დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6448-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 12/06/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/06/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 430050000.05.001.016823 |
საქართველოს კანონი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04. 05. 2005, მუხ. 143 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 212 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სპეციალური მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელსაც აქვს საჭირო კვალიფიკაცია იმისათვის, რომ ასწავლოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს დაწყებით საფეხურზე და ხელი შეუწყოს მის საგანმანათლებლო პროცესში ჩართვას დაწყებით/საბაზო/საშუალო საფეხურზე;“;
ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები:
„ზ) დაწყებითი საფეხურის მულტილინგვური განათლების მასწავლებელი – არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი, რომელსაც აქვს საჭირო კვალიფიკაცია იმისათვის, რომ სხვადასხვა ენაზე ასწავლოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე საგანი დაწყებით საფეხურზე;
თ) საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მულტილინგვური განათლების მასწავლებელი − არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი, რომელსაც აქვს საჭირო კვალიფიკაცია იმისათვის, რომ სხვადასხვა ენაზე ასწავლოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგანი საბაზო და საშუალო საფეხურებზე.“.
2. 213 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელს, რომელიც ასწავლის იმ სკოლაში, რომელიც ახორციელებს განვითარების შეფერხების (შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის დეფიციტის), სენსორული (სმენისა და მხედველობის), ქცევისა და ემოციური (ასოციალური, აგრესიული ქცევის და დაუმორჩილებლობის განმეორებადი და მდგრადი გამოვლინება, რომელიც არ არის ფსიქოტური მდგომარეობის, გუნება-განწყობის ცვალებადობის ან სხვა დაავადებების თანმდევი სიმპტომი) დარღვევების მქონე ბავშვთა სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებს, გარდა ამ პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილებისა, გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალურ პედაგოგიკაში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:
„5 . დაწყებითი საფეხურის მულტილინგვური განათლების მასწავლებელს უნდა ჰქონდეს განათლების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და ფლობდეს ორ ენას, რომელთაგან ერთი აუცილებლად ქართული ენა უნდა იყოს.
6. საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მულტილინგვური განათლების მასწავლებელს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ფლობდეს ორ ენას, რომელთაგან ერთი აუცილებლად ქართული ენა უნდა იყოს, და გავლილი უნდა ჰქონდეს მულტილინგვური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .“.
3. 61-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21 . 2014 წლის ბოლომდე საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელმა, რომელიც ასწავლის იმ სკოლაში, რომელიც ახორციელებს განვითარების შეფერხების (შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის დეფიციტის), სენსორული (სმენისა და მხედველობის), ქცევისა და ემოციური (ასოციალური, აგრესიული ქცევის და დაუმორჩილებლობის განმეორებადი და მდგრადი გამოვლინება, რომელიც არ არის ფსიქოტური მდგომარეობის, გუნება-განწყობის ცვალებადობის ან სხვა დაავადებების თანმდევი სიმპტომი) დარღვევების მქონე ბავშვთა სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდისა, უნდა გაიაროს სპეციალურ პედაგოგიკაში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“;
ბ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31 . 2014 წლის ბოლომდე სპეციალური მასწავლებელი არის პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე ერთწლიანი გამოცდილება ან/და გავლილი აქვს სპეციალური აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და კრედიტების რაოდენობის შესაბამისად ან/და ჩაბარებული აქვს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 12 ივნისი.
№6448-რს
დოკუმენტის კომენტარები