დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3292 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 02/07/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 37, 14/07/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 430.050.000.05.001.004.085 |
საქართველოს კანონი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
1. მე-2 მუხლს დაემატოს:
ა) შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) დირექტორის ეთიკის კოდექსი – დირექტორის ქცევის წესების ერთობლიობა;“;
ბ) შემდეგი შინაარსის „ყ1“ ქვეპუნქტი:
„ყ1) მოსწავლის ქცევის კოდექსი – მოსწავლის ქცევის წესების ერთობლიობა;“.
2. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ტ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ1) ამტკიცებს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;“;
ბ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფ) ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის წარდგინების საფუძველზე ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესს და საფასურს;“;
გ) „შ1.თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ1.ი“ და „შ1.კ“ ქვეპუნქტები:
„შ1.ი) მოსწავლის ქცევის კოდექსს;
შ1.კ) დირექტორის ეთიკის კოდექსს;“.
3. 281 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:
„ლ1) მოსწავლის ქცევის კოდექსისა და დირექტორის ეთიკის კოდექსის შემუშავება;“.
4. 54-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ტ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის მიღება.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 2 ივლისი.
№3292–რს
დოკუმენტის კომენტარები