„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 102-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 430050000.05.001.018314
102-Iს
16/12/2016
ვებგვერდი, 05/01/2017
430050000.05.001.018314
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ა2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა2) ბრენდირება − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი სკოლების ინდივიდუალური შეფასების სისტემა. სკოლების ბრენდირებისას უმაღლესი შეფასება ენიჭება სკოლას, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს ან/და ახორციელებს აკრედიტებულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას და აკმაყოფილებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს;“;

ბ) „ბ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ2“ ქვეპუნქტი:

„ბ2) დისტანციური სწავლება − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მისაღებად ან/და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის დასაძლევად ორგანიზებული, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი. დისტანციური სწავლების განხორციელებისათვის აუცილებელია კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვის შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება;“;

გ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/სკოლა:

ჟ.ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და სრულად მოიცავს ზოგადი განათლების ერთ საფეხურს მაინც;

ჟ.ბ) ამ კანონის 341 მუხლით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება;“;

დ) „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ1“ ქვეპუნქტი:

„ჟ1) საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა − ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც აღიარებულია უცხო ქვეყნის იმ უფლებამოსილი ინსტიტუტის მიერ, რომელთანაც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება;“.

2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. უცხოურ ენაზე სწავლება დასაშვებია ამ კანონის მე-2 მუხლის „ჟ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით. ამ შემთხვევაში სავალდებულოა სახელმწიფო ენის − ქართულის სწავლება, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურისა.“.

3. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  მე-7 პუნქტი:

„7. ეროვნული სასწავლო გეგმით შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს მოდიფიცირებული ეროვნული სასწავლო გეგმა ან/და ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირების შესაძლებლობა ამ კანონის 311 მუხლით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ტიპების მიხედვით.“.

4. მე-6 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარებისგან თავისუფლდება პირი, რომელმაც:

ა) ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამით დაძლია;

ბ) ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა ამ კანონის მე-2 მუხლის „ჟ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დაძლია.“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

„მუხლი 61. დისტანციური სწავლება

1. დისტანციური სწავლება ითვალისწინებს სასწავლო პროცესის სწავლის მართვის სისტემის გამოყენებით წარმართვას. სწავლის მართვის სისტემა არის ინტერნეტზე დამყარებული კომპიუტერული პროგრამა, რომელიც აუცილებელია საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვისათვის, კერძოდ, სასწავლო მასალების მიწოდებისათვის, სასწავლო პროცესის მონაწილეებს შორის კომუნიკაციისათვის, ტესტირებისათვის, კონსულტირებისათვის, მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგისათვის და სხვა მიზნებისათვის.

2. დისტანციური სწავლება ხორციელდება სინქრონული კომუნიკაციის ფორმით. სინქრონული კომუნიკაცია გულისხმობს ისეთ ინტერაქციას, როდესაც კომუნიკაცია სასწავლო პროცესის მონაწილეებს შორის ერთსა და იმავე დროს ხორციელდება.

3. დისტანციური სწავლების პროგრამა აგებულია ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამისათვის ან/და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნისათვის/საგნობრივი ჯგუფისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.“.

6. მე-19 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. დაუშვებელია სკოლის მიერ მოსწავლის ან მასწავლებლის დისციპლინური დევნა იმ ქმედებისთვის, რომელიც მან სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ ჩაიდინა.“.

7. 217 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების უზრუნველყოფის გარდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია დააფინანსოს კერძო სკოლა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესისა და პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის/პროგრამების ფარგლებში.“.

9. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს:

ბ.ა) ერთ მოსწავლეზე გათვლილ ფინანსურ ნორმატივებს და მათი შესაბამისი სტანდარტული და გაზრდილი ვაუჩერების ოდენობებს;

ბ.ბ) შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის/პროგრამების ფარგლებში კერძო სკოლის დაფინანსების წესსა და პირობებს;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) ამტკიცებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხო ქვეყნის იმ უფლებამოსილ ინსტიტუტთან ხელშეკრულების გაფორმების კრიტერიუმებსა და სტანდარტებს, რომელიც ახორციელებს საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის აღიარებას.“.

10. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:

„ლ1) უფლებამოსილია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესისა და პირობების შესაბამისად დააფინანსოს კერძო სკოლა შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის/პროგრამების ფარგლებში;“;

ბ) „ნ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ2“ ქვეპუნქტი:

„ნ2) უფლებამოსილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების, მართვის წესის, სტრუქტურული ერთეულების, სასკოლო სასწავლო გეგმის, სახელმწიფო კონტროლის, ადამიანური რესურსებისათვის (მათ შორის, დირექტორისა და მასწავლებლისათვის) წასაყენებელი მოთხოვნების გათვალისწინებით, ავტორიზაციის მოპოვების მიზნით დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი და დაამტკიცოს მისი წესდება, აგრეთვე განახორციელოს მისი რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს წარდგინების საფუძველზე;“;

გ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესსა და საფასურს; უფლებამოსილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირებასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული წარმოების ვადა;“;

დ) „ფ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ1“ ქვეპუნქტი:

„ფ1) უფლებამოსილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესით განსაზღვრულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება სახელმძღვანელოსთვის/სერიისთვის გრიფის მინიჭების შესახებ;“;

ე) „ჰ9“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ10“ ქვეპუნქტი:

„ჰ10) უფლებამოსილია მოსწავლეთათვის საგანმანათლებლო, კულტურული, სახელოვნებო, შემოქმედებითი, სასპორტო, შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარების მიზნით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე ან/და მასწავლებელზე გასცეს გრანტი და დაამტკიცოს საგრანტო კონკურსის დებულება.“.

11. 283 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის წარმოება, კერძოდ, საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში − სკოლის სხვა თანამშრომლის, სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილებისა და უფლებამოსილების შეწყვეტის რეგისტრაციაში გატარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით;“;

ბ) „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

12. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) აწარმოებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრს; ამ კანონითა და ზოგადი განათლების სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სკოლის დირექტორს, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში − სკოლის სხვა თანამშრომლის, სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილებასა და უფლებამოსილების შეწყვეტას და აღნიშნულ მონაცემებს სარეგისტრაციოდ უგზავნის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. მონაცემთა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაცია იწვევს მათ ძალაში შესვლას;“.

13. 31-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის დაადგინოს ამ კანონით საჯარო სკოლისათვის გათვალისწინებულისაგან განსხვავებული მართვის წესი, სტრუქტურა, სახელმწიფო კონტროლი, ადამიანური რესურსებისათვის (მათ შორის, დირექტორისა და მასწავლებლისათვის) წასაყენებელი მოთხოვნები, აგრეთვე განსაზღვროს ამ კანონით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული დაფინანსების წესი და პირობები.“.

14. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 311 მუხლი:

„მუხლი 311. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ტიპები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების, მართვის წესის, სტრუქტურული ერთეულების, სასკოლო სასწავლო გეგმის, სახელმწიფო კონტროლის, ადამიანური რესურსებისათვის (მათ შორის, დირექტორისა და მასწავლებლისათვის) წასაყენებელი მოთხოვნების გათვალისწინებით განსაზღვრავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ტიპებს.“.

15. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 341 მუხლი:

„მუხლი 341. საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში განხორციელება

1. საქართველოში დასაშვებია მხოლოდ იმ საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, რომლის აღიარებისთვისაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უცხო ქვეყნის უფლებამოსილ ინსტიტუტთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება.

2. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების კრიტერიუმები და სტანდარტები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხო ქვეყნის იმ უფლებამოსილ ინსტიტუტთან ხელშეკრულების გაფორმების კრიტერიუმებითა და სტანდარტებით, რომელიც ახორციელებს საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის აღიარებას.

3. საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში განხორციელების უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილ იურიდიულ პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის გათვალისწინებული მოთხოვნები.

4. საქართველოში განხორციელებული საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან და იძლევა განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას, ამასთანავე, აპოსტილით დამოწმებას არ საჭიროებს.“.

16. 36-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. საჯარო სკოლის დირექციის წევრები არ შეიძლება იყვნენ ერთმანეთის ახლო ნათესავები. გამონაკლისის დაშვება შეიძლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით, მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლაში.“.

17. 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ კანონის 42-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. ეს წესი არ ვრცელდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას;“.

18. 41-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:

„22. დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი არ შეიძლება იყოს განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, რომელსაც მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა.“.

19. 42-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამეურვეო საბჭო დირექტორის არჩევის ოქმს, არჩეული დირექტორის შესახებ მონაცემებს, არჩეულ დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ასლს უგზავნის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. არჩევნების შედეგები ძალაში შედის არჩეული დირექტორის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაციის მომენტიდან. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის გადაწყვეტილება დირექტორის რეგისტრაციაში გატარების შესახებ საჩივრდება სასამართლოში. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.

5. სამეურვეო საბჭო არჩეულ დირექტორთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.“.

20. 612 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის 213 მუხლით მასწავლებლის განათლებისათვის დადგენილი მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოთ:

ა) 2015 წლის 1 იანვრამდე მოქმედ მასწავლებელს;

ბ) 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებულ პირს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებელი/პირი უფლებამოსილია დაიწყოს მასწავლებლად მუშაობა. 2021 წლის ბოლომდე მასწავლებლად მუშაობის დაწყების უფლება აქვს აგრეთვე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიარა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.“.

21. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 636 მუხლი:

„მუხლი 636. საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში აღიარება

1. ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან გათანაბრებულია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც 2017-2018 სასწავლო წლის დაწყებამდე გაცემულია საქართველოში განხორციელებული იმ საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად, რომლის აღიარების განმახორციელებელ უცხო ქვეყნის უფლებამოსილ ინსტიტუტთანაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გააფორმებს ხელშეკრულებას 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ.

2. აღიარებულია საქართველოში განხორციელებული იმ  საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში 2017-2018 სასწავლო წლის დაწყებამდე პირის მიერ მიღებული განათლება, რომლის აღიარების განმახორციელებელ უცხო ქვეყნის უფლებამოსილ ინსტიტუტთანაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გააფორმებს ხელშეკრულებას 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

16 დეკემბერი 2016 წ.

N102-Iს