დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5513-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/12/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111228083, 28/12/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 430050000.05.001.016561 |
საქართველოს კანონი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:
ა) „ღ6“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ღ6) მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტირება − ნებაყოფლობითი ტესტირება, რომლის შედეგები შეიძლება გათვალისწინებული იქნეს მასწავლებლის პროფესიული განვითარების შეფასებისას და საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურებისას;“;
ბ) „ჯ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჯ2“ ქვეპუნქტი:
„ჯ2) საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილი – ნებაყოფლობითი გამოცდა, რომლის შედეგები შეიძლება გათვალისწინებული იქნეს მასწავლებლის პროფესიული განვითარების შეფასებისას და საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურებისას;“.
2. 215 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჭ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჭ1) ამტკიცებს მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტირებისა და საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩატარების წესსა და პირობებს, აგრეთვე ადგენს საფასურს მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელ ტესტირებასა და საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტულ ნაწილში მონაწილეობის მისაღებად. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელ ტესტირებასთან და საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩატარებასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;“.
4. მე-40 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამეურვეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება, თუ:
ა) სამეურვეო საბჭოს წევრს პედაგოგიურმა საბჭომ შეუწყვიტა უფლებამოსილება, როგორც საკუთარ წარმომადგენელს საბჭოში;
ბ) სამეურვეო საბჭოს წევრს, როგორც პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელს, შეუწყდა სკოლასთან შრომითი ურთიერთობა;
გ) მოსწავლე, რომლის წარმომადგენლადაც ითვლება სამეურვეო საბჭოს წევრი, გაირიცხა/ამოირიცხა სკოლიდან ან გადავიდა ზოგადი განათლების შემდგომ საფეხურზე;
დ) მოსწავლეს, რომლის წარმომადგენლადაც ითვლება სამეურვეო საბჭოს წევრი, შეუჩერდა მოსწავლის სტატუსი;
ე) ამას მოითხოვს სკოლის შესაბამისი საფეხურის მოსწავლეთა მშობლების 1/3 პრინციპით: „ერთი მოსწავლე – ერთი ხმა“;
ვ) სამეურვეო საბჭოს წევრი გარდაიცვალა;
ზ) სამეურვეო საბჭოს წევრმა უფლებამოსილება მოიხსნა პირადი განცხადების საფუძველზე;
თ) სამეურვეო საბჭოს წევრის მიმართ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
ი) სამეურვეო საბჭოს წევრი სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;
კ) სამეურვეო საბჭოს წევრს, როგორც მოსწავლის მშობელს, და საჯარო სკოლას შორის წარმოიშვა შრომითი ურთიერთობა;
ლ) სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა საჯარო სკოლის დირექციის წევრი.“;
ბ) მე-3 პუნქტის:
ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით;“;
ბ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) სამეურვეო საბჭოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 20 დეკემბერი.
№5513-რს
დოკუმენტის კომენტარები