"ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4734-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110622013, 22/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 430050000.05.001.016346
  • Word
4734-Iს
03/06/2011
ვებგვერდი, 110622013, 22/06/2011
430050000.05.001.016346
"ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დებულებებს;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორებს;“;

გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ამტკიცებს ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის მიერ შემუშავებულ ეროვნულ სასწავლო გეგმას;“;

დ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის წარდგინების საფუძველზე ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესს და საფასურს;“.

2. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 28. ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრი

1. ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის ფუნქციებია:

ა) ზოგადი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა;

ბ) ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავება, პილოტირება და მისი დანერგვის ხელშეწყობა;

გ) სახელმძღვანელოების ეროვნულ სასწავლო გეგმებთან შესაბამისობის დადგენა, შეფასება და სახელმძღვანელოებისათვის გრიფების მინიჭება;

დ) ინკლუზიური განათლების განვითარების და მისი ზოგადი განათლების სისტემაში ინტეგრირების ხელშეწყობა;

ე) მულტილინგვური განათლების განვითარება და მისი დანერგვის ხელშეწყობა;

ვ) სკოლის დამამთავრებელი გამოცდების პროგრამების შემუშავება;

ზ) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო გეგმისა და სხვა პროგრამების შემუშავება და მათი დანერგვის ხელშეწყობა;

თ) ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა კვლევის ჩატარება;

ი) სასწავლო პროცესში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირების ხელშეწყობა სხვადასხვა პროგრამისა თუ პროექტის განხორციელებით;

კ) საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

3. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ორგანიზებას უწევს ეროვნული სასწავლო გეგმების დანერგვას;“.

4. 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) განახორციელოს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებით;“.

5. 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) გამოხატავს თანხმობას პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმის, სასწავლო მასალის, მათ შორის, ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის მიერ გრიფმინიჭებული, პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხის, თაობაზე;“.

6. 46-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით, საფეხურებისა და საგნების შესაბამისად ამტკიცებს სასწავლო მასალას, მათ შორის, ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის მიერ გრიფმინიჭებული, პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას;“.

მუხლი 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში უზრუნველყოს შესაბამის ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                               მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 3 ივნისი.

№4734-Iს