საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4469
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110401027, 01/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 440020010.05.001.016264
4469
22/03/2011
ვებგვერდი, 110401027, 01/04/2011
440020010.05.001.016264
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 26.12.2007, მუხ. 402) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. აკადემიის ქონება

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აკადემიას დასახული მიზნების განსახორციელებლად და დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად გადასცემს შესაბამის ქონებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. თუ „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება ჩამოყალიბდება აკადემიის სტრუქტურული ერთეულის ფორმით, გადაწყვეტილებას მისთვის გადასაცემ ქონებასთან დაკავშირებით იღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.“.

 მუხლი 2. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 101) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სახელმწიფოს მიერ თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემული ქონება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული პროცედურების დასრულებიდან 60 დღის განმავლობაში.“.

2. 81 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 651 მუხლის 62 და 63 პუნქტებით განსაზღვრული ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციისა და საკუთრების უფლების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო აცნობებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.“.

 მუხლი 3.ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 1998 წელი, მუხ. 40) მე-7 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ)     საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – ბირთვული და რადიაციული ობიექტების მშენებლობის სფეროში;“.

 მუხლი 4. „თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 03.12.2007, მუხ. 375) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. ამ მუხლის მე-4 და 41 პუნქტებში აღნიშნულ ტერიტორიებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.“.

 მუხლი 5.გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №22-23, 17 ოქტომბერი, 1996, გვ. 36) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება გლეხურ, ფერმერულ, ოჯახურ და კუსტარულ საქმიანობებში გამოყენებულ გამზომ საშუალებებზე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოს ფინანსთა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან შეთანხმებით განსაზღვრავს, თუ რომელი საქმიანობა გლეხურ, ფერმერულ, ოჯახურ და კუსტარულ საქმიანობა და, შესაბამისად, არ რეგულირდება ამ კანონით.“.

2. მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით უფლებამოსილია აღიაროს სხვა ქვეყნების მიერ დამტკიცებული ტიპისა და კონკრეტული გაზომვის საშუალების პირველადი დამოწმება. აღიარებული გაზომვის საშუალების ტიპის და გაზომვის საშუალების პირველადი დამოწმება არ საჭიროებს დამატებით დადასტურებას.“.

 მუხლი 6.იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) 182 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

 მუხლი 7. საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 1998 წელი, მუხ. 58) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ნომენკლატურას და დაგროვების ოდენობას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშავებს დეპარტამენტი და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.“.

 მუხლი 8.ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №45, 21.12.2009, მუხ. 320) მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. საბჭოს 3 წევრიდან 1 უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი, 1 – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი, ხოლო 1 – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი.“.

 მუხლი 9.პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №22-23, 17 ოქტომბერი, 1996, გვ. 25) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 16. აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრი

1. აკრედიტაციის განხორციელების მიზნით იქმნება აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი (შემდგომ – ცენტრი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს კანონითა და დებულებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში. ცენტრის საქმიანობის კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

2. ცენტრის დებულებას, სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.“.

2. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ცენტრს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წარდგინებით.“.

3. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 19. ცენტრის ანგარიში

ცენტრი თავისი საქმიანობის შესახებ ადგენს ყოველწლიურ ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის.“.

4. 23-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს, მოითხოვოს ამისთვის საჭირო მასალები და ინფორმაცია.“;

ბ) მე-3−მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ცენტრის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას ყოველწლიურად ამოწმებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. აუდიტორის მომსახურებისათვის გადასახდელი თანხების გადახდა ეკისრება ცენტრს.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უფლებამოსილია შეამოწმოს ცენტრის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა და მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერება და მიზანშეწონილობა.

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს ცენტრის გენერალური დირექტორის არამართლზომიერი სამართლებრივი აქტი.“.

5. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. საქართველოში მისაღები ტექნიკური რეგლამენტების ნუსხას შეიმუშავებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაინტერესებულ უწყებებთან შეთანხმებით.“.

 მუხლი 10.ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №51, 31.12.2006, მუხ. 441) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს ეროვნული საინფორმაციო ფონდის დოკუმენტებისა;“.

 მუხლი 11.საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 9 მაისი, 1997, გვ. 30) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცებისა და მასში ცვლილების შეტანის წესი

საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის), საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების წინადადებების საფუძველზე.“.

 მუხლი 12.სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39, 2000 წელი, მუხ. 110) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;“.

2. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12. სამშენებლო საქმიანობის შეწყვეტა ან შეჩერება

სამშენებლო საქმიანობის შეწყვეტა ან შეჩერება ხდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის და სამშენებლო საქმიანობის მონაწილეთა მიერ და მისი საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) სამშენებლო ნორმების, წესების, სტანდარტებისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების უხეში დარღვევა;

ბ) ფორსმაჟორული სიტუაციები.“.

 მუხლი 13.საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 10.11.2001, მუხ. 132) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.“.

 მუხლი 14. სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №49, 30.11.2005, მუხ. 327) 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ხანძრებისა და მათი შედეგების აღრიცხვის წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაინტერესებულ ორგანოებთან შეთანხმებით.“.

 მუხლი 15. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 11.07.2007, მუხ. 244) 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 25. ტექნოლოგიური პროცესების უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე

სამუშაო ადგილზე ტექნოლოგიური პროცესების უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებსა და ფარგლებში.“.

 მუხლი 16.შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 19) მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებულ სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიასთან შეთანხმებულ საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხას.“.

 მუხლი 17.სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 162) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო

ამ კანონისა და „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიური საქმიანობის ორგანიზებისა და განხორციელების მიზნით იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს კანონითა და დებულებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში. სააგენტოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.“.

2. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 19. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

2. სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას ყოველწლიურად ამოწმებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უფლებამოსილია შეამოწმოს სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა და მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერება, მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს სააგენტოს ხელმძღვანელის არამართლზომიერი სამართლებრივი აქტი.“.

 მუხლი 18. „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28, 18.07.2007, მუხ. 275) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულ საქონელზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით გასცემს საქონლის საქართველოში წარმოშობის დამადასტურებელ შესაბამისი ფორმის სერტიფიკატს.“.

 მუხლი 19. „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 19.04.2010, მუხ. 112) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები;“.

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა და ამ კანონით დადგენილი წესით ახორციელებს ობიექტების სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლით, ამ კანონის III თავით და 22-ე–30-ე მუხლებით გათვალისწინებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებებს სხვა ობიექტების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოები.“.

3. 31-ე მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დასრულებამდე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვას გასცემს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამისი სამსახური.“.

 მუხლი 20. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) 85-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 85. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონებით სარგებლობა

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა, ასევე ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელოვნებო/სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით შეიძლება უსასყიდლო ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაეცეს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ სკოლისგარეშე სახელოვნებო/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების სწავლებას.“.

 მუხლი 21. „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 9) მე-2 მუხლის 23 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკისა და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დასკვნები ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის შესახებ.“.

 მუხლი 22. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს ერთ მოსწავლეზე გათვლილ ფინანსურ ნორმატივებს და მათი შესაბამისი სტანდარტული და გაზრდილი ვაუჩერების ოდენობებს.“.

 მუხლი 23. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21–22, მუხ. 455) მე-14 მუხლის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. იმ საწარმოს, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ლიკვიდაციის წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.“.

 მუხლი 24. „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 09.03.2010, მუხ. 25) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმით გადაცემული ქონებისაგან;“.

 მუხლი 25. „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 13.07.2006, მუხ. 198) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტოს უფლება აქვს, იყოს ინვესტორის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ორგანოებთან და სხვა პირებთან ურთიერთობებში. ამ მიზნით ინვესტორსა და სააგენტოს შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს წარმომადგენლობის ფარგლებს. ინვესტორსა და სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულებით სააგენტო ეხმარება ინვესტორს საინვესტიციო საქმიანობისათვის საჭირო ყველა ლიცენზიის ან/და ნებართვის აღებაში ან სხვა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაში. სააგენტო აღნიშნულ უფლებამოსილებებს ახორციელებს ანაზღაურებად საწყისებზე, გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების განხორციელების შემთხვევისა. მომსახურების საფასურს განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების განხორციელება.“.

 მუხლი 26. „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 21, 12.07.2002, მუხ. 81) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 31 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მცირე ან საშუალო საწარმოში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით, მათ შორის, შეთავსებით მომუშავეთა (სეზონურად დასაქმებულთა გამოკლებით) და იურიდიული პირის წარმომადგენლობების თანამშრომელთა გათვალისწინებით, რაც აისახება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) ტერიტორიულ ორგანოებში წარდგენილ ფორმებში.“.

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

3. სააგენტოს დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.“;

ბ) მე-6−მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. სააგენტოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

 7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სააგენტოს გადასცემს სახელმწიფო ქონებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. სააგენტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით უფლება აქვს:

ა) შეიძინოს, გაასხვისოს ან დატვირთოს თავის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება;

ბ) აიღოს სესხი;

გ) დადგეს თავდებად;

დ) განსაზღვროს სააგენტოს საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი.“;

გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

11. სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.“;

დ) მე-12 პუნქტის „“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სახელმწიფო საწარმოო-საინვესტიციო პოლიტიკის დაფინანსების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა;“.

3. მე-6 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა შეირჩევა როგორც ცენტრალური, ისე ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

2. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.“;

ბ) მე-8 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თ) უფლებამოსილია სააგენტოს დირექტორის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში არადამაკმაყოფილებელი შედეგების დაფიქსირების შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინაშე დააყენოს მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი.“.

4. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. სააგენტოს ლიკვიდაციის შემთხვევაში მისი ქონება უბრუნდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.“.

 მუხლი 27. „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებსაქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №29-30/5, 11 დეკემბერი, 1996, გვ. 6) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. ინვესტიციის ხელშეწყობა

საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და შესრულებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შესაბამის უწყებებთან ერთად.“.

 მუხლი 28. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                            . სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 22 მარტი.

№4469-Iს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.