დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3959-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 430050000.05.001.102161 |
|
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) „ღ9“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ღ9) მოწვეული მასწავლებელი − პირი (გარდა უცხოელი მოწვეული მასწავლებლისა), რომელიც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვის გარეშე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასწავლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ან გაუთვალისწინებელ საგანს, რომლის სამუშაო დატვირთვაა არაუმეტეს მასწავლებლის სრული დატვირთვისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგაკვეთილო საათების 50 პროცენტისა და რომელსაც აქვს შესაბამისი საგნის სწავლებისთვის საჭირო კომპეტენცია ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;“; ბ) „ღ10“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ11“ ქვეპუნქტი: „ღ11) უცხოელი მოწვეული მასწავლებელი − უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლის მასწავლებლობის უფლება აღიარებულია ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესის საფუძველზე და რომელიც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვის გარეშე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასწავლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ან გაუთვალისწინებელ საგანს და რომელსაც აქვს შესაბამისი საგნის სწავლებისთვის საჭირო კომპეტენცია ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;“. 2. მე-6 მუხლის მე-6 და 61 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი, რომელიც პირს ამ კანონის 71 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სასწავლო წლის დაწყების თარიღის ჩათვლით უსრულდება. ამასთანავე, პირს, რომელსაც 6 წელი სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდება, უფლება აქვს, მშობლის გადაწყვეტილებით ნებაყოფლობით დაიწყოს სწავლა ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე. 61. ზოგადი განათლების დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე უცხოურ ენაზე (მათ შორის, ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 და 41 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში) განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები შეიძლება ითვალისწინებდეს ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის ამ კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასწავლო წლებისგან განსხვავებულ წლებს იმ პირობით, რომ ზოგადი განათლების დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე უცხოურ ენაზე (მათ შორის, ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 და 41 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში) განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების სწავლების წლების ჯამური რაოდენობა 12-ზე მეტი ან 12-ზე ნაკლები არ იქნება.“. 3. 21-ე მუხლის 11 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ჩაერთოს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში (ეს ვალდებულება არ ვრცელდება მოწვეულ მასწავლებელზე, უცხოელ მოწვეულ მასწავლებელსა და შემცვლელ მასწავლებელზე, ხოლო კერძო სკოლის მასწავლებელზე აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება მხოლოდ ამ სქემით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაში);“. 4. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) მიერ უცხო ქვეყნის იმ უფლებამოსილ ინსტიტუტთან ხელშეკრულების გაფორმების წესსა და პირობებს, რომელიც ახორციელებს საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის აღიარებას.“. 5. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ს1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს2“ ქვეპუნქტი: „ს2) შეიმუშავებს და ამტკიცებს უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების წესს;“; ბ) „ც1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ც1) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესს;“. 6. 32-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ვადა 9 წელია.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე განახორციელოს მხოლოდ საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა, პროფესიული მომზადების პროგრამა ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამა. კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება აგრეთვე უფლებამოსილია დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე მოიპოვოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლება.“. 7. 341 მუხლის მე-2−მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხო ქვეყნის იმ უფლებამოსილ ინსტიტუტთან ხელშეკრულების გაფორმების წესითა და პირობებით, რომელიც ახორციელებს საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის აღიარებას. 3. საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში განხორციელების უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილ იურიდიულ პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის გათვალისწინებული მოთხოვნები, გარდა ამ კანონში საზღვარგარეთ აღიარებულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამაზე პირდაპირი მითითების შემთხვევისა და ამ კანონის II და XI1 თავებისა. ამასთანავე, ამ პუნქტით განსაზღვრულ იურიდიულ პირზე ამ კანონის მე-9 და 21-ე მუხლების მოქმედება ვრცელდება მათი შინაარსის გათვალისწინებით. 4. საქართველოში განხორციელებული საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან და იძლევა განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას, ამასთანავე, აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას არ საჭიროებს.“. 8. 59-ე მუხლის: ა) 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „51. 2014 წლის 1 იანვრამდე სამინისტროს მიერ დაფუძნებულ/რეორგანიზებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება მიეცეთ, 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე განახორციელონ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა/სკოლებმა, და მიიღონ ამ კანონით გათვალისწინებული დაფინანსება. 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ეტაპობრივი ავტორიზაცია.“; ბ) 51 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 პუნქტი: „52. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციის/გაყოფის შედეგად სამინისტროს მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება მიეცეთ, 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე განახორციელონ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა/სკოლებმა, და მიიღონ ამ კანონით გათვალისწინებული დაფინანსება. 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ეტაპობრივი ავტორიზაცია.“. 9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 639 და 6310 მუხლები: „მუხლი 639. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ვადის გავრცელება 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების შესაბამისად ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ვადად განისაზღვროს ავტორიზაციის მოპოვებიდან 9 წელი.
მუხლი 63 10. 2024-2025 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკთან დაკავშირებული გამონაკლისი 2024-2025 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი, რომელიც პირს ამ კანონის 71 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სასწავლო წლის დაწყების თარიღის ჩათვლით უსრულდება. ამასთანავე, პირს, რომელსაც 6 წელი სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 1 დეკემბრამდე უსრულდება, უფლება აქვს, მშობლის გადაწყვეტილებით ნებაყოფლობით დაიწყოს სწავლა ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე.“.
მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიღება/გამოცემა. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტისა, ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 15 დეკემბერი 2023 წ. N3959-XIIIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები