დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2753-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/06/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/07/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 430050000.05.001.019034 |
|
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ინდივიდუალური მუშაობა – სასკოლო სასწავლო გეგმით დადგენილი გაკვეთილების (საათების) გარდა, მასწავლებლის მუშაობა მოსწავლესთან/მოსწავლეთა ჯგუფთან ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების მისაღწევად;“; ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) ვაუჩერი – ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია მოსწავლის მიერ ზოგადი განათლების მიღების დასაფინანსებლად;“; გ) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უ) ინკლუზიური განათლება − თანაბრად ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო პროცესი, რომლის ფარგლებშიც ყველა მოსწავლისთვის უზრუნველყოფილია განათლების ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით მიღება;“; დ) „ღ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ღ1) მასწავლებელი – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთ საგანს მაინც ასწავლის; სპეციალური მასწავლებელი;“; ე) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ყ) ინდივიდუალური სასწავლო გეგმა − მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინებით, ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციით შექმნილი სასწავლო გეგმა, რომელიც სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილია;“; ვ) „ყ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ2“−„ყ5“ ქვეპუნქტები: „ყ2) ალტერნატიული სასწავლო გეგმა − ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითად პრინციპებზე დაფუძნებული სასწავლო გეგმა, რომელიც განკუთვნილია მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) მოსწავლისათვის და ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილია; ყ3) გაფართოებული სასწავლო გეგმა − სასწავლო გეგმა, რომელიც ორიენტირებულია სენსორული დარღვევის მქონე მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებით განპირობებული სპეციფიკური კომპეტენციების გაძლიერებაზე და ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილია; ყ4) სპეციალიზებული კლასი − ერთი ასაკის ან არაუმეტეს 3-წლიანი ასაკობრივი სხვაობის, ჰომოგენური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა კლასი; ყ5) ინტეგრირებული კლასი − ჰომოგენური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, სხვადასხვა კლასში ჩარიცხული, ერთი ასაკის ან არაუმეტეს 3-წლიანი ასაკობრივი სხვაობის მოსწავლეთა ერთობა;“; ზ) „ჩ2“ და „ჩ3“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჩ2) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე − მოსწავლე, რომელსაც სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები აქვს, ვერ ასრულებს შესაბამისი კლასისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს ან/და საჭიროებს ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციას/გაფართოებას, გარემოს ადაპტაციას, ალტერნატიულ სასწავლო გეგმას ან/და სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას; ჩ3) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი (შემდგომ – მულტიდისციპლინური გუნდი) – ტერიტორიულობის პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი სპეციალისტთა გუნდი/გუნდები, რომელიც/რომლებიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების განსაზღვრის მიზნით აფასებს/აფასებენ პირს და მისთვის განათლების საუკეთესო ფორმას არჩევს/არჩევენ;“; თ) „ჩ6“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჩ6) პანსიონური მომსახურება − საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ განსაზღვრული კატეგორიის სკოლის/რესურსსკოლის მიერ დღის/სადღეღამისო სერვისის შეთავაზება, რომელიც მოიცავს მოსწავლეების საცხოვრებელი პირობებით, კვებითა და დამატებითი პროგრამებით/სერვისებით უზრუნველყოფას;“; ი) „ჩ6“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ7“ ქვეპუნქტი: „ჩ7) რესურსსკოლა: ჩ7.ა) სენსორული ან/და მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) ან ქცევითი და ემოციური აშლილობის მქონე მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სკოლა, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, აგრეთვე სათანადო პროგრამებით/სერვისებით უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს; ჩ7.ბ) სკოლა, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სრულად მოიცავს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს ან/და საშუალო საფეხურს და ახორციელებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე საგნის გაძლიერებულ სწავლებას;“; კ) „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ძ) პედაგოგიური საქმიანობა – მოსწავლეებთან მასწავლებლის საგაკვეთილო და დამატებითი ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა;“. 2. მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, საჭიროების შემთხვევაში, სმენის დარღვევის მქონე მოსწავლის სწავლების ენად გამოიყენება ქართული ჟესტური ენა და ბილინგვური სწავლების პრინციპები, ხოლო იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც განათლებას მხოლოდ სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეები იღებენ, სავალდებულოა ქართული ჟესტური ენის ან/და ბილინგვური სწავლების პრინციპების გამოყენება. 6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, საჭიროების შემთხვევაში, მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლესთან გამოიყენება ბრაილის სისტემა ან/და შესაბამისი დამხმარე ტექნოლოგიები, ხოლო იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც განათლებას მხოლოდ მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეები იღებენ, სავალდებულოა ბრაილის სისტემის ან/და შესაბამისი დამხმარე ტექნოლოგიების გამოყენება.“. 3. მე-5 მუხლის: ა) პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სახელმწიფო შეიმუშავებს ეროვნულ სასწავლო გეგმას, რომლითაც განისაზღვრება: სწავლა-სწავლების მიზნები, თითოეულ საგანში შესაძენი ცოდნა და საგანმანათლებლო პრინციპები, რომელთაც სწავლა-სწავლების მეთოდიკა და შეფასების სისტემა უნდა დაეფუძნოს, აგრეთვე ზოგადი განათლების საფეხურების მიხედვით აუცილებელი საგნობრივი ჯგუფები, საგნების მიხედვით საათები, მათი განაწილება და აუცილებელი დატვირთვა, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობები და რეკომენდაციები. 11. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის, საჭიროების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე შეიმუშავებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.“; ბ) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 და 13 პუნქტები: „12. მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) მოსწავლეთა სწავლებისას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მულტიდისციპლინური გუნდის რეკომენდაციის საფუძველზე ხელმძღვანელობს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი ნაწილებით, მათ შორის, ალტერნატიული სასწავლო გეგმით ან/და გაფართოებული სასწავლო გეგმით. 13. სენსორული დარღვევის მქონე მოსწავლის სპეციფიკური კომპეტენციების გაძლიერების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება იყენებს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ გაფართოებულ სასწავლო გეგმასაც.“; გ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. მე-6 მუხლის: ა) 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „51. თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს არ აქვს საგანმანათლებლო ისტორია ან მან გარკვეული მიზეზების გამო გამოტოვა კლასი/კლასები, მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე მას უფლება აქვს, ექსტერნატის გარეშე ჩაირიცხოს სკოლაში ასაკის შესაბამის კლასში ან არაუმეტეს 3 კლასით დაბალ კლასში. 18 წელს გადაცილებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი სკოლაში ირიცხება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნით განსაზღვრულ დაწყებით ან საბაზო საფეხურზე შესაბამის კლასში.“; ბ) 51 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 პუნქტი: „52. ამ კანონის მე-2 მუხლის „ჩ7.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რესურსსკოლაში ჩარიცხვა და ხელახალი შეფასება საჯარო სკოლაში სწავლის გაგრძელების მიზნით ხორციელდება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე.“. 5. მე-9 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის გამოიყენება ალტერნატიული სასწავლო გეგმა, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ან/და გაფართოებული სასწავლო გეგმა, რომლის შესაბამისადაც ხორციელდება მისი სწავლება, სოციალური ადაპტაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია. საჯარო სკოლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი ადამიანური რესურსითა და პროგრამებით/სერვისებით, რომელთა დაფინანსებას სახელმწიფო უზრუნველყოფს.“; ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. ზოგადი განათლების მიღების მიზნით, ქმედუუნარო/შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის მშობელსა/შესაბამის უფლებამოსილ პირსა და სკოლას შორის, ხოლო ქმედუნარიანი პირის შემთხვევაში − ამ პირსა და სკოლას შორის ფორმდება ხელშეკრულება.“. 6. 21-ე მუხლის 11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებების გათვალისწინება სასწავლო პროცესში;“. 7. 212 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სპეციალური მასწავლებელი − მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად ასწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს/მოსწავლეებს ან/და ინდივიდუალურად/ჯგუფურად მუშაობს მასთან/მათთან სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით;“. 8. 22-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლებას ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერით აფინანსებს სახელმწიფო. მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის შემთხვევაში ვაუჩერის გადატანა ხდება ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის შესაბამისად.“; ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) 61 და 62 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „61. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დაფუძნებული საჯარო სკოლების, მათ შორის, ამ კანონის მე-2 მუხლის „ჩ7.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რესურსსკოლების, პანსიონური მომსახურების დაფინანსებას. 62. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების, მათ შორის, ამ კანონის მე-2 მუხლის „ჩ7.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რესურსსკოლების, პანსიონური მომსახურების დაფინანსებას.“; დ) 62 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 63 პუნქტი: „63. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დაფუძნებული საჯარო სკოლების ინკლუზიური განათლების, მათ შორის, სპეციალიზებული კლასებისა და ინტეგრირებული კლასების, დაფინანსებას, რაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს შესაბამისი ადამიანური რესურსითა და პროგრამებით/სერვისებით უნდა უზრუნველყოფდეს.“. 9. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის: ა) „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ1) ამტკიცებს მულტიდისციპლინური გუნდის ტიპურ დებულებას, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის მულტიდისციპლინურ გუნდს/მულტიდისციპლინურ გუნდებს და განსაზღვრავს მის/მათ სამოქმედო ტერიტორიას;“; ბ) „დ4“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ5“ ქვეპუნქტი: „დ5) ამტკიცებს პანსიონური მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს;“; გ) „ჰ13“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ14“ ქვეპუნქტი: „ჰ14) უფლებამოსილია საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის შესარჩევი ტურების შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი.“. 10. 283 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ფუნქციებია: ა) განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა ამ სისტემაში ერთიანი საინფორმაციო საგანმანათლებლო სივრცის ფორმირებით; ბ) თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა; გ) განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების ავტომატიზაციის და ელექტრონული მონაცემების შეგროვების, შენახვისა და ადმინისტრირების უზრუნველსაყოფად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემების შექმნა და დანერგვა; დ) მართვის პროცესების ინფორმაციული უზრუნველყოფა და სტატისტიკის წარმოება; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსწავლეთა, მოსწავლეთა მშობლების, სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვის უზრუნველყოფა; ვ) საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის, ხოლო მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში − სკოლის სხვა თანამშრომლის, სამეურვეო საბჭოს წევრების უფლებამოსილებისა და მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით რეგისტრაციაში გატარება; ზ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ბრუნვის ორგანიზება, კონტროლი და გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ექსპერტიზისა და უტილიზაციისათვის მომზადება; თ) იმ პირთა აღრიცხვა, რომლებსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის ან/და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ჩამოერთვათ პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ი) განათლების სისტემის ძირითადი ინდიკატორების შემუშავება; კ) სრული ზოგადი განათლებისა და საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების − ატესტატების, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის და მათი დუბლიკატების გასაცემად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაცემთა ბაზების ფორმირება; ლ) პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების დუბლიკატების საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემა; მ) განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. 11. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ამ კანონითა და ზოგადი განათლების სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სკოლის დირექტორს, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში − სკოლის სხვა თანამშრომლის უფლებამოსილებასა და უფლებამოსილების შეწყვეტას და აღნიშნულ მონაცემებს სარეგისტრაციოდ უგზავნის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. მონაცემთა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაცია იწვევს მათ ძალაში შესვლას;“. 12. 33-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) შექმნას ინკლუზიური განათლების განხორციელების პირობები;“; ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 13. 37-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან, საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისაგან და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისაგან, ხოლო იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას, – აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისაგან. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოში დანიშნოს 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს სამეურვეო საბჭოს მიერ სკოლისათვის დადასტურებულად ქველმოქმედების გამწევ პირთაგან (მათი არსებობის შემთხვევაში) არჩეული 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობის განსაზღვრისას მცირეკონტინგენტიანი სკოლებისათვის გამონაკლისის დაშვება შეიძლება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით. მშობლებისაგან არჩეული წევრები თანაბრად უნდა წარმოადგენდნენ სკოლაში არსებულ თითოეულ საფეხურს. სამეურვეო საბჭოს წევრი შეიძლება არჩეულ/დანიშნულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადაა 3 წელი.“; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც იწვევს და წარმართავს მის სხდომებს. იგი წარმოადგენს სკოლას დირექტორთან ურთიერთობებში. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს ირჩევს სამეურვეო საბჭო თავისი უფლებამოსილების ვადით. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე მონაცვლეობით უნდა იყოს მშობლებისაგან ან პედაგოგიური საბჭოსაგან არჩეული წევრი ან ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელი.“. 14. 38-ე მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი: „ნ) სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის არსებობის შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამეურვეო საბჭო ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ხოლო პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას – სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით.“. 15. მე-40 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მოსწავლე, რომლის წარმომადგენლადაც ითვლება სამეურვეო საბჭოს წევრი, გაირიცხა/ამოირიცხა სკოლიდან, შეუჩერდა მოსწავლის სტატუსი ან გადავიდა ზოგადი განათლების შემდგომ საფეხურზე;“; ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი გაირიცხა/ამოირიცხა სკოლიდან ან შეუჩერდა მოსწავლის სტატუსი;“; ა.გ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების 3-წლიანი ვადის ამოწურვის შემთხვევაში;“; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ელექტრონულად წარუდგინოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.“; დ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები: „6. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება უჩერდება, თუ არჩეულ წევრთა ნახევარზე მეტს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა და არ არსებობს სხვა კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში მიიღო სხვა კანდიდატზე მეტი, მაგრამ საბჭოს წევრად ასარჩევად არასაკმარისი რაოდენობის ხმები, ან ეს კანდიდატი მოცემული დროისათვის აღარ აკმაყოფილებს შესაბამისი კატეგორიის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან მან წერილობით უარი განაცხადა სამეურვეო საბჭოს წევრობაზე. 7. უფლებამოსილებაშეჩერებულ სამეურვეო საბჭოს უნდა აღუდგეს სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება, თუ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ჩატარდება სამეურვეო საბჭოს არჩევნები სამეურვეო საბჭოს იმ წევრთა გამოთავისუფლებულ ადგილებზე, რომლებსაც უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ.“. 16. 42-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის არჩევის ოქმი და არჩეული პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი სარეგისტრაციოდ წარედგინება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. დირექტორის უფლებამოსილება წარმოიშობა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაციის მომენტიდან. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის გადაწყვეტილება დირექტორის რეგისტრაციაში გატარების საკითხზე საჩივრდება სასამართლოში და მისი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.“. მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა და გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 29 ივნისი 2018 წ. N2753-IIს |
დოკუმენტის კომენტარები