„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3663-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 430050000.05.001.102005
3663-XIIIმს-Xმპ
15/11/2023
ვებგვერდი, 05/12/2023
430050000.05.001.102005
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ჩ2“ და „ჩ3“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩ2) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე − მოსწავლე, რომელიც სასწავლო პროცესში დამატებით მხარდაჭერას საჭიროებს, აქვს სწავლასთან ან/და სასწავლო გარემოს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი, გახანგრძლივებული სირთულეები ან/და ვერ აკმაყოფილებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს მინიმალურ დონეზე, აგრეთვე მოსწავლე, რომელიც არის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც სასწავლო პროცესში დამატებით მხარდაჭერას საჭიროებს, აქვს სწავლასთან ან/და სასწავლო გარემოს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი, გახანგრძლივებული სირთულეები ან/და ვერ აკმაყოფილებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს მინიმალურ დონეზე;

3) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასება და კონსულტირება − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ გაწეული მომსახურება, რომლის ფარგლებშიც პირის/მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების განსაზღვრის/იდენტიფიკაციის მიზნით ხორციელდება ამ პირის/მოსწავლის შეფასება, განათლების საუკეთესო ფორმის შერჩევა და საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;“;

ბ) „ჩ5“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩ5) სოციალური მუშაკი − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკი;“.

2. მე-5 მუხლის 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) მოსწავლეთა სწავლებისას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნის საფუძველზე ხელმძღვანელობს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი ნაწილებით, მათ შორის, ალტერნატიული სასწავლო გეგმით ან/და გაფართოებული სასწავლო გეგმით, მათ შორის, სენსორული სასწავლო გეგმით ან/და დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმით.“.

3. მე-6 მუხლის 51 და 52 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს არ აქვს საგანმანათლებლო ისტორია ან მან გარკვეული მიზეზების გამო გამოტოვა კლასი/კლასები, ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნის საფუძველზე ამ პირს უფლება აქვს, ექსტერნატის გარეშე ჩაირიცხოს სკოლაში ზოგადი განათლების დაწყებით ან საბაზო საფეხურზე ასაკის შესაბამის კლასში ან არაუმეტეს 3 კლასით დაბალ კლასში. 18 წელს გადაცილებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი სკოლაში ირიცხება ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნით განსაზღვრულ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურზე შესაბამის კლასში.

52. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის მიერ საჯარო სკოლაში სწავლის გაგრძელების მიზნით მისი ამ კანონის მე-2 მუხლის „ჩ7.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რესურსსკოლაში ჩარიცხვა და ხელახალი შეფასება ხორციელდება ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნისა და ამ პირის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე.“.

4. მე-9 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სკოლა ვალდებულია სკოლის ტერიტორიაზე ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სასკოლო დროს შექმნას ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლისა და საკუთრებისთვის უსაფრთხო გარემო და დაიცვას ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ11“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები. ამ მიზნით კერძო სკოლა უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან გააფორმოს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ან/და ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება. საჯარო სკოლაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მომსახურება ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.“.

5. 22-ე მუხლის 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„61. სამინისტრო უზრუნველყოფს მინისტრის მიერ დაფუძნებული საჯარო სკოლების (მათ შორის, ამ კანონის მე-2 მუხლის „ჩ7“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რესურსსკოლების) და მათ მიერ განხორციელებული პროგრამების/სერვისების, კონსულტირებისა და პანსიონური მომსახურების დაფინანსებას.“.

6. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების განხორციელების წესსა და პირობებს;“.

7. 33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამ კანონის მე-2 მუხლის „ჩ7.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რესურსსკოლა უფლებამოსილია ინკლუზიური განათლების პროცესის ხელშეწყობის/მხარდაჭერის მიზნით განახორციელოს პროგრამები/სერვისები, კონსულტაცია გაუწიოს სხვა სკოლებს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებს, სპეციალურ მასწავლებლებს, რესურსსკოლის ადმინისტრაციისა და სხვა თანამშრომლებს.“.

8. 481 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ფსიქოსოციალური პრობლემების, ქცევითი და ემოციური დარღვევების, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და პროფესიული სტუდენტებისთვის და მათი მშობლებისთვის ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევა, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის ან/და მასწავლებლებისთვის ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა;“;

ა.ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“−„თ4“ ქვეპუნქტები:

„თ1) საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების პროცესის ხელშეწყობა/მხარდაჭერა;

2) ინკლუზიური განათლების მიმართულებით პროგრამების/სერვისების და პროექტების განხორციელება/განვითარება;

3) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებთან მომუშავე სპეციალისტების/ადამიანური რესურსების და შესაბამისი მეთოდოლოგიის განვითარების ხელშეწყობა;

4) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების ფარგლებში პირის/მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიკაცია, აგრეთვე მისი, მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ინკლუზიური განათლების მიმართულებით მომუშავე სპეციალისტების კონსულტირება;“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. ამ კანონის 481 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევის მიზნით, მათ შორის, მათი იდენტიფიკაციისთვის, ბიოფსიქოსოციალური შეფასებისთვის, ფსიქოსოციალური პრობლემების/სირთულეების პრევენციისთვის, ფსიქოთერაპიისთვის, სოციალიზაციის მხარდაჭერისთვის, რეფერირებისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს  ამ პუნქტით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად საჭირო მოცულობით და შესაბამის ვადაში.

6. ამ კანონის 481 მუხლის პირველი პუნქტის „თ4“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების განხორციელების მიზნით, მათ შორის, მათი იდენტიფიკაციისთვის, შეფასებისთვის, კონსულტირებისთვის, საგანმანათლებლო და ფსიქოსოციალური პრობლემების/სირთულეების პრევენციისთვის, ტრანზიციის ხელშეწყობისთვის, რეფერირებისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს ამ პუნქტით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად საჭირო მოცულობით და შესაბამის ვადაში.“.

9. 482 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს ინკლუზიური განათლებისა და ფსიქოსოციალური მიმართულებებით განსახორციელებელ ღონისძიებებს;“.

10. 488 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არასრულწლოვანის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლის/ფაქტობრივი მზრუნველის მიერ ამ გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში აღუსრულებლობის შემთხვევაში − არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულების უფლებამოსილი პირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სოციალური მუშაკის მონაწილეობით, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მიმართვის საფუძველზე.“.

11. 50-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ კანონის მე-2 მუხლის „ჩ7.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რესურსსკოლა ამ კანონის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისას უფლებამოსილია შეთავაზებული პროგრამების/სერვისების და კონსულტაციის მონაწილეებისთვის გამოიყენოს რესურსსკოლის ფართობი, მათ შორის, პანსიონური ნაწილი გამოიყენოს სხვა ქალაქის/მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების ღამით განთავსების მიზნით.“.

მუხლი 2

1. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა უზრუნველყოს:

ა) 2024 წლის 1 მარტამდე − ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი მომსახურების ადმინისტრირების მიზნით შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბებისთვის/დაკომპლექტებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

ბ) 2024 წლის 1 ივნისამდე − ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების უზრუნველყოფისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. 2024 წლის 1 ივნისამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარდგინებით ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცება.

3. 2024 წლის 1 ივნისიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს და ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების განმახორციელებელი შესაბამისი სპეციალისტი/სპეციალისტები ჩაითვალოს/ჩაითვალონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის უფლებამონაცვლედ/უფლებამონაცვლეებად. 

4. 2024 წლის 31 მაისის ჩათვლით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შრომითი ხელშეკრულებით მომუშავე პირები, რომლებიც დასაქმებული არიან „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის „მულტიდისციპლინური გუნდის ხელშეწყობის“ ქვეპროგრამისა და „საჯარო სკოლებში ინტეგრირებული კლასების დაფინანსების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში შრომითი ხელშეკრულებით მომუშავე პირები, რომლებიც „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში დასაქმებული არიან ინდივიდუალურ კონსულტანტებად, 2024 წლის 1 ივნისიდან გადაყვანილ იქნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში იმავე თანამდებობაზე (მისი არარსებობის შემთხვევაში − მის ტოლფას თანამდებობაზე), რომელიც მათ ამ კანონის ამოქმედებისას ეკავათ ამ პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებებში.

5. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა/სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება/გამოცემა.

6. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, აგრეთვე მათ საფუძველზე ამ კანონის ამოქმედებამდე და ამ კანონის ამოქმედების შემდეგ განხორციელებული ქმედებები ინარჩუნებს სამართლებრივ ძალას ამ კანონის საფუძველზე შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემამდე.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-2 მუხლის „ჩ3“ ქვეპუნქტისა, მე-2, მე-3, მე-5 და მე-7 პუნქტებისა, მე-8 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონის 481 მუხლის პირველი პუნქტის „თ4“ ქვეპუნქტისა, „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონის 481 მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-11 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-2 მუხლის „ჩ3“ ქვეპუნქტი, მე-2, მე-3, მე-5 და მე-7 პუნქტები, მე-8 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონის 481 მუხლის პირველი პუნქტის „თ4“ ქვეპუნქტი, „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონის 481 მუხლის მე-6 პუნქტი და მე-11 პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 ნოემბერი 2023 წ.

N3663-XIIIმს-Xმპ