„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5279-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 430020000.05.001.019644
5279-Iს
01/11/2019
ვებგვერდი, 04/11/2019
430020000.05.001.019644
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ11“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ11) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების მიღების წესსა და პირობებს;“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 8915 მუხლი:

„მუხლი 8915. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში იმ მსჯავრდებულების ჩარიცხვის საფუძველი, რომლებმაც 2019 წელს წარმატებით ჩააბარეს სამაგისტრო გამოცდები

1. იმ მსჯავრდებულებს, რომლებმაც 2019 წელს წარმატებით ჩააბარეს სამაგისტრო გამოცდები, მაგრამ ვერ მოიპოვეს უფლება, ჩაირიცხონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, უფლება აქვთ, 2019-2020 სასწავლო წელს ჩაირიცხონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დამტკიცებული წესით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა ნუსხა, რომელთაც უფლება აქვთ, ჩაირიცხონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირები საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ირიცხებიან განცხადებისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“.

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყონ თავიანთი სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 8915 მუხლით გათვალისწინებული მსჯავრდებულების საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვასთან დაკავშირებულ, ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ ყველა სამართლებრივ ურთიერთობაზე.

მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

1 ნოემბერი 2019 წ.

N5279-Iს