დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 773-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 04/05/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/05/2017 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 430050000.05.001.018441 |
|
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 მუხლი: „მუხლი 201. მასწავლებლის მიერ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება მასწავლებელი ვალდებულია სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრულ შესაბამის უფლებამოსილ პირს მიაწოდოს ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტზე, თუ არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება.“. 2. 43-ე მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი: „ლ1) ვალდებულია მის მიერ განსაზღვრულ შესაბამის უფლებამოსილ პირს მიაწოდოს ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტზე, თუ არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება;“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი პირი ვალდებულია პოლიციას ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს მიაწოდოს ამ კანონის 201 მუხლის, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ლ1“ ქვეპუნქტისა და 483 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მიღებული ინფორმაცია, რომელიც ეხება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტს, თუ არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება.“. 3. 483 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ვალდებულია სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრულ შესაბამის უფლებამოსილ პირს მიაწოდოს ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტზე, თუ არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან. |
ქუთაისი, 4 მაისი 2017 წ. N773-IIს |
დოკუმენტის კომენტარები