დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1631-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 07/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/12/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 430050000.05.001.018630 |
|
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 27-ე მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11 . იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსის მოპოვების მიზნით, რომლებიც ზოგადი განათლების მიღებასთან ერთად უზრუნველყოფენ პროფილურ სახელოვნებო და სასპორტო მომზადებასა და განათლებას, შეიძლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ერთობლივად დააფუძნონ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.“. 2. 56-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. იმ სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც ახორციელებს მასზე სახელმწიფო კონტროლს, მის რეორგანიზაცია-ლიკვიდაციას, ამტკიცებს ამ დაწესებულების წესდებას, ნიშნავს და ათავისუფლებს მის ხელმძღვანელს.“; ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. 561 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სკოლისგარეშე სახელოვნებო ან სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებისა და წესის განსაზღვრის მიზნით საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მონაწილეობს მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაციის დებულების იმ ნაწილის შემუშავებაში, რომელიც ეხება სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელთა მომზადებასა და განვითარებას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 7 დეკემბერი 2017 წ. N1631-რს |
დოკუმენტის კომენტარები