დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4322-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 09/03/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110322023, 22/03/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 430050000.05.001.016251 |
საქართველოს კანონი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ7“ ქვეპუნქტი:
„ღ7) მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა − მასწავლებლობის უფლების განახლების ალტერნატიული და მასწავლებლის უწყვეტი პროფესიული განვითარების საშუალება, რომელიც განსაზღვრავს სავალდებულო კრედიტების ოდენობას და მათი დაგროვების შესაძლებლობებს;“.
2. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან დადებული აქვს სამართლებრივი დახმარების ხელშეკრულება, მაშინ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოებაში თავის წარმომადგენლად საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლის დანიშვნა.“.
3. 217 მუხლის პირველი−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მასწავლებელი ვალდებულია განაახლოს მასწავლებლობის უფლება მასწავლებლის სერტიფიკატის ვადის ამოწურვის შემდეგ პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებისათვის. მასწავლებლობის უფლება განახლდება 8 წლის ვადით.
2. მასწავლებლობის უფლების განახლების გზებია:
ა) მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება;
ბ) მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვა და ამ სქემით გათვალისწინებული კრედიტების დაგროვება.
3. მასწავლებლობის უფლების განახლება შესაძლებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორივე კომპონენტის კომბინაციით.“.
4. 59-ე მუხლის:
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. 2010 წლის 1 სექტემბრამდე ლიცენზირებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება მიეცეთ, 2015–2016 სასწავლო წლის დაწყებამდე განახორციელონ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა/სკოლებმა, და მიიღონ ამ კანონით გათვალისწინებული დაფინანსება. 2015–2016 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ეტაპობრივი ავტორიზაცია.“;
ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
„61. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2011 წლის 1 მაისამდე დაადგინოს ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის ეტაპები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 9 მარტი.
№4322–Iს
დოკუმენტის კომენტარები