დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3068 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 04/05/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 27, 24/05/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 430.050.000.05.001.004.049 |
საქართველოს კანონი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია სკოლაში მიღებისას. ეს ნორმა არ გამორიცხავს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში შესარჩევი კონკურსის ჩატარების შესაძლებლობას, რომლებიც ახორციელებენ სამხედრო, პროფილურ სახელოვნებო და სასპორტო მომზადებასა და განათლებას.“.
2. 211 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების და ამ კანონით განსაზღვრული სერტიფიცირების, მაძიებლობისა და რეგისტრაციის მოთხოვნები არ ვრცელდება სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელზე.“.
3. 212 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი – სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი.“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის წარდგინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განსაზღვრავს მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს, რომელიც მოიცავს პროფესიულ სტანდარტს თითოეული სახის მასწავლებლისათვის. სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი უნდა განისაზღვროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ყველა მასწავლებელი.“.
4. 213 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს:
ა) სრული ზოგადი განათლება;
ბ) შესაბამისი სამხედრო განათლება, უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.“.
5. 218 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ხოლო სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლება აქვს აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წესსა და საფასურს ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის წარდგინებით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის თანხმობით. სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის წესი და საფასური (გარდა იმ საფასურისა, რომელიც დგინდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის) უნდა შეთანხმდეს აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან.“.
6. 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ო“, „ო1“ და „რ“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას, ხოლო იმავე პუნქტის „ნ“ და „ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასეთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასრულებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.“.
7. 27-ე მუხლის:
ა) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 და 13 პუნქტები:
„12. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ზოგადი განათლების მიღებასთან ერთად ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით აფუძნებს და მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ეს დაწესებულება:
ა) გაივლის აკრედიტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესით;
ბ) ფინანსდება ამ კანონის 22-ე მუხლით დადგენილი წესით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებებიდან.
13. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო:
ა) ამ მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებისათვის შეიმუშავებს სამხედრო მომზადებისა და განათლების სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამას და უზრუნველყოფს მის განხორციელებას;
ბ) ნიშნავს ამ მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების დირექტორს ან/და სამხედრო ხელმძღვანელს და სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებს, რომლებიც შეიძლება იყვნენ როგორც სამხედრო მოსამსახურეები, ისე სამოქალაქო პირები.“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ეროვნული სასწავლო გეგმის ზემოთ სამხედრო, პროფილური სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას ზედამხედველობს დარგობრივი სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.“.
8. 32-ე მუხლის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. თუ საჯარო სკოლა შექმნილია დარგობრივი სამინისტროს მიერ ან დარგობრივი სამინისტროს წარდგინებით, აკრედიტაციის პირობები თანხმდება ამ დარგობრივ სამინისტროსთან; ასეთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფში, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოში სავალდებულოა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სამხედრო, პროფილური ან სპეციალური სახელოვნებო, საშემსრულებლო, სპორტული მომზადების ან განათლების პროგრამის ექსპერტის მონაწილეობა; ამ შემთხვევაში ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატურები უნდა შეთანხმდეს აკრედიტაციის მაძიებელთან; თუ აკრედიტაციის მაძიებელი ორჯერ უარს იტყვის შეთავაზებულ სხვადასხვა კანდიდატურაზე, განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, შეთანხმების გარეშე დანიშნოს ჯგუფის წევრი, რომელიც არ შეიძლება იყოს აკრედიტაციის მაძიებლის მიერ უარყოფილი პირი.“.
9. 35-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც:
ა) ახორციელებს პროფილურ სახელოვნებო განათლებასა და მომზადებას, შეიძლება წესდებით გათვალისწინებული იყოს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის არსებობა, რომლის არჩევის/დანიშვნის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონითა და დაწესებულების წესდებით;
ბ) ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას, შეიძლება წესდებით გათვალისწინებული იყოს სამხედრო ხელმძღვანელის თანამდებობის არსებობა, რომლის დანიშვნის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონითა და დაწესებულების წესდებით.“.
10. 37-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არა უმეტეს 12 წარმომადგენლისაგან, საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისაგან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისაგან, ხოლო იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას, – აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისაგან. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოში დანიშნოს 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობის განსაზღვრისას მცირეკონტინგენტიანი სკოლებისათვის გამონაკლისის დაშვება შეიძლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით. მშობლებისგან არჩეული წევრები თანაბრად უნდა წარმოადგენდნენ სკოლაში არსებულ თითოეულ საფეხურს. სამეურვეო საბჭოს წევრი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“.
11. 38-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ამ კანონის 42-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ეს წესი არ ვრცელდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას;
ბ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, აგრეთვე ამტკიცებს დირექტორის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტს, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას, ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებენ ამ დაწესებულების დირექტორი და სამეურვეო საბჭო;“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ (გარდა წლიურ ანგარიშთან დაკავშირებული ფუნქციებისა და „ბ“ ქვეპუნქტის მეორე წინადადებისა) და „ვ“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას.“.
12. 41-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. ამ კანონის 27-ე მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების:
ა) დირექტორი შეიძლება იყოს სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. მასზე არ ვრცელდება ამ კანონის VIII თავით დირექტორისათვის დადგენილი უფლება-მოვალეობები, გარდა იმავე თავის 43-ე მუხლით გათვალისწინებული ფუნქციებისა;
ბ) დირექტორის, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის და დირექტორის მოადგილის დანიშვნა და განთავისუფლება რეგისტრირდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.“.
13. 43-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო ან პროფილურ სახელოვნებო მომზადებასა და განათლებას, წესდებით შეიძლება განისაზღვროს, რომ დირექტორმა ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებები განახორციელოს შესაბამისად სამხედრო ან სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად.“.
14. 44-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას, ახალი დირექტორის დანიშვნამდე დირექტორის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 4 მაისი.
№3068–Iს
დოკუმენტის კომენტარები