„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 497
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/11/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 01/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
497
18/11/2008
სსმ, 33, 01/12/2008
000000000.00.000.000000
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.  „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა და მასწავლებელს შორის შრომითი ხელშეკრულება იდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.“.

2. 214 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებობს ვაკანსია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ შეივსო, განსაზღვრული ვადით, შესაბამისი ვაკანსიის შევსებამდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების უფლება აქვს პირს, რომელსაც არ აქვს მოპოვებული მასწავლებლობის უფლება ამ კანონით დადგენილი წესით.“.

3. 215 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასერტიფიკაციო გამოცდის მიზანია შესაბამისი მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან პირის ცოდნისა და უნარების შესაბამისობის დადგენა.

3. სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ რეგისტრირებული პირი.“.

4. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) შეიმუშავებს უცხოეთში მიღებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სახელმწიფო აღიარების წესსა და პირობებს, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ეკვივალენტობისა და ავთენტიკურობის დადგენის წესებს;“.

5. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) აწარმოებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრს; რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სკოლების დირექტორებს, დირექტორების მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მათი მოვალეობის შემსრულებელ პირებს, სამეურვეო საბჭოს წევრებს ამ კანონითა და ზოგადი განათლების სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით, აღნიშნულ მონაცემებს განმეორებით სარეგისტრაციოდ უგზავნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მონაცემთა რეგისტრაცია იწვევს მათ ძალაში შესვლას;“.

6. 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამეურვეო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს სკოლის დირექციის წევრი. სამეურვეო საბჭოში, როგორც მოსწავლის მშობელი, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ამავე სკოლასთან აქვს შრომითი ურთიერთობა.“.

7. მე-40 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) თუ სკოლასა და მას შორის შეწყდა ურთიერთობა შემდეგი საფუძვლით:

გ.ა) მასწავლებელსა და სკოლას შორის შეწყდა შრომითი ურთიერთობა;

გ.ბ) მოსწავლე აღარ სწავლობს ამ სკოლაში;

გ.გ) მოსწავლე, რომლის წარმომადგენლადაც ის ითვლება, აღარ სწავლობს ამ სკოლაში;“;

ა.ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები:

„თ) თუ სამეურვეო საბჭოს წევრ მოსწავლის მშობელსა და საჯარო სკოლას შორის წარმოიშვა შრომითი ურთიერთობა;

ი) თუ სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა საჯარო სკოლის დირექციის წევრი.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამეურვეო საბჭო ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. სამეურვეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება შესაბამისი დოკუმენტების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რეგისტრაციის მომენტიდან. დოკუმენტები რეგისტრირდება მათი წარდგენიდან 15 დღის ვადაში. დოკუმენტები რეგისტრირებულად ითვლება, თუ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მათი მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში არ აცნობებს სკოლას აღმოჩენილი დარღვევის შესახებ. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამეურვეო საბჭოს წევრი მოსწავლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ საჭიროებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რეგისტრაციას.“;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. უფლებამოსილებაშეწყვეტილ სამეურვეო საბჭოს წევრს უნდა აღუდგეს სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილება, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი გაუქმდა.“.

8. 41-ე მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დირექტორი არჩევიდან 2 კვირის ვადაში ნიშნავს იმ მოადგილეს, ხოლო მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – სკოლის იმ თანამშრომელს, რომელიც დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში შეასრულებს დირექტორის მოვალეობას, და ამ მონაცემს აგზავნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სარეგისტრაციოდ.

4. დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის ან დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების 60 სასწავლო დღის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნამდე დირექტორის ფუნქციებს ასრულებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რეგისტრირებული პირი.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ახალი დირექტორის არჩევა იწვევს დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების შეწყვეტას.“.

9. 43-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს წევრ მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტოს მხოლოდ სამეურვეო საბჭოს თანხმობის შემთხვევაში;“.

10. 58-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2011–2012 სასწავლო წლის დასაწყისიდან.“.

11. 61-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    “მუხლი 61. მასწავლებელთა პირველი სერტიფიცირება

1. მასწავლებლის პირველი სასერტიფიკაციო გამოცდა ჩატარდეს არა უგვიანეს 2010 წლის 31 დეკემბრისა.

2. 2014 წლის ბოლომდე ყველა მოქმედმა მასწავლებელმა უნდა ჩააბაროს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა, რათა მოიპოვოს მასწავლებლობის უფლება.

3. 2014 წლის ბოლომდე მასწავლებლად მუშაობის დაწყება ან მასწავლებლობის მაძიებლად რეგისტრაცია შეუძლია მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირს.

4. 2014 წლის ბოლომდე მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმ მოქმედ მასწავლებელს, რომელსაც აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 1 წლის სტაჟი ან წარმატებით აქვს გავლილი მაძიებლობის პერიოდი, აგრეთვე იმ პირს, რომელსაც აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 1 წლის სტაჟი, მიუხედავად იმისა, სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასასვლელად რეგისტრაციის მომენტისთვის არის თუ არა ის მოქმედი მასწავლებელი. ამ დრომდე სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში ამ პუნქტით განსაზღვრულ პირებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული განათლებასთან დაკავშირებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები ჩაეთვლებათ დაკმაყოფილებულად.

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2009 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „შ1“, „ჯ“ და „ჰ3“ ქვეპუნქტებითა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღება.“.

    მუხლი 2.  ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 18 ნოემბერი.

№497–IIს