დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6905-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/07/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 430050000.05.001.020071 |
|
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 22-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საჯარო სკოლის კაპიტალურ ხარჯებს ანაზღაურებს სახელმწიფო ან/და საჯარო სკოლა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში.“. 2. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 23. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების დაფინანსება სამეურვეო საბჭოს მოთხოვნის საფუძველზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეიძლება აანაზღაუროს დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების ხარჯები.“. 3. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსის მოპოვების მიზნით, რომლებიც ზოგადი განათლების მიღებასთან ერთად უზრუნველყოფენ პროფილურ სახელოვნებო და სასპორტო მომზადებასა და განათლებას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შესაბამისი დარგობრივი სამინისტროს წარდგინებით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. ამ დაწესებულებებისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეიძლება განსაზღვროს ავტორიზაციის/აკრედიტაციის განსხვავებული პირობები. ეროვნული სასწავლო გეგმის ზემოთ პროფილურ სახელოვნებო და სასპორტო მომზადებასა და განათლებას, მათ შორის, დაწყებით და საბაზო საფეხურებზე, აფინანსებს დარგობრივი სამინისტრო.“. 4. 282 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების რეაბილიტაცია, მშენებლობა, ინვენტარითა და ტექნიკით მომარაგება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;“. 5. 30-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 6. 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) უზრუნველყოს ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების განხორციელება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად;“. 7. 37-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისგან, საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისგან, ხოლო იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას, – აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისგან. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოში დანიშნოს 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს სამეურვეო საბჭოს მიერ სკოლისთვის დადასტურებულად ქველმოქმედების გამწევ პირთაგან (მათი არსებობის შემთხვევაში) არჩეული 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობის განსაზღვრისას მცირეკონტინგენტიანი სკოლებისთვის გამონაკლისის დაშვება შეიძლება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით. მშობლებისგან არჩეული წევრები თანაბრად უნდა წარმოადგენდნენ სკოლაში არსებულ თითოეულ საფეხურს. სამეურვეო საბჭოს წევრი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“; ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს უფლება აქვთ, ნებისმიერ დროს გამოიწვიონ თავიანთი წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოდან. 5. სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს. იგი წარმოადგენს სკოლას დირექტორთან ურთიერთობებში. საბჭოს თავმჯდომარე მონაცვლეობით აირჩევა საბჭოს შემადგენლობაში მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოსგან არჩეული წევრებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისგან არაუმეტეს მათი უფლებამოსილების ვადისა. სამეურვეო საბჭოს წევრი − მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი არ შეიძლება არჩეულ იქნეს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ.“. 8. 56-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით დააფუძნოს სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ამტკიცებს ამ დაწესებულების წესდებას, ნიშნავს და ათავისუფლებს მის ხელმძღვანელს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 15 ივლისი 2020 წ. N6905-რს |
დოკუმენტის კომენტარები