დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2250-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 01/12/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/12/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 430050000.05.001.020673 |
|
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) „ჩ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჩ2) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე − მოსწავლე, რომელიც არის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, აგრეთვე მოსწავლე, რომელიც სასწავლო პროცესში დამატებით მხარდაჭერას საჭიროებს, აქვს სწავლასთან ან/და სასწავლო გარემოს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი, გახანგრძლივებული სირთულეები ან/და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს მინიმალურ დონეზე ვერ აკმაყოფილებს;“; ბ) „ჩ7“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ8“ ქვეპუნქტი: „ჩ8) ტრანზიცია − პირის საჭიროებებზე მორგებული და ეფექტიანად კოორდინირებული პროცესი, რომელიც გულისხმობს სასკოლო ასაკის პირის სკოლაში შესვლას და მოსწავლის სხვა სკოლაში მობილობას, რომელიც ხორციელდება ამ პროცესში მონაწილე მხარეების თანამშრომლობით და ემსახურება სასწავლო პროცესში პირის/მოსწავლის წარმატებულ ჩართვას;“; გ) „ხ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ხ) სასკოლო სასწავლო გეგმა – სასწავლო გეგმა, რომელიც ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და კონკრეტული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის განსაზღვრავს შუალედურ სასწავლო მიზნებს, ძირითად და დამატებით საგანმანათლებლო რესურსებს, საათობრივ დატვირთვას, შეფასების ინსტრუმენტებს, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას, ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელ დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებასა და სააღმზრდელო მომსახურებას, ტრანზიციის მხარდამჭერ აქტივობასა და სასკოლო საგანმანათლებლო აქტივობას;“. 2. 21-ე მუხლის 11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა2“ ქვეპუნქტი: „ა2) ხელი შეუწყოს პირის/მოსწავლის ეფექტიან ტრანზიციას და მოამზადოს ის განათლების შემდეგ საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის;“. 3. 213 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და ჩაბარებული უნდა ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ან მოპოვებული უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი; ბ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ამ პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული; გ) უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების ან განათლების მეცნიერებების (ნაშრომი უნდა ეხებოდეს ინკლუზიურ განათლებას) დოქტორის აკადემიური ხარისხი; დ) უნდა ჰქონდეს სულ მცირე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა ან მოპოვებული უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი; ე) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით ან სულ მცირე ფსიქოლოგიის ბაკალავრის ან ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხი და ჩაბარებული უნდა ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ან მოპოვებული უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი.“. 4. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის: ა) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) იღებს ზომებს ყველა მოსწავლის (მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისა და სკოლიდან გარიცხული მოსწავლის) მიერ ზოგადი განათლების მისაღებად; შეიმუშავებს ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულებას; შეიმუშავებს სკოლიდან/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა სკოლაში/ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის დებულებას; შეიმუშავებს ალტერნატიული ფორმით განათლების მიღების დებულებას; შეიმუშავებს ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესებს, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმს; ამტკიცებს ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების პროფესიულ სტანდარტებს;“; ბ) „ჰ16“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ17“ და „ჰ18“ ქვეპუნქტები: „ჰ17) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში კრიზისული სიტუაციების მართვის წესს, რომლითაც განისაზღვრება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაზე, მწვავე ქცევითი სირთულეებით გამოწვეულ სიტუაციებზე რეაგირების პროტოკოლი; ჰ18) ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში მომუშავე ფსიქოლოგის პროფესიულ სტანდარტს, რომელიც არის პროფესიული ვალდებულებების, ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების ჩამონათვალი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნული ფსიქოლოგი.“. 5. 33-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) ხელი შეუწყოს პირის/მოსწავლის ეფექტიან ტრანზიციას;“. 6. 613 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 613. სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაზე გადასვლა 1. 2018 წლის 10 აგვისტომდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული სპეციალური პედაგოგი/სპეციალური მასწავლებელი, ფსიქოლოგი და ინკლუზიური განათლების კოორდინატორი, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ კანონის 213 მუხლის მე-3 პუნქტით სპეციალური მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილ მოთხოვნებს, ჩაითვალონ პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებად. 2. პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი ვალდებულია კომპეტენციის დადასტურების მიზნით 2025 წლის 1 იანვრამდე ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა. 3. პირს, რომელსაც მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიენიჭა განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით), უფლება აქვს, დასაქმდეს პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლად და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ჩააბაროს აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში, არაუგვიანეს 2025 წლის 1 იანვრისა. 4. პირს, რომელსაც აქვს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით ან სულ მცირე ფსიქოლოგიის ბაკალავრის ან ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხი, უფლება აქვს, დასაქმდეს პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლად და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ჩააბაროს აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში, არაუგვიანეს 2025 წლის 1 იანვრისა.“. მუხლი 2 1. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს სპეციალური განათლების მაგისტრისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლების შემუშავება და დამტკიცება. 2. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე აქტების მიღება/გამოცემა/ამ კანონთან შესაბამისობა (გარდა ამავე კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების პროფესიული სტანდარტებისა და იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში კრიზისული სიტუაციების მართვის წესისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მომუშავე ფსიქოლოგის პროფესიული სტანდარტისა). 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების პროფესიული სტანდარტებისა და იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში კრიზისული სიტუაციების მართვის წესისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მომუშავე ფსიქოლოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცება. 4. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, აგრეთვე მათ საფუძველზე ამ კანონის ამოქმედებამდე და ამ კანონის ამოქმედების შემდეგ განხორციელებული ქმედებები ინარჩუნებს სამართლებრივ ძალას ამავე კანონის საფუძველზე შესაბამისი აქტების გამოცემამდე. მუხლი 3 1. ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლის მე-3 პუნქტით სპეციალური მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილ მოთხოვნებს, ჩაითვალოს პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირისა. 2. ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლის მე-3 პუნქტით სპეციალური მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც ჩაბარებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, ჩაითვალოს „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებით გათვალისწინებულ უფროს სპეციალურ მასწავლებლად. მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 1 დეკემბერი 2022 წ. N2250-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები