„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1979-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/11/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 430050000.05.001.020650
1979-IXმს-Xმპ
02/11/2022
ვებგვერდი, 14/11/2022
430050000.05.001.020650
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 21​3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1პუნქტი:

„11. იმ პირს, რომელმაც მოიპოვა ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ16“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ რეესტრში არსებული იურიდიული პირის მიერ გაცემული უცხოური ენის სერტიფიკატი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგნის შესაბამისი გამოცდის უცხოურ ენაში წარმატებით ჩაბარების მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაეთვლება.“.

2. 26-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ16“ ქვეპუნქტი:

„ჰ16) ამტკიცებს იმ იურიდიულ პირთა რეესტრს, რომელთა მიერ გაცემული უცხოური ენის სერტიფიკატი პირს ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგნის შესაბამისი გამოცდის იმ უცხოურ ენაში წარმატებით ჩაბარების ვალდებულებისგან, რომელშიც საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არ ატარებს აღნიშნულ გამოცდას. მითითებულ რეესტრში სათანადო იურიდიული პირის შეყვანა ხდება მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად.“.

მუხლი 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ:

ა) ამ კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 6 თვისა დაამტკიცოს იურიდიული პირის იმ იურიდიულ პირთა რეესტრში შეყვანის კრიტერიუმები, რომელთა მიერ გაცემული უცხოური ენის სერტიფიკატი პირისთვის არ წარმოშობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგნის შესაბამისი გამოცდის უცხოურ ენაში წარმატებით ჩაბარების ვალდებულებას;

ბ) ამ კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 9 თვისა დაამტკიცოს ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეესტრი.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

2 ნოემბერი 2022 წ.

N1979-IXმს-Xმპ