„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1443
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/05/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 25, 02/06/2005
სარეგისტრაციო კოდი 430.060.000.05.001.001.833
  • Word
1443
13/05/2005
სსმ, 25, 02/06/2005
430.060.000.05.001.001.833
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

 

საქართველოს კანონი

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

 „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 52-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აბიტურიენტთა მობილობის ხელშეწყობის მიზნით აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებული პროგრამით სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე დასაშვებია უცხო ქვეყნის იმ მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირისათვის, რომლებმაც უმაღლესი განათლების მიღების უფლება მოიპოვეს იმ ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, სადაც მიიღეს საშუალო ან მისი ეკვივალენტური განათლება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესისა და ვადების შესაბამისად.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტაციის შედეგად დადგენილი მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შეიძლება განისაზღვროს ადგილები უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირისათვის, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილი ადგილების რაოდენობის არა უმეტეს 10%-ისა, ფაკულტეტების მიხედვით.“;

გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ფაკულტეტი ვალდებულია აბიტურიენტები მიიღოს მხოლოდ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული სიის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისა.“.

2. 53-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. უცხო ქვეყნის საშუალო განათლების მქონე პირისთვის ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის წესს ადგენს ეროვნული გამოცდების ცენტრი და ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო ამ კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირთათვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესს – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.“.

3. 81-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დაუშვებელია არსებობდეს განსხვავება საქართველოს მოქალაქეთათვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთსა და იმავე საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლის საფასურის ოდენობებს შორის.“.

4. 88-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საქართველოს მთავრობა 2005-2006, 2006-2007 და 2007-2008 სასწავლო წლებისთვის ადგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის საფასურის მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ ოდენობებს. საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა – უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2005-2006, 2006-2007 და 2007-2008 სასწავლო წლებისთვის უზრუნველყონ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობების შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის განსაზღვრა ფაკულტეტების ან/და სპეციალობების მიხედვით.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 13 მაისი.

№1443–რს

 

 

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.