„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 2958
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/04/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 23, 04/05/2010
სარეგისტრაციო კოდი 430.050.000.05.001.003.994
  • Word
2958
20/04/2010
სსმ, 23, 04/05/2010
430.050.000.05.001.003.994
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი:

     „მუხლი 221. უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ვაუჩერული დაფინანსება

1. ამ კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულების ან/და შეთანხმების ან ნაცვალგების პრინციპის არარსებობის შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქა-ლაქეობის არმქონე პირი ზოგადი განათლების მიღების უფლებას მოიპოვებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერით.

2. უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტული ვაუჩერის მისაღებად განცხადებით მიმართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. აღნიშნული ვაუჩერის შესაბამისი თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე შეტანის შემდეგ ეს პირი მიიღებს სტანდარტულ ვაუჩერს.

3. უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშზე სტანდარტული ვაუჩერის შესაბამისი თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარდგენა არის ამ პირზე სტანდარტული ვაუჩერის გაცემის საფუძველი.

4. უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე გაზრდილი ვაუჩერის გაცემას სტანდარტული ვაუჩერის შესაბამისი თანხის გამოკლებით ან დამატებით დაფინანსებას უზრუნველყოფს სახელმწიფო ამ კანონით დადგენილი წესით.

5. უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ზოგადი განათლების დაფინანსების ამ კანონით დადგენილი წესი არ ვრცელდება საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირზე. საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ზოგადი განათლების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს მოქალაქის ზოგადი განათლების დაფინანსების ამ კანონით დადგენილი წესით.“. 

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 20 აპრილი.

№2958–Iს