დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4583-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/11/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/12/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 430050000.05.001.018004 |
|
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 213 მუხლის: ა) პირველი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობების მასწავლებლები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: ა) უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით); ბ) უნდა ჰქონდეთ სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა; გ) უნდა ჰქონდეთ მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა; დ) უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულების დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა. 2. ამ კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობების მასწავლებლები, რომლებიც ასწავლიან იმ სკოლაში, რომელიც ახორციელებს განვითარების შეფერხების (შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის დეფიციტის), სენსორული (სმენისა და მხედველობის), ქცევისა და ემოციური (ასოციალური, აგრესიული ქცევის და დაუმორჩილებლობის განმეორებადი და მდგრადი გამოვლინება, რომელიც არ არის ფსიქოტური მდგომარეობის, გუნება-განწყობის ცვალებადობის ან სხვა დაავადებების თანამდევი სიმპტომი) დარღვევების მქონე ბავშვთა სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებს, უნდა აკმაყოფილებდნენ ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეთ სპეციალურ პედაგოგიკაში მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა. 3. ამ კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა; ბ) უნდა ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა; გ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და ჩაბარებული უნდა ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა; დ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულების დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობების მასწავლებლებმა უნდა იცოდნენ ორი ენა, რომელთაგან ერთი აუცილებლად ქართული ენა უნდა იყოს. ამასთანავე, ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: ა) უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით); ბ) უნდა ჰქონდეთ სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეთ სასკოლო პრაქტიკის საგანმანათლებლო პროგრამა; გ) უნდა ჰქონდეთ მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეთ სასკოლო პრაქტიკის საგანმანათლებლო პროგრამა; დ) უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულების დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.“; გ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. 612 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მასწავლებლის განათლებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოთ 2015 წლის 1 იანვრამდე მოქმედ მასწავლებელსა და 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებულ მასწავლებელს.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. 2021 წლის ბოლომდე მასწავლებლად მუშაობის დაწყება შეუძლია ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიარა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 27 ნოემბერი 2015 წ. N4583-Iს |
დოკუმენტის კომენტარები