„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 158-Iმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 430050000.05.001.102459
158-Iმს-XIმპ
13/12/2024
ვებგვერდი, 30/12/2024
430050000.05.001.102459
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) 613 მუხლის მე-2−მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი ვალდებულია კომპეტენციის დადასტურების მიზნით 2026 წლის 1 იანვრამდე ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა.

3. პირს, რომელსაც მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიენიჭა განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით), უფლება აქვს, დასაქმდეს პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლად და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ჩააბაროს აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში, არაუგვიანეს 2026 წლის 1 იანვრისა.

4. პირს, რომელსაც აქვს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით ან სულ მცირე ფსიქოლოგიის ბაკალავრის ან ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხი, უფლება აქვს, დასაქმდეს პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლად და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ჩააბაროს აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში, არაუგვიანეს 2026 წლის 1 იანვრისა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

13 დეკემბერი 2024 წ.

N158-Iმს-XIმპ