„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3443-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/09/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 430050000.05.001.019172
3443-Iს
20/09/2018
ვებგვერდი, 09/10/2018
430050000.05.001.019172
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ეროვნული სასწავლო გეგმა – დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ზოგადი განათლების ყველა საფეხურისთვის სასწავლო მიზნებსა და მისაღწევ შედეგებს (უნარ-ჩვევებს, ცოდნასა და ღირებულებებს), სწავლების შინაარსს, საგნების საათობრივ განაწილებას, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობებს, სასწავლო პროცესის კონცეპტუალურ პრინციპებსა და ადმინისტრაციულ საკითხებს;“.

2. მე-5 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ეროვნული სასწავლო გეგმის შესრულება სავალდებულოა ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის და იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:                               

„7. ეროვნული სასწავლო გეგმით შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს მოდიფიცირებული ეროვნული სასწავლო გეგმა ან/და შესაძლებლობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირებისა:

ა) ამ კანონის 31​1 მუხლით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ტიპების მიხედვით;

ბ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ინტეგრირების მიზნით.“.

3. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს:

ა) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურისა და სკოლის გამოსაშვები გამოცდების დაძლევას, რის საფუძველზედაც გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევას, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, და აღნიშნულის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით დადასტურებას, რის საფუძველზედაც გაიცემა საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან.“;

ბ) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

„12. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს, სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს და იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წესს, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.“.

4. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ვ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ​3) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მასთან გათანაბრებული საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი დიპლომის მისაღებად ამტკიცებს:

ვ​3.ა) სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამებს;

ვ​3.ბ) იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების შეფასების ფორმას, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, და პროგრამას;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებასა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებასა და საფასურებს;“;

გ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) ამტკიცებს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესსა და პირობებს;“;

დ) „ტ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ​3) ამტკიცებს სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს და იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წესს, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უფლებამოსილია ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;“.

5. 283 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ადმინისტრირება; ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში − სკოლის სხვა თანამშრომლის, სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილებისა და უფლებამოსილების შეწყვეტის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით რეგისტრაციაში გატარება;“.

6. 33-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) ფორმალურ განათლებაში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის ფარგლებში უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.“.

7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის XI1 თავი:

„თავი XI1. ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა

მუხლი 521. ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა

1. ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აისახება ინფორმაცია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების, საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალისა და საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მქონე/ჩარიცხული პირების პერსონალური მონაცემების შესახებ (მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები), აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.

2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მონაცემების ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეგროვებას, შენახვას, დამუშავებას, ანალიზსა და ადმინისტრირებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, დადგენილი წესით უზრუნველყოფს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

3. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების მიზნით მიიღოს და გამოიყენოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში არსებული პერსონალური მონაცემები.

მუხლი 522. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებები და ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემების სისწორის პრეზუმფცია

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამისი ინფორმაცია  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეიტანოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი ინფორმაციის დროულად შეუტანლობა შეიძლება გახდეს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით განსახორციელებელი სათანადო მოქმედების შეჩერების ან ამ მოქმედების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველი.

3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივ აქტებში ასახულ ინფორმაციასა და ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახულ შესაბამის ინფორმაციას შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში გაითვალისწინება ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემები.

4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლებელია დადგინდეს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეტანილი ინფორმაციის დადასტურების ფორმები.

მუხლი 523. პასუხისმგებლობა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეტანილი ინფორმაციის სისწორისა და სისრულისათვის

ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეტანილი ინფორმაციის სისწორისა და სისრულისათვის პასუხისმგებელია ამ ინფორმაციის აღნიშნულ სისტემაში ასახვის ვალდებულების მქონე სუბიექტი.“.

მუხლი 2. საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრი არის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა წყარო. ამ კანონის ამოქმედებამდე საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში არსებული ინფორმაცია ჩაითვალოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახულ ინფორმაციად.

მუხლი 3. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში უზრუნველყონ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში არსებული ინფორმაციის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 4. საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესი ინარჩუნებს სამართლებრივ ძალას ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების ამოქმედებამდე და ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების დასრულებამდე.

მუხლი 5. ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოება ხდება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის შესაბამისად და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის საფუძველზე განხორციელებული მოქმედებები ითვლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელებულად.

მუხლი 6. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 7. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 სექტემბერი 2018 წ.

N3443-Iს