„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 2940
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/04/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 23, 04/05/2010
სარეგისტრაციო კოდი 430.050.000.05.001.003.984
  • Word
2940
20/04/2010
სსმ, 23, 04/05/2010
430.050.000.05.001.003.984
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

�ზოგადი განათლების შესახებ� საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

��� მუხლი 1.

�ზოგადი განათლების შესახებ� საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის �ღ2� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�ღ2) მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი � მასწავლებლის პროფესიული ქცევის ნორმების ერთობლიობა;�.

2. 212 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის �ა� და �ბ� ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�ა) დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი � მასწავლებელი, რომელსაც აქვს საჭირო კვალიფიკაცია იმისათვის, რომ ასწავლოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე საგანი დაწყებით საფეხურზე;

ბ) საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის მასწავლებელი � მასწავლებელი, რომელსაც აქვს საჭირო კვალიფიკაცია იმისათვის, რომ ასწავლოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგანი საბაზო და საშუალო საფეხურებზე;�;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განსაზღვრავს მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს, რომელიც მოიცავს პროფესიულ სტანდარტს თითოეული სახის მასწავლებლისათვის. მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ყველა მასწავლებელი.�.

3. 214 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი რეგისტრაციაში ატარებს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.�;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�6. მაძიებლობის პერიოდის დასრულების შემდეგ სკოლის დირექტორი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს დადგენილი წესით წარუდგენს დოკუმენტს მასწავლებლობის მაძიებლის მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან და მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსთან შესაბამისობის შესახებ. დოკუმენტი შეიძლება შეიცავდეს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) მასწავლებლობის მაძიებელმა დადგენილი წესით წარმატებით გაიარა მაძიებლობის პერიოდი;

ბ) მასწავლებლობის მაძიებელმა დადგენილი წესით ვერ გაიარა მაძიებლობის პერიოდი.�;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლობის მაძიებლისათვის სწავლების უფლების მინიჭების ვადას განსაზღვრავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.�.

4. 215 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�3. სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ რეგისტრირებული პირი.�;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

�6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი. მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებები საჩივრდება სასამართლოში და მათი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტების მოქმედების შეჩერებას.�.

5. 216 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� მუხლი 21 6. მასწავლებლის სერტიფიკატი

1. ამ კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გასცემს მასწავლებლის სერტიფიკატს, რომელიც მოქმედებს გაცემიდან 8 წლის განმავლობაში.

2. მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.�.

6. 217 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�5. მასწავლებლის პროფესიული განვითარება, პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიული წარმატებები აღირიცხება მასწავლებლის პროფესიული განვითარების პორტფოლიოს მეშვეობით. პორტფოლიოს ნიმუშს და მისი მომზადების წესს ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი � მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.�.

7. 218 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�3. მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წესსა და საფასურს ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის წარდგინებით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანხმობით.�.

8. 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) �დ� და �ე� ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�დ) შეიმუშავებს და ამტკიცებს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დებულებებს;

ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორებს;�;

ბ) �შ1� ქვეპუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�საჯარო სამართლის იურიდიული პირის � მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს:�;

გ) �ჯ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�ჯ) განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის წარდგინებით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანხმობით ამტკიცებს მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებასა და საფასურს;�;

დ) �ჰ 6� ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის �ჰ7 ქვეპუნქტი:

�ჰ7) ამტკიცებს მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესს.�.

10. 281 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი�;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.�;

გ) მე-2 პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფუნქციებია:�.

11. 33-ე მუხლის პირველი პუნქტის �მ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს � მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული მასწავლებლების პერსონალური მონაცემები, აგრეთვე ინფორმაცია სკოლაში არსებული მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებლების ვაკანსიების შესახებ;�.

12. 54-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�მოსამზადებელი სამართლებრივი აქტების პროექტები�;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

�4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2015 წლამდე უზრუნველყოს მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცება.�.

13. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 611 მუხლი:

��� ��მუხლი 61 1. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის სახეები და უცხოური ენის მასწავლებელი

1. დაწყებითი საფეხურის პირველი�მე-4 კლასების მასწავლებელი არის მასწავლებელი, რომელიც ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებას დაწყებითი საფეხურის პირველ�მე-4 კლასებში.

2. პირველი�მე-12 კლასების უცხოური ენის მასწავლებელი არის მასწავლებელი, რომელსაც აქვს საჭირო კვალიფიკაცია იმისათვის, რომ ასწავლოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უცხოური ენა დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მასწავლებლობის უფლების მოპოვება პირებს შეუძლიათ 2014 წლის ბოლომდე. მათზე ვრცელდება ამ კანონის 61-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები.�.

��� მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 20 აპრილი.

№2940�Iს