„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 3528
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 47, 05/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 430.060.000.05.001.004.161
  • Word
3528
21/07/2010
სსმ, 47, 05/08/2010
430.060.000.05.001.004.161
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და     დამატებების შეტანის თაობაზე

  მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო

ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პრინციპებს.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) ავტორიზაცია – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) აკრედიტაცია – აკრედიტაციის სტანდარტებთან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა და რომელთანაც დაკავშირებულია სახელმწიფო დაფინანსების მიღება, ასევე ამ კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება;“;

გ) „პ“ და „პ1“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ) „ფ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ2) ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ქსელი – სამაგისტრო გამოცდებში მონაწილე უმაღლეს საგან-მანათლებლო დაწესებულებათა ერთობლიობა, რომლებშიც მაგისტრანტობის კანდიდატები ირიცხებიან ამ კანონით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგად;“;

ე) „ღ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ1) კოლეჯი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების მხოლოდ პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას;“;

ვ) „წ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წ1) მაგისტრანტობის კანდიდატი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრის, დიპლომი-რებული მედიკოსის/ სტომატოლოგის/ვეტერინარის ან მაგისტრის დიპლომის მქონე პირი ან მასთან გათანაბრებული პირი, რომელიც აპირებს სწავლის მაგისტრატურაში გაგრძელებას;“;

ზ) „ჰ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ) რანჟირება აბსოლუტური ქულით/ქულებით – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული, აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული აბსოლუტური ქულის/ქულების მიხედვით დადგენილი ჩამონათვალი, რომლითაც ირკვევა, რომელმა აბიტურიენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი;“;

თ) „ჰ6“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ6) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება – კომპეტენტური ორგანოს მიერ უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთში სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარება (ცნობა);“;

ი) „ჰ10“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ10) სახელმწიფო სასწავლო გრანტი – სახელმწიფოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტუდენტისთვის ან ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისგან დამოუკიდებლად მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული უმაღლესი განათლების მქონე პირისთვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის/ვეტერინარის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისგან დამოუკიდებლად მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად;“;

კ) „ჰ14“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ14) სტუდენტი – პირი, რომელიც ამ კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის/ვეტერინარის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად;“;

ლ) „ჰ27“ და „ჰ28“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ27) საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირება აბსოლუტური ქულით/ქულებით – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამაგისტრო გამოცდის დასრულების შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული, მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის შედეგად მოპოვებული აბსოლუტური ქულის/ქულების მიხედვით დადგენილი ჩამონათვალი, რომლითაც ირკვევა, რომელმა მაგისტრანტობის კანდიდატმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე მაგისტრანტობის კანდიდატისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში;

28) საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირება აბსოლუტური ქულით/ქულებით თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამაგისტრო გამოცდის დასრულების შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული, მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის შედეგად მოპოვებული აბსოლუტური ქულის/ქულების მიხედვით დადგენილი ჩამონათვალი, რომლითაც ირკვევა, რომელმა მაგისტრანტობის კანდიდატმა მოიპოვა კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში;“;

მ) „ჰ32“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ32) სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი – სახელმწიფოს მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების საფუძველზე ან/და საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, სტუდენტისთვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, გარდა საშემსრულებლო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურისა;“;

ნ) „ჰ35“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ35) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა, რომლითაც ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული საქართველოს მოქალაქეების მიერ ქართულ ენაში უნარ-ჩვევებისა და ცოდნის (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) შეძენა იმ დონეზე, რომელიც აუცილებელია ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად;“;

ო) „ჰ35“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ36“ ქვეპუნქტი:

„ჰ36) შუალედური კვალიფიკაცია – კვალიფიკაცია, რომელიც სტუდენტს ენიჭება პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში არსებული მოკლე ციკლისთვის გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად.“.

3. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ბ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ1) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ყოველწლიურად ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებს;“;

ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით განსაზღვრავს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობასა და პირობებს სახელმწიფო სასწავლო გრანტების დაფინანსების წლიური მოცულობის არანაკლებ 6 და არა უმეტეს 10%-ისა;“;

ა.გ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „გ“ და „გ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიურ მოცულობებსა და ოდენობებს, აგრეთვე ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამით დაფინანსების ოდენობასა და პირობებს;

1) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებს;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ1) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს;“;

დ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) „ვ“–„ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებასა და საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებას;

ვ1) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის წესსა და საფასურს;

ზ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულებას;“;

ვ) „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ) „ნ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ1) ამტკიცებს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისგან დამოუკიდებლად მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა მიღების, მათთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭებისა და მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის წესებს;“;

თ) „ნ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ3) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით ამტკიცებს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის წესსა და საფასურს;“;

ი) „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასურებს;

პ) განსაზღვრავს სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესსა და პირობებს;“;

კ) „პ2“ და „პ3“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ2) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესს, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს;

3) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესს, რომელიც შეიცავს მონაცემებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალისა და უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა შესახებ;“.

5. მე-8 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მონაწილეობს სახელოვნებო და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პირობების შემუშავებაში.“.

6. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დანიშნულება, სახეები, დაფუძნება, სტატუსის მოპოვება, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია“.

7. მე-9 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახეები“.

8. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანხმობით განსაზღვრავს ძირითადი ერთეულების მიერ წარდგენილი სპეციალობის/სპეციალობების ჩამონათვალის შესაბამისობას საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებთან;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დაიცვას ამ კანონის 521 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები, თუ ის გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში.“.

9. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის აქტით განისაზღვრება დაწესებულების სახელწოდება და მიზანი, მისთვის ქონების გადაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებები, ასევე მისი რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ ავტორიზაციის/აკრედიტაციის გავლასთან და უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები მართვის ორგანოების არჩევამდე.

4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, არ არის უფლებამოსილი, სხვა, დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე განახორციელოს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა.“.

10. მე-12 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით შეიძლება დაფუძნდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირი.“;

ბ) მე-2 და 21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ეკრძალება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნება, წილის (აქციის) ფლობა ან წევრობა.

21. სახელმწიფოს ეკრძალება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის დაფუძნება, წილის (აქციის) ფლობა ან წევრობა.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სახელმწიფო უფლებამოსილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით დააფუძნოს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.“.

11. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:

     „მუხლი 121. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვება

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვება და შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში.“.

12. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს მთავრობა სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს წარდგინებით.“.

13. მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროა მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რისთვისაც უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გადის ავტორიზაციას ფილიალის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე.“.

14. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

15. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

16. 21-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ადგენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების წესს;“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

17. 25-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვ.) დანერგვისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადების გზით.“.

18. 31-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვ.) გამოყენებისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადების გზით.“.

19. 41-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

20. 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ და „თ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საქართველოს კანონმდებლობითა და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ხოლო აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას გადაიტანოს მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსება ამ პროგრამაზე;

1) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გადავიდეს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, ხოლო აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას გადაიტანოს მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში. სტუდენტს უფლება აქვს, საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართუ-ლებისთვის, გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გადაიტანოს სხვა აკრედიტებულ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას, თუ სწავლას გააგრძელებს იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე ან პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში;“.

21. 46-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკადემიური უმაღლესი განათლება სამსაფეხურიანია. პირველი საფეხური შეიძლება მოიცავდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას.“.

22. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 461 მუხლი:

     „მუხლი 461. მოკლე ციკლი პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილის გავლის შემთხვევაში მიანიჭოს სტუდენტს შუალედური კვალიფიკაცია. შუალედური კვალიფიკაციის მინიჭება დასაშვებია შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილის გავლისთვის დადგენილი სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რომელიც არ შეიძლება იყოს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების ნახევარზე ნაკლები.“.

23. 47-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

24. 472 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის წესსა და საფასურს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.“.

25. 473 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლა აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების მიერ ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტები თავიანთი არჩევანის შესაბამისად სწავლას აგრძელებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამით.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტები ვალდებული არიან ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის/ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლა განაგრძონ ქართულ ენაზე.“.

26. 48-ე მუხლს დაემატოს:

ა) შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ მისანიჭებელი კვალიფიკაციის სახელწოდება უნდა მოიცავდეს ტერმინს „ბაკალავრი“ შესაბამისი მიმართულების ან/და დარგის/სპეციალობის მითითებით.“;

ბ) შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ მისანიჭებელი კვალიფიკაციის სახელწოდება უნდა მოიცავდეს ტერმინს „მაგისტრი“ შესაბამისი მიმართულების, დარგის/სპეციალობის ან/და ქვედარგის/სპეციალიზაციის მითითებით.“.

27. 49-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დოქტორანტურის დასრულებისა და დისერტაციის დაცვის შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება აკადემიური ხარისხი, რომლის სახელწოდება უნდა მოიცავდეს ტერმინს „დოქტორი“ შესაბამისი მიმართულების ან/და დარგის/სპეციალობის მითითებით.“.

28. 491 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის 47-ე–49-ე მუხლებით გათვალისწინებული პროგრამები შეიძლება ერთობლივად განახორციელოს საქართველოს რამდენიმე უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ. ერთობლივი პროგრამების განხორციელების წესს ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. იმ პროგრამების ერთობლივად განხორციელება, რომელთათვისაც ამ კანონით სავალდებულოა აკრედიტაციის გავლა, დასაშვებია მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის განხორციელებისას საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია იმოქმედოს ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.

4. თუ მაგისტრანტობის კანდიდატი აბარებს ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გამოცხადებულ ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე, მაგისტრანტობის კანდიდატი სამაგისტრო გამოცდებზე გადის ამ კანონის 521 მუხლის შესაბამისად.“.

29. 50-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება“;

ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებულ კვალიფიკაციას ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებულ განათლებას აღიარებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

3. უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტის მქონე აბიტურიენტის ან სტუდენტის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებ-ლობით დადგენილი წესით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტის საფუძველზე იღებს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.“.

30. 51-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ერთიანი ეროვნული გამოცდის შედეგები სავალდებულოა ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის და უმაღლესი განათლების მისაღებად საქართველოს მოქალაქეზე ან რეზიდენტზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის საფუძველია. ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა მსურველს, რომელიც წარმოადგენს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტს.

5. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები სავალდებულოა საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.“.

31. 52-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის მიღების საფუძველი“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“;

გ) მე-3–51 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აბიტურიენტთა ხელშეწყობისა და სტუდენტთა მობილობის მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვებია:

ა) აბიტურიენტებისთვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;

ბ) სტუდენტებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ადგენს პირობებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მოსაპოვებლად საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და მოიპოვეს ამ ქვეყანაში უმაღლესი განათლების მიღების უფლება.

5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც აქვს უფლება ან ვალდებულება, ჩაერთოს ერთიან საგამოცდო სისტემაში ბაკალავრიატის ან დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის/ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების მიღების განსახორციელებლად, აცხადებს საკუთარი ფაკულტეტების მიერ თითოეულ საგამოცდო საგანში აბიტურიენტის შედეგისათვის მინიჭებულ კოეფიციენტს. ეროვნულგამოც-დებგავლილი აბიტურიენტები ფაკულტეტებზე მიიღებიან ფაკულტეტების მიერ საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტების მიხედვით.

51. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე სტუდენტების მიღებას, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში, ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე სტუდენტების ჩარიცხვისათვის აცხადებს ადგილებს – ერთიანი ეროვნული გამოცდებით მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობის:

ა) 5%-ს – მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე მისაღები სტუდენტებისათვის;

ბ) 5%-ს – მხოლოდ ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე მისაღები სტუდენტებისათვის;

გ) 1%-ს – მხოლოდ ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე მისაღები სტუდენტებისათვის;

დ) 1%-ს – მხოლოდ ზოგადი უნარების ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე მისაღები სტუდენტებისათვის.“;

დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ავტორიზაციის შედეგად დადგენილი სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეიძლება განსაზღვროს ადგილები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის.“;

ე) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს ეროვნულგამოცდებგავლილ იმ აბიტურიენტთა სიებს, რომლებმაც უფლება მოიპოვეს, ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის/ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამით, და მათ უგზავნის შესაბამის ფაკულტეტებს.“.

32. 521 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის მიღების საფუძველი“;

ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, მათ შორის, პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმატებით გადალახა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და რომელიც შეყვანილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ სიაში.

2. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არ არის უფლებამოსილი, მის მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე დაუშვას ის მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელმაც საერთო სამაგისტრო გამოცდაში ვერ გადალახა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.“;

გ) მე-4–მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, მათ შორის, პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, გარდა საშემსრულებლო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურისა, სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელმაც ამ კანონით დადგენილი წესით წარმატებით ჩააბარა სამაგისტრო გამოცდა/გამოცდები.

5. თუ ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კოეფიციენტებს მიანიჭებს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეულ ნაწილს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მაგისტრატურაში ჩარიცხვის მიზნით იყენებს მის მიერ განსაზღვრული სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტთა ჯამს.

6. თუ ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კოეფიციენტებს არ მიანიჭებს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეულ ნაწილს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მაგისტრატურაში ჩარიცხვის მიზნით იყენებს მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის მინიჭებულ კოეფიციენტებს.

7. მაგისტრანტობის კანდიდატთა ხელშეწყობისა და სტუდენტთა მობილობის მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვებია:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში და რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ამ კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით;

გ) სტუდენტებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში.“.

33. 54-ე მუხლის მე-2 და 21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო სასწავლო გრანტი ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, აბსოლუტური ქულით/ქულებით რანჟირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, გარდა ამ კანონის 542 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, მიენიჭება პირს, რომელიც ჩაირიცხა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის/ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების აბსოლუტური ქულით/ქულებით რანჟირების შედეგად სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვებისათვის იქმნება აბსოლუტური ქულით/ქულებით რანჟირების დოკუმენტი.

21. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ იმ სტუდენტთა მიერ აბსოლუტური ქულით/ქულებით რანჟირების შედეგად სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვებისათვის, რომლებმაც უნდა ისწავლონ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით და სწავლა განაგრძონ ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამით, იქმნება აბსოლუტური ქულით/ქულებით რანჟირების ოთხი დოკუმენტი ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის ცალ-ცალკე.“.

34. 541 მუხლის მე-2–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებები თანაბრად ფინანსდება საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის გამოყოფილი სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში და მაგისტრანტებზე გადანაწილდება სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის სახით, თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაში საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულის/ქულების აბსოლუტური რანჟირების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფინანსდება აკრედიტებული პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის გამოყოფილი სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში და მაგისტრანტებზე გადანაწილდება სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის სახით, თითოეულ პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაში საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულის/ქულების აბსოლუტური რანჟირების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შედეგების წარმოდგენის შემდეგ საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულის/ქულების აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტს მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის თითოეული საგანმა-ნათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.“.

35. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის VIII1 თავი:

 

„თავი VIII1

ავტორიზაცია

    მუხლი 561. ავტორიზაციის შინაარსი

1. ავტორიზაცია არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.

2. ავტორიზაციის სტანდარტებია:

ა) საგანმანათლებლო პროგრამები;

ბ) მატერიალური რესურსი;

გ) ადამიანური რესურსი.

3. ავტორიზაციის ვადა 5 წელია.

4. ავტორიზაციას ახორციელებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით.

    მუხლი 562. გადაწყვეტილება ავტორიზაციის თაობაზე

1. ავტორიზაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ქმნის ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს, რომლის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით.

2. ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო (შემდგომში – ავტორიზაციის საბჭო), რომლის წევრებსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ავტორიზაციის საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე. ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილება განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან.

3. ავტორიზაციის საბჭო საავტორიზაციო დოკუმენტაციისა და ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) ავტორიზაციის შესახებ;

ბ) ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ;

გ) ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.

4. ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

5. გადაწყვეტილება მიღებიდან 10 დღის ვადაში ქვეყნდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

    მუხლი 563. გადაწყვეტილება ავტორიზაციის შესახებ და ავტორიზაციის სამართლებრივი შედეგი

1. ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება აკმაყოფილებს ავტორიზაციის ყველა სტანდარტს.

2. ავტორიზაციის საბჭო ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით განუსაზღვრავს სტუდენტთა ადგილების რაოდენობას ავტორიზაციის ვადით.

3. ავტორიზაციის შედეგად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს, მიიღოს სტუდენტები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

    მუხლი 564. გადაწყვეტილება ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ და მათი სამართლებრივი შედეგები

1. ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება არ აკმაყოფილებს ავტორიზაციის ერთ-ერთ სტანდარტს.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემოწმების შედეგების საფუძველზე ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, თუ დაწესებულება არღვევს ავტორიზაციის სტანდარტს ან საგანმანათლებლო სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ნორმებს სტუდენტის ან პროფესიული სტუდენტის სტატუსის წარმოშობასთან, შეჩერებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით.

3. ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში:

ა) დაწესებულება ვერ მოიპოვებს/კარგავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს;

ბ) სტუდენტებს 5 წლის განმავლობაში უჩერდებათ სტუდენტის სტატუსი და უფლებამოსილი არიან, ისარგებლონ მობილობის უფლებით.“.

36. 63-ე და 64-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 63. აკრედიტაციის შინაარსი

1. აკრედიტაციის მიზანია აკრედიტაციის სტანდარტებთან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის განსაზღვრის გზით განათლების ხარისხის ასამაღლებლად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა.

2. აკრედიტაციის სტანდარტებია:

ა) საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და მათთან პროგრამის შესაბამისობა;

ბ) სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა;

გ) სტუდენტების მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა;

დ) სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა;

ე) სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობები.

3. სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, რომელსაც გავლილი აქვს აკრედიტაცია.

4. რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში.

5. აკრედიტაციის ჩატარებას უზრუნველყოფს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

6. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად იქმნება საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო (შემდგომში – აკრედიტაციის საბჭო), რომლის წევრებსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. აკრედიტაციის საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე. აკრედიტაციის საბჭოს უფლებამოსილება განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან.

7. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აკონტროლებს აკრედიტაციის პირობების შესრულებას. მათი დარღვევის შემთხვევაში იგი უფლებამოსილია მიმართოს აკრედიტაციის საბჭოს აკრედიტაციის გაუქმების მოთხოვნით.

8. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება აქვთ, ხარისხის კონტროლის მიზნით ერთობლივად დააფუძნონ კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლის შეფასებები შესაძლებელია განიხილოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მსვლელობისას.

    მუხლი 64. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი

1. აკრედიტაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ქმნის აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს, რომლის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებით.

2. აკრედიტაციის ჩატარების პირველი საფეხურია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აკრედიტაციის მაძიებლისთვის წინასწარ მიწოდებული ფორმების მიხედვით აკრედიტაციის მაძიებლის მიერ განხორციელებული თვითშეფასება.“.

37. 65-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

38. 66-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 66. გადაწყვეტილება აკრედიტაციის თაობაზე

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებს აკრედიტაციის საბჭო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება იყოს სამი სახის:

ა) აკრედიტაციის შესახებ;

ბ) აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ;

გ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.

3. აკრედიტაციის ვადა 5 წელია. ავტორიზაციის ვადის გასვლის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება.

4. აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კარგავს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების უფლებას;

ბ) ის სტუდენტი, რომელიც სწავლობდა სახელმწიფო დაფინანსებით, უფლებამოსილია გადავიდეს სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების დარჩენილი ოდენობა გადაიტანოს ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე;

გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება წყვეტს რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას. ამ შემთხვევაში სტუდენტებს 5 წლის განმავლობაში უჩერდებათ სტუდენტის სტატუსი და უფლებამოსილი არიან, ისარგებლონ მობილობის უფლებით.

5. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით ითანხმებს ყოველწლიურად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ მისაღებ სტუდენტთა ადგილების რაოდენობას აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამებზე, ასევე იმ სტუდენტთა ადგილების რაოდენობას, რომლებიც ირიცხებიან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე.“.

39. 661 მუხლი ამოღებულ იქნეს.

40. XI თავი ამოღებულ იქნეს.

41. 75-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წესსა და საფასურს ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით.“.

42. 77-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პირობებს შეიმუშავებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული ასოციაციების მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

2. თუ შესაბამის დარგში არ არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული ასოციაცია, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პირობებს შეიმუშავებს დაინტერესებული ორგანიზაციის/ორგანიზაციების და მხარეების მონაწილეობით.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ იღებს ამ კანონის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას.“.

43. 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით (მხოლოდ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე);“.

44. მე-80 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ჩაირიცხება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.“.

45. 801 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ჩაირიცხება ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტის სწავლის საფასურს, რომელიც დადგენილია ამ დაწესებულების მიერ, სახელმწიფო ფარავს მხოლოდ სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის ფარგლებში.“.

46. 81-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამით სწავლების ღირებულებას განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიურ ოდენობას, რომელიც სრულად ფარავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებით და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით სწავლების ღირებულებას, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. სახელმწიფო ბაკალავრიატში უმაღლეს განათლებას აფინანსებს 4 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, – 5 წლის განმავლობაში), დიპლომირებული სტომატოლოგის/ვეტერინარის 300-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამას – არა უმეტეს 5 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც დიპლომირებული სტომატოლოგის/ვეტერინარის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, – 6 წლის განმავლობაში), დიპლომირებული მედიკოსის 360-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამას – არა უმეტეს 6 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც დიპლომირებული მედიკოსის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, – 7 წლის განმავლობაში), ხოლო მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას – არა უმეტეს 1 წლის განმავლობაში. საქართველოს მთავრობამ შეიძლება აგრეთვე განსაზღვროს წლიური სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობები, რომლებიც ნაწილობრივ ფარავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის ან დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის/ვეტერინარის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებით სწავლების ღირებულებას.“;

ბ) 21 და 22 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) 23 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„23. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიურ ოდენობას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების მიხედვით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. უმაღლეს განათლებას მაგისტრატურაში, გარდა საშემსრულებლო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურისა, სახელმწიფო აფინანსებს 2 წლის განმავლობაში.“;

დ) 23 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 24 პუნქტი:

„24. სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა/ოდენობები არ მოიცავს იმ კრედიტების შესაბამისი სწავლის პერიოდის დაფინანსების ხარჯებს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ იქნა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ. ამ შემთხვევაში სახელმწიფო სასწავლო გრანტის ღირებულება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის/ოდენობების ფარგლებში გამოითვლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“;

ე) მე-3–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ კერძო სამართლის იურიდიული პირის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის საფასური, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის საფასური აღემატება შესაბამისად სახელმწიფოს მიერ დადგენილ სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის ოდენობას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დაადგინოს დამატებითი საფასური, რომელიც უნდა დაიფაროს არასახელმწიფო წყაროებიდან.

4. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის საფასური ნაკლებია სახელმწიფოს მიერ დადგენილ სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის ოდენობაზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობა უტოლდება ამ საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს.

5. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სტუდენტს/პროფესიულ სტუდენტს შორის ხელშეკრულებით განისაზღვრება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი პროგრამით სწავლის საფასური, ასევე საგანმანათლებლო პროგრამის მთელი ხანგრძლივობის პერიოდში მასში შესაძლო ცვლილებების შეტანის პირობები. დაუშვებელია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სწავლის საფასურის გაზრდა ხელშეკრულების პირობების დარღვევით. ხელშეკრულების პირობები სწავლის საფასურთან დაკავშირებით ცნობილი უნდა იყოს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაციის დაწყებამდე. აღნიშნული პირობები უცვლელად ხდება ხელშეკრულების ნაწილი. სტუდენტისთვის/პროფესიული სტუდენტისთვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წელს დადგენილი სწავლის საფასურის ცალმხრივად გაზრდა შესაძლებელია გარემოებების არსებითი ცვლილების დროს, რაც დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

47. XIV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონება“.

48. 84-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 84. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონება შედგება მისთვის სახელმწიფოს, იურიდიული და კერძო პირების მიერ გადაცემული, ასევე მის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.“.

49. 86-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფოს მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის გადაცემული ქონება“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნებისას სახელმწიფო მას უსასყიდლო უზუფრუქტით გადასცემს შესაბამის ქონებას.“.

50. 87-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 და მე-12 პუნქტები:

„11. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010 წლის 15 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების დამტკიცება, ხოლო 2011 წლის 1 მარტამდე – ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების დამტკიცება.

12. საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს მთავრობამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2011 წლის 1 მარტამდე უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.“.

51. 88-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა 2010 წლის 1 სექტემბრამდე ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე ან ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე ინსტიტუციური აკრედიტაციის დარჩენილი ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ამ დაწესებულებების მიერ ავტორიზაციაზე განაცხადის წარდგენის მომენტში არ იარსებებს შესაბამისი პროგრამის აკრედიტაციის შესაძლებლობა, ეს პროგრამა აკრედიტებულად ითვლება სათანადო პირობების შექმნამდე.“.

52. 89-ე მუხლის:

ა) 31 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:

„32. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრად. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უფლებამონაცვლე.“;

ბ) 51 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 პუნქტი:

„52. დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრად რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება. ამ ღონისძიებების დასრულებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ფუნქციებს ასრულებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი.“;

გ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) 64 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„64. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2012–2013 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია 2012–2013 სასწავლო წლის დაწყებამდე გაიაროს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის პირველი აკრედიტაციის ჩატარებამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ითვლება აკრედიტებულად.“;

ე) 82 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 83 პუნქტი:

„83. 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე მეორე სპეციალობის ერთსაფეხურიანი, 4-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული დიპლომი, რომლის მიზნებისთვისაც ხდებოდა პირველი სპეციალობის ფარგლებში გავლილი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის შედეგების გათვალისწინება და რომელიც განიხილებოდა საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებლის იმავე სპეციალობის 5-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის იდენტურად, გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან.“;

ვ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

„101. დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირს უფლებრივი მდგომარეობით უთანაბრდება პირი, რომელსაც 2004 წლამდე აქვს მინიჭებული დოცენტის ან პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება შესაბამის საშემსრულებლო/შემოქმედებით სფეროში.“;

ზ) მე-17 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 171–173 პუნქტები:

„171. დაუშვებელია დიპლომირებული სპეციალისტის (პროფესიული უმაღლესი განათლების) საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება 2010–2011 სასწავლო წლის შემდეგ. ამ დრომდე ჩარიცხულ პირებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი წესით.

172. ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გაგრძელების შემთხვევაში უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ დიპლომირებული სპეციალისტის მიერ დაგროვებული კრედიტები შეიძლება ჩათვალოს ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის/ვეტერინარის აკადემიური ხარისხის მოპოვების მიზნებისათვის. ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის/ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლისთვის დიპლომირებული სპეციალისტი უნდა ჩაირიცხოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

173. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც 2010 წლის 1 სექტემბრისთვის ახორციელებს სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობას, უფლებამოსილია სახელობო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა მიერ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე განახორციელოს აღნიშნული საგანმანათლებლო საქმიანობა. დაუშვებელია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სახელობო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება 2010 წლის 1 სექტემბრის შემდეგ.“;

თ) მე-19 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20–24-ე პუნქტები:

„20. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების ძალაში შესვლის შემდეგ ყველა ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, გარდა აკრედიტებული ან 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლების მოსაპოვებლად ვალდებულია გაიაროს ავტორიზაცია. აკრედიტებული ან 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ავტორიზებულად ითვლება აკრედიტაციის დარჩენილი ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ ისინი სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლების მოსაპოვებლად ვალდებული არიან გაიარონ ავტორიზაცია.

21. 2010 წლის 1 სექტემბრამდე ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ პირებზე ვრცელდება 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი სამართლებრივი რეჟიმი.

22. ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის სამართლებრივი შედეგები არ ვრცელდება ამ დაწესებულებაში ავტორიზაციის გავლამდე ჩარიცხულ პირებზე. მათზე ვრცელდება ავტორიზაციის გავლამდე მოქმედი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი. ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შემთხვევაში ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი პირობებით. ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარების პირობები და საფასური დგინდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

23. 2010 წლის 1 სექტემბრიდან 10 დღის ვადაში ყველა ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, გარდა აკრედიტებული ან 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წარუდგინოს ამ დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა სია (როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ფორმით).

24. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს იმ აბიტურიენტთა ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვას, რომლებმაც 2010 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლა ვერ მოახერხეს აღნიშნული სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოების ბრალეული ქმედების გამო. ბრალის არსებობა დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი წარმოებით. აბიტურიენტები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ირიცხებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, 1 წლით. ამ ვადის განმავლობაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს აღნიშნული პირების სწავლის დაფინანსებას საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ითვალისწინებს სარეგისტრაციო განაცხადში ფაკულტეტის და აკადემიური უმაღლესი ან/და პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის პრიორიტეტულ ჩამონათვალს და ინსტიტუციური აკრედიტაციის შედეგად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებული ვაკანტური ადგილების რაოდენობას. ეს პირები საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე/სპეციალობაზე სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებენ მხოლოდ მომდევნო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობს ამ პირების მიერ მოპოვებულ კრედიტებს, ხოლო სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭება ხდება ამ კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.“.

53. 891 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 891. საქართველოში საომარი მოქმედებების გამო სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის ღონისძიებები

1. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება ხდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარების შემდეგ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, სწავლა განაგრძოს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

2. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებულ პირთა უმაღლესი განათლების დაფინანსებისათვის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის ოდენობა შეიძლება აღემატებოდეს ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოსაყოფი თანხის მაქსიმალურ ოდენობას. ამ პირთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობასა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით.

3. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე ცხოვრობდნენ რუსეთის ფედერაციაში და ირიცხებოდნენ ამ ქვეყნის მიერ აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, უფლებამოსილი არიან სწავლა განაგრძონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“.

54. 90-ე მუხლის 22 და 23 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. ამ კანონით გათვალისწინებული მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტების ჩარიცხვა არის არაქართულენოვანი საქართველოს მოქალაქეების სამოქალაქო ინტეგრაციისკენ მიმართული დროებითი ღონისძიება და მოქმედებს 2018–2019 სასწავლო წლის ჩათვლით.

23. 2012–2013 სასწავლო წლის დასაწყისიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების მხოლოდ ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტების ჩარიცხვა ამ კანონით დადგენილი წესით.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 21 ივლისი.

№3528–რს

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.