ზოგადი განათლების შესახებ

ზოგადი განათლების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1330
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/04/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20, 04/05/2005
სარეგისტრაციო კოდი 430.050.000.05.001.001.778
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1330
08/04/2005
სსმ, 20, 04/05/2005
430.050.000.05.001.001.778
ზოგადი განათლების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (15/11/2023 - 30/11/2023)

საქართველოს კანონი

 

ზოგადი განათლების შესახებ

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. საქართველოს კანონმდებლობა ზოგადი განათლების სფეროში და ამ კანონის მოქმედების სფერო

1. ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციური შეთანხმება, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, სხვა კანონები და კანონქვემდებარე აქტები.

2. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესებს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და ავტორიზაციის წესებს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65

საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.302

საქართველოს 2022 წლის 30 მარტის კანონი №1465 – ვებგვერდი, 06.04.2022წ.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ავტორიზაცია – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა;

1) (ამოღებულია - 30.03.2022, №1465);

ა​2) (ამოღებულია - 30.03.2022, №1465) ;

ბ) ინდივიდუალური მუშაობა – სასკოლო სასწავლო გეგმით დადგენილი გაკვეთილების (საათების) გარდა, მასწავლებლის მუშაობა მოსწავლესთან/მოსწავლეთა ჯგუფთან ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების მისაღწევად;

1) დირექტორის ეთიკის კოდექსი – დირექტორის ქცევის წესების ერთობლიობა;

2) დისტანციური სწავლება – საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მისაღებად ან/და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის დასაძლევად ორგანიზებული, დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით წარმართული, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილას მოსწავლისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის ერთდროულად ყოფნას. დისტანციური სწავლების განსახორციელებლად აუცილებელია კურიკულუმის სათანადოდ დაგეგმვა, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვის შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება;

გ) დისციპლინური გადაცდომა – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული წესების დარღვევა;

დ) დისციპლინური დევნა – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია მოსწავლის ან მასწავლებლის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გამოვლენა;

ე) დისციპლინური სახდელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომისათვის გათვალისწინებული ზემოქმედების ზომა;

1) (ამოღებულია - 20.09.2018, №3439);

ვ) ეროვნული სასწავლო გეგმა – დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ზოგადი განათლების ყველა საფეხურისთვის სასწავლო მიზნებსა და მისაღწევ შედეგებს (უნარ-ჩვევებს, ცოდნასა და ღირებულებებს), სწავლების შინაარსს, საგნების საათობრივ განაწილებას, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობებს, სასწავლო პროცესის კონცეპტუალურ პრინციპებსა და ადმინისტრაციულ საკითხებს;

ზ) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება – საჯარო სკოლების მიერ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში საათების მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში გაწეული მომსახურება;

თ) ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება – საჯარო სკოლების მიერ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული, სააღმზრდელო და ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელ საგნებში გაწეული საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება;

ი) ეროვნული შეფასებების სისტემა – სისტემა, რომლის საშუალებითაც სახელმწიფო ამოწმებს, რამდენად შეესაბამება მოსწავლეთა მიღწევები ეროვნული სასწავლო გეგმებით დადგენილ მიღწევათა დონეებს და რამდენად რეალურია ამ დონეების დაძლევა;

კ) ექსტერნატი – იმ პირის მიერ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების წესი, რომელმაც დამოუკიდებლად აითვისა ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები;

ლ) ვაუჩერი – ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია მოსწავლის მიერ ზოგადი განათლების მიღების დასაფინანსებლად;

მ) ზოგადი განათლება – განათლება, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქის აღზრდა და ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის მომზადება. ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის სწავლის შედეგები შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-2 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს, ხოლო ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის/ სრული ზოგადი განათლების სწავლის შედეგები − ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-4 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს. საქართველოში სრული ზოგადი განათლება მოიცავს 12 წელს;

ნ) ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი – დოკუმენტი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრავს ქვეყანაში არსებული ზოგადი განათლების სისტემის მიზნებს. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი არის ეროვნული სასწავლო გეგმისა და ზოგადი განათლების სისტემის ძირითადი მაჩვენებლების შემუშავების საფუძველი. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს იღებს საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) წარდგინებით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს;

ო) ზოგადი განათლების საფეხურები – საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (6 წელი), საბაზო (3 წელი) და საშუალო (3 წელი);

პ) ზოგადი განათლების სისტემა – ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმების, მათი განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, იმ სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ერთობლიობა, რომლებიც უზრუნველყოფენ ზოგადი განათლების მიღებას;

ჟ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/სკოლა:

ჟ.ა) მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და სრულად მოიცავს ზოგადი განათლების ერთ საფეხურს მაინც;

ჟ.ბ) ამ კანონის 341 მუხლით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება;

1) საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა − ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც აღიარებულია უცხო ქვეყნის იმ უფლებამოსილი ინსტიტუტის მიერ, რომელთანაც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება;

რ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციული და ფინანსური ავტონომია – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თვითმმართველობა, რომლის სუბიექტები საჯარო სკოლაში არიან: სამეურვეო საბჭო, დირექცია, პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა, დისციპლინური კომიტეტი, ასევე სააპელაციო კომიტეტი – ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ს) (ამოღებულია - 17.03.2006, №2793);

ტ) (ამოღებულია - 30.03.2022, №1465) ;

უ) ინკლუზიური განათლება − თანაბრად ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო პროცესი, რომლის ფარგლებშიც ყველა მოსწავლისთვის უზრუნველყოფილია განათლების ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით მიღება;

ფ) კაპიტალური ხარჯები – გადასახდელები, რომელთა მიზანია კაპიტალური აქტივების, სტრატეგიული და განსაკუთრებული მარაგის, საქონლის, მიწის, არამატერიალური აქტივების შეძენა, შენობა-ნაგებობების, მანქანა-დანადგარების, მოწყობილობების, სატრანსპორტო და სხვა ძირითადი საშუალებების შეძენა, კაპიტალური რემონტი, მშენებლობა და რეკონსტრუქცია;

ქ) კერძო სკოლა – კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება;

ღ) კლასი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა დროებითი, სულ მცირე ერთი სასწავლო წლის განმავლობაში შენარჩუნებული ერთიანობა, რომელიც შედგენილია ეროვნულ სასწავლო გეგმებში მოცემული რეკომენდაციებისა და ამ დაწესებულების წესდების მიხედვით და რომელში გაერთიანებული მოსწავლეებიც ძირითადად ერთად სწავლობენ ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს;

1) მასწავლებელი – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთ საგანს მაინც ასწავლის; სპეციალური მასწავლებელი;

2) მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი – მასწავლებლის პროფესიული ქცევის ნორმების ერთობლიობა;

3) მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი – პროფესიული ვალდებულებების, ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების, აგრეთვე კვალიფიკაციების ჩამონათვალი, რომელსაც ამ კანონის 21 2 მუხლით გათვალისწინებული ყველა თანამდებობის მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს;

4) მასწავლებლობის მაძიებელი – პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან/და სახელოვნებო ან სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელოვნებო ან სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის შემთხვევაში) და რომელიც, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე, არაუმეტეს 2 წლისა დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

5 ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობა – მოსწავლეთა თავისუფალი გადაადგილება სა სწავლ პროცესში მონაწილეობის მისაღებად როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, საქართველოს კანონმდებლობითა და ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესებ ით, რასაც თან სდევს სწავლის პერიოდში მიღებული განათლებისა და შეფასებების აღიარება;

6) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822);

7) მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა − ამ კანონის შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მასწავლებლის უწყვეტი პროფესიული განვითარების სქემა, რომელიც ეფუძნება მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს და განსაზღვრავს მასწავლებლის ამ სქემაში ჩართვის პირობებს, მასწავლებლის შეფასების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის გზებსა და საშუალებებს;

8) მოსწავლე – პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ირიცხება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

9) მოწვეული მასწავლებელი − პირი, რომელიც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვის გარეშე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასწავლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ან გაუთვალისწინებელ საგანს, რომლის სამუშაო დატვირთვაა არაუმეტეს მასწავლებლის სრული დატვირთვისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგაკვეთილო საათების 50%-ისა და რომელსაც აქვს შესაბამისი საგნის სწავლებისთვის საჭირო კომპეტენცია ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;

10) შემცვლელი მასწავლებელი − დროებით არმყოფი მასწავლებლის შემცვლელი პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და რომელიც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვის გარეშე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასწავლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ან გაუთვალისწინებელ საგნებს იმ შემთხვევაში, თუ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე, შეუძლებელია დროებით არმყოფი მასწავლებლის ჩანაცვლება ამავე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სხვა მასწავლებლით, რომელიც აკმაყოფილებს მინისტრის მიერ მოწვეული მასწავლებლისთვის დადგენილ მოთხოვნებს;

ყ) ინდივიდუალური სასწავლო გეგმა − მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინებით, ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციით შექმნილი სასწავლო გეგმა, რომელიც სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილია;

1) მოსწავლის ქცევის კოდექსი – მოსწავლის ქცევის წესების ერთობლიობა;

2) ალტერნატიული სასწავლო გეგმა − ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითად პრინციპებზე დაფუძნებული სასწავლო გეგმა, რომელიც განკუთვნილია მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) მოსწავლისათვის და ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილია;

3) გაფართოებული სასწავლო გეგმა − სასწავლო გეგმა, რომელიც ორიენტირებულია სენსორული დარღვევის მქონე მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებით განპირობებული სპეციფიკური კომპეტენციების გაძლიერებაზე და ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილია;

4) სპეციალიზებული კლასი − ერთი ასაკის ან არაუმეტეს 3-წლიანი ასაკობრივი სხვაობის, ჰომოგენური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა კლასი;

5) ინტეგრირებული კლასი − ჰომოგენური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, სხვადასხვა კლასში ჩარიცხული, ერთი ასაკის ან არაუმეტეს 3-წლიანი ასაკობრივი სხვაობის მოსწავლეთა ერთობა;

შ) მშობელი – მოსწავლის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი;

1) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური − შესაბამისი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას;

2) (ამოღებულია - 13.06.2018, №2523);

ჩ) მცირეკონტინგენტიანი სკოლა − სკოლა, რომელშიც ადგილობრივი პირობების გამო სწავლობს მცირე რაოდენობის მოსწავლე. მცირეკონტინგენტიანი სკოლის ნორმატივს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო);

1) მულტილინგვური განათლება – განათლება, რომლის მიზანია სხვადასხვა ენაში მოსწავლეების ენობრივ კომპეტენციათა განვითარება-გაღრმავება. იგი გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში იმგვარი სწავლების ორგანიზებას, რომელიც გაზრდის აღნიშნული ენების შესწავლისა და გამოყენების ქმედითობას;

2) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე − მოსწავლე, რომელიც სასწავლო პროცესში დამატებით მხარდაჭერას საჭიროებს, აქვს სწავლასთან ან/და სასწავლო გარემოს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი, გახანგრძლივებული სირთულეები ან/და ვერ აკმაყოფილებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს მინიმალურ დონეზე, აგრეთვე მოსწავლე, რომელიც არის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც სასწავლო პროცესში დამატებით მხარდაჭერას საჭიროებს, აქვს სწავლასთან ან/და სასწავლო გარემოს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი, გახანგრძლივებული სირთულეები ან/და ვერ აკმაყოფილებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს მინიმალურ დონეზე;

3) სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი (შემდგომ – მულტიდისციპლინური გუნდი) – ტერიტორიულობის პრინციპის გათვალისწინებით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი სპეციალისტთა გუნდი/გუნდები, რომელიც/რომლებიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების განსაზღვრის მიზნით აფასებს/აფასებენ პირს და მისთვის განათლების საუკეთესო ფორმას არჩევს/არჩევენ;

[ 3 ) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასება და კონსულტირება − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ გაწეული მომსახურება, რომლის ფარგლებშიც პირის/მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების განსაზღვრის/იდენტიფიკაციის მიზნით ხორციელდება ამ პირის/მოსწავლის შეფასება, განათლების საუკეთესო ფორმის შერჩევა და საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;  (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]

4) ამოღებულია - 29.11.2019, №5406);

5) სოციალური მუშაკი − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკი;

6) პანსიონური მომსახურება − მინისტრის მიერ განსაზღვრული კატეგორიის სკოლის/რესურსსკოლის მიერ დღის/სადღეღამისო სერვისის შეთავაზება, რომელიც მოიცავს მოსწავლეების საცხოვრებელი პირობებით, კვებითა და დამატებითი პროგრამებით/სერვისებით უზრუნველყოფას;

7) რესურსსკოლა:

7.ა) სენსორული ან/და მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) ან ქცევითი და ემოციური აშლილობის მქონე მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სკოლა, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, აგრეთვე სათანადო პროგრამებით/სერვისებით უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს;

7.ბ) სკოლა, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სრულად მოიცავს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს ან/და საშუალო საფეხურს და ახორციელებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე საგნის გაძლიერებულ სწავლებას;

8) ტრანზიცია − პირის საჭიროებებზე მორგებული და ეფექტიანად კოორდინირებული პროცესი, რომელიც გულისხმობს სასკოლო ასაკის პირის  სკოლაში შესვლას და მოსწავლის სხვა სკოლაში მობილობას, რომელიც ხორციელდება ამ პროცესში მონაწილე მხარეების თანამშრომლობით და ემსახურება სასწავლო პროცესში პირის/მოსწავლის წარმატებულ ჩართვას;

ც) (ამოღებულია - 02.03.2007, №4412);

ძ) პედაგოგიური საქმიანობა – მოსწავლეებთან მასწავლებლის საგაკვეთილო და დამატებითი ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა;

წ) პილოტირება – ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებისა და ამ მიზნების მიღწევის საშუალებების რეალურობის შემოწმება სკოლებში;

1(ამოღებულია - 28.11.2014, №2822) ;

ჭ) სასკოლო დრო – სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიციირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო;

ხ) სასკოლო სასწავლო გეგმა – სასწავლო გეგმა, რომელიც ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და კონკრეტული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის განსაზღვრავს შუალედურ სასწავლო მიზნებს, ძირითად და დამატებით საგანმანათლებლო რესურსებს, საათობრივ დატვირთვას, შეფასების ინსტრუმენტებს, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას, ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელ დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებასა და სააღმზრდელო მომსახურებას, ტრანზიციის მხარდამჭერ აქტივობასა და სასკოლო საგანმანათლებლო აქტივობას;

ჯ) საჯარო სკოლა – საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება;

1(ამოღებულია - 28.11.2014, №2822) ;

2(ამოღებულია - 28.11.2014, №2822);

ჰ) სკოლის დირექცია – სკოლის დირექტორი, მისი მოადგილე/მოადგილეები და ბუღალტერია;

1) სკოლის პედაგოგიური საბჭო – სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო;

2) სკოლის სამეურვეო საბჭო – სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო;

3) უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება − იმავე სქესის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული იმავე სქესის საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ  მოსწავლის დათვალიერება მეტალოდეტექტორის გამოყენებით, ფიზიკური შეხების გარეშე ან/და ნივთის დათვალიერება მეტალოდეტექტორის გამოყენებით;

4) საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის − ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ დამკვირვებელს გარემოებათა გათვალისწინებით დასკვნის გასაკეთებლად.

5) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი − მინისტრის მიერ დამტკიცებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი, რომლის გავლაც პირს დისტანციურად შეუძლია. აღნიშნული კურსის ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;

6) სპეციალიზებული კომისია – შესაბამისი დარგის ექსპერტებისგან, სპეციალისტებისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პირებისგან შემდგარი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ შექმნილი სპეციალიზებული კომისია, რომელიც იმავე მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის ან კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის რეპრეზენტაციულ სიაში შეტანილი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საფუძველზე შეიმუშავებს სახელმძღვანელოს/სერიას და წარადგენს მას გრიფირებისთვის. ეს კომისია აგრეთვე უფლებამოსილია დაადგინოს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის ან კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის რეპრეზენტაციულ სიაში შეტანილი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საფუძველზე შექმნილი ალტერნატიული სახელმძღვანელოების/სერიების ზემოაღნიშნულ ძეგლთან შესაბამისობა.

    მუხლი 3. ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნები

1. საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნებია:

ა) მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა;

ბ) მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სახელმწიფო უზრუნველყოფს:

ა) ზოგადი განათლების ღიაობას და თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველასთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში;

ბ) საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის ჩართვას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში;

გ) საჯარო სკოლის დამოუკიდებლობას რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანებებისაგან, ხოლო კერძო სკოლის დამოუკიდებლობას პოლიტიკური გაერთიანებებისაგან;

დ) ეროვნული შეფასებების, ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავებისა და დანერგვის სისტემების ჩამოყალიბებას, რაც გულისხმობს სწავლების ხარისხის დადგენისა და შეფასების მეშვეობით ზოგადსაგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვასა და მართვას;

ე) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის წარმართვას და ზოგადი განათლების ხარისხის უწყვეტი განვითარების ხელშეწყობას;

ვ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციულ და ფინანსურ ავტონომიას;

ზ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის აღმოფხვრას;

თ) ინკლუზიური განათლების დანერგვას;

ი) მასწავლებელთა პროფესიის რეგულირებას.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65

საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.302

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4042 - სსმ I, №76,27.12.2010წ., მუხ.491

საქართველოს 2022 წლის 30 მარტის კანონი №1465 – ვებგვერდი, 06.04.2022წ.

    მუხლი 4. სწავლების ენა

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების ენაა ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – ქართული ან აფხაზური.

2. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლება ხორციელდება ერთ-ერთ სახელმწიფო ენაზე, მეორე სახელმწიფო ენის სწავლება სავალდებულოა.

3. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებისთვისაც ქართული ენა მშობლიური არ არის, უფლება აქვთ მიიღონ სრული ზოგადი განათლება მათ მშობლიურ ენაზე, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სავალდებულოა სახელმწიფო ენის სწავლება, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – ორივე სახელმწიფო ენისა.

4. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლებელია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლება განხორციელდეს უცხოურ ენაზე. ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სავალდებულოა სახელმწიფო ენის სწავლება, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – ორივე სახელმწიფო ენისა.

4​1. უცხოურ ენაზე სწავლება დასაშვებია ამ კანონის მე-2 მუხლის „ჟ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სამინისტროსთან შეთანხმებით. ამ შემთხვევაში სავალდებულოა სახელმწიფო ენის − ქართულის, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურის სწავლება.

5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, საჭიროების შემთხვევაში, სმენის დარღვევის მქონე მოსწავლის სწავლების ენად გამოიყენება ქართული ჟესტური ენა და ბილინგვური სწავლების პრინციპები, ხოლო იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც განათლებას მხოლოდ სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეები იღებენ, სავალდებულოა ქართული ჟესტური ენის ან/და ბილინგვური სწავლების პრინციპების გამოყენება.

6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, საჭიროების შემთხვევაში, მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლესთან გამოიყენება ბრაილის სისტემა ან/და შესაბამისი დამხმარე ტექნოლოგიები, ხოლო იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც განათლებას მხოლოდ მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეები იღებენ, სავალდებულოა ბრაილის სისტემის ან/და შესაბამისი დამხმარე ტექნოლოგიების გამოყენება.

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4042 - სსმ I, №76,27.12.2010წ., მუხ.491

საქართველოს 2016 წლის 16  დეკემბრის კანონი  №102  - ვებგვერდი, 05.01.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3025  –  ვებგვერდი,  11.07.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 29  ივნისის  კანონი №2753  –  ვებგვერდი, 19.07.2018წ.

საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

    მუხლი 5. ეროვნული სასწავლო გეგმა

1. ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სახელმწიფო შეიმუშავებს ეროვნულ სასწავლო გეგმას, რომლითაც განისაზღვრება: სწავლა-სწავლების მიზნები, თითოეულ საგანში შესაძენი ცოდნა და საგანმანათლებლო პრინციპები, რომელთაც სწავლა-სწავლების მეთოდიკა და შეფასების სისტემა უნდა დაეფუძნოს, აგრეთვე ზოგადი განათლების საფეხურების მიხედვით აუცილებელი საგნობრივი ჯგუფები, საგნების მიხედვით საათები, მათი განაწილება და აუცილებელი დატვირთვა, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობები და რეკომენდაციები.

11. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის, საჭიროების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე შეიმუშავებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.

1 2. მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) მოსწავლეთა სწავლებისას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მულტიდისციპლინური გუნდის რეკომენდაციის საფუძველზე ხელმძღვანელობს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი ნაწილებით, მათ შორის, ალტერნატიული სასწავლო გეგმით ან/და გაფართოებული სასწავლო გეგმით.

[ 1 2 . მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) მოსწავლეთა სწავლებისას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნის საფუძველზე ხელმძღვანელობს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი ნაწილებით, მათ შორის, ალტერნატიული სასწავლო გეგმით ან/და გაფართოებული სასწავლო გეგმით, მათ შორის, სენსორული სასწავლო გეგმით ან/და დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმით.  (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]

13. სენსორული დარღვევის მქონე მოსწავლის სპეციფიკური კომპეტენციების გაძლიერების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება იყენებს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ გაფართოებულ სასწავლო გეგმასაც.

2. (ამოღებულია - 29.06.2018, №2753).

3. ეროვნული სასწავლო გეგმა მოიცავს შემდეგ საგნობრივ ჯგუფებს:

ა) სახელმწიფო ენა;

ბ) მათემატიკა;

გ) უცხოური ენები;

დ) საზოგადოებრივი მეცნიერებები;

ე) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

ვ) ტექნოლოგიები;

ზ) ესთეტიკური აღზრდა;

თ) სპორტი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგნობრივი ჯგუფები იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლება ხორციელდება ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ისწავლება ქართულად, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – ქართულად ან/და აფხაზურად.

5. ეროვნული სასწავლო გეგმის შესრულება სავალდებულოა ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის და იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები.

6. ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული საგნების სწავლება უნდა იყოს აკადემიური, ობიექტური და არადისკრიმინაციული.

7. ეროვნული სასწავლო გეგმით შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს მოდიფიცირებული ეროვნული სასწავლო გეგმა ან/და შესაძლებლობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირებისა:

ა) ამ კანონის 31 1 მუხლით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ტიპების მიხედვით;

ბ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ინტეგრირების მიზნით.

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4042 - სსმ I, №76,27.12.2010წ., მუხ.491 

    მუხლი 6. ზოგადი განათლება

1. სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს:

ა) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევას, რის საფუძველზედაც გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევას, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, და აღნიშნულის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით დადასტურებას, რის საფუძველზედაც გაიცემა საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან.

1 1. (ამოღებულია - 08.04.2019, №4495).

12. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშსა და იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წესს, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, ამტკიცებს სამინისტრო.

2. ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაჩქარებული გავლა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

3. მოსწავლის ან მისი მშობლის მოთხოვნის შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია გასცეს მოსწავლის მიერ საგნების გავლის დამადასტურებელი ცნობა სამინისტროს მიერ შემუშავებული ფორმის მიხედვით.

4. დაუშვებელია მოსწავლის დატოვება ზოგადი განათლების სისტემის მიღმა საბაზო საფეხურის მიღწევის დონის დაძლევამდე.

5. ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აქვთ ზოგადი განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება.

5 1. თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს არ აქვს საგანმანათლებლო ისტორია ან მან გარკვეული მიზეზების გამო გამოტოვა კლასი/კლასები, მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე მას უფლება აქვს, ექსტერნატის გარეშე ჩაირიცხოს სკოლაში ასაკის შესაბამის კლასში ან არაუმეტეს 3 კლასით დაბალ კლასში. 18 წელს გადაცილებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი სკოლაში ირიცხება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნით განსაზღვრულ დაწყებით ან საბაზო საფეხურზე შესაბამის კლასში.

5 2. ამ კანონის მე-2 მუხლის „ჩ 7.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რესურსსკოლაში ჩარიცხვა და ხელახალი შეფასება საჯარო სკოლაში სწავლის გაგრძელების მიზნით ხორციელდება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე.

[ 5 1 . თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს არ აქვს საგანმანათლებლო ისტორია ან მან გარკვეული მიზეზების გამო გამოტოვა კლასი/კლასები, ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნის საფუძველზე ამ პირს უფლება აქვს, ექსტერნატის გარეშე ჩაირიცხოს სკოლაში ზოგადი განათლების დაწყებით ან საბაზო საფეხურზე ასაკის შესაბამის კლასში ან არაუმეტეს 3 კლასით დაბალ კლასში. 18 წელს გადაცილებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი სკოლაში ირიცხება ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნით განსაზღვრულ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურზე შესაბამის კლასში.

5 2 . სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის მიერ საჯარო სკოლაში სწავლის გაგრძელების მიზნით მისი ამ კანონის მე-2 მუხლის „ჩ 7 .ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რესურსსკოლაში ჩარიცხვა და ხელახალი შეფასება ხორციელდება ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნისა და ამ პირის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე.  (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]

6. ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი, რომელიც პირს ამ კანონის 71 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სასწავლო წლის დაწყების თარიღის ჩათვლით უსრულდება. ამასთანავე, პირი, რომელსაც 6 წელი სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 1 ნოემბრამდე უსრულდება, უფლებამოსილია მშობლის გადაწყვეტილებით ნებაყოფლობით დაიწყოს სწავლა ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე.

61. ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურებზე უცხოურ ენაზე (მათ შორის, ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 და 4პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში) განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები შეიძლება ითვალისწინებდეს ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის ამ კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასწავლო წლებისგან განსხვავებულ წლებს იმ პირობით, რომ ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურებზე უცხოურ ენაზე (მათ შორის, ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 და 4პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში) განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების სწავლების წლების ჯამური რაოდენობა 6-ზე მეტი ან მასზე ნაკლები არ იქნება.

7. (ამოღებულია - 21.07.2010, №3530) .

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4530 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.119

საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3442 - სსმ I, №44, 28.07.2010წ., მუხ.273

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.302

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4042 - სსმ I, №76,27.12.2010წ., მუხ.491

საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი №4321 – ვებგვერდი, 22.03.2011წ.

    მუხლი 61. დისტანციური სწავლება 

1. დისტანციური სწავლება ითვალისწინებს სასწავლო პროცესის დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით წარმართვას.

2. დისტანციური სწავლება ხორციელდება სინქრონული ან ასინქრონული კომუნიკაციის ფორმით. სინქრონული კომუნიკაცია გულისხმობს ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნსა და მიმღებს შორის კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს ხორციელდება, ხოლო ასინქრონული კომუნიკაცია − ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნსა და მიმღებს შორის კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს არ ხორციელდება.

3. დისტანციური სწავლების პროგრამა აგებულია ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამისათვის ან/და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნისათვის/საგნობრივი ჯგუფისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

4. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დისტანციური სწავლების დაშვებისა და დისტანციური სწავლების განხორციელების პერიოდის შესახებ გადაწყვეტილებას, აგრეთვე იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თაობაზე გადაწყვეტილებას, რომელმაც ზოგადი განათლების მისაწოდებლად დისტანციური სწავლება უნდა გამოიყენოს, იღებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესსა და პირობებს ამტკიცებს მინისტრი.

    მუხლი 7. ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობა

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის (მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის) მიერ ზოგადი განათლების თავის საცხოვრებელ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს, სახელმწიფო ან მშობლიურ ენაზე მიღების უფლებას.

2. თუ მოსწავლეების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლების განხორციელება შეუძლებელია სტანდარტული ვაუჩერის მეშვეობით, სახელმწიფო ასეთ მოსწავლეებს უზრუნველყოფს გაზრდილი ვაუჩერით ან/და დამატებითი დაფინანსებით სამინისტროს მიერ დამტკიცებული შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში.

3. სამინისტრო გაზრდილი ვაუჩერის ოდენობითა და დამატებითი დაფინანსებით უნდა უზრუნველყოფდეს:

ა) საჯარო სკოლაში ზოგადი განათლების ღიაობას და მის თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველასთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში;

ბ) საჯარო სკოლაში ინკლუზიური განათლებისა და მულტილინგვური განათლების დანერგვას;

გ) საჯარო სკოლის მატერიალურ-ტექნიკური, პროგრამული და ადამიანური რესურსების გაუმჯობესებას;

დ) საჯარო სკოლის მასწავლებლების, დირექციისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის შრომის შესაბამის ანაზღაურებას;

ე) საჯარო სკოლაში ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას;

ვ) საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვას, განსაკუთრებით − იმ საჯარო სკოლაში, რომელსაც რეორგანიზაციის შედეგად ბალანსზე ერიცხება სასწავლო პროცესში გამოყენებული ერთზე მეტი ადმინისტრაციული შენობა, აგრეთვე სოფელსა/დაბასა და მაღალმთიან რეგიონში მდებარე საჯარო სკოლებსა და მრავალსექტორიან საჯარო სკოლაში.

4. სახელმწიფო უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში პატიმრობის კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4129 - სსმ I, №49, 29.12.2006წ., მუხ.372

საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2725 - სსმ I, №12, 24.03.2010წ., მუხ.61

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4042 - სსმ I, №76,27.12.2010წ., მუხ.491

    მუხლი 71. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლის დაწყება

1. საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება. თუ 15 სექტემბერი დასვენების დღეს ან უქმე დღეს ემთხვევა, სწავლა მის მომდევნო პირველ სამუშაო დღეს დაიწყება.

2. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ყველა ან კონკრეტული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის შეიძლება განისაზღვროს სასწავლო წლის დაწყების ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულისგან განსხვავებული თარიღი:

ა) ამ კანონის შესაბამისად საჯარო სკოლაში პილოტირების განხორციელებისას;

ბ) „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციის არსებობისას, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას;

გ) კერძო სკოლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.

 

თავი II. მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები

    მუხლი 8. ძირითადი გარანტიები

1. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს, აგრეთვე მათ გაერთიანებებს უფლება აქვთ, თანაბარ პირობებში, დისკრიმინაციის გარეშე, დადგენილი წესით, სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე ისარგებლონ ამ თავით დაცული და სკოლის მიერ აღიარებული ყველა უფლებითა და თავისუფლებით, აგრეთვე სკოლის ყველა რესურსით.

2. სკოლას უფლება აქვს სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე არადისკრიმინაციულ საფუძველზე შეზღუდოს გარეშე პირთა უფლებები და თავისუფლებები.

3. სკოლამ შეიძლება დაადგინოს სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის, აგრეთვე მათი გაერთიანებების უფლებებისა და თავისუფლებების არადისკრიმინაციული და ნეიტრალური შეზღუდვის წესები ამ კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად, აგრეთვე თუ არსებობს საფუძვლიანი და გარდაუვალი საფრთხე:

ა) ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საკუთრების უსაფრთხოებისა;

ბ) ნარკოტიკების, ალკოჰოლის ან თამბაქოს მოხმარების ან უკანონო ქმედების წახალისებისა;

გ) უხამსობის ან ცილისწამების გავრცელების, ეთნიკური ან რელიგიური შუღლის გაღვივების, დანაშაულისაკენ ან ძალადობისაკენ წაქეზებისა;

დ) სასწავლო პროცესის მსვლელობის, სკოლის საქმიანობის ან სკოლის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებისათვის ხელის შეშლისა.

4. მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებისა და თავისუფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს გონივრული, პროპორციული, მინიმალური და უნდა განხორციელდეს მხოლოდ დადგენილი წესის საფუძველზე, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის სრული დაცვით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით.

5. დაუშვებელია მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებისა და თავისუფლებების იმგვარი შეზღუდვა, რომელიც არსებითად მათი გაუქმების ტოლფასია. ნებისმიერი შეზღუდვა ან რეგულირება შეიძლება ითვალისწინებდეს მათი უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელების ადგილის, დროის და ფორმის ისეთ ნეიტრალურ შეზღუდვებს, რომლებიც გავლენას არ ახდენს ინფორმაციის ან იდეების შინაარსზე ან გამომხატველობით ეფექტზე და ტოვებს ალტერნატიული გზებით მათი განხორციელების ეფექტიან შესაძლებლობას.

6. ამ კანონით აღიარებული მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობისას მათი კანონიერება ივარაუდება. მათ შესახებ წარმოშობილი დავისას ამ უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის უკანონობის მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს.

7. დაუშვებელია სკოლის მიერ ისეთი ღონისძიების დაფინანსება, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.

8. ეს კანონი არ უარყოფს იმ საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც არ არის აქ მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან.

საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76

    მუხლი 9. ზოგადი განათლების მიღების უფლება

1. ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.

2. ზოგადი განათლების მიღების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ქმნის ზოგადი განათლების სისტემას და სათანადო სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს.

3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის გამოიყენება ალტერნატიული სასწავლო გეგმა, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ან/და გაფართოებული სასწავლო გეგმა, რომლის შესაბამისადაც ხორციელდება მისი სწავლება, სოციალური ადაპტაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია. საჯარო სკოლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი ადამიანური რესურსითა და პროგრამებით/სერვისებით, რომელთა დაფინანსებას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

4. ზოგადი განათლების მიღება შეიძლება ექსტერნატის ფორმით. ექსტერნს უფლება აქვს, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღოს ექსტერნატის ფორმით ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის დაძლევის შემთხვევაში.

4​1. ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით მიღების წესსა და პირობებს ადგენს სამინისტრო. სამინისტრო უფლებამოსილია ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით მიღებასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები.

5. ზოგადი განათლების მიღება შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს ალტერნატიული ფორმებით, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებებისა და შრომითი და ოჯახური პირობების გათვალისწინებით.

6. სახელმწიფო იცავს მოსწავლის და მშობლის საგანმანათლებლო არჩევანის თავისუფლებას. მშობლის საგანმანათლებლო არჩევანის თავისუფლება არ გულისხმობს:

ა) სავალდებულო განათლებისთვის თავის არიდების უფლებას;

ბ) ისეთ განათლებას, რომელიც ხელს შეუშლის ამ კანონის მიზნების მიღწევას.

61. ზოგადი განათლების მიღების მიზნით, ქმედუუნარო/შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის მშობელსა/შესაბამის უფლებამოსილ პირსა და სკოლას შორის, ხოლო ქმედუნარიანი პირის შემთხვევაში − ამ პირსა და სკოლას შორის ფორმდება ხელშეკრულება.

7. სკოლა ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა მოსწავლის ცოდნის სამართლიანი შეფასების უზრუნველსაყოფად. დაუშვებელია, მოსწავლის აკადემიური შეფასება განპირობებული იყოს მისი დისციპლინით.

8. მოსწავლეს უფლება აქვს დაცული იყოს არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფისაგან.

9. სკოლა ვალდებულია სკოლის ტერიტორიაზე ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სასკოლო დროს შექმნას ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლისა და საკუთრებისთვის უსაფრთხო გარემო და დაიცვას ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ11“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები. ამ მიზნით კერძო სკოლა უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან გააფორმოს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ან/და ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება. საჯარო სკოლაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მომსახურება ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

10. სკოლა ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა სასკოლო დროს, აგრეთვე სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებისა და თავისუფლებების ჯეროვანი დაცვის, დარღვევის თავიდან აცილების ან აღკვეთის მიზნით.

11. სკოლიდან გარიცხულ მოსწავლეს უფლება აქვს სწავლა სხვა სკოლაში განაგრძოს.

12. მოსწავლეს უფლება აქვს, გადავიდეს ერთი სკოლიდან სხვა სკოლაში ზოგადი განათლების იმავე საფეხურზე, სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65

საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4129 - სსმ I, №49, 29.12.2006წ., მუხ.372

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.302

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4042 - სსმ I, №76,27.12.2010წ., მუხ.491

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4204 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი №4321 – ვებგვერდი, 22.03.2011წ.

საქართველოს 2018 წლის 13  ივნისის კანონი  №2523  - ვებგვერდი, 29.06.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3025  –  ვებგვერდი,  11.07.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 29  ივნისის  კანონი №2753  –  ვებგვერდი, 19.07.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 8 აპრილის  კანონი №4495  –  ვებგვერდი, 11.04.2019წ.

საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3663 – ვებგვერდი, 05.12.2023წ.

    მუხლი 10. საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ცოდნის უფლება

1. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ ფლობდნენ ინფორმაციას თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე მათი შეზღუდვის საფუძვლების შესახებ.

2. სკოლა ვალდებულია ყოველ ახალ მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს გააცნოს მათი უფლებები და თავისუფლებები.

3. სკოლა ვალდებულია უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვისას მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს გონივრულ ვადაში განუმარტოს შეზღუდვის საფუძველი.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია მოსწავლეს უნდა მიეწოდოს მისი ასაკისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად, კომუნიკაციის ხელმისაწვდომი საშუალებებით.

    მუხლი 11. სკოლის მართვაში მონაწილეობის უფლება

1. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ პირადად ან არჩეული წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობა მიიღონ სკოლის მართვაში.

2. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ, მიიღონ სკოლაში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციისა.

3. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ მოითხოვონ და მიიღონ სკოლის მიერ მათთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მათი აზრის მოსმენისა და განხილვაში უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის შესაძლებლობა.

4. მოსწავლის მიმართ ქმედების განხორციელებისას დაცული უნდა იქნეს მისი ჭეშმარიტი ინტერესი.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6328 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

    მუხლი 12. გასაჩივრების უფლება

1. მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს უფლება აქვთ, თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მასწავლებლის, სკოლისა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღონ მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება.

2. სკოლა ვალდებულია შექმნას საჩივრების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი განხილვის ეფექტიანი საშუალება.

21. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ვალდებულია შექმნას საჩივრების მიუკერძოებელი განხილვის ეფექტიანი საშუალება.

3. საჯარო სკოლის დირექტორსა და ამ საჯარო სკოლის თანამშრომლებს, სამეურვეო საბჭოსა და დირექტორს შორის, აგრეთვე საჯარო სკოლის დირექტორსა და სამინისტროს შორის წარმოშობილ შრომით დავებს, როგორც სამოქალაქო დავებს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილავს სასამართლო.

4. (ამოღებულია - 20.03.2013, №348).

5. სამოქალაქო სამართალწარმოებისა და ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს სასამართლოში საჯარო სკოლის წარმომადგენლობას ამ საჯარო სკოლის დირექტორის მინდობილობის საფუძველზე უზრუნველყოფს სამინისტრო ან სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს ან სამინისტროს თანამშრომელი.

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №790 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ.257

საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85

საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3442 - სსმ I, №44, 28.07.2010წ., მუხ.273

საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი №4322 – ვებგვერდი, 22.03.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5511 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი № 348 – ვებგვერდი, 28.03.2013წ.

    მუხლი 13. ნეიტრალურობა და არადისკრიმინაციულობა

1. დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის პოლიტიზება.

2. დაუშვებელია საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის გამოყენება. ეს ნორმა არ ზღუდავს საჯარო სკოლაში სახელმწიფო დღესასწაულებისა და ისტორიული თარიღების აღნიშვნას, აგრეთვე ისეთი ღონისძიების ჩატარებას, რომელიც მიმართულია ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრებისაკენ.

3. დაუშვებელია სკოლაში მიღებისას რაიმე სახის დისკრიმინაცია. ეს ნორმა არ გამორიცხავს შესაძლებლობას შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებიც ახორციელებენ სამხედრო, პროფილურ სახელოვნებო და სასპორტო მომზადებას, ასევე სხვა სტატუსის სკოლებში. შესარჩევი კონკურსის ჩატარებისას აუცილებელია პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინება.

4. დაუშვებელია სკოლის მიერ საკუთარი უფლებამოსილებისა და რესურსების იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება პირდაპირ ან ირიბად გამოიწვიოს მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის, აგრეთვე მათი გაერთიანებების რაიმე დისკრიმინაცია.

5. ნებისმიერი განმასხვავებელი ქმედება ან გამონაკლისის დაშვება ჩაითვლება დისკრიმინაციად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი ქმედება ან გამონაკლისი სამართლიანი და გონივრულია, ემსახურება თითოეული პირისა და ჯგუფის თავისუფალი განვითარებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას.

6. სკოლა ვალდებულია დაიცვას და ხელი შეუწყოს მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს შორის შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას, განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა.

7. სკოლა თანასწორობის საფუძველზე იცავს უმცირესობების წევრების ინდივიდუალურ და კოლექტიურ უფლებას, თავისუფლად ისარგებლონ მშობლიური ენით, შეინარჩუნონ და გამოხატონ თავიანთი კულტურული კუთვნილება.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65

საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3068 - სსმ I, №27, 24.05.2010წ., მუხ.187

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4042 - სსმ I, №76,27.12.2010წ., მუხ.491

    მუხლი 14. გამოხატვის თავისუფლება

1. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით, სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოიძიონ, მიიღონ, შექმნან, შეინახონ, დაამუშაონ ან გაავრცელონ ნებისმიერი ინფორმაცია და იდეები, აგრეთვე გამოიყენონ სკოლის რესურსები ინფორმაციისა და იდეების მოსაძიებლად, მისაღებად, შესაქმნელად, შესანახად, დასამუშავებლად ან გასავრცელებლად, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით.

2. მოსწავლეს უფლება აქვს გამოთქვას საკუთარი აზრი და მოითხოვოს მისი პატივისცემა.

3. დაუშვებელია სასკოლო გამოცემათა სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფა და სასკოლო ბიბლიოთეკაში წიგნების ცენზურა. ეს ნორმა არ ზღუდავს სკოლას, დააწესოს არადისკრიმინაციული და ნეიტრალური შეზღუდვები, რათა უზრუნველყოს არასრულწლოვანთა დაცვა ასაკის შეუსაბამო ლიტერატურის მავნე ზეგავლენისაგან.

4. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ საქველმოქმედო მიზნებისათვის, დადგენილი წესით მოიზიდონ ნებაყოფლობითი შემოწირულობები. სკოლა ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ფინანსური სახსრების ან სხვა სიკეთის გამოძალვა.

5. მოსწავლეს და მასწავლებელს აქვთ სწავლის, სწავლებისა და კვლევის აკადემიური თავისუფლება იმ ფარგლებში, რომელიც არ ეწინააღმდეგება ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების მიღწევას.

6. სკოლას უფლება აქვს დააწესოს სასკოლო ფორმა ისე, რომ არ შეზღუდოს მოსწავლის და მასწავლებლის გამოხატვის თავისუფლება. მოსწავლეს და მასწავლებელს უფლება აქვთ დასაბუთებული უარი თქვან სასკოლო ფორმის ტარებაზე.

7. სასკოლო ფორმის დაწესებისას სკოლამ უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის ფინანსური შესაძლებლობები და თუ მას არ შეუძლია ფორმის შეძენა, სკოლამ უნდა უზრუნველყოს იგი ფორმით.

    მუხლი 15. შეკრების თავისუფლება

1. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს აქვთ წინასწარი შეტყობინების საფუძველზე სკოლის ტერიტორიაზე კანონით დადგენილი წესით შეკრების თავისუფლება.

2. დაუშვებელია, სკოლამ წარმართოს ან აკონტროლოს მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა შეკრების მსვლელობა მათი სურვილის საწინააღმდეგოდ. სკოლას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, დაესწროს მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა შეკრებას.

3. გარეშე პირს უფლება აქვს, დაესწროს მოსწავლეთა შეკრებას მხოლოდ მათი მიწვევით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რაც დაკავშირებულია სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან.

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4530 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.119

    მუხლი 16. გაერთიანების თავისუფლება

1. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს აქვთ კანონით დადგენილი წესით გაერთიანების თავისუფლება.

2. დაუშვებელია, სკოლა ჩაერიოს მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა გაერთიანების საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. დაუშვებელია, გარეშე პირმა წარმართოს ან აკონტროლოს მოსწავლეთა გაერთიანება.

    მუხლი 17. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

1. მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია. მათ არ შეიძლება მოეთხოვოთ, გაამჟღავნონ ინფორმაცია თავიანთ პირად ცხოვრებაზე.

2. მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის პერსონალური მონაცემების შეგროვებისას და შენახვისას სკოლა ვალდებულია იხელმძღვანელოს ამ კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებით.

3. მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაცია დისციპლინური მონაცემებისგან განცალკევებით უნდა ინახებოდეს.

4. სკოლას უფლება აქვს მოსთხოვოს მოსწავლეს და მასწავლებელს, გაიარონ სამედიცინო შემოწმება დაავადებებზე, ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე. სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო შემოწმების გავლის ხელმისაწვდომობა.

5. დაუშვებელია მოსწავლის და მასწავლებლის პირადი ცხოვრების, კერძო კომუნიკაციის, აგრეთვე მოსწავლის და მასწავლებლის პირად სარგებლობაში გადაცემული, სკოლის საკუთრებაში არსებული ქონების ხელშეუხებლობის უფლების თვითნებური შეზღუდვა.

    მუხლი 18. რწმენის თავისუფლება

1. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს კანონით დადგენილი წესით აქვთ რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება, ნებისმიერი ან არც ერთი რწმენისა თუ მსოფლმხედველობის ნებაყოფლობით არჩევის და შეცვლის უფლება.

2. დაუშვებელია, მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს დაეკისროთ ისეთი ვალდებულებების შესრულება, რომლებიც ძირეულად ეწინააღმდეგება მათ რწმენას, აღმსარებლობას ან სინდისს, თუ ეს არ ლახავს სხვათა უფლებებს, ან ხელს არ შეუშლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონის დაძლევას.

3. საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლოების განთავსება არ უნდა ემსახურებოდეს არააკადემიურ მიზნებს.

4. საჯარო სკოლის მოსწავლეებს უფლება აქვთ სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ნებაყოფლობით შეისწავლონ რელიგია ან ჩაატარონ რელიგიური რიტუალი, თუ იგი ემსახურება რელიგიური განათლების მიღებას.

    მუხლი 19. დისციპლინა

1. სასკოლო დისციპლინა დაცულ უნდა იქნეს იმ მეთოდების მეშვეობით, რომლებიც ეფუძნება მოსწავლის და მასწავლებლის თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას.

2. სკოლის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, დისციპლინური დევნა და სახდელი უნდა იყოს გონივრული, დასაბუთებული და თანაზომადი.

3. სკოლის შინაგანაწესით , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გარდა , შეიძლება გათვალისწინებული იყოს მოსწავლის გაფრთხილება , მკაცრი გაფრთხილება , გაკვეთილიდან გაძევება , სკოლიდან დროებით დათხოვნა , მოსწავლისთვის სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება და სხვა დისციპლინური სახდელები . მოსწავლის სკოლიდან დროებით დათხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს . სკოლა ვალდებულია მოსწავლე გაკვეთილიდან გაძევების ან სკოლიდან დროებით დათხოვნის შემთხვევაში თავისი მზრუნველობის ქვეშ ჰყავდეს .

4. დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით.

5. დისციპლინური დევნისას სკოლა ვალდებულია განუმარტოს მოსწავლეს ან მასწავლებელს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი.

6. მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების, აგრეთვე დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს. მოსწავლეს უფლება აქვს მასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მშობელთან ერთად წარდგეს.

7. სკოლა ვალდებულია მიიღოს ზომები, რათა დისციპლინურმა სახდელმა არ გამოიწვიოს მოსწავლის არსებითი ჩამორჩენა სასწავლო პროცესისგან.

8. დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომელიც ლახავს პირის პატივსა და ღირსებას.

9.  (ამოღებულია - 13.06.2018, №2523);

10. დაუშვებელია სკოლის მიერ მოსწავლის ან მასწავლებლის დისციპლინური დევნა იმ ქმედებისთვის, რომელიც მან სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ ჩაიდინა.

11. მოსწავლეს და მასწავლებელს უფლება აქვთ დისციპლინური დევნისას ისარგებლონ დუმილის უფლებით. დუმილის უფლება არ ათავისუფლებს მოსწავლეს და მასწავლებელს დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან.

12. მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მასწავლებელს, სკოლიდან 5 დღემდე ვადით დათხოვნის გადაწყვეტილების მიღების უფლება – სკოლის დირექტორს, ხოლო 5-10 დღემდე ვადით დათხოვნის ან სკოლიდან გარიცხვის გადაწყვეტილების მიღების უფლება – დისციპლინურ კომიტეტს ფარული კენჭისყრით.

121. დაუშვებელია დაწყებით და საბაზო საფეხურებზე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა .

122. მოსწავლისთვის სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრებისას უნდა განისაზღვროს : სასარგებლო საქმიანობის შინაარსი ; მისი განხორციელების წესი და პირობები ; სასარგებლო საქმიანობის განხორციელების ადგილი სკოლის ტერიტორიის ფარგლებში ; მისი ხანგრძლივობა , რომელიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლისათვის არ უნდა აღემატებოდეს დღეში 1 საათს , საბაზო საფეხურის მოსწავლისათვისდღეში 2 საათს და საშუალო საფეხურის მოსწავლისათვისდღეში 3 საათს ; უფლებამოსილი პირის ვინაობა , რომელიც უშუალო ზედამხედველობას გაუწევს მოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებას . სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობა მოსწავლეს შეიძლება დაეკისროს მშობლის თანხმობით . მოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით . ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება სკოლის ადმინისტრაციას .

13. სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლესთან კონტაქტის დამყარებამდე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გადაუდებელი აუცილებლობისას, პოლიციის თანამშრომელი ან სხვა საჯარო მოსამსახურე ვალდებულია სკოლას შეატყობინოს კონტაქტის მიზანი, საქმის გარემოება და მისი მეშვეობით დაუკავშირდეს მოსწავლეს. სკოლა ვალდებულია მოსწავლეს განუმარტოს მისი უფლებები და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მოსწავლის მშობელს, გარდა მშობლის მიერ ბავშვის უფლების ხელყოფის შემთხვევისა.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65

საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3442 - სსმ I, №44, 28.07.2010წ., მუხ.273

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3544 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.291

საქართველოს 2012 წლის 27 დეკემბრის კანონი №173 – ვებგვერდი, 08.01.2013წ.

საქართველოს 2016 წლის 16  დეკემბრის კანონი  №102  - ვებგვერდი, 05.01.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 13  ივნისის კანონი  №2523  - ვებგვერდი, 29.06.2018წ.

მუხლი 20. ძალადობის დაუშვებლობა, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა 

1. დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის კანონიერი მითითებები. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირი ვალდებულია მოსწავლის მიერ სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენისა და ამის გამო მოსწავლის მიმართ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ შეატყობინოს მოსწავლის მშობელსა და სკოლის დირექტორს. მოსწავლის მიერ სავარაუდო სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს სამართალდამცავ ორგანოებს.

3. სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით დასაშვებია უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელება, რომლის მიზანია საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ნივთის, მოსწავლის მიერ სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის აღმოჩენა, იმ საგნის აღმოჩენა, რომელსაც სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის კვალი ატყვია, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენით მოპოვებული ნივთისა და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნისა და დოკუმენტის აღმოჩენა, რომლებიც საჭიროა სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის გარემოებათა გასარკვევად.

4. უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გარემოებები მიუთითებს მოსწავლის მიერ სკოლის შინაგანაწესის შესაძლო დარღვევაზე ან/და შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენაზე და არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების შედეგად გამოვლინდება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა ან/და შესაძლო სამართალდარღვევა.

5. უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება ხორციელდება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ან/და სკოლის თანამშრომლის ინიციატივით.

6. უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელების უფლება აქვს იმავე სქესის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს ან სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრულ იმავე სქესის საამისოდ უფლებამოსილ პირს. ამ პუნქტიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში არ არის მოსწავლის შესაბამისი სქესის პირი.

7. უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებას უნდა ესწრებოდეს აგრეთვე სკოლის თანამშრომელი. კოლექტიური უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელება დაუშვებელია. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური/სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს მოსწავლის მშობელს მოსწავლის მიმართ უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელების შესახებ.

8. უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელებამდე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურმა ან სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრულმა საამისოდ უფლებამოსილმა პირმა მოსწავლე უნდა გააფრთხილოს უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელების შესახებ. თუ მოსწავლე წარმოადგენს ან საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური/სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირი აღმოაჩენს იმგვარ, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთს/საგანს, რომლის მოსწავლის მიერ ფლობაზე რეაგირებაც საქართველოს კანონმდებლობით სამართალდამცავი ორგანოს კომპეტენციაა, ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება სამართალდამცავ ორგანოს. აღმოჩენილ ნივთს/საგანს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური/სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირი გადასცემს მოსწავლის მშობელს ან სამართალდამცავ ორგანოს, ნივთის/საგნის ხასიათის გათვალისწინებით.

9. მოსწავლის/მოსწავლეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, დასაშვებია განხორციელდეს მოსწავლის/მოსწავლეების განცალკევება ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხო გარემოში, სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის თანდასწრებით, იმ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლის/მოსწავლეების ქმედებით საფრთხე ემუქრება პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან მოსწავლე უარს აცხადებს უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებაზე და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნივთის აღმოჩენა სხვაგვარად შეუძლებელია ან მოსწავლე უარს აცხადებს უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელებისას აღმოჩენილი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნივთის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურისათვის/სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირისათვის გადაცემაზე.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული პირი გადამზადებული უნდა იყოს სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.

11. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაძლებელია მასწავლებლის/სკოლის თანამშრომლის ან/და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მეთვალყურეობით განხორციელდეს მოსწავლის/მოსწავლეების სხვადასხვა სახის სასკოლო აქტივობებში ჩართვა. მოსწავლის/მოსწავლეების განცალკევების მომენტიდან სკოლის, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − ფსიქოლოგის ან/და სოციალური მუშაკის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები უნდა ემსახურებოდეს ისეთ მიზნებს, როგორიცაა მოსწავლის/მოსწავლეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რისკის შემცირება და მოსწავლის/მოსწავლეების ქცევის მართვა.

12. მოსწავლის განცალკევების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მოსწავლის მშობელს, ხოლო მოსწავლის მიერ შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში − სამართალდამცავ ორგანოს.

13. მოსწავლის/მოსწავლეების განცალკევება უნდა განხორციელდეს ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, მოსწავლის მშობლის ან მოსწავლის მშობლის მიერ განსაზღვრული პირის სკოლაში გამოცხადებამდე.

14. მოსწავლის განცალკევების უფლება აქვს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრულ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

15. უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების/მოსწავლის განცალკევების განხორციელებისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური/სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირი მოსწავლეს მისთვის გასაგებ ენაზე განუმარტავს იმ გარემოებებს, რომელთა საფუძველზედაც ხორციელდება უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება/მოსწავლის განცალკევება. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური/სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგენს უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების/მოსწავლის განცალკევების განხორციელების შესახებ ოქმს. ამ ოქმში სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რა გარემოების საფუძველზე, რა მიზნით, სად, რა პირობებში, ვისი თანდასწრებითა და მონაწილეობით განხორციელდა უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება/მოსწავლის განცალკევება.

16. სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა ხდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების შესაბამისად. ამ წესითა და პირობებით რეგულირდება შემდეგი საკითხები:

ა) სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით სკოლის, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურისა და სხვა პირების მიერ განსახორციელებელი მოქმედებები;

ბ) სკოლის ვიდეოთვალთვალის სისტემით აღჭურვისა და ადმინისტრირების წესი;

გ) სკოლაში გამოვლენილი დარღვევების ელექტრონული საინფორმაციო ბაზის წარმოების წესი;

დ) უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელების წესი;

ე) მოსწავლის განცალკევების განხორციელების წესი და მისი განცალკევების შემდეგ სკოლის, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ან/და ფსიქოლოგის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები;

ვ) უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების, მოსწავლის განცალკევების და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენების შესახებ ოქმის ფორმა და შედგენის წესი;

ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ სკოლებისათვის უსაფრთხოების საკითხებზე რეკომენდაციების მიცემის წესი, აგრეთვე ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით სკოლების მიერ განხორციელებული მოქმედებების შესახებ უკუკავშირის წესი;

თ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ეთიკა;

ი) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ მეტალოდეტექტორის გამოყენების წესი;

კ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების სკოლებში განაწილებისა და როტაციის წესი;

ლ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურობის კანდიდატის შერჩევის წესი;

მ) სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

17. პირის უსაფრთხოების დაცვისა და მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვნის დაცვის მიზნით უნდა განხორციელდეს ვიდეოთვალთვალი სკოლის გარე და შიდა პერიმეტრებზე.

18. სკოლის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებებს ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4530 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.119  

საქართველოს 2018 წლის 13  ივნისის კანონი  №2523  - ვებგვერდი, 29.06.2018წ.

საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

    მუხლი 201. მასწავლებლის მიერ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

მასწავლებელი ვალდებულია სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრულ შესაბამის უფლებამოსილ პირს მიაწოდოს ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტზე, თუ არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება.

საქართველოს 2017 წლის  4 მაისის   კანონი  №773  - ვებგვერდი, 25.05.2017წ.

    მუხლი 21. მასწავლებლის სხვა უფლებები და მოვალეობები

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელს უფლება აქვს:

ა) მოსთხოვოს დაწესებულებას მუშაობისთვის აუცილებელი პირობების შექმნა;

ბ) მიიღოს შრომის ანაზღაურება სამინისტროს მიერ დადგენილი ნორმატივების მიხედვით;

გ) აიმაღლოს კვალიფიკაცია, რისთვისაც 6 წელიწადში ერთხელ უფლებამოსილია მოითხოვოს ანაზღაურების გარეშე შვებულება 1 წლამდე ვადით, სამუშაო ადგილის შენარჩუნებით;

დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

11. მასწავლებელი ვალდებულია:

ა) მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი განათლება;

1) უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებების გათვალისწინება სასწავლო პროცესში;

2) ხელი შეუწყოს პირის/მოსწავლის ეფექტიან ტრანზიციას და მოამზადოს ის განათლების შემდეგ საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის;

ბ) იზრუნოს მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე;

გ) იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;

დ) ჩაერთოს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში (ეს ვალდებულება არ ვრცელდება მოწვეულ მასწავლებელსა და შემცვლელ მასწავლებელზე);

ე) დაიცვას მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი;

ვ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები;

ზ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას საქართველოს კანონმდებლობითა და შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი წესებით მიაწოდოს ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

12. მასწავლებელი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა.

2. მასწავლებლის შრომის ანაზღაურება სრული სამუშაო კვირის შემთხვევაში არ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ საჯარო მოსამსახურის მინიმალურ ხელფასზე ნაკლები.

3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა და მასწავლებელს შორის შრომითი ხელშეკრულება იდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

4. მასწავლებლის შრომის ანაზღაურება იზრდება საჯარო სკოლის ბიუჯეტის ზრდასთან ერთად.

საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76

საქართველოს 2008 წლის 18 ნოემბრის კანონი №497 – სსმ I, №33, 01.12.2008 წ., მუხ.211

 

თავი II1. მასწავლებლის პროფესია

საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76

    მუხლი 211. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76

საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3068 - სსმ I, №27, 24.05.2010წ., მუხ.187

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4042 - სსმ I, №76,27.12.2010წ., მუხ.491

საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №5741 - ვებგვერდი, 05.03.2012წ.

    მუხლი 212. მასწავლებლის თანამდებობის სახეები და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი

1. მასწავლებლის თანამდებობის სახეებია:

ა) დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც ერთ საგანს მაინც ასწავლის დაწყებით საფეხურზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ბ) საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც ერთ საგანს მაინც ასწავლის საბაზო და საშუალო საფეხურებზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

გ) საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც ერთ საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ ყველა საგანს ასწავლის საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

დ) სახელოვნებო ან სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც სახელოვნებო ან სასპორტო საგანს/საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ ყველა საგანს ასწავლის შესაბამის საფეხურზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ე) სპეციალური მასწავლებელი − მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად ასწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს/მოსწავლეებს ან/და ინდივიდუალურად/ჯგუფურად მუშაობს მასთან/მათთან სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით;

ვ) სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი – სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი;

ზ) დაწყებითი საფეხურის მულტილინგვური განათლების მასწავლებელი – არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სექტორის მასწავლებელი, რომელიც სხვადასხვა ენაზე ასწავლის ერთ ან რამდენიმე საგანს დაწყებით საფეხურზე;

თ) საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მულტილინგვური განათლების მასწავლებელი – არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სექტორის მასწავლებელი, რომელიც სხვადასხვა ენაზე ასწავლის ერთ ან რამდენიმე საგანს საბაზო და საშუალო საფეხურებზე.

2. სამინისტრო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით განსაზღვრავს მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს თითოეული სახის მასწავლებლისთვის. სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი უნდა განისაზღვროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ყველა მასწავლებელი.

3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიას შეიძლება ასწავლიდეს პროფესიის მასწავლებელი , რომელიც არის პროფესიული განათლების მასწავლებელი პროფესიული განათლების შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად .

საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76

საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2940 - სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.122

საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3068 - სსმ I, №27, 24.05.2010წ., მუხ.187

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.302

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4042 - სსმ I, №76,27.12.2010წ., მუხ.491

საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6448 – ვებგვერდი, 25.06.2012წ.

    მუხლი 213. მასწავლებლის განათლება

1. ამ კანონის 21 2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობების მასწავლებლები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);

ბ) უნდა ჰქონდეთ განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

გ) უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიარონ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი;

დ) უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

ე) უნდა ჰქონდეთ მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

ვ) უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

11. იმ პირს, რომელმაც მოიპოვა ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ16“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ რეესტრში არსებული იურიდიული პირის მიერ გაცემული უცხოური ენის სერტიფიკატი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგნის შესაბამისი გამოცდის უცხოურ ენაში წარმატებით ჩაბარების მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაეთვლება.

2. (ამოღებულია - 20.07.2018, №3243).

3. ამ კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და ჩაბარებული უნდა ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ან მოპოვებული უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი;

ბ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ამ პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული;

გ) უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების ან განათლების მეცნიერებების (ნაშრომი უნდა ეხებოდეს ინკლუზიურ განათლებას) დოქტორის აკადემიური ხარისხი;

დ) უნდა ჰქონდეს სულ მცირე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა ან მოპოვებული უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი;

ე) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით ან სულ მცირე ფსიქოლოგიის ბაკალავრის ან ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხი და ჩაბარებული უნდა ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ან მოპოვებული უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი.

31. სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ასწავლის და მუშაობს მხედველობის ან სმენის დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) ან მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან, უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ერთ-ერთ მოთხოვნას და გავლილი უნდა ჰქონდეს მხედველობის ან სმენის დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) ან მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის სწავლების სპეციალიზებული სასერტიფიკატო პროგრამა.

4. ამ კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს; ამასთანავე, სახელოვნებო ან სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს:

ა) სრული ზოგადი განათლება;

ბ) შესაბამისი სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი განათლება ან/და სახელოვნებო ან სასპორტო პროფესიული განათლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.

5. ამ კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს; ამასთანავე, სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს:

ა) სრული ზოგადი განათლება;

ბ) შესაბამისი სამხედრო განათლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.

6. ამ კანონის 21 2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობების მასწავლებლებმა უნდა იცოდნენ ორი ენა, რომელთაგან ერთი აუცილებლად ქართული ენა უნდა იყოს. ამასთანავე, ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ამ მუხლის პირველი პუნქტის ერთ-ერთი ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნას.

7. (ამოღებულია - 27.11.2015, №4583).

8. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლისათვის დაადგინოს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76

საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85

საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3068 - სსმ I, №27, 24.05.2010წ., მუხ.187

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4042 - სსმ I, №76,27.12.2010წ., მუხ.491

საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №5741 - ვებგვერდი, 05.03.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6448 – ვებგვერდი, 25.06.2012წ.

    მუხლი 214. მასწავლებლობის მაძიებელი

1. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანხმობით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მასწავლებლობის მაძიებელთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდში მასწავლებლობის მაძიებელს აუნაზღაუროს შრომა საჯარო სკოლის მასწავლებლის შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების შესაბამისად.

3. მასწავლებლობის მაძიებელი სარგებლობს ამ კანონით მასწავლებლისათვის გათვალისწინებული ყველა შეღავათითა და უფლებით, გარდა საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლებისა.

4. მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსით პირმა სკოლაში შეიძლება იმუშაოს არაუმეტეს 2 წლისა. ამ პერიოდში მან უნდა გაიაროს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა. მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში პირს ამ კანონის 213 მუხლით მასწავლებლის განათლებისათვის დადგენილი შესაბამისი მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ეთვლება.

5. მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამას ამტკიცებს და წარმართავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

6. მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდში მასწავლებლობის მაძიებლის ზედამხედველობისთვის პასუხისმგებელია ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც იგი ასწავლის.

7. თუ მასწავლებლობის მაძიებელი ვერ დაძლევს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამას, მას უწყდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება.

8. მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესს, აგრეთვე მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშსა და გაცემის წესს ამტკიცებს სამინისტრო.

საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76

საქართველოს 2008 წლის 18 ნოემბრის კანონი №497 – სსმ I, №33, 01.12.2008 წ., მუხ.211

საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2940 - სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.122

საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №5741 - ვებგვერდი, 05.03.2012წ.

საქართველოს 2014  წლის 28 ნოემბრის  კანონი №2822  - ვებგვერდი, 15.12.2014წ.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3025  –  ვებგვერდი,  11.07.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 20  ივლისის  კანონი №3243  –  ვებგვერდი, 10.08.2018წ.

საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

    მუხლი 215. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76

საქართველოს 2008 წლის 18 ნოემბრის კანონი №497 – სსმ I, №33, 01.12.2008 წ., მუხ.211

საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2940 - სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.122

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №551 3  - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 6 აგვისტოს კანონი №918 - ვებგვერდი, 20.08.2013წ.

საქართველოს 2014  წლის 28 ნოემბრის  კანონი №2822  - ვებგვერდი, 15.12.2014წ.

    მუხლი 216. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76

საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2940 - სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.122

საქართველოს 2014  წლის 28 ნოემბრის  კანონი №2822  - ვებგვერდი, 15.12.2014წ.

    მუხლი 217. მასწავლებლის საქმიანობის დაწყება და შეწყვეტა, მასწავლებლის პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა

1. მასწავლებლის საქმიანობის დაწყება და შეწყვეტა ხდება სამინისტროს მიერ დამტკიცებული მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის შესაბამისად. მასწავლებლის პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შესაბამისად.

2. მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესი და მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა მასწავლებლებს უნდა აყენებდეს თანაბარ მდგომარეობაში, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა და საცხოვრებელი ადგილისა.

3. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიზანია კვალიფიციური კადრების მომზადება, მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლება და პროფესიული განვითარება, სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული მიზნის მისაღწევად მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა განსაზღვრავს:

ა) მასწავლებლის ამ სქემაში ჩართვის წესს, მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმებს და შეფასების ელექტრონული სისტემის წარმოების წესს;

ბ) მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სხვა საკითხებს.

5. (ამოღებულია - 16.12.2016, №102).

6. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის დაფინანსების შესაძლო წყაროებია:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახსრები, მათ შორის, ვაუჩერული დაფინანსებიდან მიღებული შემოსავლები;

ბ) სამინისტროს მიერ დამტკიცებული შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის სახსრები;

გ) მასწავლებლის თვითდაფინანსება;

დ) დონორების მიერ დაფინანსება;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრები.

საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76

საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2940 - სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.122

საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი №4322 – ვებგვერდი, 22.03.2011წ.

    მუხლი 218. მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების რეგისტრაცია 

1. მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

2. მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების რეგისტრაციას ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

3. მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების რეგისტრაციის დებულებასა და საფასურს ამტკიცებს მინისტრი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით.

4. მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებაში აღინიშნება აგრეთვე ამ პროგრამის კრედიტების რაოდენობა.

საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76

საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85

საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2079 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.282

საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2940 - სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.122

საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3068 - სსმ I, №27, 24.05.2010წ., მუხ.187

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.302

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3025  –  ვებგვერდი,  11.07.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 20  ივლისის  კანონი №3243  –  ვებგვერდი, 10.08.2018წ.

საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

 

თავი III. ზოგადი განათლების დაფინანსება

    მუხლი 22. სახელმწიფოს მიერ ზოგადი განათლების დაფინანსება

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს სრული ზოგადი განათლების მიღებას. მოსწავლის განათლების სახელმწიფო დაფინანსება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გრძელდება 12 წლის განმავლობაში.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლებას ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერით აფინანსებს სახელმწიფო. მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის შემთხვევაში ვაუჩერის გადატანა ხდება ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის შესაბამისად.

2​1. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების უზრუნველყოფის გარდა, სამინისტრო უფლებამოსილია დააფინანსოს კერძო სკოლა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესისა და პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის/პროგრამების ფარგლებში.

3. სახელმწიფოს მიერ მოსწავლის განათლების დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხორციელდება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერით. სტანდარტული და გაზრდილი ვაუჩერების ოდენობები განისაზღვრება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონისათვის მაქსიმალური დატვირთვის მიხედვით, განსხვავებულ მდგომარეობაში მყოფ მოსწავლეთა ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად, განათლების მიღების უფლების უზრუნველყოფაში თანასწორობის პრინციპის დაცვით. ვაუჩერით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიმდინარე ხარჯების დაფარვის შემდეგ დარჩენილი თანხა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს აღნიშნული დაწესებულების კაპიტალური ხარჯების დასაფარავად.

4. (ამოღებულია - 29.06.2018, №2753).

5. საჯარო სკოლის კაპიტალურ ხარჯებს ანაზღაურებს სახელმწიფო ან/და საჯარო სკოლა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში.

6. საჯარო სკოლა უფლებამოსილია მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღოს დამატებითი დაფინანსება გაზრდილი ვაუჩერის სახით ან/და სამინისტროს მიერ დამტკიცებული შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში.

61. სამინისტრო უზრუნველყოფს მინისტრის მიერ დაფუძნებული საჯარო სკოლების, მათ შორის, ამ კანონის მე-2 მუხლის „ჩ​7.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რესურსსკოლების, პანსიონური მომსახურების დაფინანსებას.

[ 6 1 . სამინისტრო უზრუნველყოფს მინისტრის მიერ დაფუძნებული საჯარო სკოლების (მათ შორის, ამ კანონის მე-2 მუხლის „ჩ 7 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რესურსსკოლების) და მათ მიერ განხორციელებული პროგრამების/სერვისების, კონსულტირებისა და პანსიონური მომსახურების დაფინანსებას.  (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]

62. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების, მათ შორის, ამ კანონის მე-2 მუხლის „ჩ7.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რესურსსკოლების, პანსიონური მომსახურების დაფინანსებას.

6​3. სამინისტრო უზრუნველყოფს მინისტრის მიერ დაფუძნებული საჯარო სკოლების ინკლუზიური განათლების, მათ შორის, სპეციალიზებული კლასებისა და ინტეგრირებული კლასების, დაფინანსებას, რაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს შესაბამისი ადამიანური რესურსითა და პროგრამებით/სერვისებით უნდა უზრუნველყოფდეს.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული დაფინანსება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მქონე პირზე, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20 13 მუხლით გათვალისწინებულ პირზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე (მათ შორის, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა სახელმწიფოს მოქალაქეზე), მოქალაქეობის არმქონე პირსა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65 

საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4129 - სსმ I, №49, 29.12.2006წ., მუხ.372

საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3440 - სსმ I, №42, 22.07.2010წ., მუხ.264

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.302

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4041 - სსმ I, №75,27.12.2010წ., მუხ.465

საქართველოს 2011 წლის 5 აპრილის კანონი №4488 - ვებგვერდი, 15.04.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5000 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5305 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება №2/3/540 – ვებგვერდი, 29.09.2014წ.

    მუხლი 221. (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2958 - სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.132

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5305 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება №2/3/540 –ვებგვერდი, 29.09.2014წ.

საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3091 – ვებგვერდი, 26.02.2015წ.

    მუხლი 23. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების დაფინანსება

სამეურვეო საბჭოს მოთხოვნის საფუძველზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეიძლება აანაზღაუროს დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების ხარჯები.

საქართველოს 2011 წლის 5 აპრილის კანონი №4488 - ვებგვერდი, 15.04.2011წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6905 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

 

თავი IV.  ზოგადი განათლების სისტემის მართვა

    მუხლი 24. საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში

საქართველოს პარლამენტი:

ა) განსაზღვრავს ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის ძირითად მიმართულებებს, შეიმუშავებს შესაბამის საკანონმდებლო აქტებს;

ბ) წარდგენიდან 1 თვის ვადაში ამტკიცებს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს;

გ) პერიოდულად ისმენს მინისტრის ანგარიშს ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარების, ფინანსური საქმიანობის, ეროვნული და რეგიონული პროგრამების შესრულების შესახებ.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3025  –  ვებგვერდი,  11.07.2018წ.

საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

    მუხლი 25. საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში

1. ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს მთავრობა.

2. საქართველოს მთავრობა:

ა) სამინისტროს მიერ წარდგენიდან 1 თვის ვადაში იღებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს;

ბ) სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს:

ბ.ა) ერთ მოსწავლეზე გათვლილ ფინანსურ ნორმატივებს და მათი შესაბამისი სტანდარტული და გაზრდილი ვაუჩერების ოდენობებს;

ბ.ბ) შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის/პროგრამების ფარგლებში კერძო სკოლის დაფინანსების წესსა და პირობებს;

ბ.გ) „მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესს“;

გ) ადგენს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის საფასურებს დაჩქარებული წესით გაცემისა და დუბლიკატის გაცემისათვის;

დ) სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემას;

ე) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) მიერ უცხო ქვეყნის იმ უფლებამოსილ ინსტიტუტთან ხელშეკრულების გაფორმების კრიტერიუმებსა და სტანდარტებს, რომელიც ახორციელებს საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის აღიარებას.

3. (ამოღებულია - 20.04.2010, №2940). 

საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76

საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2940 - სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.122

საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469 - ვებგვერდი, 01.04.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6428 – ვებგვერდი, 05.06.2012წ.

    მუხლი 26. სამინისტროს უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში

1.  სამინისტრო ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის – საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური შეთანხმების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე:

ა) ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას ზოგადი განათლების სფეროში;

ბ) შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს;

გ) შეიმუშავებს ზოგადი განათლების სისტემის ხარისხის უზრუნველყოფის ინდიკატორებს;

დ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დებულებებს;

1) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების განხორციელების წესსა და პირობებს;

2) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის კანდიდატურას;

3) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსს;

4) ამტკიცებს ექსპერტთა ჯგუფის დებულებას;

5) ამტკიცებს პანსიონური მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს;

ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს;

1) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსს;

2 (ამოღებულია - 13.06.2018, №2523);

3) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურს;

ვ) შეიმუშავებს და ამტკიცებს ეროვნულ სასწავლო გეგმას, ხელს უწყობს მის დანერგვასა და პილოტირებას;

1 (ამოღებულია - 20.09.2018, №3439);

2) (ამოღებულია - 08.06.2016, №5367);

3) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მასთან გათანაბრებული საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი დიპლომის მისაღებად ამტკიცებს:

3.ა) (ამოღებულია - 08.04.2019, №4495);

3.ბ) იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების შეფასების ფორმას, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, და პროგრამას;

4) ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ატარებს სხვადასხვა კვლევას;

ზ) (ამოღებულია - 21.07.2010, №3530);

თ) (ამოღებულია - 21.07.2010, №3530);

ი) ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებასა და საფასურს;

1) ამტკიცებს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესსა და პირობებს;

კ) განსაზღვრავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა შენობა-ნაგებობების მშენებლობის სტანდარტებს შესაბამის დარგობრივ სამინისტროსთან და უწყებებთან ერთად;

ლ) ადგენს ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად;

1) უფლებამოსილია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესისა და პირობების შესაბამისად დააფინანსოს კერძო სკოლა შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის/პროგრამების ფარგლებში;

მ) იღებს ზომებს ყველა მოსწავლის (მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისა და სკოლიდან გარიცხული მოსწავლის) მიერ ზოგადი განათლების მისაღებად; შეიმუშავებს ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულებას; შეიმუშავებს სკოლიდან/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა სკოლაში/ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის დებულებას; შეიმუშავებს ალტერნატიული ფორმით განათლების მიღების დებულებას; შეიმუშავებს ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესებს, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმს; ამტკიცებს ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების პროფესიულ სტანდარტებს;

ნ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და ამტკიცებს მის წესდებას; უფლებამოსილია განახორციელოს მისი რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებებს სამინისტრო ახორციელებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სფეროში უფლებამოსილი სამინისტროს წარდგინების საფუძველზე;

1) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს;

2) უფლებამოსილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების, მართვის წესის, სტრუქტურული ერთეულების, სასკოლო სასწავლო გეგმის, სახელმწიფო კონტროლის, ადამიანური რესურსებისთვის (მათ შორის, დირექტორისა და მასწავლებლისთვის) წასაყენებელი მოთხოვნების გათვალისწინებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი და დაამტკიცოს მისი წესდება, აგრეთვე განახორციელოს მისი რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებებს სამინისტრო ახორციელებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სფეროში უფლებამოსილი სამინისტროს წარდგინების საფუძველზე;

ო) ატარებს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსს; საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს ასარჩევად წარუდგენს საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატს/კანდიდატებს;

1) უზრუნველყოფს ახალდაფუძნებულ ან/და რეორგანიზებულ საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს პირველი არჩევნების ჩატარებას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დირექტორის არჩევამდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას;

) (ამოღებულია – 09.03.2011, №4321);

ჟ) უფლებამოსილია გაფრთხილების გარეშე დაითხოვოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო, თუ იგი უკანონოდ გაათავისუფლებს დირექტორს, რაც დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი გადაწყვეტილებით;

რ) (ამოღებულია - 21.07.2010, №3530);

ს) ამტკიცებს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარებისა და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების წესსა და საფასურს;

1) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესს;

ტ) ამტკიცებს ეროვნული შეფასებების ჩატარების განრიგს;

ტ​1) ამტკიცებს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესს. სამინისტრო უფლებამოსილია ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;

ტ​2) ​ამტკიცებს სკოლების ბრენდირების ჩატარების წესს. სამინისტრო უფლებამოსილია სკოლების ბრენდირებასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;

3) ამტკიცებს იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წესს, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები. სამინისტრო უფლებამოსილია ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;

4) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურს;

5) ამტკიცებს „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესს“;

6) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურს;

უ) თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნებთან, მათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან ხარისხის შემოწმებისა და უზრუნველყოფის სფეროში;

ფ) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესსა და საფასურს. სამინისტრო უფლებამოსილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირებასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ადმინისტრაციული წარმოების ვადა;

1) უფლებამოსილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/ სერიის გრიფირების წესით განსაზღვრულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება სახელმძღვანელოსთვის/სერიისთვის გრიფის მინიჭების შესახებ;

2(ამოღებულია - 16.03.2021, №338);

ქ) ახორციელებს საჯარო სკოლების სახელმწიფო კონტროლს და პასუხისმგებელია ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესრულებისთვის. სამინისტრო უფლებამოსილია ამ მიზნით განახორციელოს აღნიშნული საჯარო სკოლების ფინანსური შემოწმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ღ) აფუძნებს სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით;

ყ) ქმნის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს;

1) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს;

2) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას;

3) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს/ცენტრებს;

შ) ადგენს საჯარო სკოლის დირექტორისა და მასწავლებლის შესარჩევი კონკურსების გამართვის წესს, სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესსა და პირობებს. სამინისტრო უფლებამოსილია საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;

1) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს:

1.ა) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822);

1.ბ) მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს;

1.გ) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822);

1.დ) მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსს;

1.ე) (ამოღებულია - 11.07.2009, №1385);

1.ვ) მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მაძიებლობის პერიოდის გავლის წესს, აგრეთვე მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშს და მისი გაცემის წესს;

1.ზ) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822);

1.თ) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822);

1.ი) მოსწავლის ქცევის კოდექსს;

1.კ) დირექტორის ეთიკის კოდექსს;

2) ამტკიცებს წარმატებული მასწავლებლის წოდების მინიჭებისა და მასწავლებლის დაჯილდოების წესს;

ჩ) ნიშნავს საჯარო სკოლის (გარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაფუძნებული სკოლისა) სამეურვეო საბჭოს წევრს სამინისტროს ცენტრალური აპარატის ან სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საშტატო განრიგით გათვალისწინებული შემადგენლობიდან, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე არსებული საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოების წევრებს – განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს წარდგინებით, მისი ცენტრალური აპარატის ან ტერიტორიული ორგანოს საშტატო განრიგით გათვალისწინებული შემადგენლობიდან;

ც) ადგენს საჯარო სკოლებში წლის განმავლობაში სასწავლო დღეების მინიმალურ და მაქსიმალურ რაოდენობებს, არდადეგების მინიმალურ და მაქსიმალურ ხანგრძლივობას; უფლებამოსილია დაადგინოს სასწავლო წლის დამთავრების და არდადეგების დრო და ხანგრძლივობა; განსაზღვრავს გამონაკლის შემთხვევებს;

1) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმას;

2) ეპიდემიის/პანდემიის დროს იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების, განახლებისა და დისტანციურად წარმართვის თაობაზე;

3) იღებს ზომებს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/სკოლებში სამედიცინო მომსახურების სივრცის (კაბინეტი/პუნქტი) ფუნქციონირებისათვის;

4) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად ამტკიცებს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სკოლების სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტს;

5) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად ამტკიცებს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/სკოლებში სამედიცინო მომსახურების სივრცის (კაბინეტი/პუნქტი) ფუნქციონირების წესს;

ძ) ( ამოღებულია - 17.03.2006, №2793);

წ) ადგენს საჯარო სკოლების დირექტორებისა და არჩევითი ორგანოების წევრების რეგისტრაციის წესს;

ჭ) პროფესიული კავშირების მონაწილეობით ადგენს საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობასა და პირობებს, ამტკიცებს სკოლების მიერ მასწავლებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულებების სავალდებულო პირობებს;

1 (ამოღებულია - 28.11.2014, №2822);

2) ამტკიცებს მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესს;

ხ) პროფესიულ კავშირებთან თანამშრომლობით გეგმავს ღონისძიებებს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად;

ჯ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების რეგისტრაციის დებულებასა და საფასურს;

ჰ) ამტკიცებს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმას; საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესს;

1) ახორციელებს საჯარო სკოლების ნუმერაციას და ადგენს მათთვის სახელის მინიჭების წესს;

2) უფლებამოსილია დააწესოს გრანტები და სტიპენდიები განსაკუთრებით ნიჭიერ მოსწავლეთა წახალისების მიზნით;

3) ადგენს მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვის წესს;

4 ) (ამოღებულია - 02.03.2007, №4412);

5) ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას;

6) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

7) ამტკიცებს მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესს;

ჰ​8) უფლებამოსილია დაადგინოს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული მომსახურების/განხორციელებული საქმიანობის საფასური;

9) უფლებამოსილია მინისტრის ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ გამოცდებთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;

10) უფლებამოსილია მოსწავლეთათვის საგანმანათლებლო, კულტურული, სახელოვნებო, შემოქმედებითი, სასპორტო, შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარების მიზნით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე ან/და მასწავლებელზე გასცეს გრანტი და დაამტკიცოს საგრანტო კონკურსის დებულება;

11) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესსა და პირობებს;

12) საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ინფორმაციის გაცვლისა და სხვადასხვა პრევენციული ღონისძიების დაგეგმვის მიზნით;

13) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს შორის კოორდინაციისა და ინფორმაციის გაცვლის წესს;

14) უფლებამოსილია საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის შესარჩევი ტურების შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;

15) არასრულწლოვანთა სოციალიზაციის, რეაბილიტაციის და დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად თანამშრომლობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულთან − არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან (შემდგომ − არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი);

16) ამტკიცებს იმ იურიდიულ პირთა რეესტრს, რომელთა მიერ გაცემული უცხოური ენის სერტიფიკატი პირს ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგნის შესაბამისი გამოცდის იმ უცხოურ ენაში წარმატებით ჩაბარების ვალდებულებისგან, რომელშიც საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არ ატარებს აღნიშნულ გამოცდას. მითითებულ რეესტრში სათანადო იურიდიული პირის შეყვანა ხდება მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად;

17) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში კრიზისული სიტუაციების მართვის წესს, რომლითაც განისაზღვრება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაზე, მწვავე ქცევითი სირთულეებით გამოწვეულ სიტუაციებზე რეაგირების პროტოკოლი;

18) ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში მომუშავე ფსიქოლოგის პროფესიულ სტანდარტს, რომელიც არის პროფესიული ვალდებულებების, ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების ჩამონათვალი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნული ფსიქოლოგი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად სამინისტრო „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქმნის, გარდაქმნის და აუქმებს საკუთარ ტერიტორიულ ორგანოებს, ამტკიცებს მათ დებულებებს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები ფინანსდებიან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

3. (ამოღებულია – 09.03.2011, №4321) .

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ო“, „ო1“ და „ტ5“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებას, ხოლო იმავე პუნქტის „ნ“, „ჟ“, „ტ5“, „ქ“ და „შ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს აღნიშნულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასრულებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

      მუხლი 27. საქართველოს სამინისტროების უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში

1. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, რომელიც ზოგადი განათლების მიღებასთან ერთად პროფილურ სახელოვნებო და სასპორტო მომზადებასა და განათლებას უზრუნველყოფს, სამინისტრო შესაბამისი დარგობრივი სამინისტროს წარდგინებით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. ეროვნული სასწავლო გეგმის ზემოთ პროფილურ სახელოვნებო და სასპორტო მომზადებასა და განათლებას, მათ შორის, ზოგადი განათლების დაწყებით და საბაზო საფეხურებზე, აფინანსებს შესაბამისი დარგობრივი სამინისტრო.

1​1. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსის მოპოვების მიზნით, რომლებიც ზოგადი განათლების მიღებასთან ერთად უზრუნველყოფენ პროფილურ სახელოვნებო და სასპორტო მომზადებასა და განათლებას, სამინისტრომ და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შეიძლება ერთობლივად დააფუძნონ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

12. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, რომელიც ზოგადი განათლების მიღებასთან ერთად სამხედრო მომზადებას ახორციელებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და ახორციელებს მის სახელმწიფო კონტროლს. ეს დაწესებულება:

ა) გაივლის ავტორიზაციას მინისტრის მიერ დადგენილი წესით;

ბ) ფინანსდება ამ კანონის 22-ე მუხლით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებებიდან.

1 3 . საქართველოს თავდაცვის სამინისტრო:

ა) ამ მუხლის 1პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებისთვის შეიმუშავებს სამხედრო მომზადების სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამას და უზრუნველყოფს მის განხორციელებას;

ბ) ნიშნავს ამ მუხლის 1 2 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების დირექტორს ან/და სამხედრო ხელმძღვანელს და სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებს, რომლებიც შეიძლება იყვნენ როგორც სამხედრო მოსამსახურეები, ისე სამოქალაქო პირები.

2. ეროვნული სასწავლო გეგმის ზემოთ სამხედრო, პროფილური სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას ზედამხედველობს დარგობრივი სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3986- სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.353

საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3068 - სსმ I, №27, 24.05.2010წ., მუხ.187

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.302

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1631   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3025  –  ვებგვერდი,  11.07.2018წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6905 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

საქართველოს 2022 წლის 30 მარტის კანონი №1465 – ვებგვერდი, 06.04.2022წ.

საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3524 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

    მუხლი 28. (ამოღებულია)

საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4042 - სსმ I, №76,27.12.2010წ., მუხ.491

საქართველოს 2011 წლის  3  ივნისის  კანონი №4734 -  ვებგვერდი,  22 .0  6 .2011წ.

საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5349 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.

      მუხლი 281. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

1. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.

2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფუნქციებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მასწავლებელთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვა;

ბ) მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მომზადება;

გ) მასწავლებელთა ასოციაციებისა და ორგანიზაციების მონაწილეობით მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის მომზადების უზრუნველყოფა;

დ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებლების ვაკანსიების რეგისტრაცია;

ე) მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესის, აგრეთვე მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშისა და გაცემის წესის შემუშავება;

ვ) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822);

ზ) მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შემუშავება;

თ) მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების რეგისტრაციის დებულების შემუშავება და მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების რეგისტრაციის განხორციელება;

ი) (ამოღებულია - 11.07.2009, №1385);

კ) მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა;

ლ) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822);

1) მოსწავლის ქცევის კოდექსისა და დირექტორის ეთიკის კოდექსის შემუშავება;

მ) საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76

საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85

საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2940 - სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.122

საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3292 - სსმ I, №37, 14.07.2010წ., მუხ.223

საქართველოს 2013 წლის 6 აგვისტოს კანონი №918 - ვებგვერდი, 20.08.2013წ.

      მუხლი 282. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო

1. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.“;

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ფუნქციებია:

ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების რეაბილიტაცია, მშენებლობა, ინვენტარითა და ტექნიკით მომარაგება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) საჯარო სამა რთლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი №4321 – ვებგვერდი, 22.03.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5511 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3025  –  ვებგვერდი,  11.07.2018წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6905 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

მუხლი 283 . განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა

1. სამინისტრო  თავის სისტემაში ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (შემდგომ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა) და ახორციელებს მისი საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას და მის სახელმწიფო კონტროლს.

2. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ფუნქციებია:

ა) განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა ამ სისტემაში ერთიანი საინფორმაციო საგანმანათლებლო სივრცის ფორმირებით;

ბ) თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა;

გ) განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების ავტომატიზაციისა და ელექტრონული მონაცემების შეგროვების, შენახვისა და ადმინისტრირების უზრუნველსაყოფად სამინისტროს მიერ დადგენილი წესით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემების შექმნა და დანერგვა;

დ) მართვის პროცესების ინფორმაციული უზრუნველყოფა და სტატისტიკის წარმოება;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსწავლეთა, მოსწავლეთა მშობლების, სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვის უზრუნველყოფა;

ვ) ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ადმინისტრირება; ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში − საჯარო სკოლის სხვა თანამშრომლის, სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილებისა და უფლებამოსილების შეწყვეტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით რეგისტრაცია;

ზ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ბრუნვის ორგანიზება, კონტროლი და გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ექსპერტიზისა და უტილიზაციისათვის მომზადება;

თ) იმ პირთა აღრიცხვა, რომლებსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის ან/და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ჩამოერთვათ პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;

ი) განათლების სისტემის ძირითადი ინდიკატორების შემუშავება;

კ) სრული ზოგადი განათლებისა და საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების − ატესტატების, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის და მათი დუბლიკატების გასაცემად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაცემთა ბაზების ფორმირება;

ლ) პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების დუბლიკატების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემა;

მ) განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

3. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

4. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი ხელმძღვანელობს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საქმიანობას, პასუხს აგებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ამოცანების შესრულებისათვის და ახორციელებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5511 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

    მუხლი 29. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროთა უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე:

ა) არის ზოგადი განათლების სისტემის მართვის ძირითადი რგოლი, ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას ზოგადი განათლების სფეროში;

ბ) უზრუნველყოფს ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესრულებას;

გ) ორგანიზებას უწევს ეროვნული სასწავლო გეგმების დანერგვას;

დ) სამინისტროს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად უზრუნველყოფს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმატივებთან შესაბამისობას;

ე) (ამოღებულია - 17.03.2006, №2793);

ვ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შეფასებებს სამინისტროს მიერ დადგენილი წესით;

ზ) სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს ზოგადსაგანმანათლებლო, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების წესდებებს;

1 ) აფუძნებს სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით;

თ) ამ კანონითა და ზოგადი განათლების სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სკოლის დირექტორს, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში − სკოლის სხვა თანამშრომლის უფლებამოსილებასა და უფლებამოსილების შეწყვეტას და აღნიშნულ მონაცემებს სარეგისტრაციოდ უგზავნის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. მონაცემთა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაცია იწვევს მათ ძალაში შესვლას;

ი) ახორციელებს ზოგადი განათლების დაფინანსებას ამ კანონით გათვალისწინებული წესით;

) ატარებს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსს ;

1) გასცემს თანხმობას სკოლის დირექტორის შვებულებაში გასვლაზე; დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას მისი შვებულებიდან გამოძახების შესახებ;

კ​2) სამინისტროს დასანიშნად წარუდგენს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრის კანდიდატურას; სამინისტროს წინაშე აყენებს წინადადებას მისი სამეურვეო საბჭოდან გამოწვევის თაობაზე;

ლ) უფლებამოსილია გაფრთხილების გარეშე დაითხოვოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო, თუ იგი უკანონოდ გაათავისუფლებს დირექტორს, რაც დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი გადაწყვეტილებით;

მ) (ამოღებულია - 21.07.2010, №3530);

1) უფლებამოსილია ამ კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 41-ე მუხლის მე-4 პუნქტითა და 44-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;

ნ) გამოითხოვს მასალებსა და ინფორმაციას ან ადგილზე შეისწავლის საჯარო სკოლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესრულებას;

ო) (ამოღებულია - 27.12.2006, №4129);

პ) (ამოღებულია - 27.12.2006, №4129);

ჟ) სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად იბარებს საჯარო სკოლის გასული წლის საქმიანობის ანგარიშს საქართველოს კანონმდებლობის შესრულების, სასწავლო პროცესისა და ფინანსური საქმიანობის შესახებ;

რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად შექმნას, გარდაქმნას და გააუქმოს საკუთარი ტერიტორიული ორგანოები შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, დაამტკიცოს მათი დებულებები, თანამდებობაზე დანიშნოს და თანამდებობიდან გაათავისუფლოს მათი ხელმძღვანელები და მოადგილეები.

3. თუ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესახებ საქართველოსა და შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის განათლების სამინისტროს არსებობა, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამინისტრო ამ კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3986- სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.353

საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4129 - სსმ I, №49, 29.12.2006წ., მუხ.372

საქართველოს 2008 წლის 18 ნოემბრის კანონი №497 – სსმ I, №33, 01.12.2008 წ., მუხ.211

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №790 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ.257

საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.302

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4044 - სსმ I, №75,27.12.2010წ., მუხ.466

საქართველოს 2011 წლის  3  ივნისის  კანონი №4734 -  ვებგვერდი,  22 .0  6 .2011წ.

    მუხლი 30. ამოღებულია

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3986- სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.353

საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5951 – სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.54

საქართველოს 2016 წლის 8  ივნისის კანონი  5367  - ვებგვერდი, 24.06.2016წ.

საქართველოს 2017 წლის 23  მარტის   კანონი  №494  - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3025  –  ვებგვერდი,  11.07.2018წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6905 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

 

თავი V. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

    მუხლი 31. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/სკოლა არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო იურიდიული პირი.

1 1 . კერძო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი წესით, სხვა დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე.

3. (ამოღებულია - 21.07.2010, №3530).

4. (ამოღებულია - 21.07.2010, №3530).

5. (ამოღებულია - 21.07.2010, №3530).

6. კერძო სკოლაზე ვრცელდება ამ კანონის I−IV თავების, ამ თავისა და  XIდა XII თავების შესაბამისი დებულებები.

7. (ამოღებულია - 21.07.2010, №3530).

8. სამინისტრო უფლებამოსილია ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის დაადგინოს ამავე კანონით საჯარო სკოლისთვის გათვალისწინებულისგან განსხვავებული მართვის წესი, სტრუქტურა, სახელმწიფო კონტროლი, ადამიანური რესურსებისთვის (მათ შორის, დირექტორისა და მასწავლებლისთვის) წასაყენებელი მოთხოვნები, აგრეთვე განსაზღვროს ამ კანონით გათვალისწინებულისგან განსხვავებული დაფინანსების წესი და პირობები.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65 

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4530 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.119

საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №48, 29.12.2009წ., მუხ.365

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.302

საქართველოს 2016 წლის 16  დეკემბრის კანონი  №102  - ვებგვერდი, 05.01.2017წ.  

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3025  –  ვებგვერდი,  11.07.2018წ.

საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

საქართველოს 2022 წლის 30 მარტის კანონი №1465 – ვებგვერდი, 06.04.2022წ.

   მუხლი 311. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ტიპები

სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების, მართვის წესის, სტრუქტურული ერთეულების, სასკოლო სასწავლო გეგმის, სახელმწიფო კონტროლის, ადამიანური რესურსებისთვის (მათ შორის, დირექტორისა და მასწავლებლისთვის) წასაყენებელი მოთხოვნების გათვალისწინებით განსაზღვრავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ტიპებს.

საქართველოს 2016 წლის 16  დეკემბრის კანონი  №102  - ვებგვერდი, 05.01.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3025  –  ვებგვერდი,  11.07.2018წ.

საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

    მუხლი 32. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია

1. ავტორიზაციის შედეგად იურიდიული პირი მოიპოვებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს და იგი უფლებამოსილია გასცეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით.

3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ვადა 6 წელია.

4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის მიზნებისთვის დამოუკიდებელი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებია:

ა) ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა;

ბ) ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა;

გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა;

დ) უცხოურ ენაზე განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა;

ე) სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა.

5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ საავტორიზაციო განაცხადში მითითებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა, აგრეთვე ის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა, რომლის განხორციელების უფლებაც მან ავტორიზაციის მოქმედების პერიოდში,  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვა.

6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე განახორციელოს მხოლოდ საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა, პროფესიული მომზადების პროგრამა ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამა.

7. სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, მათ შორის, ამ კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, სამინისტრომ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით შეიძლება განსაზღვროს ავტორიზაციის განსხვავებული პირობები.

8. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეს ეთვლება შესაბამისი მომენტისთვის დასრულებული საგანმანათლებლო პროგრამა.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65

საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4129 - სსმ I, №49, 29.12.2006წ., მუხ.372

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4530 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.119

საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85

საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3068 - სსმ I, №27, 24.05.2010წ., მუხ.187

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.302

საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი № 348 – ვებგვერდი, 28.03.2013წ.

საქართველოს 2016 წლის 19  თებერვლის   კანონი  №4785  - ვებგვერდი, 07.03.2016წ.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3025  –  ვებგვერდი,  11.07.2018წ.

საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

საქართველოს 2022 წლის 30 მარტის კანონი №1465 – ვებგვერდი, 06.04.2022წ.

    მუხლი 33. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებები და უფლებამოსილებები

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია:

ა) მოსწავლეებს მიაწოდოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლება, რომელიც ეფუძნება ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, ჯანსაღი ცხოვრების, დემოკრატიისა და თანასწორობის პრინციპებს;

ბ) შექმნას სასწავლო პროცესის მიმდინარეობისათვის საჭირო ყველა პირობა;

1) ხელი შეუწყოს პირის/მოსწავლის ეფექტიან ტრანზიციას;

გ) დაიცვას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის დადგენილი ეროვნული სასწავლო გეგმა;

დ) ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა განახორციელოს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებით ან/და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი, სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოებით. სახელმძღვანელოს სამინისტროსთან შეთანხმების წესი და ვადები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ე) უზრუნველყოს ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების განხორციელება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად;

1) მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და მათი სრულყოფილი განვითარებისათვის უზრუნველყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში/სკოლაში სამედიცინო მომსახურების სივრცის (კაბინეტი/პუნქტი) ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა;

ვ) შექმნას ზოგადი განათლების ალტერნატიული ფორმებით მიღების შესაძლებლობა, მოსწავლეთა ასაკობრივი თავი სებურებების გათვალისწინებით, შესაბამისი საფეხურის სხვა მოსწავლეთაგან განცალკევებით;

ზ) შექმნას ინკლუზიური განათლების განხორციელების პირობები;

თ) არ დაუშვას არამეცნიერული შეხედულების ან თეორიის, როგორც მეცნიერული თეორიის ან ფაქტის, სწავლება;

ი) ჰქონდეს ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები;

კ) უზრუნველყოს სასკოლო დროს სკოლის ტერიტორიაზე მყოფი მოსწავლის უსაფრთხოება;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მასწავლებლობის მაძიებელი სკოლაში;

მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული მასწავლებლების პერსონალური მონაცემები, აგრეთვე ინფორმაცია სკოლაში არსებული მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებლების ვაკანსიების შესახებ;

ნ) მის ხელთ არსებული რესურსების ფარგლებში ხელი შეუწყოს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, მათ შორის, პროფესიული მზადების პროგრამაში მათი მონაწილეობის ხარჯების დაფინანსების ან თანადაფინანსების გზით;

ო) ფორმალურ განათლებაში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის ფარგლებში უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია:

ა) შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოს იმ მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურება, რომლებსაც არ აქვთ დამოუკიდებლად დაწესებულებამდე მისვლის და შინ დაბრუნების საშუალება;

ბ) მოსთხოვოს საქართველოს კანონმდებლობითა და დაწესებულების წესდებით დადგენილი მოთხოვნების შესრულება ამ დაწესებულების მასწავლებლებს, სხვა თანამშრომლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს;

გ) (ამოღებულია - 29.06.2018, №2753);

დ) ამ კანონის მიზნების მისაღწევად ითანამშრომლოს სხვა სკოლებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;

ე) უზრუნველყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის ტერიტორიაზე კვების უსაფრთხო პირობების შექმნა;

ვ) უზრუნველყოს მოსწავლეები სასკოლო ბიბლიოთეკით, რომელიც ეფუძნება მოსაზრებათა პლურალიზმს და უზრუნველყოფს მოსწავლის ყოველმხრივ განვითარებას, მის მიერ ქვეყნის თვითმყოფადობის, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებისა და კულტურული მრავალფეროვნების შეთვისებას;

ზ) მასწავლებლის პროფესიული განვითარების დონის შესაბამისად მიიღოს ზომები მისი შრომის ანაზღაურების გაზრდის მიზნით;

) (ამოღებულია - 21.07.2010, №3530).

3. საჯარო სკოლას უფლება აქვს, მშობლებთან შეთანხმებით შესთავაზოს მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) შესაბამის მოსწავლეს ამ მომსახურებას არ გაუწევს ამავე სკოლაში დასაქმებული მასწავლებელი;

ბ) ამ მომსახურებას არ აქვს გაკვეთილის სახე;

გ) შესაბამის მოსწავლეს ეს მომსახურება არ გაეწევა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული აუცილებელი დატვირთვის ფარგლებში.

4. საჯარო სკოლას უფლება აქვს მოსწავლეებს მიაწოდოს ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო, მათ შორის, ფასიანი მომსახურება. საჯარო სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს ასეთი მომსახურების თანაბარი ხელმისაწვდომობა დაწესებულების ყველა მოსწავლისათვის.

[ 5. ამ კანონის მე-2 მუხლის „ჩ 7 .ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რესურსსკოლა უფლებამოსილია ინკლუზიური განათლების პროცესის ხელშეწყობის/მხარდაჭერის მიზნით განახორციელოს პროგრამები/სერვისები, კონსულტაცია გაუწიოს სხვა სკოლებს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებს, სპეციალურ მასწავლებლებს, რესურსსკოლის ადმინისტრაციისა და სხვა თანამშრომლებს.  (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]

საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4530 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.119

საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85

საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2940 - სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.122

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.302

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4042 - სსმ I, №76,27.12.2010წ., მუხ.491

საქართველოს 2011 წლის  3  ივნისის  კანონი №4734 -  ვებგვერდი,  22 .0  6 .2011წ.

საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5349 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 6 აგვისტოს კანონი №918 - ვებგვერდი, 20.08.2013წ.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3025  –  ვებგვერდი,  11.07.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 29  ივნისის  კანონი №2753  –  ვებგვერდი, 19.07.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 20  სექტემბრის  კანონი №3443  –  ვებგვერდი, 09.10.2018წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6905 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №417 – ვებგვერდი, 13.04.2021წ.

საქართველოს 2022 წლის 30 მარტის კანონი №1465 – ვებგვერდი, 06.04.2022წ.

საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2250 – ვებგვერდი, 14.12.2022წ.

საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3663 – ვებგვერდი, 05.12.2023წ.

     მუხლი 331. პერსონალისთვის დადგენილი შეზღუდვა

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა.

     მუხლი 332. კერძო სკოლის უფლება-მოვალეობები მოსწავლის მიმართ

1. კერძო სკოლა ვალდებულია ფინანსური დავალიანების წარმოშობის შემთხვევაში მოსწავლეს დაასრულებინოს მიმდინარე სასწავლო სემესტრი.

2. კერძო სკოლა უფლებამოსილია ფინანსური დავალიანების მქონე მოსწავლეს შეუწყვიტოს მოსწავლის სტატუსი მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულების შემდეგ, მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებამდე გონივრულ ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსწავლის შეუფერხებელი მობილობის უზრუნველსაყოფად. 

3. კერძო სკოლა ვალდებულია ფინანსური დავალიანების წარმოშობისთანავე წერილობით გააფრთხილოს მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი და განუსაზღვროს მას გონივრული ვადა შესაბამისი ვალდებულების შესასრულებლად, აგრეთვე განუმარტოს ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგები.

4. კერძო სკოლა ვალდებულია მოსწავლისთვის მოსწავლის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა წერილობით აცნობოს სამინისტროს და მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს ამ გადაწყვეტილების თაობაზე.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მოსწავლისთვის მოსწავლის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში კერძო სკოლა ვალდებულია მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში მის ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.

6. კერძო სკოლა ვალდებულია მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის სურვილით მოსწავლის სხვა სკოლაში მობილობის შემთხვევაში მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში მის ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან და მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის მიერ სათანადო განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, აგრეთვე მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს 5 სამუშაო დღის ვადაში დაუბრუნოს წინასწარ გადახდილი სწავლის საფასური (არსებობის შემთხვევაში).

7. კერძო სკოლის მიერ ამ მუხლის მე-3−მე-6 პუნქტების შეუსრულებლობა მისთვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველია.

8. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მოსწავლისთვის მოსწავლის სტატუსის შეწყვეტისას მის მიერ სწავლის სხვა კერძო სკოლაში  გაუგრძელებლობის შემთხვევაში სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებამდე უზრუნველყოფს მოსწავლისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განათლების საჯარო სკოლაში მიღების ხელმისაწვდომობას.

    მუხლი 34. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. საჯარო სკოლის რეორგანიზაციას ან ლიკვიდაციას ახორციელებს მისი დამფუძნებელი:

ა) თუ დაწესებულების საქმიანობა ანტიკონსტიტუციურია;

ბ) თუ აუცილებელია დაწესებულების ფიზიკური ან/და ადამიანური რესურსების ოპტიმიზაცია;

გ) თუ დაწესებულება არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე;

დ) (ამოღებულია - 11.07.2009, №1385);

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. კერძო სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. საჯარო სკოლის რეორგანიზაცია, რომელსაც ახლავს საჯარო სკოლების გაერთიანება/მიერთება ან ერთი საჯარო სკოლის გაყოფა/გამოყოფა, აგრეთვე საჯარო სკოლის ლიკვიდაცია იწვევს რეორგანიზებული და ლიკვიდირებული საჯარო სკოლების მართვის ორგანოების უფლებამოსილებათა შეწყვეტას. მინისტრი რეორგანიზებულ საჯარო სკოლაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დირექტორის არჩევამდე ნიშნავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, რომელიც სამეურვეო საბჭოს არჩევამდე უფლებამოსილია განახორციელოს სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებანი, გარდა სამინისტროს მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.

საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4129 - სსმ I, №49, 29.12.2006წ., მუხ.372

საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3025  –  ვებგვერდი,  11.07.2018წ.

საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

    მუხლი 341. საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში განხორციელება 

1. საქართველოში დასაშვებია მხოლოდ იმ საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, რომლის აღიარებისთვისაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უცხო ქვეყნის უფლებამოსილ ინსტიტუტთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება.

2. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების კრიტერიუმები და სტანდარტები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხო ქვეყნის იმ უფლებამოსილ ინსტიტუტთან ხელშეკრულების გაფორმების კრიტერიუმებითა და სტანდარტებით, რომელიც ახორციელებს საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის აღიარებას.

3. საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში განხორციელების უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილ იურიდიულ პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის გათვალისწინებული მოთხოვნები.

4. საქართველოში განხორციელებული საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან და იძლევა განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას, ამასთანავე, აპოსტილით დამოწმებას არ საჭიროებს.

საქართველოს 2016 წლის 16  დეკემბრის კანონი  №102  - ვებგვერდი, 05.01.2017წ.

 

თავი VI. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პრინციპები

    მუხლი 35. პასუხისმგებლობა და სტრუქტურა

1. საჯარო სკოლის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის, ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებისთვის, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესისა და ფინანსების მიზნობრივი ხარჯვისთვის თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია ამ საჯარო სკოლის დირექტორი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და სტრუქტურული ერთეულის წევრი.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, დირექციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას და დისციპლინურ კომიტეტს. დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებების გასაჩივრების მიზნით შეიძლება წესდებით გათვალისწინებული იყოს სააპელაციო კომიტეტის არსებობა.

21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საჯარო სკოლის თითოეული სტრუქტურული ერთეული პასუხისმგებელია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

3. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც:

ა) ახორციელებს პროფილურ სახელოვნებო განათლებასა და მომზადებას, შეიძლება წესდებით გათვალისწინებული იყოს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის არსებობა, რომლის არჩევის/დანიშვნის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონითა და დაწესებულების წესდებით;

ბ) ახორციელებს სამხედრო მომზადებას, შეიძლება წესდებით გათვალისწინებული იყოს:

ბ.ა) სამხედრო ხელმძღვანელის თანამდებობის არსებობა. მისი დანიშვნის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონითა და აღნიშნული დაწესებულების წესდებით;

ბ.ბ) განსხვავებული სტრუქტურა.

4. საჯარო სკოლის მართვა ხორციელდება საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპის საფუძველზე.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65

საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85

საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3068 - სსმ I, №27, 24.05.2010წ., მუხ.187

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3025  –  ვებგვერდი,  11.07.2018წ.

საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3524 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

    მუხლი 36. ინტერესთა კონფლიქტი

1. სამეურვეო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს სკოლის დირექციის წევრი . სამეურვეო საბჭოში , როგორც მოსწავლის მშობელი, არ შეიძლება იყოს პირი , რომელსაც ამავე სკოლასთან აქვს შრომითი ურთიერთობა .

2. კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს ან/და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს , არ შეიძლება იყენებდნენ ამ პროგრამების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ უძრავ ქონებას .

21. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – სახელოვნებო/სასპორტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაზე და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომლებიც ახორციელებენ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ სკოლისგარეშე სახელოვნებო/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების სწავლებას.

3. საჯარო სკოლის მიერ დადებული გარიგების (გარდა შრომითი ხელშეკრულებისა) მეორე მხარე არ შეიძლება იყოს სკოლის დირექტორი, დირექციის სხვა წევრი, სამეურვეო საბჭოს წევრი ან ამ პირთა ახლო ნათესავი. ამ კანონის მიზნებისთვის „ახლო ნათესავში“ იგულისხმება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი.

4. საჯარო სკოლის დირექტორსა და მის ახლო ნათესავს შორის შრომითი ხელშეკრულების დასადებად სავალდებულოა სამეურვეო საბჭოს თანხმობა. თუ სამეურვეო საბჭოს წევრი გარიგების მეორე მხარის ახლო ნათესავია, იგი არ მონაწილეობს კენჭისყრაში.

5. საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს, დისციპლინური კომიტეტისა და სააპელაციო კომიტეტის წევრები არ შეიძლება იყვნენ ერთმანეთის ახლო ნათესავები. გამონაკლისის დაშვება შეიძლება სამინისტროს თანხმობით, მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში.

6. საჯარო სკოლის დირექციის წევრები არ შეიძლება იყვნენ ერთმანეთის ახლო ნათესავები. გამონაკლისის დაშვება შეიძლება სამინისტროს თანხმობით, მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში.

საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76  

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5609 - სსმ I, №46, 24.12.2007წ., მუხ.400

საქართველოს 2008 წლის 18 ნოემბრის კანონი №497 – სსმ I, №33, 01.12.2008 წ., მუხ.211

საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №48, 29.12.2009წ., მუხ.365

საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  კანონი 4356 - ვებგვერდი, 11.11. 2015 წ.

საქართველოს 2016 წლის 21  დეკემბრის კანონი №134   - ვებგვერდი, 28.12.2016წ.

საქართველოს 2016 წლის 16  დეკემბრის კანონი  №102  - ვებგვერდი, 05.01.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3025  –  ვებგვერდი,  11.07.2018წ.

საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2218 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.

 

თავი VII. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამეურვეო საბჭო

      მუხლი 37. სამეურვეო საბჭო

1. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისგან, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისა და სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისგან, ხოლო იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებას, – აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისგან. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოში დანიშნოს 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს სამეურვეო საბჭოს მიერ სკოლისთვის დადასტურებულად ქველმოქმედების გამწევ პირთაგან (მათი არსებობის შემთხვევაში) არჩეული 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობის განსაზღვრისას მცირეკონტინგენტიანი სკოლისთვის გამონაკლისის დაშვება შეიძლება სამინისტროს თანხმობით. სამეურვეო საბჭოში მშობლებისგან არჩეული წევრები თანაბრად უნდა წარმოადგენდნენ სკოლაში არსებულ ზოგადი განათლების თითოეულ საფეხურს. პირი სამეურვეო საბჭოს წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

11. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადაა 3 წელი.

2. სამეურვეო საბჭოს მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოსაგან არჩეული წევრების რაოდენობა განისაზღვრება სკოლის წესდებით.

3. სამინისტროს უფლება აქვს, სამეურვეო საბჭოში წარგზავნოს წარმომადგენელი, რომელიც სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობს.

4. სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს უფლება აქვთ, ნებისმიერ დროს გამოიწვიონ თავიანთი წარმომადგენლები სამეურვეო საბჭოდან.

5. სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს. იგი წარმოადგენს სკოლას დირექტორთან ურთიერთობებში. საბჭოს თავმჯდომარე მონაცვლეობით აირჩევა საბჭოს შემადგენლობაში მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოსგან არჩეული წევრებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისგან არაუმეტეს მათი უფლებამოსილების ვადისა. სამეურვეო საბჭოს წევრი − მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი არ შეიძლება არჩეულ იქნეს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ.

5​1. სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს სამეურვეო საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს ან სამეურვეო საბჭოში ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, სამინისტროს მიერ დანიშნულ წარმომადგენელს. სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩიოს სხდომის თავმჯდომარე, რომელიც ამ რიგგარეშე სხდომაზე ახორციელებს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს.

6. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეურვეო სა ბჭოს თავმჯდომარის ხმა.

7. სამეურვეო საბჭო იკრიბება სასწავლო წლის განმავლობაში 3-ჯერ მაინც, ყოველი მესამედის დასაწყისში.

საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5951 – სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.54

საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85

საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3068 - სსმ I, №27, 24.05.2010წ., მუხ.187

საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3442 - სსმ I, №44, 28.07.2010წ., მუხ.273

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3025  –  ვებგვერდი,  11.07.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 29  ივნისის  კანონი №2753  –  ვებგვერდი, 19.07.2018წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6905 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3524 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

    მუხლი 38. სამეურვეო საბჭოს ფუნქციები

1. სამეურვეო საბჭო:

ა) ამ კანონის 42-ე მუხლით დადგენილი წესით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. ეს წესი არ ვრცელდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებას;

ბ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, აგრეთვე ამტკიცებს სკოლის დირექტორის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტს, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებას, ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო აღნიშნული ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებენ ამ დაწესებულების დირექტორი და სამეურვეო საბჭო;

გ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, სკოლიდან გადაყვანის პირობებს;

დ) გამოხატავს თანხმობას პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმის, სასწავლო მასალის, მათ შორის, გრიფმინიჭებული, პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხის, თაობაზე;

ე) აკონტროლებს სკოლის დირექციის მიერ ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას;

ვ) უფლებამოსილია შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება შეუწყვიტოს სკოლის დირექტორს;

ზ) ინახავს და აღრიცხავს სამეურვეო საბჭოში მშობელთა და პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელთა არჩევნების ბიულეტენებსა და ოქმებს;

თ) სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;

ი) უფლებამოსილია, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების მიზნით დაავალოს სკოლის დირექტორს, მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს და დადოს შესაბამისი ხელშეკრულება;

კ) უფლებამოსილია მოსთხოვოს სკოლის დირექტორს, ვადამდე შეუწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება მასწავლებელს ხელშეკრულების პირობების დარღვევისას, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენისას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;

ლ) დისციპლინური გადაცდომების განხილვის მიზნით, სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, რომლის შემადგენლობაში შედის თანაბარი რაოდენობის მასწავლებელი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია წესდებით გათვალისწინებული წესით დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებების შესახებ საჩივრები თავად განიხილოს ან შექმნას სააპელაციო კომიტეტი. სააპელაციო კომიტეტი, სამეურვეო საბჭო განიხილავს აგრეთვე საჩივრებს, რომლებიც ეხება დირექტორის მიერ დისციპლინურ გადაცდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. დაუშვებელია დისციპლინური კომიტეტის ან სააპელაციო კომიტეტის სპეციალური შემადგენლობის მოწვევა კონკრეტული შემთხვევის განხილვის მიზნით;

მ) ითანხმებს სკოლის დირექტორის მიერ წარმოდგენილ სკოლის წესდების პროექტს;

ნ) სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის არსებობის შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.

2. სამეურვეო საბჭო ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ხოლო პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას – სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „ბ“ ქვეპუნქტისა (გარდა წლიურ ანგარიშთან დაკავშირებული ფუნქციებისა და „ბ“ ქვეპუნქტის მეორე წინადადებისა) და „ვ“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებას.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4530 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.119

საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85

საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3068 - სსმ I, №27, 24.05.2010წ., მუხ.187

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4042 - სსმ I, №76,27.12.2010წ., მუხ.491

საქართველოს 2011 წლის  3  ივნისის  კანონი №4734 -  ვებგვერდი,  22 .0  6 .2011წ.

საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5349 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 6 აგვისტოს კანონი №918 - ვებგვერდი, 20.08.2013წ.

საქართველოს 2016 წლის 16  დეკემბრის კანონი  №102  - ვებგვერდი, 05.01.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 29  ივნისის  კანონი №2753  –  ვებგვერდი, 19.07.2018წ.

საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3524 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

    მუხლი 39. სამეურვეო საბჭოს არჩევის წესი

1. სამეურვეო საბჭოში თანაბარი რაოდენობით აირჩევიან მშობელთა და პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენლები, აგრეთვე საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი.

2. სამეურვეო საბჭოს არჩევის წესს ადგენს სამინისტრო. სამეურვეო საბჭოს არჩევნები ტარდება თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, გამჭვირვალობისა და საფეხურების მიხედვით მოსწავლეთა მშობლების თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპების დაცვით.

3. სამინისტრო უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი. სამეურვეო საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებული სამინისტროს გადაწყვეტილებები საჩივრდება სასამართლოში და მათი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტების მოქმედების შეჩერებას.

4. სამეურვეო საბჭოს არჩევნების შედეგები ძალაში შედის მათი სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად რეგისტრაციის მომენტიდან.

საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4129 - სსმ I, №49, 29.12.2006წ., მუხ.372

საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3025  –  ვებგვერდი,  11.07.2018წ.

საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

    მუხლი 40. სამეურვეო საბჭოს წევრისა და სამეურვეო საბჭოსთვის უფლებამოსილების შეწყვეტა

1. სამეურვეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება, თუ:

ა) სამეურვეო საბჭოს წევრს პედაგოგიურმა საბჭომ შეუწყვიტა უფლებამოსილება, როგორც საკუთარ წარმომადგენელს საბჭოში;

ბ) სამეურვეო საბჭოს წევრს, როგორც პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელს, შეუწყდა სკოლასთან შრომითი ურთიერთობა;

გ) მოსწავლე, რომლის წარმომადგენლადაც ითვლება სამეურვეო საბჭოს წევრი, გაირიცხა/ამოირიცხა სკოლიდან, შეუჩერდა მოსწავლის სტატუსი ან გადავიდა ზოგადი განათლების შემდგომ საფეხურზე;

1) მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი გაირიცხა/ამოირიცხა სკოლიდან ან შეუჩერდა მოსწავლის სტატუსი;

დ)  (ამოღებულია - 29.06.2018, №2753);

ე) ამას მოითხოვს სკოლის შესაბამისი საფეხურის მოსწავლეთა მშობლების 1/3 პრინციპით: „ერთი მოსწავლე – ერთი ხმა“;

ვ) სამეურვეო საბჭოს წევრი გარდაიცვალა;

ზ) სამეურვეო საბჭოს წევრმა უფლებამოსილება მოიხსნა პირადი განცხადების საფუძველზე;

თ) სამეურვეო საბჭოს წევრის მიმართ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

ი) სამეურვეო საბჭოს წევრი სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

კ) სამეურვეო საბჭოს წევრს, როგორც მოსწავლის მშობელს, და საჯარო სკოლას შორის წარმოიშვა შრომითი ურთიერთობა;

ლ) სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა საჯარო სკოლის დირექციის წევრი.

2. სამეურვეო საბჭოს წევრის გათავისუფლებულ ადგილს დარჩენილი ვადით იკავებს ის მშობელი ან/და პედაგოგიური საბჭოს ის წევრი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში მიიღო სხვა კანდიდატებზე მეტი, მაგრამ საბჭოში მოსახვედრად არასაკმარისი რაოდენობის ხმები.

3. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება უწყდება:

ა) საჯარო სკოლის რეორგანიზაციის შემთხვევაში, რომელსაც ახლავს საჯარო სკოლების გაერთიანება/მიერთება ან ერთი საჯარო სკოლის გაყოფა/გამოყოფა;

1) სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების 3-წლიანი ვადის ამოწურვის შემთხვევაში;

ბ) ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს გადაწყვეტილებით;

გ) სამეურვეო საბჭოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამინისტროს გადაწყვეტილებით.

4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ელექტრონულად წარუდგინოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.

5. უფლებამოსილებაშეწყვეტილ სამეურვეო საბჭოს წევრს უნდა აღუდგეს სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილება , თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი გაუქმდა .

6. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება უჩერდება, თუ არჩეულ წევრთა ნახევარზე მეტს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა და არ არსებობს სხვა კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში მიიღო სხვა კანდიდატზე მეტი, მაგრამ საბჭოს წევრად ასარჩევად არასაკმარისი რაოდენობის ხმები, ან ეს კანდიდატი მოცემული დროისათვის აღარ აკმაყოფილებს შესაბამისი კატეგორიის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან მან წერილობით უარი განაცხადა სამეურვეო საბჭოს წევრობაზე.

7. უფლებამოსილებაშეჩერებულ სამეურვეო საბჭოს უნდა აღუდგეს სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება, თუ სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ჩატარდება სამეურვეო საბჭოს არჩევნები სამეურვეო საბჭოს იმ წევრთა გამოთავისუფლებულ ადგილებზე, რომლებსაც უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ.

საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4129 - სსმ I, №49, 29.12.2006წ., მუხ.372

საქართველოს 2008 წლის 18 ნოემბრის კანონი №497 – სსმ I, №33, 01.12.2008 წ., მუხ.211

საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85

საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი №4321 – ვებგვერდი, 22.03.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5511 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №551 3  - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

 

თავი VIII. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექცია

    მუხლი 41. დირექცია

1. სკოლის დირექცია შედგება სკოლის დირექტორის, მისი მოადგილის/მოადგილეებისა და ბუღალტერიისაგან.

2. დირექტორად შეიძლება განწესდეს ამ კანონის შესაბამისად არჩეული ან დანიშნული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, მუშაობის 3 წლის სტაჟი და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. დირექტორი ირჩევა/ინიშნება 6 წლის ვადით. ერთ სკოლაში პირის დირექტორად არჩევა/დანიშვნა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

2 1 . ამ კანონის 27-ე მუხლის 1 2 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების:

ა) დირექტორი შეიძლება იყოს სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. მასზე არ ვრცელდება ამ კანონის VIII თავით დირექტორისათვის დადგენილი უფლება-მოვალეობები, გარდა იმავე თავის 43-ე მუხლით გათვალისწინებული ფუნქციებისა;

ბ) დირექტორის, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მათ შორის, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დირექტორის მოადგილის, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – სკოლის იმ თანამშრომლის, რომელიც დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში შეასრულებს მის მოვალეობას, დანიშვნა და განთავისუფლება რეგისტრირდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

2 2. დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი არ შეიძლება იყოს განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, რომელსაც მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა.

3. დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიშნავს დირექტორის იმ მოადგილეს, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – სკოლის იმ თანამშრომელს, რომელიც დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში შეასრულებს დირექტორის მოვალეობას, და ამ მონაცემს სარეგისტრაციოდ უგზავნის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. 

4. მინისტრი უფლებამოსილია დირექტორისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის ან დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების 60 სასწავლო დღის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნამდე დირექტორის ფუნქციებს ასრულებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული პირი.

41. დირექტორის არჩევა ან დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა იწვევს დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.

5. დირექტორის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა ანაზღაურებად საქმიანობასთან იმავე სკოლაში. გამონაკლისის სახით, დირექტორი, თუ მას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლება, უფლებამოსილია ეწეოდეს პედაგოგიურ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს პროფილურ სახელოვნებო განათლებასა და მომზადებას, დაწესებულების სამხატვრო ხელმძღვანელმა შეიძლება განახორციელოს დირექტორის უფლებამოსილება.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65

საქართველოს 2008 წლის 18 ნოემბრის კანონი №497 – სსმ I, №33, 01.12.2008 წ., მუხ.211

საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3068 - სსმ I, №27, 24.05.2010წ., მუხ.187

საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3442 - სსმ I, №44, 28.07.2010წ., მუხ.273

საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი №4321 – ვებგვერდი, 22.03.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 5 აპრილის კანონი №4488 - ვებგვერდი, 15.04.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4791 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5511 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

    მუხლი 42. დირექტორის არჩევის წესი

1. სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორის კანდიდატურას შეარჩევს სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ღია კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.

11. საჯარო სკოლის დირექტორის კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად სამინისტრო უფლებამოსილია დააწესოს კონკურსში მონაწილეობის საფასური.

2. სამეურვეო საბჭო სამინისტროს მიერ წარდგენილ, კონკურსგავლილ დირექტორობის კანდიდატთაგან დირექტორს ირჩევს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე.

21. დირექტორის კონკურსთან დაკავშირებული სადავო აქტები საჩივრდება სასამართლოში და გასაჩივრება არ იწვევს მათი მოქმედების შეჩერებას.

3. თუ დირექტორობის კანდიდატი სამეურვეო საბჭოს წევრია , იგი არ მონაწილეობს კენჭისყრაში .

4. სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის არჩევის ოქმი და არჩეული პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი სარეგისტრაციოდ წარედგინება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. დირექტორის უფლებამოსილება წარმოიშობა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაციის მომენტიდან. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის გადაწყვეტილება დირექტორის რეგისტრაციაში გატარების საკითხზე საჩივრდება სასამართლოში და მისი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.

5. სამეურვეო საბჭო არჩეულ დირექტორთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას სამინისტროს მიერ დამტკიცებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

6. სამეურვეო საბჭოს მიერ საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის წესის შესაბამისად დირექტორის არარჩევის/ვერარჩევის შემთხვევაში სამინისტრო უფლებამოსილია დანიშნოს დირექტორი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. დირექტორის დანიშვნის თაობაზე სამინისტროს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში და მისი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.

7. (ამოღებულია- 05.04.2011, №4488).

საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4129 - სსმ I, №49, 29.12.2006წ., მუხ.372

საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №790 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ.257

საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85

საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3442 - სსმ I, №44, 28.07.2010წ., მუხ.273

საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი №4321 – ვებგვერდი, 22.03.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 5 აპრილის კანონი №4488 - ვებგვერდი, 15.04.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5511 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

საქართველოს 2016 წლის 16  დეკემბრის კანონი  №102  - ვებგვერდი, 05.01.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3025  –  ვებგვერდი,  11.07.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 29  ივნისის  კანონი №2753  –  ვებგვერდი, 19.07.2018წ.

საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

    მუხლი 43. დირექტორის ფუნქციები

1. სკოლის დირექტორი:

ა) ახორციელებს სკოლის მართვას;

ბ) წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობებში, გარდა ამ კანონითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

გ) სამეურვეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის შინაგანაწესს და სკოლის ბიუჯეტს;

დ) შეიმუშავებს საშტატო განრიგს;

1) უფლებამოსილია მოწვეული მასწავლებლისა და შემცვლელი მასწავლებლისათვის დაადგინოს საკვალიფიკაციო მოთხოვნები;

ე) მონაწილეობს პედაგოგიური საბჭოს მიერ სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში;

ვ) სამინისტროს მიერ დამტკიცებული პირობებისა და წესის შესაბამისად უზრუნველყოფს მასწავლებლებსა და სკოლის სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას;

ზ) უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში;

1 ) უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს წევრ მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტოს მხოლოდ სამეურვეო საბჭოს თანხმობის შემთხვევაში ;

ზ​2) შვებულებაში გადის სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს თანხმობით, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს თანხმობით. სკოლის დირექტორის შვებულებიდან გამოძახება არის სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილება. სამხედრო მომზადების განმახორციელებელი სკოლის დირექტორი შვებულებაში გადის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობით. მისი შვებულებიდან გამოძახება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილებაა;

თ) სკოლის სამეურვეო საბჭოს ყოველი წლის 10 დეკემბრამდე აბარებს ანგარიშს სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში – ანგარიშს ფინანსური საქმიანობის შესახებ;

ი) უფლებამოსილია დადოს გარიგებები, მათ შორის, სკოლის ქონების შესახებ, გარდა იმ გარიგებებისა, რომელთათვისაც საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულია სამეურვეო საბჭოს ან კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობა;

კ) სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;

1) სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით თანამშრომლობს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურთან;

2) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების არაჯეროვნად განხორციელებისას უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსს წარუდგინოს დასაბუთებული მიმართვა;

ლ) ზედამხედველობს სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს;

1) ვალდებულია მის მიერ განსაზღვრულ შესაბამის უფლებამოსილ პირს მიაწოდოს ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტზე, თუ არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება;

მ) შეიმუშავებს სკოლის წესდების პროექტს და მას წარუდგენს სამეურვეო საბჭოს შესათანხმებლად, ხოლო სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებულ პროექტს წარუდგენს სამინისტროს დასამტკიცებლად;

ნ) სამეურვეო საბჭოს დავალების შემთხვევაში, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების მიზნით მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს და დებს შესაბამის ხელშეკრულებას;

1 ) ასრულებს საჯარო სკოლის მართვის ორგანოების ფუნქციებს ახალდაფუძნებული ან/და რეორგანიზებული საჯარო სკოლის პირველი სამეურვეო საბჭოს შექმნამდე;

2) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით სამეურვეო საბჭოს დათხოვნის, უფლებამოსილების შეწყვეტის ან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, აგრეთვე სამეურვეო საბჭოს ვერარჩევის შემთხვევაში ასრულებს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს ფუნქციებს.

ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.

2. დირექტორი საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულ ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.

3. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო ან პროფილურ სახელოვნებო მომზადებასა და განათლებას, წესდებით შეიძლება განისაზღვროს, რომ დირექტორმა ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებები განახორციელოს შესაბამისად სამხედრო ან სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად.

4. სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი პირი ვალდებულია პოლიციას ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს მიაწოდოს ამ კანონის 20 1 მუხლის, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ლ 1“ ქვეპუნქტისა და 48 3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მიღებული ინფორმაცია, რომელიც ეხება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტს, თუ არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65 

საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4129 - სსმ I, №49, 29.12.2006წ., მუხ.372

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4530 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.119

საქართველოს 2008 წლის 18 ნოემბრის კანონი №497 – სსმ I, №33, 01.12.2008 წ., მუხ.211

საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3068 - სსმ I, №27, 24.05.2010წ., მუხ.187

საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3442 - სსმ I, №44, 28.07.2010წ., მუხ.273

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4044 - სსმ I, №75,27.12.2010წ., მუხ.466

საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი № 3 87 – ვებგვერდი, 02.04.2013წ.

საქართველოს 2013 წლის 6 აგვისტოს კანონი №918 - ვებგვერდი, 20.08.2013წ.

     მუხლი 44. დირექტორისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა

1. საჯარო სკოლის დირექტორს უფლებამოსილება უწყდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. საჯარო სკოლის დირექტორს უფლებამოსილება აგრეთვე შეიძლება შეუწყდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საპენსიო ასაკის მიღწევისას. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნული და არჩეული დირექტორებისათვის არ შეიძლება არსებობდეს განსხვავება საჯარო სკოლის დირექტორის უფლებამოსილების (მათ შორის, დირექტორთან შრომითი ხელშეკრულების) შეწყვეტის საფუძვლებსა და წესებში.

2. დირექტორს უფლებამოსილება უწყდება შესაბამისი გადაწყვეტილების განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ რეგისტრაციის მომენტიდან.

3. ახალი დირექტორის არჩევამდე ან სამინისტროს მიერ დირექტორის დანიშვნამდე დირექტორის უფლებამოსილებებს ახორციელებს სამინისტროს მიერ დანიშნული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

4. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებას, ახალი დირექტორის დანიშვნამდე დირექტორის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი.

საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85

საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3068 - სსმ I, №27, 24.05.2010წ., მუხ.187

საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3442 - სსმ I, №44, 28.07.2010წ., მუხ.273

საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი №4321 – ვებგვერდი, 22.03.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 5 აპრილის კანონი №4488 - ვებგვერდი, 15.04.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5511 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3025  –  ვებგვერდი,  11.07.2018წ.

საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3524 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

 

თავი IX. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგიური საბჭო

    მუხლი 45. პედაგოგიური საბჭო

1. პედაგოგიურ საბჭოში ყველა მასწავლებელი და მასწავლებლობის მაძიებელი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

2. საბჭოს წევრთა ერთ მესამედს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოიწვიოს პედაგოგიური საბჭოს სხდომა, მოითხოვოს სამეურვეო საბჭოში მათი წარმომადგენლის მოსმენა.

3. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა 3 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს.

4. პედაგოგიურ საბჭოში მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე იქმნება ცალკეული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე.

5. პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების ერთი მესამედისა.

6. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს პროფილურ სახელოვნებო განათლებასა და მომზადებას, პედაგოგიური საბჭოს უფლებამოსილებები შეიძლება განახორციელოს სამხატვრო საბჭომ. სამხატვრო საბჭოს ხელმძღვანელობს სამხატვრო საბჭოს ხელმძღვანელი, რომელიც აირჩევა/ინიშნება წესდებით გათვალისწინებული წესით.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65

საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76

    მუხლი 46. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები

პედაგოგიური საბჭო:

ა) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმებს;

1 ) საჭიროების შემთხვევაში, დირექტორთან შეთანხმებით ამტკიცებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას;

ბ) სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით, საფეხურებისა და საგნების შესაბამისად ამტკიცებს სასწავლო მასალას, მათ შორის, გრიფმინიჭებული, პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას;

1) ირჩევს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორს;

გ) ირჩევს თავის წარმომადგენლებს სამეურვეო საბჭოში;

დ) უფლებამოსილია ვადამდე გადაირჩიოს თავისი წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში.

საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4042 - სსმ I, №76,27.12.2010წ., მუხ.491

საქართველოს 2011 წლის  3  ივნისის  კანონი №4734 -  ვებგვერდი,  22 .0  6 .2011წ.

საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5349 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.

საქართველოს 2015 წლის 11  დეკემბრის კანონი  №4619  - ვებგვერდი, 22.12.2015წ.

 

თავი X. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა თვითმმართველობა

    მუხლი 47. მოსწავლეთა თვითმმართველობა

1. მოსწავლეთა თვითმმართველობა არის ამ კანონისა და სკოლის წესდების თანახმად არჩეული ორგანო. იგი წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს.

2. საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეები ირჩევენ საკუთარ თვითმმართველობებს.

3. მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ტარდება თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, გამჭვირვალობისა და კლასების მიხედვით მოსწავლეთა თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპების დაცვით.

4. მოსწავლეთა თვითმმართველობას ხელმძღვანელობს თვითმმართველობის მიერ არჩეული თავმჯდომარე.

    მუხლი 48. მოსწავლეთა თვითმმართველობის ფუნქციები

მოსწავლეთა თვითმმართველობა:

ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ;

ბ) უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხთან დაკავშირებით;

გ) ირჩევს თავის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში;

დ) სკოლის წესდებით დადგენილი წესით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მონაწილეობს მოპოვებული გრანტის განკარგვაში;

ე) წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს.

 

თავი X 1 საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3544 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.291

საქართველოს  2011  წლის  2 2  თებერვლის  კანონი  №4204  –  ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    მუხლი 481 . საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

1. სამინისტრო თავის სისტემაში ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს (შემდგომ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური). საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ამოცანებია:

ა) საჯარო სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა და ამ მიზნით საჯარო სკოლებთან თანამშრომლობა;

ბ) ხელშეკრულებების საფუძველზე კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში − საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;

გ) ხელშეკრულებების საფუძველზე სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;

დ) ფსიქოსოციალური პრობლემების, ქცევითი და ემოციური დარღვევების, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და პროფესიული სტუდენტებისთვის და მათი მშობლებისთვის ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევა, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის ან/და მასწავლებლებისთვის ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა;

ე) სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში ან/და საჯარო სკოლებში მომუშავე ფსიქოლოგების საქმიანობის კოორდინაცია და მათი საინფორმაციო მხარდაჭერა;

ვ) კატასტროფისთვის (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) მზადყოფნის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, ძალადობის (მათ შორის, ბულინგის) საწინააღმდეგო საგანმანათლებლო კამპანიებისა და სხვა პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ტრენინგების საჭიროების განსაზღვრა და მათი ორგანიზება;

თ) საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებზე რეკომენდაციების მიცემა;

1) საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების პროცესის ხელშეწყობა/მხარდაჭერა;

2) ინკლუზიური განათლების მიმართულებით პროგრამების/სერვისების და პროექტების განხორციელება/განვითარება;

3) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებთან მომუშავე სპეციალისტების/ადამიანური რესურსების და შესაბამისი მეთოდოლოგიის განვითარების ხელშეწყობა;

[ 4 ) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების ფარგლებში პირის/მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიკაცია, აგრეთვე მისი, მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ინკლუზიური განათლების მიმართულებით მომუშავე სპეციალისტების კონსულტირება;  (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]

ი) ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში სკოლასთან თანამშრომლობა.

11. საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური სამინისტროსთან ერთად თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ინფორმაციის გაცვლისა და სხვადასხვა პრევენციული ღონისძიების დაგეგმვის მიზნით.

2. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობასა და კონტროლს ახორციელებს მინისტრი.

3. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურად შეიძლება დაინიშნოს ნასამართლობის არმქონე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა 21 წელი, აქვს სრული ზოგადი განათლება და პროფესიული განათლება ან უმაღლესი განათლება, იცის სახელმწიფო ენა, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად აქვს შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული მოსამზადებელი კურსები. აღნიშნული კურსები სწავლების სხვა კომპონენტებთან ერთად უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლის/სტუდენტის ასაკობრივი განვითარების კანონზომიერებებს, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის პროფესიულ ვალდებულებებსა და ღირებულებებს, ფიზიკური მომზადებისა და პრაქტიკულ კომპონენტებს.

3 1. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს ნიშნავს და ათავისუფლებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი.

4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ატარებს სამსახურებრივ ფორმას. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივ ფორმას ამტკიცებს მინისტრი.

5. ამ კანონის 481 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევის მიზნით, მათ შორის, მათი იდენტიფიკაციისთვის, ბიოფსიქოსოციალური შეფასებისთვის, ფსიქოსოციალური პრობლემების/სირთულეების პრევენციისთვის, ფსიქოთერაპიისთვის, სოციალიზაციის მხარდაჭერისთვის, რეფერირებისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს  ამ პუნქტით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად საჭირო მოცულობით და შესაბამის ვადაში.

[ 6. ამ კანონის 48 1  მუხლის პირველი პუნქტის „თ 4 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების განხორციელების მიზნით, მათ შორის, მათი იდენტიფიკაციისთვის, შეფასებისთვის, კონსულტირებისთვის, საგანმანათლებლო და ფსიქოსოციალური პრობლემების/სირთულეების პრევენციისთვის, ტრანზიციის ხელშეწყობისთვის, რეფერირებისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს ამ პუნქტით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად საჭირო მოცულობით და შესაბამის ვადაში.  (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3544 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.291

საქართველოს  2011  წლის  2 2  თებერვლის  კანონი  №4204  –  ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5349 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 27 დეკემბრის კანონი №173 – ვებგვერდი, 08.01.2013წ.

საქართველოს 2018 წლის 13  ივნისის კანონი  №2523  - ვებგვერდი, 29.06.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3025  –  ვებგვერდი,  11.07.2018წ.

საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3663 – ვებგვერდი, 05.12.2023წ.

    მუხლი 482 . საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი

1. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსად ინიშნება უმაღლესი განათლების მქონე პირი.

3. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის საქმიანობას, პასუხს აგებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ამოცანების შესრულებისათვის;

ბ) უზრუნველყოფს მინისტრის მითითებების დროულ და სათანადო შესრულებას;

1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს; უფლებამოსილია განახორციელოს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების როტაცია; განიხილავს ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ 2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სკოლის დირექტორის დასაბუთებულ მიმართვას და იღებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას;

გ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებს აძლევს შესაბამის მითითებებს მათ მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით; 

დ) მინისტრს წარუდგენს გაწეული მუშაობის თაობაზე რეკომენდაციებსა და სტატისტიკურ ანგარიშს;

1) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს ინკლუზიური განათლებისა და ფსიქოსოციალური მიმართულებებით განსახორციელებელ ღონისძიებებს;

ე) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3544 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.291

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4204 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2018 წლის 13  ივნისის კანონი  №2523  - ვებგვერდი, 29.06.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3025  –  ვებგვერდი,  11.07.2018წ.

საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3663 – ვებგვერდი, 05.12.2023წ.

    მუხლი 483 . საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის უფლება-მოვალეობები

1. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის უფლება-მოვალეობებია:

ა) საგანმანათლებლო დაწესებულების და მისი მიმდებარე ტერიტორიის კონტროლი;

ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი და გამოვლენილი სამართალდარღვევების აღკვეთა და შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება;

გ) საგანმანათლებლო დაწესებულების სამეურვეო საბჭოს, პედაგოგიური საბჭოს, დირექციის, მასწავლებლის, რექტორის და აკადემიური პერსონალის თხოვნით, სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეებთან/სტუდენტებთან ურთიერთობა, მათთან ინდივიდუალური გასაუბრება, მათ ქცევაზე დაკვირვება;

დ) მოსწავლეებისათვის/სტუდენტებისათვის სამოქალაქო თავდაცვასთან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან და სისხლის სამართლის დანაშაულებთან და მათ შედეგებთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება;

ე) მოსწავლეთა/სტუდენტთა მშობლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირის ინფორმირება სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა/სტუდენტთა ქცევის შესახებ;

ვ) კატასტროფის (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) დროს მოსწავლეთა/სტუდენტთა, საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე და იქ მყოფი სხვა პირების დაცვისა და ევაკუაციისათვის ხელის შეწყობა, აგრეთვე კატასტროფისათვის მზადყოფნის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვაში, მომზადებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

1) ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, ძალადობის (მათ შორის, ბულინგის) საწინააღმდეგო საგანმანათლებლო კამპანიებისა და სხვა პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

ზ) დაპირისპირებულ მოსწავლეებს/სტუდენტებს შორის მედიატორის როლის შესრულება, კონფლიქტური სიტუაციის გამოვლენა და კონფლიქტის მოგვარება;

თ) სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა/სტუდენტთა მშობლებთან შეხვედრებში მონაწილეობა;

ი) დამოუკიდებლად ან საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან ერთად საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე წესრიგისა და დისციპლინის დაცვა;

კ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოვლენილი დარღვევის შესახებ სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებაში დარღვევის აღრიცხვის ფურცლის შედგენა და საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირისა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;

ლ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოვლენილი დარღვევების ელექტრონული საინფორმაციო ბაზის შექმნა;

1) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ვიდეოთვალთვალის სისტემის ადმინისტრირება;

2) მოსწავლის განცალკევება ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

მ) საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ნივთის, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის აღმოჩენის, იმ საგნის აღმოჩენის, რომელსაც სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის კვალი ატყვია, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენით მოპოვებული ნივთისა და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნისა და დოკუმენტის აღმოჩენის მიზნით, რომლებიც საჭიროა სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის გარემოებათა გასარკვევად, უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელება მეტალოდეტექტორის გამოყენებით;

(ამოღებულია - 13.06.2018, №2523);

2. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას თანამშრომლობს სკოლასთან. ამასთანავე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური მიწვევის საფუძველზე ესწრება საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების სხდომებს და გამოთქვამს მოსაზრებებს მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე.

3. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ვალდებულია სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრულ შესაბამის უფლებამოსილ პირს მიაწოდოს ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტზე, თუ არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება. 

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3544 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.291

საქართველოს  2011  წლის  2 2  თებერვლის  კანონი  №4204  –  ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 27 დეკემბრის კანონი №173 – ვებგვერდი, 08.01.2013წ.

საქართველოს 2017 წლის  4 მაისის   კანონი  №773  - ვებგვერდი, 25.05.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 13  ივნისის კანონი  №2523  - ვებგვერდი, 29.06.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3025  –  ვებგვერდი,  11.07.2018წ.

საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

     მუხლი 484 . საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამართლებრივი დაცვა

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს იცავს კანონი. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა ყველა მოსწავლისათვის.

2. არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურისათვის ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მის მიმართ მუქარა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით.

5. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს უფლება აქვს, თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3544 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.291

საქართველოს  2011  წლის  2 2  თებერვლის  კანონი  №4204  –  ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 27 დეკემბრის კანონი №173 – ვებგვერდი, 08.01.2013წ.

    მუხლი 485. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სოციალური დაცვა

1. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას.

2. ზიანი, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიადგა, მას სრულად აუნაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს 15 000 ლარისა. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.

4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის დასახიჩრების ან/და დაინვალიდების შემთხვევაში მას სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა.

5. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურისათვის შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გაუთვალისწინებელი სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3544 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.291

საქართველოს  2011  წლის  2 2  თებერვლის  კანონი  №4204  –  ვებგვერდი, 10.03.2011წ.

მუხლი 48 6 . საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენების შემთხვევები და წესი  

1. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც მსუბუქი ზომების გამოყენებით შეუძლებელია მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. გამოყენებული ფიზიკური ძალა წარმოქმნილი საფრთხის პროპორციული უნდა იყოს.

2. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირობის გათვალისწინებით, აქვს შემდეგ შემთხვევებში:

ა) სამართალდარღვევის აღკვეთისას;

ბ) მაშინ, როდესაც საფრთხე ემუქრება საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი პირების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;

გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოსათვის წარსადგენად დამნაშავის შეპყრობისას, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ ეს პირი მიიმალება ან გარშემომყოფთ ზიანს მიაყენებს.

3. ფიზიკური ძალის გამოყენების დროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ვალდებულია:

ა) გააფრთხილოს პირი ფიზიკური ძალის გამოყენების შესახებ და მისცეს მას საკმარისი დრო მისი მოთხოვნების შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაყოვნება საფრთხეს შეუქმნის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ან სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან გამოიწვევს სხვა მძიმე შედეგებს, ან როდესაც პირის გაფრთხილება შეუძლებელია;

ბ) ფიზიკური ძალა გამოიყენოს წარმოქმნილი საფრთხის ხასიათის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მიყენებული ზიანი მინიმალური უნდა იყოს;

გ) ნებისმიერ შემთხვევაში, ფიზიკური ძალის გამოყენებიდან 24 საათის განმავლობაში, წერილობით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მეშვეობით შეატყობინოს ამის შესახებ სამინისტროს;

დ) საფრთხე არ შეუქმნას გარშემომყოფთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

4. აკრძალულია ფიზიკური ძალის ფეხმძიმე ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მოქმედებით აშკარა საფრთხე ექმნება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ან სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

5. მოსწავლის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების შემთხვევაში ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სკოლის დირექტორსა და მოსწავლის მშობელს.

6. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენების შემთხვევაში დგება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენების შესახებ ოქმი. ამ ოქმში სხვა ინფორმაციის მითითებასთან ერთად უნდა დასაბუთდეს ფიზიკური ძალის გამოყენების აუცილებლობა.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3544 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.291

საქართველოს  2011  წლის  2 2  თებერვლის  კანონი  №4204  –  ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 27 დეკემბრის კანონი №173 – ვებგვერდი, 08.01.2013წ.

საქართველოს 2018 წლის 13  ივნისის კანონი  №2523  - ვებგვერდი, 29.06.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3025  –  ვებგვერდი,  11.07.2018წ.

საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

 

თავი X2 . არასრულწლოვნის რეფერირება

საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5666 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5406 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.

      მუხლი 487. რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნა

1. ეს თავი აწესრიგებს რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან, აღსრულებასა და გადასინჯვასთან დაკავშირებულ საკითხებს

2. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში  გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფი (შემდგომ − სპეციალისტთა ჯგუფი).

3. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში შესაძლებელია გაიგზავნოს 10 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვანი სპეციალისტთა ჯგუფის შესაბამის შუამდგომლობაში მითითებული ვადით. ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთი სასწავლო სემესტრის ხანგრძლივობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არასრულწლოვანს ამ კანონის 489 მუხლით დადგენილი წესით გაუგრძელდება არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში ყოფნის ვადა.

4. დაუშვებელია არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა, თუ სპეციალისტთა ჯგუფის მიერ ამ საკითხის განხილვიდან 6 თვის განმავლობაში არასრულწლოვანს 18 წელი უსრულდება.

5. სპეციალისტთა ჯგუფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავს, თუ:

ა) არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი უარს ამბობს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან ხელშეკრულების დადებაზე;

ბ) არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი უარს ამბობს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ღონისძიებებში არასრულწლოვნის მონაწილეობის გაგრძელებაზე;

გ) არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის საბოლოო ანგარიშის თანახმად, ვერ იქნა მიღწეული არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მიერ არასრულწლოვნისთვის შერჩეული სხვა სერვისის/პროგრამის მიზანი;

დ) დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დასტურდება არასრულწლოვნის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებული განზრახი ქმედების ჩადენა, რომლისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია 10 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

6. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხს სპეციალისტთა ჯგუფი განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მიმართვიდან 15 დღის ვადაში, არასრულწლოვანთა რეფერირების წესის შესაბამისად.

7. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას სპეციალისტთა ჯგუფი შეისწავლის არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მიერ მოპოვებულ სხვა დოკუმენტებს, უსმენს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრისადმი მიმართვის ავტორს, თავად არასრულწლოვანს, არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს/ფაქტობრივ მზრუნველს და არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის ავტორს. სპეციალისტთა ჯგუფმა საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება სხვა პირების მოსმენის შესახებ.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული დოკუმენტებისა და სხვა ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ სპეციალისტთა ჯგუფი იღებს დასაბუთებულ, წერილობით გადაწყვეტილებას:

ა) არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეუწონლობის შესახებ;

ბ) არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის შესახებ.

9. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში  გაგზავნის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა ღონისძიების გამოყენება არ იქნება საკმარისი რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის სოციალიზაციის, რეაბილიტაციის და დანაშაულის პრევენციის მისაღწევად.

10. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეუწონლობის შესახებ ან არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში  გაგზავნის მიზანშეწონილობის შესახებ სპეციალისტთა ჯგუფის გადაწყვეტილების თაობაზე ეცნობება არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს/ფაქტობრივ მზრუნველს. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი უზრუნველყოფს სპეციალისტთა ჯგუფის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის ერთიან საინფორმაციო ბაზაში განთავსებას.

11. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სპეციალისტთა ჯგუფი ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით წარუდგენს შუამდგომლობას. სასამართლოსთვის შუამდგომლობის წარდგენა საჭირო არ არის, თუ არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი ეთანხმება სპეციალისტთა ჯგუფის გადაწყვეტილებას და უზრუნველყოფს ამ გადაწყვეტილების სპეციალისტთა ჯგუფის მიერ მითითებულ ვადაში აღსრულებას.

12. სპეციალისტთა ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეუწონლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებით განისაზღვრება არასრულწლოვნის სხვა სერვისში/პროგრამაში ჩართვის საკითხი. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეუწონლობის შესახებ სპეციალისტთა ჯგუფის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

13. სპეციალისტთა ჯგუფი უფლებამოსილია გადასინჯოს არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეუწონლობის შესახებ გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოების ცვლილების შემთხვევაში.

საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5666 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3025  –  ვებგვერდი,  11.07.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5406 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.

      მუხლი 488. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება

1. არასრულწლოვანის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლის/ფაქტობრივი მზრუნველის მიერ ამ გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში აღუსრულებლობის შემთხვევაში − არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულების უფლებამოსილი პირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სოციალური მუშაკის მონაწილეობით, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მიმართვის საფუძველზე.

2. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებისას აღმასრულებელი პირისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში აღნიშნული პირი უფლებამოსილია ამ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებაში ხელის შეშლის შემთხვევაში პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5666 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5406 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.

საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3663 – ვებგვერდი, 05.12.2023წ.

      მუხლი 489. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების გადასინჯვა

1. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში ყოფნის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულების უფლებამოსილი პირი არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად სპეციალისტთა ჯგუფს წარუდგენს ინფორმაციას არასრულწლოვნის მიერ მიღწეული დადებითი შედეგებისა და არსებული სირთულეების შესახებ. არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე არასრულწლოვანსა და სხვა პირებთან გასაუბრების საფუძველზე სპეციალისტთა ჯგუფი უფლებამოსილია მისთვის მიმართვიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა მიიღოს გადაწყვეტილება არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული ღონისძიების შეწყვეტის, შეცვლის ან ვადის გაგრძელების შესახებ.

2. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში ყოფნის ვადა გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუ, არასრულწლოვნის მიერ დადებითი შედეგების მიღწევის მიუხედავად, არასრულწლოვნის ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია სრულად ვერ განხორციელდა და სხვა ღონისძიების გამოყენება არ იქნება საკმარისი რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის სოციალიზაციის, რეაბილიტაციის და დანაშაულის პრევენციის მისაღწევად.

3. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება გაუქმდება იმ შემთხვევაში, თუ ამ დაწესებულებაში ყოფნა აღარ არის აუცილებელი რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის სოციალიზაციის, რეაბილიტაციის და დანაშაულის პრევენციის მისაღწევად.

4. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში  ყოფნის ვადის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სპეციალისტთა ჯგუფი სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით წარუდგენს შუამდგომლობას. სასამართლოსთვის შუამდგომლობის წარდგენა საჭირო არ არის, თუ არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი ეთანხმება სპეციალისტთა ჯგუფის გადაწყვეტილებას და ხელს არ უშლის მის აღსრულებას.

საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5666 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3025  –  ვებგვერდი,  11.07.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5406 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.

 

თავი XI. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო კონტროლი, ქონება, დაფინანსება, ანგარიშგება და ბუღალტრული აღრიცხვა

      მუხლი 49. სახელმწიფო კონტროლი

1. სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ სამინისტრო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო კონტროლის სხვა ორგანოები, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სფეროში უფლებამოსილი სამინისტროები – საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების ზედამხედველობას.

3. საჯარო სკოლა მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე სამინისტროს წარუდგენს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს საქართველოს კანონმდებლობის შესრულებისა და სასწავლო პროცესის შესახებ. ანგარიშის წარდგენის ფორმებსა და ვადებს ადგენს სამინისტრო.

4. ამ კანონით გათვალისწინებული კონტროლის განხორციელების მიზნით სამინისტრო გამოითხოვს მასალებსა და ინფორმაციას ან ადგილზე შეისწავლის სკოლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებას.

5. სკოლამ სამინისტროს მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში.

6. ამ კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში სამინისტრო, ხოლო აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში − შესაბამისი სამინისტრო უფლებამოსილია აღნიშნულ საჯარო სკოლას მისცეს წერილობითი გაფრთხილება ან/და საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართოს შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო დირექტორისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს სამინისტროს წარდგინებაში მითითებულ ვადაში, ხოლო აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში − შესაბამისი სამინისტროს წარდგინებაში მითითებულ ვადაში.

6​1. სამეურვეო საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვადამდე არ შეუწყვეტს უფლებამოსილებას სკოლის დირექტორს. სამინისტრო უფლებამოსილია არ დაეთანხმოს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება სკოლის დირექტორს. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ წარდგინებას დაინტერესებული მხარე სასამართლოში ასაჩივრებს დირექტორისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად.

62. ამ მუხლის მე-6, 61 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით გამოცემული სამინისტროს სამართლებრივი აქტები, ხოლო აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში − შესაბამისი სამინისტროს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში და მათი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტების მოქმედების შეჩერებას.

7. სამინისტრო, ხოლო აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში − შესაბამისი სამინისტრო უფლებამოსილია:

ა) დაითხოვოს სამეურვეო საბჭო, თუ საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს საქმიანობის გამო დაირღვევა საქართველოს კანონმდებლობა;

ბ) ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს, თუ საჯარო სკოლა დირექტორის საქმიანობის გამო 1 წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს;

გ) ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის საქმიანობის გამო 1 წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს;

დ) დაითხოვოს სამეურვეო საბჭო ან/და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას.

7​​1. დირექტორისთვის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისთვის ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სამინისტრო, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში − შესაბამისი სამინისტრო უფლებამოსილია დანიშნოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ამ შემთხვევაში მოქმედებს ამ კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესი.

8. (ამოღებულია - 17.03.2006, №2793).

9. ამ მუხლის მე-6, 61 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესებით, აგრეთვე დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისას სკოლის სამეურვეო საბჭოს/სამინისტროს მიერ დირექტორისთვის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში უფლებამოსილებაშეწყვეტილ პირს 3 წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, დაიკავოს საჯარო სკოლის დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დირექტორის მოადგილის თანამდებობა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა თანამდებობა საჯარო სკოლის დირექციაში.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65

საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85

საქართველოს  2011  წლის  2 2  თებერვლის  კანონი  №4204  –  ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    მუხლი 50. საჯარო სკოლის ქონება

1. საჯარო სკოლის შენობა და შესაბამისი მიწის ფართობი სახელმწიფო საკუთრებაა და სკოლას გადაეცემა უვადო და უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. საჯარო სკოლა მისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ქონებას განკარგავს სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. საჯარო სკოლა უფლებამოსილია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით დროებით სარგებლობაში გადასცეს აკრედიტებულ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელს სკოლის ფართობი.

[ 4. ამ კანონის მე-2 მუხლის „ჩ 7 .ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რესურსსკოლა ამ კანონის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისას უფლებამოსილია შეთავაზებული პროგრამების/სერვისების და კონსულტაციის მონაწილეებისთვის გამოიყენოს რესურსსკოლის ფართობი, მათ შორის, პანსიონური ნაწილი გამოიყენოს სხვა ქალაქის/მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების ღამით განთავსების მიზნით.  (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან)]

საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის კანონი №2671 - სსმ I, №10, 16.03.2010წ., მუხ.36

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.302

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3025  –  ვებგვერდი,  11.07.2018წ.

საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3663 – ვებგვერდი, 05.12.2023წ.

    მუხლი 51. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ფინანსები

1. სკოლის ძირითადი დაფინანსება ხორციელდება ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ ვაუჩერის გაცემით, აგრეთვე ამ კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

2. საჯარო სკოლას უფლება აქვს მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობით, თუ ეს საქმიანობა არ არის სახიფათო ჯანმრთელობისათვის და არ ახდენს მავნე ზეგავლენას მოსწავლეთა ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე. მიღებული სახსრები კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.

3. სკოლის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში.

4. სკოლას აქვს დამოუკიდებელი საბანკო ანგარიში და ბეჭედი.

    მუხლი 52. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშგება და საბუღალტრო აღრიცხვა

1. საჯარო სკოლის დირექტორი თანხებს განკარგავს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით.

2. დირექტორი უფლებამოსილია გადაუდებელი აუცილებლობისას სამეურვეო საბჭოს თანხმობის გარეშე გადაანაცვლოს ბიუჯეტის ერთი მუხლის სახსრების არა უმეტეს 10%-ისა მეორე მუხლში. ამ ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს მასწავლებელთა ხელფასების შემცირება. სკოლის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში დირექტორი უფლებამოსილია ყოველთვიურად გასცეს თანხები არა უმეტეს გასული წლის ბიუჯეტის 1/12-ის ოდენობით.

3. სამეურვეო საბჭოს თანხმობა აუცილებელია ისეთი გარიგების დადებისას, რომლის ღირებულებაც აღემატება სკოლის ბიუჯეტის 5%-ს.

4. საჯარო სკოლა საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგების დოკუმენტებს აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65

თავი XI1. ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა 

საქართველოს 2018 წლის 20  სექტემბრის  კანონი №3443  –  ვებგვერდი, 09.10.2018წ.

    მუხლი 521. ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა 

1. ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აისახება ინფორმაცია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების, საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალისა და საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მქონე/ჩარიცხული პირების პერსონალური მონაცემების შესახებ (მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები), აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.

2. სამინისტროს მიერ მონაცემების ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეგროვებას, შენახვას, დამუშავებას, ანალიზსა და ადმინისტრირებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, დადგენილი წესით უზრუნველყოფს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

3. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების მიზნით მიიღოს და გამოიყენოს  სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში არსებული პერსონალური მონაცემები.

საქართველოს 2018 წლის 20  სექტემბრის  კანონი №3443  –  ვებგვერდი, 09.10.2018წ.

საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

    მუხლი 522. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებები და ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემების სისწორის პრეზუმფცია 

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეიტანოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი ინფორმაციის დროულად შეუტანლობა შეიძლება გახდეს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით განსახორციელებელი სათანადო მოქმედების შეჩერების ან ამ მოქმედების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველი.

3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივ აქტებში ასახულ ინფორმაციასა და ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახულ შესაბამის ინფორმაციას შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში გაითვალისწინება ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემები.

4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლებელია დადგინდეს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეტანილი ინფორმაციის დადასტურების ფორმები.

საქართველოს 2018 წლის 20  სექტემბრის  კანონი №3443  –  ვებგვერდი, 09.10.2018წ.

    მუხლი 523. პასუხისმგებლობა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეტანილი ინფორმაციის სისწორისა და სისრულისათვის

ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეტანილი ინფორმაციის სისწორისა და სისრულისათვის პასუხისმგებელია ამ ინფორმაციის აღნიშნულ სისტემაში ასახვის ვალდებულების მქონე სუბიექტი.

საქართველოს 2018 წლის 20  სექტემბრის  კანონი №3443  –  ვებგვერდი, 09.10.2018წ.

 

თავი XII.  გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 53. კანონის მიღებასთან დაკავშირებით ნორმატიული აქტების ძალადაკარგულად გამოცხადება

1. ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს „განათლების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი; მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი; მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი; მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ო“, „პ“, „ჟ“ და „ს“ ქვეპუნქტები; მე-20 მუხლის „კ“, „ლ“ და „ნ“ ქვეპუნქტები; 21-ე მუხლი; 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი; 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტები; 24-ე მუხლის მე-5 პუნქტი; 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი; მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი; 44-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები, აგრეთვე აღნიშნული კანონის ყველა ის ნორმა, რომელიც ამ კანონისაგან განსხვავებულად არეგულირებს ამავე კანონით მოწესრიგებულ ურთიერთობებს.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს განათლების მინისტრის 2003 წლის 25 თებერვლის №16 ბრძანება „სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ტიპური დებულების დამტკიცებისა და თანმდევ ღონისძიებათა შესახებ“ და სახელმწიფო მმართველობის ორგანოების მიერ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული ყველა ის ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი, რომელიც ამ კანონისაგან განსხვავებულად არეგულირებს ამავე კანონით მოწესრიგებულ ურთიერთობებს.

    მუხლი 54. მოსამზადებელი სამართლებრივი აქტების პროექტებ

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე მოამზადოს კანონპროექტები „სააღმზრდელო საქმიანობის შესახებ“, „პროფესიული განათლების შესახებ“ და „საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების აკრედიტაციის შესახებ“.

2. (ამოღებულია - 14.12.2006, №3986).

3. (ამოღებულია - 14.12.2006, №3986).

4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2015 წლამდე უზრუნველყოს მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცება.

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ტ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის მიღება.

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3986- სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.353

საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76

საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2940 - სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.122

საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3292 - სსმ I, №37, 14.07.2010წ., მუხ.223

    მუხლი 55. სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებები

1. სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებები შეიძლება არსებობდნენ კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით.

2. სამინისტრო სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებს აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით, ამტკიცებს მათ წესდებებს, ახორციელებს მათ სახელმწიფო კონტროლს, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დაწესებულებების ხელმძღვანელებს.

3. სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებები, გარდა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისა, რომლებიც საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით ფინანსდებიან.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65

საქართველოს 2016 წლის 8  ივნისის კანონი  5367  - ვებგვერდი, 24.06.2016წ.

საქართველოს 2017 წლის 23  მარტის   კანონი  №494  - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3025  –  ვებგვერდი,  11.07.2018წ.

საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

     მუხლი 56. სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებები

1. იმ სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რომელიც ამტკიცებს მათ წესდებებს, ახორციელებს მათ სახელმწიფო კონტროლს, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დაწესებულებების ხელმძღვანელებს.

2. (ამოღებულია - 07.12.2017, №1631).

3. იმ სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ახორციელებენ მხოლოდ სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც ამტკიცებს ამ დაწესებულების წესდებას, ნიშნავს და ათავისუფლებს მის ხელმძღვანელს.

4. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით დააფუძნოს სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ამტკიცებს ამ დაწესებულების წესდებას, ნიშნავს და ათავისუფლებს მის ხელმძღვანელს.

საქართველოს 2005 წლის 28 ოქტომბრის კანონი №2014 - სსმ I, №47, 21.11.2005წ., მუხ.314

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3986- სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.353

საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3744 - სსმ I, №62, 05.11.2010წ., მუხ.384

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1631   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3025  –  ვებგვერდი,  11.07.2018წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6905 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

    მუხლი 561. სკოლისგარეშე სახელოვნებო ან სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი

1. (ამოღებულია - 28.11.2014, №2822) .

2. სკოლისგარეშე სახელოვნებო ან სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შესაბამისად.

3. (ამოღებულია - 28.11.2014, №2822) .

4. სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებები მასწავლებლის საქმიანობასთან დაკავშირებით ასრულებენ ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვალდებულებებს და ახორციელებენ აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

5. სკოლისგარეშე სახელოვნებო ან სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებისა და წესის განსაზღვრის მიზნით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მონაწილეობს მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროგრამების რეგისტრაციის დებულების იმ ნაწილის შემუშავებაში, რომელიც ეხება სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამებს.

საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76

    მუხლი 57. საშუალო პროფესიული განათლების დაწესებულებები

1. საშუალო პროფესიული განათლების დაწესებულება შეიძლება არსებობდეს საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით :

) 2008-2009 სასწავლო წლის დაწყებამდე , თუ 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე მის მიერ განხორციელებული საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხანგრძლივობა, ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების გარეშე , იყო 2 წელი ;

) 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე , თუ 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე მის მიერ განხორციელებული საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხანგრძლივობა, ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების გარეშე , იყო 3 წელი .

1 1 . კერძო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია , ამ მუხლის პირველი პუნქტის და ქვეპუნქტებში აღნიშნული ვადების დაცვით განახორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით , სხვა დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე .

1 2 . 2007-2008 სასწავლო წლიდან საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება არა აქვთ, განახორციელონ მიღება საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველ კურსზე .

2. სამინისტრო საშუალო პროფესიული განათლების დაწესებულებას აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით, ამტკიცებს მის წესდებას, ახორციელებს მის სახელმწიფო კონტროლს, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას.

3. იმ საშუალო პროფესიული განათლების დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს პროფესიულ სახელოვნებო და სასპორტო განათლებასა და მომზადებას, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით აფუძნებს დარგობრივი სამინისტრო, რომელიც ამტკიცებს მის წესდებას, ნიშნავს დირექტორს, ახორციელებს მასზე სახელმწიფო კონტროლს, მის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას.

4. საშუალო პროფესიული განათლების დაწესებულება, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირია, ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ან/და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.

5. საშუალო პროფესიული განათლების მიღება შეიძლება საბაზო განათლების მიღების შემდეგ. ის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აგრეთვე სახელმწიფოს 100%-იანი მონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც 2005-2006 სასწავლო წლის ბოლომდე ახორციელებდნენ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს, უფლებამოსილი არიან გასცენ ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი იმ მოსწავლეებზე, რომლებმაც 2005-2006 სასწავლო წლის ბოლომდე დაასრულეს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები და ისწავლეს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 2 წლის განმავლობაში. 2005-2006 სასწავლო წლის დასრულებამდე ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები ამ დაწესებულებებში ფინანსდება პროგრამული დაფინანსების ფარგლებში.

5 1 . ლიცენზირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, გარდა საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომისა, ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ათვისების დასადასტურებლად გასცემენ ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. საშუალო პროფესიული განათლების დაწესებულებები ექვემდებარებიან აკრედიტაციას. მათი აკრედიტაციის წესსა და პირობებს და საშუალო პროფესიული განათლების დაწესებულებების სტანდარტებს ადგენს სამინისტრო შესაბამის დარგობრივ სამინისტროსთან შეთანხმებით, სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის წარდგინების საფუძველზე.

7. საშუალო პროფესიული განათლების ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა ფინანსდება ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო საკუთრივ პროფესიული განათლება ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან ან/და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65

საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4530 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.119

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3025  –  ვებგვერდი,  11.07.2018წ.

საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

    მუხლი 58. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით დაფუძნების უზრუნველყოფა

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2005 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოფს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით დაფუძნებას, ასევე არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ახალი წესდებების დამტკიცებას ამ კანონის შესაბამისად.

2. იმ საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებზე, რომლებიც არ არიან საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირები და სახელმწიფო ბიჯეტიდან ფინანსდებიან, ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიმართ მოქმედი ნორმები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებებისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამტკიცებს წესდების ერთიან ნიმუშს, რომლის მიხედვითაც დაფუძნდება ეს დაწესებულებები. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქვეყნებს წესდების ნიმუშს და შესაბამისად დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ნუსხას.

4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, ეკონომიკური განვითარების, იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროები ამ კანონის მიღებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს მთავრობას წარუდგენენ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით დაფუძნებისათვის საჭირო ღონისძიებათა ფინანსური და სამართლებრივი უზრუნველყოფის გეგმას.

5. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს ეტაპობრივად, არა უგვიანეს 2010-2011 სასწავლო წლის დაწყებისა.

6. ამ კანონის 36- მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2011–2012 სასწავლო წლის დასაწყისიდან .

7. ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ​1“ ქვეპუნქტი, 27-ე მუხლის 1​1 პუნქტი და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ​1“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2011-2012 სასწავლო წლის დასაწყისიდან.

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3986- სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.353

საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5609 - სსმ I, №46, 24.12.2007წ., მუხ.400

საქართველოს 2008 წლის 18 ნოემბრის კანონი №497 – სსმ I, №33, 01.12.2008 წ., მუხ.211

საქართველოს 2022 წლის 30 მარტის კანონი №1465 – ვებგვერდი, 06.04.2022წ.

    მუხლი 59. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2006-2007 სასწავლო წლის დასრულებამდე უზრუნველყოს საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოების პირველი არჩევნების ჩატარება. პირველი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული განრიგითა და წესით.

2. ამ კანონის ამოქმედება არის ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირის , რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ერთ საფეხურს მაინც , აგრეთვე იმ სკოლისგარეშე დაწესებულების , რომელიც ახორციელებს მხოლოდ სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე , ხელმძღვანელის (დირექტორის ) გათავისუფლების საფუძველი , რაც ფორმდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით , ხოლო სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებათა შემთხვევაში საქართველოს კულტურის , ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით . ამ კანონის შესაბამისად დირექტორის არჩევამდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ბრძანებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი , ხოლო ამ კანონის 56- მუხლით გათვალისწინებული სკოლისგარეშე დაწესებულების ხელმძღვანელის (დირექტორის ) მოვალეობის შემსრულებელს 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე ბრძანებით ნიშნავს და ათავისუფლებს კულტურის , ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი .

3. ამ კანონის ამოქმედება იწვევს საჯარო სკოლაში არსებული სამეურვეო საბჭოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტას.

4. ამ კანონის საფუძველზე პირველად არჩეული დირექტორის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რეგისტრაცია იწვევს ამ ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის და ადმინისტრაციის/დირექციის თანამდებობის პირების უფლებამოსილების შეწყვეტას.

5. პირველად არჩეულმა დირექტორმა რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ყველა მასწავლებელთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება.

51. 2014 წლის 1 იანვრამდე სამინისტროს მიერ დაფუძნებულ/რეორგანიზებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება მიეცეთ, 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე განახორციელონ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა/სკოლებმა, და მიიღონ ამ კანონით გათვალისწინებული დაფინანსება. 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ეტაპობრივი ავტორიზაცია.

6. 2010 წლის 1 სექტემბრამდე ლიცენზირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება მიეცეთ, 2015–2016 სასწავლო წლის დაწყებამდე განახორციელონ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა/სკოლებმა, და მიიღონ ამ კანონით გათვალისწინებული დაფინანსება. 2015–2016 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ეტაპობრივი ავტორიზაცია.

61 . საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2011 წლის 1 მაისამდე დაადგინოს ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის ეტაპები.

7. (ამოღებულია - 21.07.2010, №3530).

8. (ამოღებულია - 28.11.2014, №2822) .

9. საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოების პირველი არჩევნების შედეგები შეიძლება გასაჩივრდეს სამინისტროში.

საქართველოს 2005 წლის 28 ოქტომბრის კანონი №2014 - სსმ I, №47, 21.11.2005წ., მუხ.314

საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.302

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4042 - სსმ I, №76,27.12.2010წ., მუხ.491

საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი №4322 – ვებგვერდი, 22.03.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №5741 - ვებგვერდი, 05.03.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი № 3 87   – ვებგვერდი, 02.04.2013წ.

     მუხლი 60. სასწავლო პროგრამების ზოგადი განათლების საფეხურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს ყველა ზოგადსაგანამანთლებლო დაწესებულებაში სწავლების დაწყება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.

    მუხლი 601. 2011–2012 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო გეგმის ამოქმედებამდე განსახორციელებელი ღონისძიებები

დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ამ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგნობრივი ჯგუფების მიხედვით განსაზღვრული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი სახელმძღვანელოების თვის გრიფების მისანიჭებლად საჭირო ღონისძიებების ეტაპობრივი განხორციელება.

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4042 - სსმ I, №76,27.12.2010წ., მუხ.491

    მუხლი 61. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76

საქართველოს 2008 წლის 18 ნოემბრის კანონი №497 – სსმ I, №33, 01.12.2008 წ., მუხ.211

საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4042 - სსმ I, №76,27.12.2010წ., მუხ.491

საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №5741 - ვებგვერდი, 05.03.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6448 – ვებგვერდი, 25.06.2012წ.

    მუხლი 61 1 . (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2940 - სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.122

საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6013 – ვებგვერდი, 20.04.2012წ.

    მუხლი 612. მასწავლებელთა სერტიფიცირებიდან მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაზე გადასვლა

1. 2014 წლის ბოლომდე ჩატარებული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგები გათვალისწინებულ იქნეს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში.

2. ამ კანონის 21 3 მუხლით მასწავლებლის განათლებისათვის დადგენილი მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოთ:

ა) 2015 წლის 1 იანვრამდე მოქმედ მასწავლებელს;

ბ) 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებულ პირს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებელი/პირი უფლებამოსილია დაიწყოს მასწავლებლად მუშაობა. 2023 წლის ბოლომდე მასწავლებლად მუშაობის დაწყების უფლება აქვს აგრეთვე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელმაც მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიაროს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი.

4. პირი, რომელიც 2018−2019 სასწავლო წლის დასაწყისისთვის ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართული არ არის, ჩაითვალოს მასწავლებლობის მაძიებლად.

მუხლი 613. სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაზე გადასვლა

1. 2018 წლის 10 აგვისტომდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული სპეციალური პედაგოგი/სპეციალური მასწავლებელი, ფსიქოლოგი და ინკლუზიური განათლების კოორდინატორი, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ კანონის 213 მუხლის მე-3 პუნქტით სპეციალური მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილ მოთხოვნებს, ჩაითვალონ პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებად.

2. პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი ვალდებულია კომპეტენციის დადასტურების მიზნით 2025 წლის 1 იანვრამდე ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა.

3. პირს, რომელსაც მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიენიჭა განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით), უფლება აქვს, დასაქმდეს პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლად და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ჩააბაროს აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში, არაუგვიანეს 2025 წლის 1 იანვრისა.

4. პირს, რომელსაც აქვს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით ან სულ მცირე ფსიქოლოგიის ბაკალავრის ან ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხი, უფლება აქვს, დასაქმდეს პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლად და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ჩააბაროს აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში, არაუგვიანეს 2025 წლის 1 იანვრისა.

    მუხლი 62. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსება

1. ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ზოგადი განათლების ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე გადასვლა განხორციელდეს ეტაპობრივად, არა უგვიანეს 2007-2008 სასწავლო წლისა. ამ დრომდე ზოგადი განათლების დაფინანსებას ახორციელებს ადგილობრივი მმართველობის ორგანო. იმ ქალაქებში, რომლებიც არ შედის არც ერთი რაიონის შემადგენლობაში, აგრეთვე სადაც არ არსებობს ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსებას ახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. სახელმწიფო ვალდებულია აანაზღაუროს განსხვავება ადგილობრივი მმართველობის/თვითმმართველობის ორგანოს მიერ გამოყოფილ დაფინანსებასა და ერთ მოსწავლეზე გათვლილ ფინანსურ ნორმატივს შორის.

2. ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ზოგადი განათლების ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე გადასვლამდე ადგილობრივი მმართველობის/თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენლები სამეურვეო საბჭოში სარგებლობენ გადამწყვეტი ხმის უფლებით.

3. ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს არა უგვიანეს 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებისა.

    მუხლი 63. 12-წლიან ზოგადსაგანმანათლებლო სწავლებაზე გადასვლა

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს 2006-2007 სასწავლო წლიდან 12-წლიან ზოგადსაგანმანათლებლო სწავლებაზე ეტაპობრივი გადასვლა.

2. 12-წლიანი ზოგადსაგანმანათლებლო სწავლება არ შეეხება 2006-2007 წლის დასაწყისში მე-11 კლასში მყოფ მოსწავლეებს.

3. (ამოღებულია – 25.11.2011, №5349).

4. (ამოღებულია – 25.11.2011, №5349).

საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5349 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.

    მუხლი 631. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარება

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარება ხდება მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №790 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ.257

საქართველოს 2018 წლის 5   ივლისის  კანონი №3025  –  ვებგვერდი,  11.07.2018წ.

საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

    მუხლი 63 2 . აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სახელმწიფოს მიერ გადაცემული საჯარო სკოლის ქონების განკარგვა

ამ კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მიენიჭოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნის შემდეგ.

საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის კანონი №2671 - სსმ I, №10, 16.03.2010წ., მუხ.36

    მუხლი 633. 2014-2015 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკთან დაკავშირებული გამონაკლისი

2014-2015 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც 2015 წლის 1 იანვრამდე შეუსრულდებათ 6 წელი ან რომლებიც 2013-2014 სასწავლო წელს სწავლობენ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის სწავლის დაწყების მოსამზადებელ კლასში/განყოფილებაზე და 2014-2015 სასწავლო წლის დაწყებამდე მათი ასაკი 5 წელს აღემატება.

საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3442 - სსმ I, №44, 28.07.2010წ., მუხ.273

    მუხლი 634. სახელობო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც 2010 წლის 1 სექტემბრისთვის ახორციელებს სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობას, უფლებამოსილია სახელობო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა მიერ ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე განახორციელოს აღნიშნული საგანმანათლებლო საქმიანობა. დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სახელობო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება 2010 წლის 1 სექტემბრის შემდეგ.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.302

    მუხლი 635. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის არალიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2010 წლის 1 სექტემბრამდე გაცემული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს საპატრიარქომ 2015 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის იმ არალიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ნუსხის შედგენა, რომელთა მიერ 2010 წლის 1 სექტემბრამდე გაცემული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები საქართველოს კანონმდებლობით აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.

    მუხლი 636. საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში აღიარება 

1. ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან გათანაბრებულია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც 2017-2018 სასწავლო წლის დაწყებამდე გაცემულია საქართველოში განხორციელებული იმ საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად, რომლის აღიარების განმახორციელებელ უცხო ქვეყნის უფლებამოსილ ინსტიტუტთანაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გააფორმებს ხელშეკრულებას 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ.

2. აღიარებულია საქართველოში განხორციელებული იმ საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში 2017-2018 სასწავლო წლის დაწყებამდე პირის მიერ მიღებული განათლება, რომლის აღიარების განმახორციელებელ უცხო ქვეყნის უფლებამოსილ ინსტიტუტთანაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გააფორმებს ხელშეკრულებას 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ.

მუხლი 637. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურისათვის წასაყენებელი მოთხოვნები 

1. ამ კანონის 481 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურად 2018 წლის 15 სექტემბრამდე დანიშნულ პირზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური უნდა იყოს ნასამართლობის არმქონე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა 20 წელი, აქვს სრული ზოგადი განათლება, იცის სახელმწიფო ენა, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად აქვს შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გავლილი აქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული მოსამზადებელი კურსები, რომლებიც სწავლების სხვა კომპონენტებთან ერთად ითვალისწინებს მოსწავლის/სტუდენტის ასაკობრივი განვითარების კანონზომიერებებს, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის პროფესიულ ვალდებულებებსა და ღირებულებებს.

    მუხლი 638. იმ პირების სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისაგან გათავისუფლება, რომლებმაც ვერ მოიპოვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი 

1. იმ პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და რომლებსაც მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი − ატესტატი.

2. იმ პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის − ატესტატის მოპოვებისათვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება ვერ მიიღეს, გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი − ატესტატი.

    მუხლი 64. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 8 აპრილი.

№1330–Iს

107. 17/09/2024 - საქართველოს კანონი - 4445-XVIმს-Xმპ - ვებგვერდი, 03/10/2024 106. 18/07/2024 - საქართველოს კანონი - 4372-XVრს-Xმპ - ვებგვერდი, 30/07/2024 105. 29/05/2024 - საქართველოს კანონი - 4204-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 13/06/2024 104. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 3996-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 26/12/2023 103. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 3959-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 25/12/2023 102. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3825-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2023 101. 15/11/2023 - საქართველოს კანონი - 3664-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 05/12/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 100. 15/11/2023 - საქართველოს კანონი - 3663-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 05/12/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 99. 21/09/2023 - საქართველოს კანონი - 3524-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/10/2023 98. 03/05/2023 - საქართველოს კანონი - 2854-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 11/05/2023 97. 30/11/2022 - საქართველოს კანონი - 2218-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2022 96. 01/12/2022 - საქართველოს კანონი - 2250-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 14/12/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 95. 02/11/2022 - საქართველოს კანონი - 1979-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 14/11/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 94. 14/04/2022 - საქართველოს კანონი - 1513-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 19/04/2022 93. 30/03/2022 - საქართველოს კანონი - 1465-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 06/04/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 92. 01/02/2022 - საქართველოს კანონი - 1353-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 08/02/2022 91. 15/12/2021 - საქართველოს კანონი - 1141-VIმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/12/2021 90. 27/04/2021 - საქართველოს კანონი - 463-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 04/05/2021 89. 30/03/2021 - საქართველოს კანონი - 417-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 13/04/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 88. 16/03/2021 - საქართველოს კანონი - 338-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/03/2021 87. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6905-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 86. 14/07/2020 - საქართველოს კანონი - 6829-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 85. 12/06/2020 - საქართველოს კანონი - 6286-IIს - ვებგვერდი, 15/06/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 84. 21/05/2020 - საქართველოს კანონი - 5918-სს - ვებგვერდი, 25/05/2020 83. 17/03/2020 - საქართველოს კანონი - 5777-IIს - ვებგვერდი, 23/03/2020 82. 17/03/2020 - საქართველოს კანონი - 5755-IIს - ვებგვერდი, 23/03/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 81. 17/03/2020 - საქართველოს კანონი - 5746-IIს - ვებგვერდი, 23/03/2020 80. 29/11/2019 - საქართველოს კანონი - 5406-Iს - ვებგვერდი, 10/12/2019 79. 20/09/2019 - საქართველოს კანონი - 5018-Iს - ვებგვერდი, 27/09/2019 78. 19/04/2019 - საქართველოს კანონი - 4524-IIს - ვებგვერდი, 24/04/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 77. 08/04/2019 - საქართველოს კანონი - 4495-რს - ვებგვერდი, 11/04/2019 76. 20/09/2018 - საქართველოს კანონი - 3443-Iს - ვებგვერდი, 09/10/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 75. 20/09/2018 - საქართველოს კანონი - 3439-Iს - ვებგვერდი, 05/10/2018 74. 20/07/2018 - საქართველოს კანონი - 3243-რს - ვებგვერდი, 10/08/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 73. 29/06/2018 - საქართველოს კანონი - 2753-IIს - ვებგვერდი, 19/07/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 72. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3025-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 71. 13/06/2018 - საქართველოს კანონი - 2523-IIს - ვებგვერდი, 29/06/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 70. 06/06/2018 - საქართველოს კანონი - 2479-რს - ვებგვერდი, 21/06/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 69. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1631-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 68. 26/07/2017 - საქართველოს კანონი - 1227-რს - ვებგვერდი, 28/07/2017 67. 04/05/2017 - საქართველოს კანონი - 773-IIს - ვებგვერდი, 25/05/2017 66. 23/03/2017 - საქართველოს კანონი - 494-IIს - ვებგვერდი, 27/03/2017 65. 16/12/2016 - საქართველოს კანონი - 102-Iს - ვებგვერდი, 05/01/2017 64. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 134-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 63. 01/12/2016 - საქართველოს კანონი - 44-Iს - ვებგვერდი, 15/12/2016 62. 08/06/2016 - საქართველოს კანონი - 5367-IIს - ვებგვერდი, 24/06/2016 61. 10/06/2016 - საქართველოს კანონი - 5420-IIს - ვებგვერდი, 17/06/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 60. 19/02/2016 - საქართველოს კანონი - 4785-IIს - ვებგვერდი, 07/03/2016 59. 11/12/2015 - საქართველოს კანონი - 4619-Iს - ვებგვერდი, 22/12/2015 58. 27/11/2015 - საქართველოს კანონი - 4583-Iს - ვებგვერდი, 10/12/2015 57. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4356-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 56. 27/06/2015 - საქართველოს კანონი - 3819-რს - ვებგვერდი, 03/07/2015 55. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3372-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 54. 19/02/2015 - საქართველოს კანონი - 3091-IIს - ვებგვერდი, 26/02/2015 53. 28/11/2014 - საქართველოს კანონი - 2822-Iს - ვებგვერდი, 15/12/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 52. 12/09/2014 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/3/540 - ვებგვერდი, 29/09/2014 51. 04/04/2014 - საქართველოს კანონი - 2210-IIს - ვებგვერდი, 14/04/2014 50. 06/08/2013 - საქართველოს კანონი - 918-რს - ვებგვერდი, 20/08/2013 49. 22/03/2013 - საქართველოს კანონი - 387-IIს - ვებგვერდი, 02/04/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 48. 20/03/2013 - საქართველოს კანონი - 348-IIს - ვებგვერდი, 28/03/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 47. 27/12/2012 - საქართველოს კანონი - 173-რს - ვებგვერდი, 08/01/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 46. 12/06/2012 - საქართველოს კანონი - 6448-რს - ვებგვერდი, 25/06/2012 45. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6328-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 44. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6301-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 43. 05/06/2012 - საქართველოს კანონი - 6428-Iს - ვებგვერდი, 05/06/2012 42. 10/04/2012 - საქართველოს კანონი - 6013-Iს - ვებგვერდი, 20/04/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 41. 02/03/2012 - საქართველოს კანონი - 5741-Iს - ვებგვერდი, 05/03/2012 40. 28/12/2011 - საქართველოს კანონი - 5666-რს - ვებგვერდი, 12/01/2012 39. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5513-რს - ვებგვერდი, 111228083, 28/12/2011 38. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5511-რს - ვებგვერდი, 111228081, 28/12/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 37. 24/11/2011 - საქართველოს კანონი - 5305-IIს - ვებგვერდი, 111208017, 08/12/2011 36. 25/11/2011 - საქართველოს კანონი - 5349-IIს - ვებგვერდი, 111206011, 06/12/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 35. 01/07/2011 - საქართველოს კანონი - 5000-რს - ვებგვერდი, 110715033, 15/07/2011 34. 17/06/2011 - საქართველოს კანონი - 4791-Iს - ვებგვერდი, 110628020, 28/06/2011 33. 03/06/2011 - საქართველოს კანონი - 4734-Iს - ვებგვერდი, 110622013, 22/06/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 32. 05/04/2011 - საქართველოს კანონი - 4488-Iს - ვებგვერდი, 110415028, 15/04/2011 31. 22/03/2011 - საქართველოს კანონი - 4469 - ვებგვერდი, 110401027, 01/04/2011 30. 09/03/2011 - საქართველოს კანონი - 4322-Iს - ვებგვერდი, 110322023, 22/03/2011 29. 09/03/2011 - საქართველოს კანონი - 4321-Iს - ვებგვერდი, 110322022, 22/03/2011 28. 22/02/2011 - საქართველოს კანონი - 4204-Iს - ვებგვერდი, 110310029, 10/03/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 27. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4042-რს - სსმ, 76, 29/12/2010 26. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4044-რს - სსმ, 75, 27/12/2010 25. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4041-რს - სსმ, 75, 27/12/2010 24. 26/10/2010 - საქართველოს კანონი - 3744-IIს - სსმ, 62, 05/11/2010 23. 21/07/2010 - საქართველოს კანონი - 3530 - სსმ, 47, 05/08/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 22. 21/07/2010 - საქართველოს კანონი - 3544 - სსმ, 46, 04/08/2010 21. 16/07/2010 - საქართველოს კანონი - 3442 - სსმ, 44, 28/07/2010 20. 16/07/2010 - საქართველოს კანონი - 3440 - სსმ, 42, 22/07/2010 19. 02/07/2010 - საქართველოს კანონი - 3292 - სსმ, 37, 14/07/2010 18. 04/05/2010 - საქართველოს კანონი - 3068 - სსმ, 27, 24/05/2010 17. 20/04/2010 - საქართველოს კანონი - 2958 - სსმ, 23, 04/05/2010 16. 20/04/2010 - საქართველოს კანონი - 2940 - სსმ, 23, 04/05/2010 15. 09/03/2010 - საქართველოს კანონი - 2725 - სსმ, 12, 24/03/2010 14. 26/02/2010 - საქართველოს კანონი - 2671 - სსმ, 10, 16/03/2010 13. 18/12/2009 - საქართველოს კანონი - 2380 - სსმ, 48, 29/12/2009 12. 17/11/2009 - საქართველოს კანონი - 2079 - სსმ, 38, 01/12/2009 11. 11/07/2009 - საქართველოს კანონი - 1385 - სსმ, 18, 23/07/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 19/12/2008 - საქართველოს კანონი - 790 - სსმ, 40, 29/12/2008 9. 18/11/2008 - საქართველოს კანონი - 497 - სსმ, 33, 01/12/2008 8. 19/03/2008 - საქართველოს კანონი - 5951 - სსმ, 8, 28/03/2008 7. 14/12/2007 - საქართველოს კანონი - 5609 - სსმ, 46, 24/12/2007 6. 28/03/2007 - საქართველოს კანონი - 4530 - სსმ, 15, 23/04/2007 5. 02/03/2007 - საქართველოს კანონი - 4412 - სსმ, 8, 23/03/2007 4. 27/12/2006 - საქართველოს კანონი - 4129 - სსმ, 49, 29/12/2006 3. 14/12/2006 - საქართველოს კანონი - 3986 - სსმ, 48, 22/12/2006 2. 17/03/2006 - საქართველოს კანონი - 2793 - სსმ, 9, 31/03/2006 1. 28/10/2005 - საქართველოს კანონი - 2014 - სსმ, 47, 21/11/2005