგოგიური ან/და სამეცნიერო მიღწევები.“. 2. 8910 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8910. პროფესორისათვის წასაყენებელი მოთხოვნები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ვადის ამოწურვამდე პროფესორი არის დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. დამატებითი პირობები შეიძლება განისაზღვროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.“. მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელმა ორგანომ უზრუნველყოს აღნიშნული დაწესებულების წესდების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 18 აპრილი 2018 წ. N2148-IIს |
დოკუმენტის კომენტარები