დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5511-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/12/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111228081, 28/12/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 430050000.05.001.016559 |
საქართველოს კანონი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან დადებული აქვს სამართლებრივი დახმარების ხელშეკრულება, მაშინ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მოითხოვოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში თავის წარმომადგენლად საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლის დანიშვნა.“.
2. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დებულებებს;“;
ბ) „დ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ3“ ქვეპუნქტი:
„დ3) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსს;“;
გ) „ტ4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ4) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურს;“;
დ) „ყ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ2“ ქვეპუნქტი:
„ყ2) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას;“.
3. 282 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ფუნქციებია:
ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების რეაბილიტაცია, მშენებლობა, ინვენტარითა და ტექნიკით მომარაგება;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.
4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 283 მუხლი:
„მუხლი 283. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (შემდგომ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა), რომლის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობასა და სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ფუნქციებია:
ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარება;
ბ) თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო სკოლის დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს წევრის რეგისტრაციაში გატარება;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვა, აგრეთვე სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრების წარმოება;
ე) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის წარმოება, კერძოდ, საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის, დირექტორის მოვალეობის სხვა შემსრულებლისა და სამეურვეო საბჭოს წევრის რეგისტრაციაში გატარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით;
ვ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის წარმოება, კერძოდ, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის რეგისტრაციაში გატარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით;
ზ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ბრუნვის ორგანიზება და კონტროლი;
თ) იმ პირთა აღრიცხვა, რომელთაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშეწყობისათვის ან ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის ჩამოერთვათ პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
ი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვით სამინისტროს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა;
კ) განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შედეგების კვლევის დაგეგმვა;
ლ) განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შედეგების უშუალოდ ან მესამე პირთა მეშვეობით კვლევა;
მ) განათლების სისტემის ძირითადი ინდიკატორების შემუშავება;
ნ) დაინტერესებული პირების მომზადება-გადამზადება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ო) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, აგრეთვე მოსამზადებელი ზოგადსაგანმანათლებლო, ქართული ენისა და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება;
პ) განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
4. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი ხელმძღვანელობს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საქმიანობას, პასუხს აგებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ამოცანების შესრულებისათვის და ახორციელებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.
5. მე-40 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამეურვეო საბჭო ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები წარუდგინოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. სამეურვეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება აღნიშნული დოკუმენტების განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ რეგისტრაციის მომენტიდან. დოკუმენტები რეგისტრირდება მათი წარდგენიდან 30 დღის ვადაში. დოკუმენტები რეგისტრირებულად მიიჩნევა, თუ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მათი მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში არ აცნობებს სკოლას აღმოჩენილი დარღვევის შესახებ.“.
6. 41-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დირექტორი არჩევიდან/დანიშვნიდან 2 კვირის ვადაში ნიშნავს იმ მოადგილეს, ხოლო მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – სკოლის იმ თანამშრომელს, რომელიც დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში შეასრულებს მის მოვალეობას, და ამ მონაცემს სარეგისტრაციოდ უგზავნის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.“.
7. 42-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამეურვეო საბჭო დირექტორის არჩევნების ოქმებსა და სამეურვეო საბჭოს დადგენილებების დამოწმებულ ასლებს სარეგისტრაციოდ წარუდგენს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. არჩევნების შედეგები ძალაში შედის აღნიშნული დოკუმენტების განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ რეგისტრაციის მომენტიდან. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის გადაწყვეტილება დირექტორის რეგისტრაციაში გატარების საკითხზე საჩივრდება სასამართლოში და მისი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.
5. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ რეგისტრირებულ არჩეულ დირექტორთან სამეურვეო საბჭო დებს შრომით ხელშეკრულებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.“.
8. 44-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დირექტორს უფლებამოსილება უწყდება შესაბამისი გადაწყვეტილების განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ რეგისტრაციის მომენტიდან.“.
მუხლი 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2012 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „აიტის“ რეორგანიზაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემად;
ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს რეორგანიზაცია;
გ) შესაბამის ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანა.
მუხლი 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „აიტის“ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემად რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ პროფესიულ პროგრამებზე სტუდენტების სასწავლო პროცესის გაგრძელებაზე, დიპლომების/სერტიფიკატების გაცემასა და საარქივო მასალების დაცვა-შენახვაზე უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.
მუხლი 4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ განათლებისა და მეცნიერების სისტემაში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის მონიტორინგსა და შეფასებაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საინფორმაციო საჭიროებებიდან გამომდინარე შეგროვებულ, დამუშავებულ სტატისტიკურ მონაცემებზე და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე − განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შედეგების კვლევის დაგეგმვაზე, ამ შედეგების უშუალოდ ან მესამე პირთა მეშვეობით კვლევაზე, შემუშავებულ განათლების სისტემის ძირითად ინდიკატორებზე, თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის დამუშავებისათვის საჭირო პირობების შექმნაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვით სამინისტროს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობაზე, საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის, დირექტორის მოვალეობის სხვა შემსრულებლისა და სამეურვეო საბჭოს წევრის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით რეგისტრაციაში გატარებაზე, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით რეგისტრაციაში გატარებაზე და მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვასა და გაცემაზე უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.
მუხლი 5
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 3 იანვარს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 20 დეკემბერი.
№5511-რს
დოკუმენტის კომენტარები