„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3525-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/09/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 430020000.05.001.021042
3525-XIIIმს-Xმპ
21/09/2023
ვებგვერდი, 12/10/2023
430020000.05.001.021042
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) 81 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3−მე-5 პუნქტები:

„3. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთან დადებული კონტრაქტით შესაძლებელია შეიზღუდოს ამ კანონით გათვალისწინებული სტუდენტის უფლებები.

4. ამ კანონსა და სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის  შემთხვევაში გამოიყენება შესაბამისად სამხედრო მოსამსახურესთან ან სპეციალური წოდების მქონე პირთან ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები.

5. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით შესაძლებელია განისაზღვროს ამ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურისგან განსხვავებული სტრუქტურა, სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და მართვის ორგანოები, აგრეთვე დადგინდეს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დაკომპლექტებისა და რექტორის თანამდებობის დაკავების განსხვავებული წესები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

21 სექტემბერი 2023 წ.

N3525-XIIIმს-Xმპ