„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4785-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 430050000.05.001.018066
4785-IIს
19/02/2016
ვებგვერდი, 07/03/2016
430050000.05.001.018066
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) 32-ე მუხლის 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „61. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ავტორიზაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ქმნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს, რომლის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით. ავტორიზაციის საბჭო საავტორიზაციო დოკუმენტაციისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებს  ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილებას. ავტორიზაციის საბჭოს წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან.“.

   მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

19 თებერვალი 2016 წ.

N4785-IIს