უმაღლესი განათლების შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 688
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/12/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 2, 10/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 430.020.000.05.001.001.626
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
688
21/12/2004
სსმ, 2, 10/01/2005
430.020.000.05.001.001.626
უმაღლესი განათლების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (28/03/2007 - 04/12/2007)

საქართველოს კანონი

უმაღლესი განათლების შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო

ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და აკრედიტაციის წესს.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აბიტურიენტი – სრული ზოგადი განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს საქართველოში გაცემული ან მასთან გათანაბრებული სრული ზოგადი საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სწავლის გაგრძელებას აპირებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ბ) ავტონომია – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მისი ძირითადი ერთეულის თავისუფლება დამოუკიდებლად განსაზღვროს და განახორციელოს აკადემიური, საფინანსო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა;

გ) აკადემიური თავისუფლება – აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა უფლება დამოუკიდებლად განახორციელონ სამეცნიერო კვლევა, სწავლება და სწავლა;

დ) აკადემიური მობილობა – სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის თავისუფალი გადაადგილება სწავლის, სწავლებისა და კვლევის პროცესებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ, საქართველოს კანონმდებლობითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით, აკადემიური ხარისხებისა და კვალიფიკაციის ცნობით;

ე) აკადემიური საბჭო – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო;

1) აკადემიური უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლების კურსი, რომელიც შეიცავს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებს;

2) აკადემიური უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩო – ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შემადგენელი დოკუმენტი, რომელშიც სისტემატიზებულია საქართველოში არსებული აკადემიური უმაღლესი განათლების ყველა კვალიფიკაცია;

ვ) აკადემიური ხარისხი – ხარისხი, რომელიც მიენიჭება პიროვნებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შესაბამისი უმაღლესი განათლების საფეხურის დამთავრებისას;

ზ) აკადემიური წოდება – წოდება (საპატიო დოქტორი, ემერიტუსი), რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ენიჭება უცხო ქვეყნის მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისთვის ან საქართველოს მოქალაქეს აკადემიურ მოღვაწეობაში პროფესიული აღიარებისათვის;

თ) აკრედიტაცია – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სტატუსის (სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლების) დადგენის პროცედურა. ამ პროცედურას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი (შემდგომში – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი) სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებთან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (ინსტიტუციური აკრედიტაცია) ან/და საგანმანათლებლო პროგრამის (პროგრამული აკრედიტაცია) შესაბამისობის დადგენით;

ი) ასისტენტ-პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობა, რომელზეც შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც არის დოქტორი ან დოქტორანტი და უძღვება ლაბორატორიულ, სასემინარო ან პრაქტიკულ მეცადინეობებს;

კ) ასოცირებული პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობა. ასოცირებული პროფესორი მონაწილეობს სასწავლო პროცესში და ხელმძღვანელობს სტუდენტების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას;

ლ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) – ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;

მ) ბაკალავრი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირველი საფეხურისათვის – ბაკალავრიატისათვის დადგენილი კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად ენიჭება;

ნ) ბაკალავრიატი – აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხური, სასწავლო პროგრამების ერთობლიობა, რომელიც ძირითადად ითვალისწინებს შესაბამისი სპეციალობების თეორიული საფუძვლების სწავლებას, რაც აუცილებელია პირის მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისათვის ან მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისათვის;

ო) დიპლომი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის ან/და მიღებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

1) დიპლომირებული მედიკოსი (ვეტერინარი) – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და დადგენილი კრედიტების დაგროვების შედეგად ენიჭება. პროგრამა ითვალისწინებს მედიცინის (მათ შორის, სავეტერინარო მედიცინის) სპეციალისტის მომზადებას პრაქტიკული ხასიათის პროფესიული საქმიანობისათვის;

პ) დიპლომირებული სპეციალისტი – პირი, რომელსაც პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში კრედიტების დადგენილი რაოდენობის დაგროვების შედეგად შესაბამისი დოკუმენტით მიენიჭა კვალიფიკაცია და რომელსაც შეუძლია სწავლის პროცესში მიღებული ცოდნის პროფესიულ საქმიანობაში გამოყენება;

ჟ) დიპლომის დანართი – დოკუმენტი, რომელსაც გასცემს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დიპლომთან ერთად სტუდენტის მიერ მიღებული განათლების შინაარსისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული სტატუსის დასადასტურებლად;

რ) დისერტაცია – სამეცნიერო ნაშრომი, რომელსაც დოქტორანტი იცავს დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად;

ს) დოქტორანტი – პირი, რომელიც სწავლობს დოქტორანტურაში;

ტ) დოქტორანტურა – უმაღლესი აკადემიური განათლების მესამე საფეხური, სასწავლო პროგრამების და სამეცნიერო კვლევების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო კადრის მომზადებას და მთავრდება დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით;

უ) დოქტორი – მფლობელი იმ უმაღლესი აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს დოქტორანტურისათვის დადგენილი კრედიტების რაოდენობის ათვისებისა და დისერტაციის დაცვის შედეგად ენიჭება;

ფ) ერთიანი ეროვნული გამოცდა – პროცედურა, რომელიც ადგენს აბიტურიენტის მზაობას უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ასათვისებლად;

1) ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო – დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს საქართველოში არსებულ ყველა კვალიფიკაციას, მათ შორის, უმაღლესი განათლების კვალიფიკაციებს;

ქ) ინდივიდუალური სასწავლო პროგრამა – სტუდენტის ინტერესებისა და აკადემიური მომზადების დონის შესაბამისად შედგენილი სასწავლო გეგმა, შინაარსი, მოცულობა და ათვისების წესი;

ღ) ინსტიტუტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას/ პროგრამებს, რომელთაგან ერთ-ერთი მაინც უნდა იყოს აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის – მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;

1) კოლეჯი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას ან/და აკადემიური უმაღლესი განათლების მხოლოდ პირველი საფეხურის – ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას;

2) კვალიფიკაცია – კონკრეტულ შრომით საქმიანობაში პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციათა ფლობის დონე; პროფესიული უმაღლესი განათლების შესაბამის კვალიფიკაციებს განსაზღვრავს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო;

ყ) კოეფიციენტი (კოეფიციენტები) – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრული ერთეული (ერთეულები), რომლის შესაბამისად ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების რანჟირება კონკრეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კონკრეტულ ფაკულტეტზე ჩასარიცხად;

შ) კრედიტი – ერთეული, რომელიც გამოხატავს სტუდენტის მიერ ერთი საგნის ასათვისებლად შესასრულებელი სამუშაოს მოცულობას;

ჩ) (ამოღებულია);

ც) (ამოღებულია);

ძ) მაგისტრი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურისათვის – მაგისტრატურისათვის დადგენილი კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად ენიჭება;

წ) მაგისტრატურა – აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხური, სასწავლო პროგრამების ერთობლიობა, რომელიც აუცილებლად შეიცავს სამეცნიერო კვლევის ელემენტებს და მიზნად ისახავს ბაკალავრის შემდგომი დონის სპეციალისტის ან მკვლევრის მომზადებას, აგრეთვე ამზადებს პირს მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისათვის;

ჭ) მოდული – სწავლების დამოუკიდებელი თანმიმდევრული ბლოკი, რომელიც აერთიანებს მონათესავე საგნებს. მოდულში განსაზღვრულია საგანთა ურთიერთკავშირები და თანმიმდევრობა. რამდენიმე მოდული შეადგენს სასწავლო გეგმას;

ხ) პროფესიული ასოციაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე მომიჯნავე პროფესიის წარმომადგენლებისაგან და რომლის მიზანია პროფესიის განვითარების ხელშეწყობა, წევრთა ერთობლივი ინტერესების დაცვა, პროფესიული ეთიკის დაცვაზე ზრუნვა;

ჯ) სრული პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც უძღვება სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით მუშაობას;

ჰ) რანჟირება აბსოლუტური ქულით/ქულებით – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული, აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული აბსოლუტური ქულის/ქულების მიხედვით დადგენილი ჩამონათვალი, რომლითაც ირკვევა, თუ რომელმა აბიტურიენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხვის შემთხვევაში;

1) რანჟირება კოეფიციენტებით – გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული, აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული ქულის/ქულების გადათვლის შედეგად დადგენილი ჩამონათვალი ფაკულტეტების მიერ წინასწარ დადგენილი კოეფიციენტების მიხედვით. ამ გადათვლის შედეგად აბიტურიენტები ნაწილდებიან კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტებზე;

2) რეგულირებადი პროფესია – საქმიანობა, რომლის წინაპირობაა, შესაბამისი აკადემიური ხარისხის ან პროფესიული უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის გარდა, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა;

3) რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა – პროგრამა, რომლისთვისაც სახელმწიფო ადგენს სპეციალურ სააკრედიტაციო მოთხოვნებს ან/და რომლითაც მაგისტრისა და დოქტორის მომზადებას სახელმწიფო უზრუნველყოფს სპეციალური კვლევითი პროგრამების მეშვეობით;

4) რექტორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე;

5) საგანმანათლებლო პროგრამა (კურიკულუმი) – სასწავლო კურსების ერთობლიობა (მათი მიზნები, მოცულობა და სწავლების შედეგები, სასწავლო პროცესის ორგანიზების თავისებურებები), რომელიც სათანადო აკადემიური ხარისხის ან პროფესიული უმაღლესი განათლების შესაბამისი კვალიფიკაციის მოსაპოვებლად არის გამიზნული;

6) საგანმანათლებლო სერტიფიკატის ცნობა – კომპეტენტური ორგანოს მიერ უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის ცნობა ან/და მომართვის საფუძველზე საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ავთენტიკურობის დადგენა;

7) სადისერტაციო საბჭო – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე არსებული ორგანო, რომელიც ანიჭებს დოქტორის აკადემიურ ხარისხს;

8) (ამოღებულია);

9) საშემსრულებლო საგანმანათლებლო პროგრამა – სახელოვნებო ან/და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიზანია ხელოვნების ან/და სპორტის ერთ-ერთ ან რამდენიმე საშემსრულებლო სპეციალობაში შემსრულებლის (მათ შორის, მხატვრის, მუსიკოსის, მსახიობის, სპორტსმენისა და სხვ.) მომზადება და შესაბამისი სპეციალობით აკადემიური ხარისხის ან/და პროფესიული უმაღლესი განათლების შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭება;

10) სახელმწიფო სასწავლო გრანტი – სახელმწიფოს მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდის/გამოცდების ჩაბარების საფუძველზე სტუდენტისათვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) ან/და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად;

11) სახელოვნებო უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლება, რომლის მიზანია ხელოვნების ერთ ან რამდენიმე დარგში შემსრულებელი სპეციალისტების მომზადება;

12) სასპორტო უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლება, რომლის მიზანია სპორტის ერთ ან რამდენიმე სახეობაში შემსრულებელი სპეციალისტების მომზადება;

13) (ამოღებულია);

14) სტუდენტი – პირი, რომელიც ამ კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დიპლომირებული სპეციალისტის, ასევე დოქტორანტურის პროგრამის გასავლელად;

15) უმაღლესი განათლება – სრული ზოგადი განათლების შემდგომი განათლება, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა დარგში კვალიფიცირებული კადრების მომზადებას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;

16) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების განმახორციელებელი სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულება, რომლის ძირითადი საქმიანობაა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელება, აგრეთვე შემოქმედებითი მუშაობის წარმართვა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შედგება ძირითადი საგანმანათლებლო და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან და ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს/ხარისხებს ან/და პროფესიული უმაღლესი განათლების შესაბამის კვალიფიკაციას;

17) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ნაწილი, რომელსაც აქვს გარკვეული დამოუკიდებლობა, ტერიტორიულად განცალკევებულია ამ დაწესებულების მართვის ორგანოებისაგან და ახორციელებს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას (პროგრამებს), რასაც შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;

18) უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც უმაღლესი აკადემიური განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს;

19) ფაკულტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი აკადემიური ხარისხის ან/და პროფესიული უმაღლესი განათლების შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას;

20) ფაკულტეტის საბჭო – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო;

21) წარმომადგენელთა საბჭო (სენატი) – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი ორგანო;

22) ხარისხის უზრუნველყოფა – შიდა და გარე შეფასების პროცედურები, რომელთა განხორციელება ხელს უწყობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.

23) სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი) – სასწავლო კურსის მიზნების, შინაარსის, სწავლების შედეგების, მეთოდური უზრუნველყოფის, ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეფასების სისტემის აღწერა.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118

    მუხლი 3. უმაღლესი განათლების მიზნები

1. საქართველოში უმაღლესი განათლების ძირითადი მიზნებია:

ა) ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტაცია, რომლებიც აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და განვითარებისათვის;

ბ) პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;

გ) პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება დაინტერესებული პირებისათვის;

დ) სახელმწიფოს განვითარებისა და საკუთრივ უმაღლესი განათლების სისტემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადება და გადამზადება, სამეცნიერო კვლევის პირობების შექმნა, უზრუნველყოფა და განვითარება;

ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სახელმწიფო უზრუნველყოფს:

ა) უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ღია ხასიათს; სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის აკადემიურ თავისუფლებას;

ბ) უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში;

გ) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციას;

დ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების ჩამოყალიბებას, რაც გულისხმობს აკრედიტაციის სისტემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხარისხის მართვის (უზრუნველყოფის) სამსახურების ამოქმედებას;

ე) სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო და კვლევით სივრცეში, აგრეთვე თანამშრომლობის სხვა საერთაშორისო სისტემებში სრულუფლებიან მონაწილეობას;

ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიას;

ზ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებისა და მათი შესრულების კონტროლის პროცესში;

თ) უმაღლესი განათლების სფეროში ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას, მათ შორის აკადემიური, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების ან/და შეხედულების, სქესის, სოციალური წარმოშობისა და სხვა ნიშნით;

ი) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვისა და ამ დაწესებულებაში კონკურსების საჯაროობასა და გამჭვირვალობას;

კ) სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება:

ა) ამზადებს პიროვნებას ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის, რომელიც მოითხოვს სამეცნიერო ცოდნისა და მეცნიერული მეთოდების გამოყენებას;

ბ) ზრუნავს თავისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

გ) ხელს უწყობს სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას;

დ) ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტთათვის სწავლის პირობების შესაქმნელად;

ე) ხელს უწყობს თავის ფარგლებში სპორტის განვითარებას;

ვ) თანამშრომლობს საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან;

ზ) ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სტუდენტთა და პროფესორთა ურთიერთგაცვლას;

თ) ემსახურება მეცნიერების განვითარებას სწავლის, სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მეშვეობით თავისუფალ, დემოკრატიულ და სოციალურ სამართლებრივ გარემოში;

ი) ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების გავრცელებას;

კ) უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ღია ხასიათს, სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის აკადემიურ თავისუფლებას, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებისა და მათი შესრულების კონტროლის პროცესში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვისა და ამ დაწესებულებაში კონკურსების საჯაროობასა და გამჭვირვალობას, უმაღლესი განათლების სფეროში ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას, მათ შორის აკადემიური, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების ან/და შეხედულების, სქესის, სოციალური წარმოშობისა და სხვა ნიშნით;

ლ) უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.

4. აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

ა) სამეცნიერო კვლევის თავისუფლებისათვის – საორგანიზაციო საკითხებსა და პრიორიტეტების განსაზღვრაში;

ბ) სწავლების თავისუფლებისათვის – სასწავლო პროცესის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტაში, ლექციების ცხრილისა და სასწავლო კურსის პროგრამების დამტკიცების საკითხებში;

გ) სწავლის თავისუფლებისათვის – სასწავლო პროცესის ორგანიზებასა და მაღალი ხარისხის სწავლების უზრუნველყოფაში.

5. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება შეიქმნას პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციების სტრუქტურული ერთეულები.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

    მუხლი 4. უმაღლესი განათლების ენა

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზური (სხვა ენაზე სწავლება, გარდა ინდივიდუალური სასწავლო კურსებისა, დაშვებულია, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან).

თავი II. უმაღლესი განათლების სისტემის მართვა

    მუხლი 5. საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება უმაღლესი განათლების სფეროში

საქართველოს პარლამენტი:

ა) განსაზღვრავს უმაღლესი განათლების პოლიტიკისა და მართვის ძირითად მიმართულებებს და იღებს შესაბამის საკანონმდებლო აქტებს;

ბ) პერიოდულად ისმენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ანგარიშს უმაღლესი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარების, ფინანსური საქმიანობისა და სახელმწიფო პროგრამების შესრულების შესახებ.

    მუხლი 6. საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება უმაღლესი განათლების სფეროში

1. საქართველოს მთავრობა:

ა) ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას უმაღლესი განათლების სფეროში;

ბ) განსაზღვრავს სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრულ და ნაწილობრივ ოდენობებს;

გ) სახელმწიფო სასწავლო გრანტების დაფინანსების წლიური მოცულობის არა უმეტეს 6%-ის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით განსაზღვრავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამით დაფინანსების ოდენობასა და პირობებს;

დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.

[დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, აგრეთვე კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას .(ამოქმედდეს 2010–2011 სასწავლო წლის დაწყებისთანავე .)]

2. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – გამოცდების ეროვნული ცენტრისა და განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დირექტორებს, აგრეთვე განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს წევრებს.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3987 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.354

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118

    მუხლი 7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამოსილება უმაღლესი განათლების სფეროში

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო:

ა) ატარებს ერთიან პოლიტიკას უმაღლესი განათლების სფეროში;

ბ) შეიმუშავებს უმაღლესი განათლების სისტემის ინდიკატორების ამსახველ ძირითად დოკუმენტს;

გ) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის თანხის ოდენობას, აგრეთვე სოციალური პროგრამით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსების ოდენობასა და პირობებს;

დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს გამოცდების ეროვნული ცენტრისა და განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დირექტორების კანდიდატურებს, აგრეთვე განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს წევრების კანდიდატურებს;

ე) ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ლიცენზირებას და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ) განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის დებულებას და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის წესს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკრედიტაციის დებულების დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილია, მიმართოს განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს აკრედიტაციის გაუქმების მოთხოვნით;

ზ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – გამოცდების ეროვნული ცენტრისა და განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დებულებებს;

თ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, წარმომადგენლობითი საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას და გასცემს დასკვნას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელოვნებო და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების პროექტზე;

ი) გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესს და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ჯამური ქულებისა და აბსოლუტური ქულით/ქულებით რანჟირების დოკუმენტებს, საზღვარგარეთ მიღებული სრული ზოგადი განათლების მქონე პირთათვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პირობებს, სოციალური პროგრამის ფარგლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის ხელშეწყობის ღონისძიებებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების განხორციელების ხელშეწყობის ღონისძიებებს;

კ) თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვა ქვეყნებთან, მათ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან უმაღლესი განათლების ხარისხის შემოწმებისა და უზრუნველყოფის სფეროში;

ლ) ამ კანონის 74-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნიშნავს წარმომადგენელს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემდგომი საქმიანობის შესახებ რეკომენდაციების მომზადების მიზნით;

მ) ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო კონტროლს და პასუხისმგებელია უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებაზე, გარდა სახელოვნებო და სასპორტო უმაღლესი განათლებისა;

ნ) ამტკიცებს უმაღლესი განათლების სპეციალობათა ჩამონათვალს, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა და მისი დანართის ფორმას;

ო) ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური და პროგრამული აკრედიტაციის საფასურის ზღვრულ ოდენობას;

პ) განსაზღვრავს სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სახელმწიფო სასწავლო გრანტის გადატანის წესსა და პირობებს;

1) განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესს.

2) განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის წარდგინებით განსაზღვრავს საზღვარგარეთ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ფორმალური ცნობის (აღიარების) და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ეკვივალენტობისა და ავთენტიკურობის დადგენის წესს;

3) განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების რეესტრის წარმოების წესს;

4) ამტკიცებს აკადემიური უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს, რომელიც ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შემადგენელი ნაწილია;

ჟ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და სამინისტროს დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში დადგენილი წესით ატარებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს შემდეგი მოთხოვნების დაცვით:

ა) მონაცემის რეგისტრაცია ხორციელდება მისი წარდგენიდან ერთი თვის ვადაში;

ბ) მონაცემი არ გატარდება, თუ დარღვეულია ამ კანონისა და უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნები;

გ) თუ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მონაცემის წარმომდგენს ერთი თვის ვადაში არ აცნობებს აღმოჩენილი დარღვევის შესახებ, მონაცემი რეგისტრირებულად ითვლება.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118

    მუხლი 8. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს კომპეტენცია სახელოვნებო და სასპორტო უმაღლესი განათლების სფეროში

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელოვნებო და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო ამ კანონით დადგენილი წესით:

ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობაში წარადგენს წინადადებებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების თაობაზე;

ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას;

გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო კონტროლს;

დ) პასუხისმგებელია სახელოვნებო და სასპორტო უმაღლესი განათლების სფეროში საქართველოს ნორმატიული აქტების შესრულებაზე;

ე) უზრუნველყოფს სახელოვნებო და სასპორტო უმაღლესი განათლების პროგრამულ დაფინანსებას.

ვ) მონაწილეობს სახელოვნებო და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სააკრედიტაციო პირობების შემუშავებაში.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

თავი III. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დანიშნულება, სახეები, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, დაფუძნება, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

    მუხლი 9. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახეები და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა

1. საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახეებია:

ა) უნივერსიტეტი;

ბ) ინსტიტუტი;

გ) კოლეჯი.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება არსებობდეს საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით.

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118

    მუხლი 10. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კომპეტენციათა გამიჯვნა

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ კანონის შესაბამისად:

ა) ამტკიცებს ფაკულტეტების სასწავლო, კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;

ბ) შეიმუშავებს წესდებას, ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესს, ეთიკისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებსა და წესს;

გ) ამტკიცებს პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს;

დ) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს ძირითადი ერთეულების მიერ წარდგენილ კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდის ცალკეული კომპონენტებისთვის;

ე) ირჩევს დაწესებულების მართვის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს თავის ფინანსებსა და ქონებას.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტი ამ კანონის შესაბამისად:

ა) შეიმუშავებს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ადგენს შესაბამის პროგრამებსა და გეგმებს;

ბ) შეიმუშავებს პერსონალის სამსახურში მიღების წესს, რომელსაც აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭო;

გ) სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრავს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდისათვის;

დ) ირჩევს მართვის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს;

ე) ქმნის სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს;

ვ) საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით დადგენილი წესით წყვეტს ფაკულტეტის მიერ მოზიდული ფინანსებისა და მის მფლობელობაში არსებული ქონების ფლობასა და სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

    მუხლი 11. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – საჯარო სამართლის იურიდიული პირი

1. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აფუძნებს მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით.

[1. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით. (ამოქმედდეს 2010–2011 სასწავლო წლის დაწყებისთანავე .)]

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიმართ, გარდა სახელოვნებო და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო სახელოვნებო და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო კონტროლს – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.

3. სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის აქტით განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება, სახე, მიზანი და მისთვის გადასაცემი ქონების ნუსხა.

4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, უფლებამოსილია, სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობა განახორციელოს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სხვა დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე.

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3987 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.354

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118

    მუხლი 12. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – კერძო სამართლის იურიდიული პირი

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება დაფუძნდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით.

11. კერძო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი წესით, სხვა დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე.

2. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ეკრძალებათ კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნება, წილის (აქციის) ფლობა ან წევრობა.

[2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ეკრძალებათ კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნება, წილის (აქციის) ფლობა ან წევრობა. (ამოქმედდეს 2010–2011 სასწავლო წლის დაწყებისთანავე .)]

[21. სახელმწიფოს ეკრძალება კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნება, წილის (აქციის) ფლობა ან წევრობა.“; (ამოქმედდეს 2010–2011 სასწავლო წლის დაწყებისთანავე .)]

3. კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე არ ვრცელდება ამ კანონის IV, V (გარდა 32-ე–35-ე მუხლებისა) და XIV თავით გათვალისწინებული ნორმები.

[4. სახელმწიფო უფლებამოსილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დააფუძნოს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით. (ამოქმედდეს 2010–2011 სასწავლო წლის დაწყებისთანავე .)]

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3987 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.354

    მუხლი 13. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება ამ კანონით, შესაბამისად „მეწარმეთა შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული წესით.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს მთავრობა სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს წარდგინებით.

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118

თავი IV. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურა

    მუხლი 14. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურა

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან – ფაკულტეტებისაგან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიბლიოთეკის (ბიბლიოთეკების) და დამხმარე სტრუქტურული ერთეულების: რექტორის აპარატის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის, კანცელარიისა და მართვის ორგანოების სამდივნოებისაგან.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით შეიძლება განისაზღვროს ამ დაწესებულების ან ფაკულტეტის სხვა სტრუქტურული ერთეულები და მათი საქმიანობის წესიც.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობითა და დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით, რომელიც უზრუნველყოფს ფილიალის პროფესორთა და სტუდენტთა წარმომადგენლობას ფილიალის მართვის ორგანოებში, აგრეთვე ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების არსებობას.

4. უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალი საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროებს ლიცენზირებას ან/და აკრედიტაციას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში ლიცენზია ან/და აკრედიტაცია გაიცემა უცხო ქვეყნის იურიდიული პირის საგანმანათლებლო საქმიანობაზე, ფილიალის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო ან/და სააკრედიტაციო პირობებთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

    მუხლი 15. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვა

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოებია (მმართველი სუბიექტებია): აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

2. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია (მმართველი სუბიექტებია): ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

    მუხლი 16. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პრინციპები

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გადაწყვეტილებების, რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანგარიშებისა და ბრძანებების საჯაროობასა და მათ ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის;

ბ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას;

გ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში;

დ) თანასწორ მოპყრობას განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვა;

ე) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.

    მუხლი 17. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის წესი

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი ორგანოა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭო, რომელიც აირჩევა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი ერთეულებიდან – ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებზე მათი რაოდენობის პროპორციულად. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მინიმალური რაოდენობა არ შეიძლება იყოს აკადემიური საბჭოს წევრთა ორმაგ რაოდენობაზე ნაკლები, რაც განისაზღვრება დაწესებულების წესდებით.

2. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფარგლებში საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, ამ დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით.

3. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადა ემთხვევა სწავლების ძირითადი საფეხურის დადგენილ ხანგრძლივობას და მიეთითება წესდებაში.

4. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. ასისტენტ-პროფესორი, რომელიც არის დოქტორანტი, არჩევნებში მონაწილეობს როგორც სტუდენტი. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ.

5. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში შედის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიბლიოთეკის (ბიბლიოთეკების) წარმომადგენელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით. წესდებით განსაზღვრული წესითა და პროპორციით წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ პირები, რომლებსაც ამ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ მიანიჭა აკადემიური ხარისხი ან/და კვალიფიკაცია, აგრეთვე საზოგადოების წარმომადგენლები.

6. პროფესორისა და სტუდენტისთვის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან მისი შესაბამისი აკადემიური ან/და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.

7. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად ამავე ვადით.

8. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118

    მუხლი 18. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილება

1. წარმომადგენლობითი საბჭო ამ კანონის შესაბამისად:

ა) შეიმუშავებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;

ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს;

გ) ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის შედგენის წესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

დ) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს;

ე) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით;

ვ) ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;

ზ) ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის სტრუქტურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე;

თ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს;

ი) აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს;

კ) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;

ლ) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;

მ) ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;

ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების მომზადებისა და წარმართვის პროცედურა განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.

3. წარმომადგენლობითი საბჭო ბიუჯეტის დამტკიცების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოველწლიური ანგარიშის დასამტკიცებლად გადაწყვეტილებას იღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

4. წარმომადგენლობით საბჭოს ვადამდე უწყდება უფლებამოსილება ამ კანონის   74-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118

    მუხლი 19. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი

1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს სპიკერი, რომელსაც ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო თავისი რიგებიდან არა უმეტეს წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადით. სპიკერის არჩევის ვადა მიეთითება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებაში.

2. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი სურვილი;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

გ) გარდაცვალება;

დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

ე) ამ კანონის 74-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა;

ვ) ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება;

ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.

    მუხლი 20. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური საბჭოს არჩევა

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური საბჭო, რომლის წევრებიც აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.

2. აკადემიურ საბჭოში თითოეულ ფაკულტეტს ჰყავს თანაბარი რაოდენობის წარმომადგენელი. მათი რაოდენობა განისაზღვრება დაწესებულების წესდებით.

3. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი, გარდა ასისტენტ-პროფესორისა.

4. აკადემიური საბჭოს წევრის არჩევის ვადა ემთხვევა ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობას, რაც მიეთითება წესდებაში.

5. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის დადგენილი ხანგრძლივობის ნახევრის გასვლის შემდეგ.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

    მუხლი 21. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური საბჭოს უფლებამოსილებანი

1. აკადემიური საბჭო ამ კანონის შესაბამისად:

ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების სტრატეგიულ გეგმას;

ბ) ფაკულტეტების წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას;

დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს;

ე) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას;

ვ) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას;

ზ) წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში;

თ) მონაწილეობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში განხილვაში;

ი) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;

კ) ადგენს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხების, აგრეთვე უმაღლესი და სახელობო განათლების კრედიტების ცნობის წესს;

ლ) ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოების დებულებებს;

მ) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურას;

ნ) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ო) წლიურ ანგარიშს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

პ) ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ;

ჟ) ირჩევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიბლიოთეკის/ბიბლიოთეკების ხელმძღვანელს/ხელმძღვანელებს;

რ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;

ს) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

2. ამ კანონის 74-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აკადემიურ საბჭოს ვადამდე უწყდება უფლებამოსილება.

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118

    მუხლი 22. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი

1. რექტორი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ქვეყნის შიგნით და გარეთ აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. თუ გარიგების და შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს აგრეთვე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

2. რექტორს ირჩევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს საბჭოს უფლებამოსილების ვადისა. რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს იმავე ან სხვა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სრული პროფესორი.

3. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არა უგვიანეს 1 და არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 3 თვით ადრე კანონმდებლობითა და საკუთარი წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.

4. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

5. პირი, რომელსაც ეკავა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა, ამავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.

6. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118

    მუხლი 23. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების სფეროებში და წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში.

2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით, ფარული კენჭისყრით, ამ კანონით დადგენილი წესით. ერთი და იგივე პირი აკადემიურმა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოს შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ ორჯერ. წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში, აკადემიური საბჭო წარადგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას.

3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ წელს.

4. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

5. პირი, რომელსაც ეკავა რექტორის თანამდებობა იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც რექტორის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან რექტორის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118

    მუხლი 24. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება

1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:

ა) ხელმძღვანელობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას;

ბ) უფლებამოსილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები;

გ) ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის სტუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ე) ამზადებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ვ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

თ) პასუხისმგებელია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;

ი) ასრულებს წესდებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია წარმომადგენლობითი საბჭოსა და აკადემიური საბჭოს წინაშე.

3. გარდა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების ზოგადი საფუძვლებისა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე;

ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება.

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118

    მუხლი 25. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე მისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ აგრეთვე დაწესებულების სტუდენტები და რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.

2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.

4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით.

5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურსა და ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებს შორის თანამშრომლობა წესრიგდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.

6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) დანერგვის გზითა და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას.

    მუხლი 26. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტი

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ფაკულტეტებთან და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად შეიმუშავებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის პროექტს და აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.

3. წარმომადგენლობითი საბჭო განიხილავს წარმოდგენილ ბიუჯეტს და ამტკიცებს მას ან შესაბამისი შენიშვნებით უბრუნებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.

4. თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაეთანხმება წარმოდგენილ შენიშვნებს, ბიუჯეტს შენიშვნების გათვალისწინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

5. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ ეთანხმება წარმომადგენლობითი საბჭოს შენიშვნებს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უფლება აქვს ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტი აკადემიური საბჭოს წინადადებებითა და დასაბუთებული შენიშვნებით დასამტკიცებლად დაუბრუნოს წარმომადგენლობით საბჭოს.

6. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ბიუჯეტის განმეორებით დაუმტკიცებლობა იწვევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტას და ბიუჯეტის დამტკიცება მოხდება ახალარჩეული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით.

    მუხლი 27. ფაკულტეტი და ფაკულტეტის საბჭო

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულია ფაკულტეტი. ფაკულტეტის შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი (კათედრა, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ლაბორატორია, კლინიკა, პროგრამული მიმართულება და სხვა) და დამხმარე (ბიბლიოთეკა და სხვა) სტრუქტურული ერთეულები.

2. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები, ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა თვითმმართველობის არჩეული წარმომადგენლები.

3. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები.

    მუხლი 28. ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილება

ფაკულტეტის საბჭო:

ა) განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტს;

ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს;

გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ე) შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;

ვ) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს;

ზ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

    მუხლი 29. ფაკულტეტის დეკანი

1. ფაკულტეტის საბჭო ფაკულტეტის დეკანს ირჩევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული, მაგრამ არა უმეტეს ოთხი წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არა უგვიანეს 1 და არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 თვით ადრე კანონმდებლობითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.

2. დეკანად შეიძლება აირჩეს ასოცირებული ან სრული პროფესორი.

3. ფაკულტეტის დეკანი:

ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;

ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების გეგმას, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;

ვ) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს;

ზ) ამ კანონისა და წესდების შესაბამისად პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებაზე;

თ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

    მუხლი 30. სადისერტაციო საბჭო

1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება ფაკულტეტზე.

2. სადისერტაციო საბჭოების შედგენისა და თავმჯდომარის არჩევის წესს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად. სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ყველა სრული და ასოცირებული პროფესორისგან. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით შეიძლება განისაზღვროს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოში დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირის მოწვევის წესი და პირობები.

3. სადისერტაციო საბჭო მოქმედებს აკადემიური საბჭოს მიერ ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად და დოქტორის ხარისხს ანიჭებს მეცნიერების იმ დარგებში, რომლებიც განსაზღვრულია ამავე დებულებით.

4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

    მუხლი 31. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად.

2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ამყარებს მჭიდრო კავშირს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.

3. (ამოღებულია).

4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) გამოყენების გზით და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას.

5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი ასოცირებული ან სრული პროფესორი.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118

თავი V. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალი

    მუხლი 32. პერსონალი

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებობს აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობები.

    მუხლი 33. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალი

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისაგან.

2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნება სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი.

3. პროფესორები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებს.

4. პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

    მუხლი 34. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი

1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული წესით საბუთების მიღებამდე არა უგვიანეს 1 და კონკურსის ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 თვით ადრე.

3. კონკურსის ჩატარების წესს განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

    მუხლი 35. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები

1. სრულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. დამატებითი პირობები შეიძლება განსაზღვროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურმა საბჭომ. ამ პირობებს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

3. ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან დოქტორანტი.

4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საშემსრულებლო სპეციალობებისათვის ღია კონკურსის საფუძველზე აკადემიური თანამდებობების დაკავების ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებისაგან განსხვავებულ პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო, რაც აისახება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებაში.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

    მუხლი 36. აკადემიური პერსონალის შრომითი ურთიერთობები

1. აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი.

    მუხლი 37. აკადემიური პერსონალის უფლებები

1. აკადემიურ პერსონალს უფლება აქვს:

ა) მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში ამ კანონისა და დაწესებულების წესდების შესაბამისად;

ბ) ჩარევის გარეშე განახორციელოს სწავლება, კვლევა, შემოქმედებითი საქმიანობა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;

გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო პროგრამების შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები;

დ) 5 წელიწადში ერთხელ კვალიფიკაციის ასამაღლებლად აიღოს ანაზღაურებადი სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულება არა უმეტეს ერთი სასწავლო წლის ვადით;

ე) განახორციელოს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.

2. აკადემიური პერსონალი ვალდებულია:

ა) დაიცვას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების მოთხოვნები;

ბ) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები;

გ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები;

დ) კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის სამეცნიერო სწავლებისა და კვლევის თავისუფლებას და ქმნის მისი საქმიანობისათვის შესაბამის პირობებს.

    მუხლი 38. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლება

აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;

გ) ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა;

დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;

ე) პენსიაზე გასვლა ან ემერიტუსის წოდების მინიჭება;

ვ) კანონმდებლობით განსაზღრული სხვა შემთხვევები.

    მუხლი 39. აკადემიური წოდებები

1. აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქე მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდება.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 65 წლის ასაკს მიღწეულ ყველა სრულ პროფესორს ენიჭება ემერიტუსის წოდება.

3. ემერიტუსის წოდების მქონე პირის ემერიტუსის წოდების მინიჭებამდე არსებული ხელფასისა და სახელმწიფო პენსიის ოდენობებს შორის განსხვავებას ფარავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ამასთანავე, ემერიტუსის წოდების მქონე პირს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს დაწესებულების საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობაში აკადემიური და ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების გარეშე და ისარგებლოს დამატებითი სოციალური გარანტიებით ამ დაწესებულების ბიუჯეტიდან.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

    მუხლი 40. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი

1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ფაკულტეტის დეკანი და მათი მოადგილეები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციულ თანამდებობებზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი.

3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი და უფროსი მასწავლებელი.

4. მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს სასემინარო, პრაქტიკულსა და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე.

5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობისთვის აუცილებელი სხვა პირები.

6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ამ კანონით გათვალისწინებული აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118

    მუხლი 41. ადმინისტრაციული თანამდებობიდან გათავისუფლება

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია:

ა) პირადი სურვილი;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

გ) გარდაცვალება;

დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

ე) 65 წლის ასაკის მიღწევა;

ვ) ამ კანონის 74-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა;

ზ) ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება;

თ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.

    მუხლი 42. თანამდებობრივი შეუთავსებლობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში

1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

2. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა, ან იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.

3. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს არ შეიძლება ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა.

4. აკადემიური, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა განისაზღვრება კანონმდებლობითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.

თავი VI. სტუდენტი

    მუხლი 43. სტუდენტის უფლებები

1. სტუდენტს უფლება აქვს:

ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;

ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში;

გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით, შინაგანაწესითა და დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის, მათ შორის, საფინანსო და ეკონომიკური საქმიანობის შესახებ;

ე) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, ფაკულტეტისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის წარმომადგენლობით ორგანოებში ამ კანონისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად;

ვ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად;

ზ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;

თ) საქართველოს კანონმდებლობითა და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მოახდინოს მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების ამ დაწესებულებაში გადატანა;

ი) საქართველოს კანონმდებლობისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად სახელმწიფოსგან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები;

კ) აირჩიოს სასწავლო პროგრამა;

ლ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის შემუშავებაში;

მ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;

ნ) განახორციელოს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.

2. დოქტორანტი შეიძლება არჩეულ იქნეს ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების არჩევნებში იგი მონაწილეობს როგორც სტუდენტი.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და შესაბამისი ფაკულტეტის დებულებით.

4. სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული პირადი ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელისთვის ცნობილი გახდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, აგრეთვე ინფორმაცია სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარების შესახებ კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სტუდენტის ნებართვა, ან ადმინისტრაციის კანონიერი ინტერესი დაიცვას სხვისი უსაფრთხოება და კანონით დაცული უფლებები. ინფორმაცია სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა და მის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების შესახებ უნდა ინახებოდეს განცალკევებულად. სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შენახვისას ადმინისტრაცია ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

5. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეკრძალება საკუთარი უფლებამოსილებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება შექმნას ცენზურის დაწესების საფრთხე ან შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, გარდა ამავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტის ცოდნის სამართლიანი შეფასება, რისთვისაც შეიმუშავებს სათანადო პროცედურებს.

7. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნა უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულების წესდებით, შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით, ამ კანონის გათვალისწინებითა და სამართლიანი პროცედურის გზით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შეიმუშაოს სტუდენტის ეთიკის კოდექსი, რომელიც შესაძლებელია აწესებდეს შეზღუდვას სტუდენტის ქცევაზე, თუ ეს დაკავშირებულია საგანმანათლებლო პროცესის წარმართვასთან. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დეტალურად განსაზღვროს ქცევის წესი, რომელიც იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას.

8. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნის წამოწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, საგანმანათლებლო დაწესებულების საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას. სტუდენტის დისციპლინური დევნის საკითხს წყვეტს ფაკულტეტის საბჭო. სტუდენტს უფლება აქვს დაესწროს თავისი საქმის განხილვას.

9. დისციპლინური დევნის განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს:

ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ;

ბ) დაესწროს დისციპლინური დევნის საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით;

გ) მიაწოდოს საბჭოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები;

დ) მონაწილეობა მიიღოს ფაკულტეტის საბჭოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში;

ე) მოითხოვოს მის მიმართ დისციპლინური დევნის შესახებ საკითხი განხილულ იქნეს საჯარო სხდომაზე.

10. დისციპლინური დევნის საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი აწევს ბრალდების მხარეს. დისციპლინური დევნის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს საქართველოს კანონით და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული წესით მოპოვებულ მტკიცებულებებს. ყველა მტკიცებულება, რომელიც დისციპლინური დევნის საფუძველია უნდა გამოიკვლიოს ფაკულტეტის საბჭომ.

11. სტუდენტს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს ფაკულტეტის მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.

12. სტუდენტის სტატუსი წყდება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

    მუხლი 44. სტუდენტის ვალდებულებები

სტუდენტი ვალდებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა, დაიცვას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდება და შინაგანაწესი.

    მუხლი 45. სტუდენტთა თვითმმართველობის უფლებები

1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ფაკულტეტების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობა.

2. ფაკულტეტებზე არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთობლიობა წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თვითმმართველობას, რომელიც შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას.

3. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად:

ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში;

ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;

გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში;

დ) უფლებამოსილია შეიმუშავოს წინადადებები ფაკულტეტის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს, წარმომადგენლობით საბჭოსა და აკადემიურ საბჭოს;

ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში.

თავი VII. უმაღლესი განათლების საფეხურები

    მუხლი 46. აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხურების სახეები

1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების მიღება შეიძლება ერთსაფეხურიანი, ორსაფეხურიანი და სამსაფეხურიანი სწავლების საფუძველზე.

2. აკადემიური უმაღლესი განათლების სამსაფეხურიანი სწავლების საფეხურებია:

ა) ბაკალავრიატი – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 240 კრედიტისა;

ბ) მაგისტრატურა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტისა;

გ) დოქტორანტურა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს.

21. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 1 სასწავლო წლის განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს საშუალოდ 60 კრედიტს.

3. სწავლის ყოველი საფეხურის გავლის შემდეგ გაიცემა სათანადო დიპლომი სტანდარტული დანართით.

4. პირს, რომელმაც არ ან ვერ დაასრულა შესაბამისი საგანმანათლებლო საფეხური, ეძლევა სათანადო მოწმობა.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118

    მუხლი 47. დიპლომირებული სპეციალისტის პროგრამა (პროფესიული უმაღლესი განათლების პროგრამა)

1. პროფესიული უმაღლესი განათლების პროგრამა მოიცავს არანაკლებ 120 და არა უმეტეს 180 კრედიტისა და მიზნად ისახავს პრაქტიკული ხასიათის პროფესიული საქმიანობისათვის სპეციალისტის მომზადებას. პროფესიული უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად პირი იღებს სპეციალისტის დიპლომს, რომელშიც მიეთითება მისი კვალიფიკაცია.

2. პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში განსაზღვრული კვალიფიკაციის/კვალიფიკაციების მინიჭების მიზნით და უნდა შეესაბამებოდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული პროფესიული სააგენტოს მიერ „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცებულ პროფესიულ სტანდარტს.

3. ბაკალავრიატის პროგრამით სწავლის გაგრძელების შემთხვევაში დიპლომირებული სპეციალისტის მიერ დაგროვებული კრედიტები შეიძლება უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ ჩათვალოს ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოპოვების მიზნებისათვის. დიპლომირებული სპეციალისტი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლისათვის საჭიროებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისათვის უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეიძლება ჩათვალოს სტუდენტის მიერ სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მოპოვებული კრედიტები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118

    მუხლი 471. დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) საგანმანათლებლო პროგრამა და რეზიდენტურა

1. უმაღლესი სამედიცინო (მათ შორის, სავეტერინარო) აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურია დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს 300–360 კრედიტს.

2. დიპლომირებულ მედიკოსს (ვეტერინარს) უფლება აქვს, სწავლა განაგრძოს მაგისტრატურაში ან/და რეზიდენტურაში ან იმუშაოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.

3. რეზიდენტურა არის სამედიცინო აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხური, რომლის გავლა შეიძლება დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ.

4. რეზიდენტურის კურსდამთავრებული უფლებამოსილია, სწავლა განაგრძოს დოქტორანტურაში და იმუშაოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.

5. რეზიდენტურის პროგრამა ექვემდებარება პროგრამულ აკრედიტაციას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული პირობებისა და წესის შესაბამისად.

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118

    მუხლი 48. ბაკალავრიატი და მაგისტრატურა

1. ბაკალავრიატში სწავლის უფლება აქვს მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელს ან მასთან გათანაბრებულ პირს.

2. ბაკალავრიატში სწავლის მიზანია სრულ ზოგად განათლებაზე უფრო მაღალი დონის პროფესიულ მომზადებასთან ერთად სასწავლო დისციპლინების თეორიული ასპექტების შედარებით ღრმა ათვისება, რაც კვლევითი ხასიათის პროგრამებით ამზადებს პირს მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისა და მუშაობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.

3. მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვთ ბაკალავრს და დიპლომირებულ მედიკოსს (ვეტერინარს).

4. მაგისტრატურაში სწავლის მიზნებია:

ა) სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მომზადება;

ბ) სპეციალობის შეცვლა;

გ) კვალიფიკაციის ამაღლება.

5. გარდა სახელოვნებო და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საშემსრულებლო სპეციალობებისა, მაგისტრატურის სასწავლო პროგრამა არ შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ სწავლებისაგან; იგი აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს სტუდენტის მიერ ისეთი კვლევების დამოუკიდებელ ჩატარებას, რომელთა შედეგებს შეუძლიათ არსებული ცოდნის საგრძნობი გაფართოება და რომელთა საფუძველზე იგი შეძლებს საკვალიფიკაციო ნაშრომის წარმოდგენას.

6. (ამოღებულია).

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118

    მუხლი 49. დოქტორანტურა

1. დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვთ მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, აგრეთვე რეზიდენტურის კურსდამთავრებულს.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელით, უქმნის პირობებს სამეცნიერო კვლევაზე ორიენტირებული სამუშაოს ჩასატარებლად, რომელიც უნდა მოიცავდეს დასაბუთებულ თეორიულ ან/და ექსპერიმენტულ შედეგებს, ხელს უწყობს დოქტორანტის ინტეგრაციას მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებაში.

3. დოქტორანტურის დასრულებისა და დისერტაციის დაცვის შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება დოქტორის აკადემიური ხარისხი.

4. დოქტორის აკადემიურ ხარისხს ანიჭებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე არსებული სადისერტაციო საბჭო შესაბამისი დებულების მოთხოვნათა დაცვით.

5. დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების წესი განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული სადისერტაციო საბჭოს დებულებით.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118

    მუხლი 50. საზღვარგარეთის საგანმანათლებლო დოკუმენტების ცნობა

1. საზღვარგარეთ სწავლის დროს უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გავლილი სასწავლო პროგრამებისა და მიღწეული შედეგების აღიარება ხდება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება მათი შესაბამისობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამებთან.

2. საზღვარგარეთ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ფორმალურ ცნობას (აღიარებას) და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ეკვივალენტობისა და ავთენტიკურობის დადგენას ახდენს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118

თავი VIII.  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტთა მიღების წესი

    მუხლი 51. გამოცდების ეროვნული ცენტრი

1. გამოცდების ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შეიმუშავებს და მართავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მისაღები გამოცდების სისტემას.

2. გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულებას შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

3. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

4. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები სავალდებულოა ყველა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის და უმაღლესი განათლების მისაღებად საქართველოს მოქალაქეზე ან რეზიდენტზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის საფუძველია. ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა მსურველს, რომელიც წარმოადგენს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტს.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118

    მუხლი 52. აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის მიღების საფუძველი

1. აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული და აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით პირველ საფეხურზე სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

2. სახელოვნებო და სასპორტო უმაღლესი განათლების მისაღებად აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდამდე გადის შესაბამის კონკურსს სახელოვნებო და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით.

3. აბიტურიენტთა და სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობის მიზნით აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებული პროგრამით სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად და დადგენილ ვადებში დასაშვებია:

ა) უცხო ქვეყნის იმ მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება, მაგრამ არანაკლებ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სწავლების წლების ხანგრძლივობის პროგრამის ათვისების შედეგად;

ბ) უცხო ქვეყნის იმ მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტებისათვის, რომლებიც სწავლობენ უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ადგენს პირობებს, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდნენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფო აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მოსაპოვებლად საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და მოიპოვეს ამ ქვეყანაში უმაღლესი განათლების მიღების უფლება.

5. ყოველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც აქვს სურვილი, უფლება ან/და ვალდებულება, ჩაერთოს ერთიან საგამოცდო სისტემაში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე მიღების განსახორციელებლად, აცხადებს საკუთარი ფაკულტეტების მიერ თითოეულ საგამოცდო საგანში აბიტურიენტის შედეგისათვის მინიჭებულ კოეფიციენტს. გამოცდებგავლილი აბიტურიენტები ფაკულტეტებზე მიიღებიან ფაკულტეტების მიერ საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტების მიხედვით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს, განახორციელოს მიღება პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, აცხადებს შესაბამისი ადგილების რაოდენობას თითოეული ფაკულტეტის მიხედვით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში.

6. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტაციის შედეგად დადგენილი სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეიძლება განსაზღვროს ადგილები უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირისათვის.

7. (ამოღებულია).

8. სახელმწიფო სასწავლო გრანტების დაფინანსების წლიური მოცულობის არა უმეტეს 6%-ის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, განსაზღვროს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამით დაფინანსების ოდენობა და პირობები.

9. გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტების სიებს, რომლებმაც უფლება მოიპოვეს, ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე პროფესიული უმაღლესი განათლების ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამით, და უგზავნის სიებს შესაბამის ფაკულტეტებს.

10. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ფაკულტეტი ვალდებულია აბიტურიენტები მიიღოს მხოლოდ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული სიის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისა.

11. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალში ჩარიცხვას ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ეს მუხლი არ ეხება ამ კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ფილიალებს.

საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1443 - სსმ I, №25, 02.06.2005წ., მუხ.170

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118

    მუხლი 53. ერთიანი ეროვნული გამოცდები

1. ერთიანი ეროვნული გამოცდების მომზადებასა და ჩატარებას უზრუნველყოფს გამოცდების ეროვნული ცენტრი.

2. აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტების განაწილების წესს გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

3. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის მსურველი პირი გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართავს წერილობითი განცხადებით, რომელშიც ასახელებს იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას/ დაწესებულებებს, ფაკულტეტს/ფაკულტეტებს და საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს, რომელშიც, რომელზედაც და რომლითაც სურს სწავლის გაგრძელება.

4. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის მსურველს უნდა ჰქონდეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი.

5. უცხო ქვეყნის სრული ზოგადი განათლების მქონე პირისთვის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის წესს შეიმუშავებს გამოცდების ეროვნული ცენტრი და ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო ამ კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირთათვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესს – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

6. ერთიან ეროვნულ საგამოცდო პროგრამას გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

7. გამოცდების საფასურს იხდის აბიტურიენტი. გამოცდების საფასურს, ასევე საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესსა და პირობებს გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები.

საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1443 - სსმ I, №25, 02.06.2005წ., მუხ.170

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118

    მუხლი 54. სახელმწიფო სასწავლო გრანტების მინიჭება

1. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გათვალისწინებით გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

2. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ქულის/ქულების აბსოლუტური რანჟირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის და აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამის სტუდენტების აბსოლუტური ქულით/ქულებით რანჟირების შედეგად სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვებისათვის იქმნება აბსოლუტური ქულით/ქულებით რანჟირების ორი დოკუმენტი, თითოეული პროგრამის სტუდენტებისათვის ცალ-ცალკე.

3. გარდა იმ სტუდენტების სიისა, რომლებმაც მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი, სახელმწიფო სასწავლო გრანტების მინიჭების შესახებ აქტში მოცემული უნდა იყოს გამოცდებგავლილი აბიტურიენტების რანჟირება მიღებული აბსოლუტური ქულის/ქულების მიხედვით.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118

    მუხლი 55. ერთიანი ეროვნული გამოცდების სერტიფიკატი

1. გამოცდების გავლის შემთხვევაში პირს ეძლევა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიღებული ქულის მითითებით.

2. გამოცდების გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატში მითითებულია, მოიპოვა თუ არა აბიტურიენტმა სასწავლო გრანტი და აბიტურიენტის ადგილი ფაკულტეტზე (ფაკულტეტებზე) გაგზავნილ სიაში (სიებში). აბიტურიენტი დოკუმენტს წარუდგენს იმ ფაკულტეტს ან ფაკულტეტებს, რომელზეც მან სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა.

3. თუ აბიტურიენტი ვერ ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მის მიერ მოპოვებული გამოცდის/გამოცდების შედეგები შეიძლება ძალაში დარჩეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, მაგრამ არა უმეტეს 2 წლის განმავლობაში.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

    მუხლი 56. მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში მიღების წესი

მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში მიღების წესი განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ფაკულტეტის დებულებით.

თავი IX . (ამოღებულია)

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

    მუხლი 57. (ამოღებულია)

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

    მუხლი 58. (ამოღებულია)

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

    მუხლი 59. (ამოღებულია)

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

    მუხლი 60. (ამოღებულია)

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

    მუხლი 61. (ამოღებულია)

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

    მუხლი 62. (ამოღებულია)

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

თავი X. აკრედიტაციის პროცესი

    მუხლი 63. განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი

1. სახელმწიფო ცნობს მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს.

2. სახელმწიფო აკრედიტაციის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს.

3. განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და მუშაობას წარმართავს ამ კანონისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად. განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში მისი დებულების შესაბამისად იქმნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭო, რომლის წევრებსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. აკრედიტაციის საბჭოს უფლებამოსილება განისაზღვრება განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დებულებით.

4. განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციას, აკონტროლებს აკრედიტაციის პირობების შესრულებას, ხოლო აკრედიტაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილია, გააუქმოს მინიჭებული აკრედიტაცია.

5. განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დირექტორს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

6. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება აქვთ, ხარისხის კონტროლის მიზნით, ერთობლივად დააფუძნონ კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლის შეფასებები შესაძლებელია განიხილოს განათლების აკრედიტაციის ეროვნულმა ცენტრმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის მსვლელობისას.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118

    მუხლი 64. ექსპერტთა ჯგუფის ჩამოყალიბების წესი

1. კონკრეტული აკრედიტაციის ჩასატარებლად განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი ნიშნავს ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარეს და წევრებს, რომელთა კანდიდატურებსაც უთანხმებს აკრედიტაციის მაძიებელს. შეთანხმების პროცედურა განისაზღვრება აკრედიტაციის დებულებით. ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე და წევრი შეიძლება იყოს როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი.

2. (ამოღებულია).

3. ექსპერტთა ჯგუფის წევრობის კანდიდატურები თანხმდება აკრედიტაციის მაძიებელ მხარესთან.

4. აკრედიტაციის მაძიებელთან შეთანხმების მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობას ამტკიცებს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თუ ტარდება:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის ინსტიტუციური აკრედიტაცია;

ბ) რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118

    მუხლი 65. ექსპერტთა ჯგუფი

1. აკრედიტაციის ჩატარების პირველი საფეხურია აკრედიტაციის მაძიებლის მიერ ჩატარებული თვითშეფასება განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ მაძიებლისათვის წინასწარ მიწოდებული ფორმების მიხედვით.

2. (ამოღებულია).

3. (ამოღებულია).

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118

    მუხლი 66. გადაწყვეტილება აკრედიტაციის შესახებ

1. გადაწყვეტილებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის შესახებ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის შესახებ შეიძლება იყოს ოთხი სახის:

ა) აკრედიტაციის მინიჭების შესახებ;

ბ) აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) აკრედიტაციის პირობით მინიჭების შესახებ;

დ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.

3. აკრედიტაციის პირობით მინიჭების შემთხვევაში ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს აკრედიტაციის მინიჭების პირობის შესრულების წესი. პირობითი აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას არ აქვს სტუდენტთა მიღების უფლება.

4. გარდა აკრედიტაციის პირობით მინიჭების შემთხვევისა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის აკრედიტაციის მინიჭება ხდება არა უმეტეს 5 წლის ვადით.

5. პირობითი აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში შემდგომი აკრედიტაცია ტარდება არა უგვიანეს 2 წლისა. ვადა განისაზღვრება განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის საბჭოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილებით.

6. აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას განუსაზღვრავს სტუდენტთა ადგილების რაოდენობას, აგრეთვე განსაზღვრავს ამ კანონის 661 მუხლით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა ადგილების რაოდენობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. სტუდენტთა ადგილების რაოდენობა დაწესებულების აკადემიურ და პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამებზე განისაზღვრება ცალ-ცალკე.

7. აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ან/და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულად ითვლება ამ გადაწყვეტილების მიღებისას მიმდინარე სასწავლო წელს და მის შემდგომ სასწავლო წელს.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118

    მუხლი 661. ახალდაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება

1. ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ექვემდებარება აკრედიტაციას მისი საქმიანობის დაწყებიდან 4 წლის შემდეგ.

2. ახალდაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად ითვლება ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აკრედიტაციის გავლამდე უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში.

3. ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ მოქმედებს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ განსაზღვრული, კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი შედეგები.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

თავი XI. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური და პროგრამული აკრედიტაცია

    მუხლი 67. აკრედიტაციის სახეები

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ექვემდებარება ინსტიტუციურ და პროგრამულ აკრედიტაციას.

2. სახელმწიფო აკრედიტაციის ჩატარების წესს ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრავს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი და ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118

    მუხლი 68. ინსტიტუციური აკრედიტაცია

1. ინსტიტუციური აკრედიტაცია ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის (სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატის გაცემის უფლების) შესაბამისობას ამ დაწესებულების მატერიალური, საფინანსო, პროგრამული და ადამიანური რესურსების სახელმწიფოს მიერ დადგენილ ნორმატივებთან, ხოლო პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებაში – აგრეთვე შესაბამისობას პროფესიულ სტანდარტთან.

2. სახელმწიფო ინსტიტუციური აკრედიტაცია სავალდებულოა ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის.

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118

    მუხლი 69. ინსტიტუციური აკრედიტაციის მოსაპოვებლად წარსადგენი ინფორმაცია

ინსტიტუციური აკრედიტაციის მაძიებელი განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს წარუდგენს აკრედიტაციის დებულებით განსაზღვრულ დოკუმენტებს.

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118

    მუხლი 70. პერიოდული ინსტიტუციური აკრედიტაცია

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ინსტიტუციური აკრედიტაციის მიღების შემდეგ ვალდებულია გაიაროს ყოველი შემდგომი ინსტიტუციური აკრედიტაცია იმ ვადაში, რომელიც მითითებულია აკრედიტაციის მინიჭების დამადასტურებელ საბუთში.

    მუხლი 71. პროგრამული აკრედიტაცია

1. პროგრამული აკრედიტაცია ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის სტატუსის (სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატის გაცემის უფლების) შესაბამისობას შემდეგ კრიტერიუმებთან:

ა) სასწავლო მიზნებისა და ამოცანების შერჩევის დამაჯერებლობა, პროგრამის შესაბამისობა მათთან და მისი აგების პრინციპები;

ბ) სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა;

გ) სტუდენტთა მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა;

დ) სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა;

ე) სწავლების ხარისხის ამაღლების პოტენციური შესაძლებლობები ;

ვ) პროფესიული სტანდარტი პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში.

2. პროგრამული აკრედიტაციის გავლის საფუძველია ინსტიტუციური აკრედიტაცია.

3. სახელმწიფო პროგრამული აკრედიტაციის მიღების უფლება აქვს ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამას ამ დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად.

4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების საფუძველზე გაიცემა სახელმწიფო პროგრამული აკრედიტაციის დამადასტურებელი საბუთი.

 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118

    მუხლი 72. პროგრამული აკრედიტაციის გაუქმება

1. სახელმწიფო პროგრამული აკრედიტაცია უქმდება:

ა) ლიცენზიის გაუქმებისას;

ბ) ინსტიტუციური აკრედიტაციის გაუქმებისას;

გ) აკრედიტაციის დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში.

2. (ამოღებულია).

3. თუ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამას ხელახალი აკრედიტაციის შედეგად შეუწყდა სახელმწიფო აკრედიტაცია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მოლაპარაკება მომავალი ფუნქციობისა და უკვე მიღებულ სტუდენტთა შემდგომი მდგომარეობის შესახებ.

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118

    მუხლი 73. აკრედიტაციის ტექნიკური ორგანიზაცია

1. სახელმწიფო აკრედიტაციის ჩატარების ხარჯებს, მათ შორის, ექსპერტთა ჯგუფის წევრების შრომის ანაზღაურებას, გარდა ამ კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა, გაიღებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

2. განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი ვალდებულია, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას სამართლებრივი დახმარება გაუწიოს აკრედიტაციის საკითხებთან დაკავშირებით. განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი სახელმწიფო აკრედიტაციის საკითხებზე შეიმუშავებს ყოველწლიურ რეკომენდაციებს.

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118

    მუხლი 74. აკრედიტაციის სამართლებრივი შედეგები

1. სახელმწიფო აღიარებს მხოლოდ იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ ხარისხებსა და დიპლომებს, რომლის შესაბამის პროგრამასაც მიღებული აქვს სახელმწიფო პროგრამული აკრედიტაცია, აგრეთვე ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ ხარისხებსა და დიპლომებს.

2. სახელმწიფო სასწავლო და სამეცნიერო გრანტებით შეიძლება დაფინანსდეს საგანმანათლებლო დაწესებულება და საგანმანათლებლო პროგრამა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ გავლილი აქვთ შესაბამისი აკრედიტაცია, აგრეთვე ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკრედიტაციის ზედიზედ 2-ჯერ გაუვლელობა იწვევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოებისა და ადმინისტრაციული თანამდებობის პირების უფლებამოსილების შეწყვეტას და წარმოადგენს დაწესებულების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საფუძველს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვრული ვადით დანიშნოს წარმომადგენელი, რომელიც კოორდინაციას უწევს დაწესებულების მიმდინარე საქმიანობას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს დაწესებულების შემდგომი საქმიანობის გაგრძელების მიზანშეწონილობისა და ამ დაწესებულების სტუდენტთა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განთავსების შესაძლებლობების თაობაზე.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

თავი XII. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია

    მუხლი 75. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა

1. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.

2. რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებია:

ა) იურიდიული;

ბ) სამედიცინო (მათ შორის, სავეტერინარო მედიცინის);

გ) პედაგოგიური.

3. რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა აკრედიტაციის წესს, რომლებშიც ხორციელდება ეს პროგრამები, ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის წარდგინებით.

4. რეგულირებად პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული პროფესიული სააგენტოს წარდგინებით, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118

    მუხლი 76. რეგულირებადი პროფესიები

1. მხოლოდ საქართველოს კანონით შეიძლება დადგინდეს რეგულირებადი პროფესიების ჩამონათვალი, რომლებიც საჭიროებს აკადემიურ უმაღლეს განათლებასა და სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას.

2. რეგულირებად პროფესიებში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით.

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118

    მუხლი 77. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია

1. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პირობებს შეიმუშავებს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული ასოციაციების მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

2. თუ შესაბამის დარგში არ არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული ასოციაცია, განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პირობებს შეიმუშავებს დაინტერესებული ორგანიზაციის/ორგანიზაციების და მხარეების მონაწილეობით.

3. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია ტარდება პირველი აკრედიტაციის მიღებიდან ყოველი 5 წლის შემდეგ.

4. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი იღებს ამ კანონის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას.

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118

თავი XIII. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის სახეები და მათი დაფინანსების წყაროები

    მუხლი 78. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ეკონომიკური საქმიანობა

არასამეწარმეო იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება ეწეოდეს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, შესაბამისად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში.

    მუხლი 79. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსება

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბიუჯეტო დაფინანსება ორიენტირებულია სწავლებასა და სამეცნიერო კვლევაზე, ამ დაწესებულებისათვის კადრების მომზადებაზე, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წყაროებია:

ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტით;

ბ) კერძო გრანტის, შემოწირულობის სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები;

გ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ გაცემული სამეცნიერო-კვლევითი გრანტები;

დ) (ამოღებულია);

ე) დარგობრივი სამინისტროების მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალები.

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118

    მუხლი 80. უმაღლესი განათლების დაფინანსება სახელმწიფო სასწავლო გრანტით

1. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ჩაირიცხება აკრედიტებულ ან ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

2. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა შესაძლებელია სახელმწიფო სასწავლო გრანტების დაფინანსების წლიური მოცულობის არა უმეტეს 2%-ის ფარლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული სპეციალური სახელმწიფო პროგრამით, საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე, ან ნაცვალგების პრინციპით.

3. დაუშვებელია ერთსა და იმავე პირისათვის სწავლის თითოეულ საფეხურზე ერთზე მეტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა.

4. კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ამ დაწესებულების მიერ დადგენილ სწავლის საფასურს სახელმწიფო ფარავს მხოლოდ სახელმწიფო სასწავლო გრანტის თანხის ფარგლებში.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

    მუხლი 81. სასწავლო გრანტის ღირებულება

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამით სწავლების ღირებულებას განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიურ ოდენობას, რომელიც სრულად ფარავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის საფეხურისა და დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამით სწავლების ღირებულებას, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. უმაღლეს განათლებას ბაკალავრიატში სახელმწიფო აფინანსებს 4 წლის განმავლობაში, დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) 300-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამას – არა უმეტეს 5 წლის განმავლობაში, ხოლო 360-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამას – არა უმეტეს 6 წლის განმავლობაში. საქართველოს მთავრობამ შეიძლება აგრეთვე განსაზღვროს წლიური სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობები, რომლებიც ნაწილობრივ დაფარავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სწავლების ღირებულებას.

21. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს და სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიურ ოდენობას, რომელიც სრულად ფარავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებული პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლების ღირებულებას, მაგრამ არა უმეტეს 3 წლის განმავლობაში, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობამ შეიძლება აგრეთვე განსაზღვროს წლიური სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობები, რომლებიც ნაწილობრივ დაფარავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილ პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლების ღირებულებას.

22. სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა/ოდენობები სტუდენტისათვის, რომელმაც მიიღო პროფესიული უმაღლესი განათლების დიპლომი და შემდგომ ჩაირიცხა ბაკალავრიატში სწავლის გასაგრძელებლად, არ მოიცავს იმ კრედიტების დაფინანსების ხარჯებს, რომლებიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩათვლილ იქნა ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. ამ შემთხვევაში სახელმწიფო სასწავლო გრანტის ღირებულების გამოთვლა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის/ოდენობების ფარგლებში ხდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

3. იმ შემთხვევაში, თუ კერძო სამართლის იურიდიული პირის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ღირებულება აღემატება სახელმწიფოს მიერ დადგენილ სასწავლო გრანტის თანხის ოდენობას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დაადგინოს დამატებითი ფასი, რომლის დაფარვაც უნდა მოხდეს არასახელმწიფო წყაროებიდან.

4. თუ კერძო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის ღირებულება ნაკლებია სახელმწიფოს მიერ დადგენილი სასწავლო გრანტის ოდენობაზე, სახელმწიფოს სასწავლო გრანტის ოდენობა უტოლდება ამ საგანმანათლებლო პროგრამის ღირებულებას.

5. დაუშვებელია არსებობდეს განსხვავება საქართველოს მოქალაქეთათვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთი და იმავე საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლის საფასურის ოდენობებს შორის. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების შემთხვევაში ეს არ გამორიცხავს, რეორგანიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შენარჩუნებულ იქნეს განსხვავებული სწავლის საფასური ერთი და იმავე საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გაერთიანებამდე არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული პირებისათვის.

6. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის სწავლის საფასურს ფარავს სახელმწიფო სასწავლო გრანტის საფასურის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში.

7. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით კონკურსგავლილ და ჩარიცხულ სტუდენტს, რომელიც მოიპოვებს დაფინანსებას აღნიშნული დაწესებულების მაკონტროლებელი ორგანოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან და სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტით გათვალისწინებული თანხის ნახევარი მაინც მიეცემა სტიპენდიის სახით ამ საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტიდან.

საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1443 - სსმ I, №25, 02.06.2005წ., მუხ.170

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118

    მუხლი 82. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ურთიერთობა სასწავლო გრანტის გამცემთან

1. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას გადასცემს იმ ოდენობის თანხას, რომელიც შეესაბამება ამ დაწესებულების სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტთა საერთო რაოდენობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე აცნობოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე ყველა იმ სტუდენტის ვინაობა, რომელმაც რაიმე მიზეზით შეწყვიტა ან გადაავადა სწავლა.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

    მუხლი 83. სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი გრანტი

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთეულისათვის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი გრანტის გაცემა ხდება კონკურსის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

2. სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ან სასწავლო გრანტის თანხა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა საქმიანობის დასაფინანსებლად.

3. მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პროგრამების სახელმწიფო დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი გრანტით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, სპეციალური სახელმწიფო პროგრამით.

თავი XIV. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონება

    მუხლი 84. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონება შედგება მისთვის სახელმწიფოს, იურიდიული და კერძო პირების მიერ გადაცემული, ასევე მის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.

    მუხლი 85. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონებით სარგებლობა

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა, ასევე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 86. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონება

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნებისას სახელმწიფო მას უსასყიდლო უზუფრუქტით გადასცემს შესაბამის ქონებას.

2. გადასაცემი ქონების ნუსხა ერთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების აქტს.

3. გადასაცემი ქონების ნუსხაში მიეთითება:

ა) ქონების ჩამონათვალი;

ბ) დამოუკიდებელი აუდიტის მიერ ქონების მდგომარეობის შეფასების შედეგები.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად უბრუნდება სახელმწიფოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი XV. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 87. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვა

1. დაფუძნებულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით ამ კანონის ძალაში შესვლამდე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.

2. ამ კანონის ძალაში შესვლა იწვევს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორისა და ფაკულტეტების დეკანების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას. რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა ფორმდება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია რექტორის მოვალეობის შესრულება დააკისროს გათავისუფლებულ რექტორს, ან რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშნოს ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორი. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია ვადამდე გაათავისუფლოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ფაკულტეტის დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა ფორმდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლის აქტით, რომელიც უფლებამოსილია დეკანის მოვალეობის შესრულება დააკისროს გათავისუფლებულ დეკანს ან დეკანის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშნოს სხვა კანდიდატურა.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების პირველ არჩევნებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ატარებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 2 წლისა.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირები – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ კანონის შესაბამისი მართვის ორგანოების პირველი არჩევიდან არა უგვიანეს 6 თვისა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენენ ამ კანონის შესაბამის ახალ წესდებებს.

5. ამ კანონის შესაბამისად აკადემიური საბჭოს პირველი შემადგენლობის არჩევისთანავე წილისყრის საფუძველზე განისაზღვრება წევრთა ერთი მესამედი, რომელთა არჩევის ვადა განისაზღვრება ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობის ნახევარი ვადით.

6. ამ კანონის მიხედვით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორობის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისა და ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატებს ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 23-ე მუხლის მე-5 პუნქტითა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ჩაეთვლებათ ვადა, რომლის განმავლობაშიც მათ ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეკავათ, შესაბამისად, რექტორის ან/და ფაკულტეტის დეკანის თანამდებობა ზედიზედ ორი უფლებამოსილების სრული ვადით, მათ შორის, როგორც მოვალეობის შემსრულებელს.

7. უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი, დოქტორანტურა) სწავლებაზე სრული გადასვლა და შესაბამისი აკადემიური ხარისხების მინიჭება უზრუნველყონ არა უგვიანეს 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისისა. ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი) სწავლებაზე სრულ გადასვლამდე ერთსაფეხურიანი, არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულები მიიღებენ უმაღლესი განათლების დიპლომს, რომელიც უთანაბრდება მაგისტრის დიპლომს. მაგისტრის დიპლომთან გათანაბრების წესს, მათ შორის, დამატებით საგანმანათლებლო მოდულებს, განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ფაკულტეტი.

8. უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად 2009-2010 სასწავლო წლის დასაწყისამდე უზრუნველყონ ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემაზე გადასვლა.

საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1444 - სსმ I, №25, 02.06.2005წ., მუხ.171

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118

    მუხლი 88. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსი და დაფინანსება

1. „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულების შესაბამისად აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალონ ამ კანონის შესაბამისი ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონედ 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღოს შესაბამისი ზომები ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის 2007-2008 სასწავლო წლიდან დასაწყებად.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული აკრედიტაციის განხორციელებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2010-2011 სასწავლო წლის დაწყებისა, ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე ყველა ლიცენზირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამა ჩაითვალოს აკრედიტებულად.

4. ამ კანონით განსაზღვრული პირველი ინსტიტუციური აკრედიტაცია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უტარდება სახელმწიფოს ხარჯზე.

5. (ამოღებულია).

6. საქართველოს მთავრობამ 2005-2006 სასწავლო წლიდან უზრუნველყოს უმაღლესი განათლების დაფინანსების ამ კანონით განსაზღვრულ სისტემაზე ეტაპობრივი გადასვლა.

7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული აკრედიტაციის განხორციელებამდე სახელმწიფო დაფინანსება შეიძლება განთავსდეს ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მაგრამ არა უგვიანეს 2010-2011 სასწავლო წლის დასაწყისისა.

8. საქართველოს მთავრობა 2005-2006, 2006-2007 და 2007-2008 სასწავლო წლებისათვის ადგენს აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ ოდენობებს. საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა – უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2005-2006, 2006-2007 და 2007-2008 სასწავლო წლებისათვის უზრუნველყონ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის განსაზღვრა ფაკულტეტების მიხედვით.

9. (ამოღებულია).

10. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2007 წლის პირველ იანვრამდე შეიმუშაოს მაგისტრატურისა და დოქტორანტურის დაფინანსების ახალი წესი და პირობები.

11. ამ კანონით განსაზღვრული მაგისტრატურისა და დოქტორანტურის დაფინანსების წესი ამოქ მედდეს ამ კანონის საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული სტუდენტების შესაბამისი პროგრამით სწავლების დაწყებასთან ერთად.

12. 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირები – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგენენ წინადადებებს მათი ფილიალების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად ჩამოყალიბების მიზანშეწონილობის შესახებ.

[13. საქართველოს მთავრობის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება რეორგანიზებულ იქნეს კერძო სამართლის იურიდიულ პირად, რის შედეგადაც აღნიშნული იურიდიული პირი ჩაითვლება შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფლებამონაცვლედ. (ამოქმედდეს 2010–2011 სასწავლო წლის დაწყებისთანავე .)]

საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1443 - სსმ I, №25, 02.06.2005წ., მუხ.170

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3987 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.354

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118

    მუხლი 89. გამოცდების ეროვნული ცენტრი, განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი და საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობა

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს ეროვნული გამოცდების ცენტრის დებულების დამტკიცება.

2. 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისისათვის საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის საქმიანობის დაწყება.

3. ეროვნული გამოცდების ცენტრის ფუნქციებს მის შექმნამდე ახორციელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

31. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული გამოცდების ცენტრის უფლებამონაცვლე, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის უფლებამონაცვლე.

4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2005-2006 სასწავლო წლისთვის უზრუნველყოს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ზოგად უნარებში, უცხო ენებსა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული ან რუსული) და მათემატიკაში, ხოლო 2006-2007 სასწავლო წლისთვის – აგრეთვე სხვა საგნებში. გამოცდების ჩატარების წესს და მათ სავალდებულო/არჩევით ხასიათს ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

5. საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის შექმნამდე მისი ფუნქციების განხორციელება უზრუნველყოს „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულების შესაბამისად შექმნილმა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭომ.

51. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრად რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დასრულებამდე მის ფუნქციებს ასრულებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახური, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დასრულებამდე მის ფუნქციებს ასრულებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული გამოცდების ცენტრი.

6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული აკრედიტაციის განხორციელებამდე გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები შეიძლება გავრცელდეს ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, მაგრამ არა უგვიანეს 2010-2011 სასწავლო წლის დასაწყისისა. ამ ვადამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული აკრედიტაცია.

7. 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უზრუნველყონ მაგისტრატურის 120-კრედიტიან პროგრამაზე გადასვლა.

8. 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთსაფეხურიანი, არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან. 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე მიღებული ერთსაფეხურიანი, ხუთ წელზე ნაკლები უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან.

81. 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე ჩარიცხულ პირებზე არანაკლებ 5-წლიანი სამედიცინო (მათ შორის, სავეტერინარო მედიცინის) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაიცემა დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან.

82. 2004-2005, 2005-2006 და 2006-2007 სასწავლო წლების დასასრულს არანაკლებ 5-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან, 4-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან, ხოლო არანაკლებ 3-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი – პროფესიული უმაღლესი განათლების დიპლომთან.

9. ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოპოვებული მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი გათანაბრებულია დოქტორის აკადემიურ ხარისხთან.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტი ვრცელდება აგრეთვე პირებზე, რომლებიც გახდნენ ან გახდებიან ასპირანტები (მაძიებლები) და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ კანონის შესაბამისი სადისერტაციო საბჭოს შექმნამდე მოიპოვებენ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხს, მაგრამ არა უგვიანეს 2006 წლის 31 დეკემბრისა.

11. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა – უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყონ დაწესებულებაში დასაქმებული პროფესორ-მასწავლებლებისა და მეცნიერ-თანამშრომლების გადაყვანა ამ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის აკადემიურ თანამდებობებზე.

12. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „ზ“, „ი“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტების მიღება.

13. ამ კანონის ნორმებსა და „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებთან წინააღმდეგობის წარმოქმნის შემთხვევაში მოქმედებს ამ კანონის ნორმები.

14. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებსაც 2006 წელს მიენიჭათ ინსტიტუციური აკრედიტაცია, უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისათვის საჭიროებენ განმეორებით აკრედიტაციას პროფესიული უმაღლესი განათლების ნაწილში.

15. 2008-2009 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამისობა ამ კანონის მე-2 მუხლის „ღ“, „ღ1“ და „ჰ18“ ქვეპუნქტებთან და მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან.

16. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ეროვნული პროფესიული სააგენტოს მიერ შესაბამისი პროფესიული სტანდარტების დამტკიცებამდე პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი იურიდიული პირის აკრედიტაცია ხორციელდება პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტანდარტთან შესაბამისობის დადგენის გარეშე.

17. 2007-2008 სასწავლო წელს ჩარიცხვა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებით სწავლისათვის ხორციელდება ამ კანონით დადგენილისაგან განსხვავებული წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1444 - სსმ I, №25, 02.06.2005წ., მუხ.171

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118

თავი XVI. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 90. კანონის ძალაში შესვლა

1. აკადემიურ თანამდებობებზე 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ასაკობრივი შეზღუდვა, ამ კანონის 38-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2009-2010 სასწავლო წლის დასაწყისიდან.

2. ამ კანონის 81-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2008-2009 სასწავლო წლის დასაწყისიდან.

3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 21 დეკემბერი.

№688 -რს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1443 - სსმ I, №25, 02.06.2005წ., მუხ.170

2. საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1444 - სსმ I, №25, 02.06.2005წ., მუხ.171

3. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03. 2006წ., მუხ.67

4. საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3987 - სსმ I, №48, 22.12. 2006წ., მუხ.354

5. საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04. 2007წ., მუხ.118

78. 01/11/2019 - საქართველოს კანონი - 5279-Iს - ვებგვერდი, 04/11/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 77. 01/11/2019 - საქართველოს კანონი - 5276-Iს - ვებგვერდი, 04/11/2019 76. 03/10/2019 - საქართველოს კანონი - 5091-Iს - ვებგვერდი, 04/10/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 75. 20/09/2018 - საქართველოს კანონი - 3444-Iს - ვებგვერდი, 09/10/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 74. 20/09/2018 - საქართველოს კანონი - 3438-Iს - ვებგვერდი, 05/10/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 73. 20/09/2018 - საქართველოს კანონი - 3436-Iს - ვებგვერდი, 28/09/2018 72. 21/07/2018 - საქართველოს კანონი - 3271-რს - ვებგვერდი, 31/07/2018 71. 29/06/2018 - საქართველოს კანონი - 2754-IIს - ვებგვერდი, 19/07/2018 70. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3041-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 69. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3026-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 68. 06/06/2018 - საქართველოს კანონი - 2480-რს - ვებგვერდი, 21/06/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 67. 04/05/2018 - საქართველოს კანონი - 2320-IIს - ვებგვერდი, 21/05/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 66. 18/04/2018 - საქართველოს კანონი - 2148-IIს - ვებგვერდი, 01/05/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 65. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1934-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 64. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1632-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 63. 15/11/2017 - საქართველოს კანონი - 1367-Iს - ვებგვერდი, 27/11/2017 62. 26/07/2017 - საქართველოს კანონი - 1225-რს - ვებგვერდი, 28/07/2017 61. 30/06/2017 - საქართველოს კანონი - 1185-IIს - ვებგვერდი, 10/07/2017 60. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 933-IIს - ვებგვერდი, 22/06/2017 59. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 953-IIს - ვებგვერდი, 20/06/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 58. 04/05/2017 - საქართველოს კანონი - 772-IIს - ვებგვერდი, 25/05/2017 57. 21/04/2017 - საქართველოს კანონი - 655-IIს - ვებგვერდი, 10/05/2017 56. 16/12/2016 - საქართველოს კანონი - 105-Iს - ვებგვერდი, 05/01/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 55. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 155-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 54. 19/02/2016 - საქართველოს კანონი - 4787-IIს - ვებგვერდი, 07/03/2016 53. 27/11/2015 - საქართველოს კანონი - 4582-Iს - ვებგვერდი, 10/12/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 52. 25/11/2015 - საქართველოს კანონი - 4562-Iს - ვებგვერდი, 08/12/2015 51. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4381-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 50. 03/09/2015 - საქართველოს კანონი - 4202-Iს - ვებგვერდი, 16/09/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 49. 24/06/2015 - საქართველოს კანონი - 3742-IIს - ვებგვერდი, 03/07/2015 48. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3374-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 47. 18/02/2015 - საქართველოს კანონი - 3051-IIს - ვებგვერდი, 26/02/2015 46. 26/12/2014 - საქართველოს კანონი - 2992-რს - ვებგვერდი, 31/12/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 45. 14/11/2014 - საქართველოს კანონი - 2791-Iს - ვებგვერდი, 26/11/2014 44. 30/10/2014 - საქართველოს კანონი - 2725-Iს - ვებგვერდი, 06/11/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 43. 17/10/2014 - საქართველოს კანონი - 2690-Iს - ვებგვერდი, 27/10/2014 42. 07/03/2014 - საქართველოს კანონი - 2100-IIს - ვებგვერდი, 14/03/2014 41. 26/12/2013 - საქართველოს კანონი - 1882-რს - ვებგვერდი, 27/12/2013 40. 20/11/2013 - საქართველოს კანონი - 1627-რს - ვებგვერდი, 03/12/2013 39. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1081-Iს - ვებგვერდი, 20/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 38. 06/08/2013 - საქართველოს კანონი - 917-რს - ვებგვერდი, 20/08/2013 37. 05/04/2013 - საქართველოს კანონი - 518-IIს - ვებგვერდი, 24/04/2013 36. 22/03/2013 - საქართველოს კანონი - 388-IIს - ვებგვერდი, 08/04/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 35. 20/03/2013 - საქართველოს კანონი - 351-IIს - ვებგვერდი, 28/03/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 34. 28/12/2012 - საქართველოს კანონი - 187-რს - ვებგვერდი, 29/12/2012 33. 21/12/2012 - საქართველოს კანონი - 141-Iს - ვებგვერდი, 27/12/2012 32. 12/06/2012 - საქართველოს კანონი - 6450-რს - ვებგვერდი, 25/06/2012 31. 15/05/2012 - საქართველოს კანონი - 6177-რს - ვებგვერდი, 29/05/2012 30. 10/04/2012 - საქართველოს კანონი - 6014-Iს - ვებგვერდი, 20/04/2012 29. 28/02/2012 - საქართველოს კანონი - 5718-Iს - ვებგვერდი, 09/03/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 28. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5512-რს - ვებგვერდი, 111228082, 28/12/2011 27. 24/11/2011 - საქართველოს კანონი - 5304-IIს - ვებგვერდი, 111208016, 08/12/2011 26. 25/11/2011 - საქართველოს კანონი - 5347-IIს - ვებგვერდი, 111206009, 06/12/2011 25. 01/07/2011 - საქართველოს კანონი - 4999-რს - ვებგვერდი, 110715032, 15/07/2011 24. 17/06/2011 - საქართველოს კანონი - 4792-Iს - ვებგვერდი, 110706005, 06/07/2011 23. 22/03/2011 - საქართველოს კანონი - 4469 - ვებგვერდი, 110401027, 01/04/2011 22. 11/03/2011 - საქართველოს კანონი - 4431-Iს - ვებგვერდი, 110322018, 22/03/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 21. 22/02/2011 - საქართველოს კანონი - 4209-Iს - ვებგვერდი, 110310024, 10/03/2011 20. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4040-რს - სსმ, 75, 27/12/2010 19. 21/07/2010 - საქართველოს კანონი - 3528 - სსმ, 47, 05/08/2010 18. 16/07/2010 - საქართველოს კანონი - 3444 - სსმ, 42, 22/07/2010 17. 06/07/2010 - საქართველოს კანონი - 3376 - სსმ, 40, 20/07/2010 16. 20/04/2010 - საქართველოს კანონი - 2941 - სსმ, 23, 04/05/2010 15. 18/12/2009 - საქართველოს კანონი - 2383 - სსმ, 50, 31/12/2009 14. 18/12/2009 - საქართველოს კანონი - 2379 - სსმ, 48, 29/12/2009 13. 17/11/2009 - საქართველოს კანონი - 2078 - სსმ, 38, 01/12/2009 12. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1916 - სსმ, 35, 19/11/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 10/08/2009 - საქართველოს კანონი - 1611 - სსმ, 25, 20/08/2009 10. 26/06/2009 - საქართველოს კანონი - 1341 - სსმ, 16, 07/07/2009 9. 07/04/2009 - საქართველოს კანონი - 1161 - სსმ, 9, 13/04/2009 8. 10/12/2008 - საქართველოს კანონი - 673 - სსმ, 38, 19/12/2008 7. 18/12/2007 - საქართველოს კანონი - 5625 - სსმ, 48, 27/12/2007 6. 04/12/2007 - საქართველოს კანონი - 5533 - სსმ, 43, 12/12/2007 5. 28/03/2007 - საქართველოს კანონი - 4529 - სსმ, 15, 23/04/2007 4. 14/12/2006 - საქართველოს კანონი - 3987 - სსმ, 48, 22/12/2006 3. 17/03/2006 - საქართველოს კანონი - 2795 - სსმ, 9, 31/03/2006 2. 13/05/2005 - საქართველოს კანონი - 1444 - სსმ, 25, 02/06/2005 1. 13/05/2005 - საქართველოს კანონი - 1443 - სსმ, 25, 02/06/2005
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.