დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3987 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 14/12/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 48, 22/12/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 430.060.000.05.001.002.480 |
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, აგრეთვე კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.“.
2. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით.“.
3. მე-12 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ეკრძალებათ კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნება, წილის (აქციის) ფლობა ან წევრობა.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. სახელმწიფოს ეკრძალება კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნება, წილის (აქციის) ფლობა ან წევრობა.“;
გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. სახელმწიფო უფლებამოსილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დააფუძნოს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით.“.
4. 88-ე მუხლის:
ა) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:
„13. საქართველოს მთავრობის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება რეორგანიზებულ იქნეს კერძო სამართლის იურიდიულ პირად, რის შედეგადაც აღნიშნული იურიდიული პირი ჩაითვლება შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფლებამონაცვლედ.“.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა ამავე კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2010–2011 სასწავლო წლის დაწყებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 14 დეკემბერი.
№3987–რს
დოკუმენტის კომენტარები