„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 1341
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/06/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 16, 07/07/2009
სარეგისტრაციო კოდი 430.060.000.05.001.003.535
  • Word
1341
26/06/2009
სსმ, 16, 07/07/2009
430.060.000.05.001.003.535
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

1. 21-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი:

„ნ1) სიითი შემადგენლობის ორი მესამედით იღებს ამ კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 39-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას;“.

2. 36-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის არჩევის შესაძლებლობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის ორი მესამედით. აკადემიურმა საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის, ფაკულტეტისათვის ან ფაკულტეტის ცალკეული მიმართულებისათვის.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი პირი, რომელმაც მიაღწია 65 წელს, აკადემიური თანამდებობიდან განთავისუფლდება აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადის გასვლის შემდეგ.“.

3. 39-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 65 წელს მიღწეულ ყველა სრულ პროფესორს ენიჭება ემერიტუსის წოდება, გარდა იმ პირებისა, რომლებიც აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნენ ამ კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ან ამ კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად აგრძელებენ აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნას. ამ პირებს ემერიტუსის წოდება მიენიჭებათ აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადის გასვლის შემდეგ. ამ ვადის გასვლამდე ემერიტუსის წოდების მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის თანხმობით.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ემერიტუსის წოდების მქონე პირის მიერ იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადით შეჩერდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება.

22. საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ემერიტუსის წოდების მქონე პირს სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში შეუწყდება ემერიტუსის წოდება და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდა.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 26 ივნისი.

№1341–რს