„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2725-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 430020000.05.001.017532
2725-Iს
30/10/2014
ვებგვერდი, 06/11/2014
430020000.05.001.017532
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. მე-2 მუხლის:

  ა) „ჰ“ და „ჰ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ჰ) რანჟირება აბსოლუტური ქულით/ქულებით – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული, აბიტურიენტის/სტუდენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული აბსოლუტური ქულის/ქულების მიხედვით დადგენილი ჩამონათვალი, რომლითაც ირკვევა, რომელმა აბიტურიენტმა/სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი;

  ჰ1) რანჟირება კოეფიციენტებით – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული, აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული ქულის/ქულების გადათვლის შედეგად დადგენილი ჩამონათვალი წინასწარ დადგენილი კოეფიციენტების მიხედვით. ამ გადათვლის შედეგად აბიტურიენტები ნაწილდებიან კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე;“;

  ბ) „ჰ28“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ჰ28) საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირება აბსოლუტური ქულით/ქულებით თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამაგისტრო გამოცდის დასრულების შემდეგ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული, მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის შედეგად მოპოვებული აბსოლუტური ქულის/ქულების მიხედვით დადგენილი ჩამონათვალი, რომლითაც ირკვევა, რომელმა მაგისტრანტობის კანდიდატმა მოიპოვა კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში;“;

  გ) „ჰ43“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ44“ და „ჰ45“ ქვეპუნქტები:

  „ჰ44) გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამა − საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ხორციელდება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის დადებული სტუდენტთა გაცვლის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე და მიზნად ისახავს გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტის მიერ კრედიტების განსაზღვრული რაოდენობის დაგროვებას პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

  ჰ45) გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტი − საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელიც გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში აგროვებს კრედიტების განსაზღვრულ რაოდენობას პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.“.

  2. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ5“ და „გ6“ ქვეპუნქტები:

  „გ5) უფლებამოსილია საქართველოს იმ მოქალაქის, აგრეთვე პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე იმ პირის, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარების შემდეგ სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის შესაბამისი წლისათვის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობით დაფინანსების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით განსაზღვროს აღნიშნული პირების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა, ოდენობა და პირობები; საქართველოს მთავრობა ასევე უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით განსაზღვროს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობა და წესი;

  გ6) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესს;“.

  3. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ8“ ქვეპუნქტი:

  „პ8) ამტკიცებს საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის წევრის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესებს;“.

  4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 492 მუხლი:

  „მუხლი 492. გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამა

  1. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან სტუდენტთა გაცვლის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან მიიღოს წერილობითი ინფორმაცია აღნიშნული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარების შესახებ.

  2. უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტი, რომელსაც სტუდენტის სტატუსი მოპოვებული აქვს უცხო ქვეყანაში აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, საქართველოს პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლას აგრძელებს უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე, ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე.

  3. გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტი, რომელსაც სტუდენტის სტატუსი მოპოვებული აქვს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უცხო ქვეყნის პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლას აგრძელებს ამ ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

  4. დაუშვებელია გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში საქართველოდან წასული გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება.

  5. გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში უცხო ქვეყნიდან ჩამოსული გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას არ ეთვლება მისთვის დადგენილ სტუდენტთა საერთო რაოდენობაში.“.

  5. 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „გ) პირებისათვის (გარდა ერთობლივი პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.“.

  6. 521 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ბ) პირებისათვის (გარდა ერთობლივი პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;“.

  7. 53-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი. ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებები საჩივრდება სასამართლოში და მათი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტების მოქმედების შეჩერებას.“.

  8. 54-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გათვალისწინებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების დოკუმენტს, გარდა ამ კანონის 54მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

  9. 541 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „4. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შედეგების წარმოდგენის შემდეგ საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულის/ქულების აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტს მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, ამტკიცებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.“.

  10. 89-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 29-ე პუნქტი:

  „29. საქართველოს ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც ამ პუნქტის ამოქმედებამდე დადებული აქვს სტუდენტთა გაცვლის შესახებ ხელშეკრულება უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, ვალდებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართოს აღნიშნული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარების შესახებ წერილობითი ინფორმაციის მისაღებად.“.

  მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს სათანადო ნორმატიული აქტების შემუშავება ან არსებული ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

   მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

30 ოქტომბერი 2014 წ.

N2725-Iს