„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4412
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 8, 23/03/2007
სარეგისტრაციო კოდი 430.050.000.05.001.002.752
  • Word
4412
02/03/2007
სსმ, 8, 23/03/2007
430.050.000.05.001.002.752
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.  „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციული და ფინანსური ავტონომია – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თვითმმართველობა, რომლის სუბიექტები საჯარო სკოლაში არიან: სამეურვეო საბჭო, დირექცია, პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა, დისციპლინური კომიტეტი, ასევე სააპელაციო კომიტეტი – ასეთის არსებობის შემთხვევაში;“;

ბ) „ღ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ1“, „ღ2“, „ღ3“ და „ღ4“ ქვეპუნქტები:

„ღ1) მასწავლებელი – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიცირებული, შესაბამისი განათლების მქონე პირი, რომელიც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

2) მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი – მასწავლებლის ქცევის სავალდებულო ნორმები;

3) მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი – პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევების, ღირებულებებისა და ვალდებულებების ჩამონათვალი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ყველა მასწავლებელი;

4) მასწავლებლობის მაძიებელი – პირი, რომელიც დროებით ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად;“;

გ) „ც“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) „წ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ1“ ქვეპუნქტი:

„წ1) მასწავლებლის პროფესიული განვითარების პორტფოლიო – მასწავლებლის პროფესიული მომზადების, უწყვეტი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული საქმიანობის ანალიზის, შეფასებისა და პროფესიული წარმატებების დამადასტურებელი დოკუმენტების ერთობლიობა;“;

ე) „ჯ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჯ1“ ქვეპუნქტი:

„ჯ1) სერტიფიცირება – მასწავლებლისათვის პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭება ან/და განახლება;“.

3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) მასწავლებელთა პროფესიის რეგულირებას.“.

4. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებისა და თავისუფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს გონივრული, პროპორციული, მინიმალური და უნდა განხორციელდეს მხოლოდ დადგენილი წესის საფუძველზე, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის სრული დაცვით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით.“.

5. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) აიმაღლოს კვალიფიკაცია, რისთვისაც 6 წელიწადში ერთხელ უფლებამოსილია მოითხოვოს ანაზღაურების გარეშე შვებულება 1 წლამდე ვადით, სამუშაო ადგილის შენარჩუნებით;“.

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის II1 თავი:

„თავი II1. მასწავლებლის პროფესია

    მუხლი 211. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი

1. მასწავლებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეებს ასწავლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს.

2. მასწავლებელი შეიძლება იყოს პირი, რომელიც სერტიფიცირებულია ამ კანონითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

3. მასწავლებელი არ შეიძლება იყოს ნასამართლობის მქონე პირი.

4. მასწავლებლის სერტიფიცირება მოიცავს მასწავლებლობის უფლების მოპოვებასა და განახლებას.

5. მასწავლებლობის უფლების მოპოვება ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში მოიცავს:

ა) ამ კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილებას;

ბ) მაძიებლობის პერიოდის წარმატებით გავლას;

გ) მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას.

6. მასწავლებლობის უფლების განახლებისათვის აუცილებელია მასწავლებლის პროფესიული განვითარება ამ კანონითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

7. მასწავლებელი ვალდებულია:

ა) მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი განათლება;

ბ) იზრუნოს თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე;

გ) იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;

დ) დაიცვას მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი;

ე) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები;

ვ) საქართველოს კანონმდებლობითა და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით წარუდგინოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

    მუხლი 212. ზოგადი განათლების მასწავლებლის სახეები და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი

1. ზოგადი განათლების მასწავლებლის სახეებია:

ა) დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელსაც აქვს საჭირო კვალიფიკაცია იმისათვის, რომ ასწავლოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგანი ან საგნობრივი ჯგუფი დაწყებით საფეხურზე;

ბ) საგნის მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელსაც აქვს საჭირო კვალიფიკაცია იმისათვის, რომ ასწავლოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე საგანი საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე;

გ) საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელსაც აქვს საჭირო კვალიფიკაცია იმისათვის, რომ ასწავლოს ყველა საგანი, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ერთ საგნობრივ ჯგუფშია გაერთიანებული, საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე;

დ) სახელოვნებო ან სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი – ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სახელოვნებო ან სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი;

ე) სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეთა მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელსაც აქვს საჭირო კვალიფიკაცია იმისათვის, რომ ასწავლოს სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებს.

2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის წარდგინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განსაზღვრავს მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს, რომელიც მოიცავს პროფესიულ სტანდარტს თითოეული სახის მასწავლებლისათვის. მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ყველა მასწავლებელი.

3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიას შეიძლება ასწავლიდეს პროფესიის მასწავლებელი, რომელიც არის სახელობო განათლების მასწავლებელი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 213. მასწავლებლის განათლება

1. დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს განათლების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

2. საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

3. საბაზო/საშუალო საფეხურის სახელოვნებო ან სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს:

ა) სრული ზოგადი განათლება;

ბ) შესაბამისი სახელოვნებო ან სასპორტო განათლება;

გ) განათლების ბაკალავრის ან განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი, ან გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი კრედიტების რაოდენობის შესაბამისად.

4. სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეთა მასწავლებელი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არის ამ კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი მასწავლებელი და რომელსაც აგრეთვე გავლილი აქვს სპეციალური აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესითა და კრედიტების რაოდენობის შესაბამისად.

    მუხლი 214. მასწავლებლობის მაძიებელი

1. მასწავლებლობის უფლება შეიძლება მოიპოვოს პირმა, რომელიც დადგენილი წესით გაივლის რეგისტრაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში, როგორც მასწავლებლობის მაძიებელი, და წარმატებით გაივლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 1-წლიან მაძიებლობის პერიოდს.

2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი რეგისტრაციაში ატარებს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მაძიებლობის პერიოდის განმავლობაში მასწავლებლობის მაძიებელს აუნაზღაუროს შრომა. მასწავლებლის სერტიფიცირებისათვის არ აქვს მნიშვნელობა, იღებს თუ არა მასწავლებლობის მაძიებელი შრომის ანაზღაურებას.

4. მასწავლებლობის მაძიებელი სარგებლობს ამ კანონით მასწავლებლისათვის გათვალისწინებული ყველა უფლებითა და შეღავათით, გარდა მასწავლებლის შრომის ანაზღაურების ამ კანონით დადგენილი მინიმალური ოდენობის მიღებისა და საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლებებისა.

5. მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსით პირმა სკოლაში შეიძლება იმუშაოს არა უმეტეს 2 წლისა, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. მაძიებლობის პერიოდის დასრულების შემდეგ სკოლის დირექტორი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს დადგენილი წესით წარუდგენს დოკუმენტს მასწავლებლობის მაძიებლის მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან და მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსთან შესაბამისობის შესახებ. დოკუმენტი შეიძლება შეიცავდეს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) მასწავლებლობის მაძიებელი აკმაყოფილებს მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს;

ბ) მასწავლებლობის მაძიებელი არ აკმაყოფილებს მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს.

7. მასწავლებლობის მაძიებელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა შეიძლება მიანიჭოს უფლება, განსაზღვრული ვადით ასწავლოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსით 2 წლის განმავლობაში სკოლაში სწავლების შემდეგ, თუ არსებობს შემდეგი 2 პირობა:

ა) მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსით 2-წლიანი სწავლების პერიოდის გასვლიდან არა უგვიანეს 1 წლისა გავიდა მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდაზე და გადალახა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი ზღვარი;

ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებობს ვაკანსია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ შეივსო.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლობის მაძიებლისათვის სწავლების უფლების მინიჭების ვადას განსაზღვრავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

    მუხლი 215. მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა

1. მასწავლებლობის უფლების მოპოვებისათვის აუცილებელია მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება.

2. სასერტიფიკაციო გამოცდის მიზანია შესაბამისი მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან მასწავლებლობის მაძიებლის ცოდნისა და უნარების შესაბამისობის დადგენა.

3. სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ რეგისტრირებული მასწავლებლობის მაძიებელი, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში წარმატებით გაივლის მაძიებლობის პერიოდს ამ კანონის 214 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

4. სასერტიფიკაციო გამოცდა შედგება 2 ნაწილისაგან:

ა) შინაარსობრივი ნაწილი, რომელიც ამოწმებს მასწავლებლის მიერ შესაბამისი ეროვნული სასწავლო გეგმითა და შესაბამისი მასწავლებლის სტანდარტით გათვალისწინებული პროფესიული ცოდნის დონეს;

ბ) უნარების ნაწილი, რომელიც სიტუაციური ამოცანების საშუალებით ამოწმებს მასწავლებლის უნარს, შეარჩიოს სწორი სტრატეგია და მიიღოს მართებული გადაწყვეტილება სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

5. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

    მუხლი 216. მასწავლებლის სერტიფიკატი

1. ამ კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი გასცემს მასწავლებლის სერტიფიკატს, რომელიც მოქმედებს გაცემიდან 8 წლის განმავლობაში.

2. მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

    მუხლი 217. მასწავლებლის პროფესიული განვითარება

1. მასწავლებელი ვალდებულია განაახლოს მასწავლებლობის უფლება მასწავლებლის სერტიფიკატის ვადის ამოწურვის შემდეგ პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებისათვის. მასწავლებლობის უფლების განახლებისათვის მასწავლებელი ვალდებულია დააგროვოს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემით გათვალისწინებული კრედიტები. მასწავლებლობის უფლება განახლდება 8 წლის ვადით.

2. მასწავლებლის პროფესიული განვითარების კრედიტების დაგროვების ალტერნატიული შესაძლებლობებია:

ა) აკრედიტებული პროფესიული განვითარების პროგრამების გავლა;

ბ) მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან 6 წლის შემდეგ შესაბამისი მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება;

გ) საგანმანათლებლო ან პედაგოგიური პროდუქტის შექმნა (სახელმძღვანელოს, საგანმანათლებლო პროგრამის ავტორობა, საგანმანათლებლო პროექტის შემუშავება ან/და განხორციელება, მასწავლებლობის მაძიებლებისა და სხვა პედაგოგებისათვის ცოდნის გაზიარება და სხვა).

3. მასწავლებლობის უფლების განახლებისათვის მასწავლებლის პროფესიული განვითარების კრედიტების დაგროვება შესაძლებელია აგრეთვე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რამდენიმე კომპონენტის კომბინაციით.

4. მასწავლებლის პროფესიული განვითარების დაფინანსების შესაძლო წყაროებია:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახსრები, მათ შორის, ვაუჩერული დაფინანსებიდან მიღებული შემოსავლები;

ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის სახსრები;

გ) მასწავლებლის მიერ თვითდაფინანსება;

დ) დონორების მიერ დაფინანსება;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრები.

5. მასწავლებლის პროფესიული განვითარების, პრაქტიკული გამოცდილებისა და პროფესიული წარმატებების აღრიცხვა ხორციელდება მასწავლებლის პროფესიული განვითარების პორტფოლიოს მეშვეობით. პორტფოლიოს ნიმუშს და მისი მომზადების წესს ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.

6. თუ მასწავლებლის სერტიფიკატის ვადის ამოწურვის შემდეგ მასწავლებელი ვერ დააგროვებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემით გათვალისწინებულ კრედიტებს და არ განაახლებს სერტიფიკატს, იგი კარგავს სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსს.

7. სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის ვადამდე ჩამორთმევა შესაძლებელია, თუ მასწავლებელი არღვევს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ ვალდებულებებს და მისი ქმედება ეწინააღმდეგება ამავე სტანდარტით დადგენილ ღირებულებებს. სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის ვადამდე ჩამორთმევის პირობები განისაზღვრება მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებით.

    მუხლი 218. მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია

1. მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს.

2. მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი.

3. მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წესსა და პირობებს ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის წარდგინებით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის თანხმობით.

4. მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამისათვის აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებაში აღინიშნება აგრეთვე ამ პროგრამის კრედიტების რაოდენობა.“.

7. 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორებს.“.

8. 26-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შეიმუშავებს და ამტკიცებს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დებულებებს;

ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორების კანდიდატურებს;“;

ა.ბ) „შ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ1“ ქვეპუნქტი:

„შ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს:

1.ა) მასწავლებლის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

1.ბ) მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს;

1.გ) მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემას;

1.დ) მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსს;

1.ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში მასწავლებლის მიმართ განსახორციელებელი დისციპლინური წარმოების წესს;

1.ვ) მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მაძიებლობის პერიოდის გავლის წესს, აგრეთვე მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშს და მისი გაცემის წესს;

1.ზ) მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებას და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშს;

1.თ) მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის, აგრეთვე მასწავლებლობის უფლების მოპოვებისა და განახლების საფასურის ოდენობას;“;

ა.გ) „ჯ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჯ) განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის წარდგინებით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის თანხმობით ამტკიცებს მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებას;“;

ა.დ) „ჰ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ3) ახორციელებს მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვას და ადგენს მათი აღრიცხვის წესს;“;

ა.ე) „ჰ4“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აწარმოებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრს, რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სკოლების დირექტორებს, დირექტორების მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მათი მოვალეობის შემსრულებელ მოადგილეებს, მოვალეობის სხვა შემსრულებლებს, სამეურვეო საბჭოს წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, შემდეგი პირობების დაცვით:

ა) მონაცემი რეგისტრირდება მისი წარდგენიდან 15 დღის ვადაში;

ბ) მონაცემი არ რეგისტრირდება, თუ დარღვეულია ამ კანონისა და ზოგადი განათლების სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნები;

გ) მონაცემი რეგისტრირებულად მიიჩნევა, თუ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მის წარმდგენს 15 დღის ვადაში არ აცნობებს აღმოჩენილი კანონდარღვევის შესახებ;

დ) მონაცემი, რომელიც აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე განლაგებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უკავშირდება, რეგისტრირდება შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარდგენის საფუძველზე.“.

9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 281 მუხლი:

 „მუხლი 281. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი

1. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ფუნქციებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მასწავლებელთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვა;

ბ) მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მომზადება;

გ) მასწავლებელთა ასოციაციებისა და ორგანიზაციების მონაწილეობით მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის მომზადების უზრუნველყოფა;

დ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებლების ვაკანსიების რეგისტრაცია;

ე) მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მაძიებლობის პერიოდის გავლის წესის შემუშავება;

ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაწილეობით მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულების შემუშავება;

ზ) მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის შემუშავება, მასწავლებლის პროფესიული განვითარების პორტფოლიოს ნიმუშისა და მისი მომზადების წესის დამტკიცება;

თ) მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და შეთანხმება;

ი) მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღება;

კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის ვადამდე ჩამორთმევა;

ლ) მასწავლებელთა სერტიფიცირება ამ კანონითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით;

მ) საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

10. 33-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები:

„ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მასწავლებლობის მაძიებელი სკოლაში;

მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული მასწავლებლების პერსონალური მონაცემები, აგრეთვე ინფორმაცია სკოლაში არსებული მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებლების ვაკანსიების შესახებ;

ნ) მის ხელთ არსებული რესურსების ფარგლებში ხელი შეუწყოს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, მათ შორის, პროფესიული მზადების პროგრამაში მათი მონაწილეობის ხარჯების დაფინანსების ან თანადაფინანსების გზით.“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) მასწავლებლის პროფესიული განვითარების დონის შესაბამისად მიიღოს ზომები მისი შრომის ანაზღაურების გაზრდის მიზნით.“.

11. 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სკოლაში ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით სამეურვეო საბჭოში საკუთარი კანდიდატურის, როგორც მშობლის, წამოყენების და კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ იმ მშობლებს, რომლებიც ამ სკოლაში ახორციელებენ პედაგოგიურ საქმიანობას ან შედიან მის დირექციაში ან არიან სკოლის ადმინისტრაციული ან ტექნიკური პერსონალის წარმომადგენლები. სამეურვეო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს სკოლის დირექციის წევრი.“.

12. 42-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საჯარო სკოლის დირექტორის კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია დააწესოს კონკურსში მონაწილეობის საფასური.“.

13. 45-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პედაგოგიურ საბჭოში ყველა მასწავლებელი და მასწავლებლობის მაძიებელი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.“.

14. 54-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე მოამზადოს კანონპროექტები „სააღმზრდელო საქმიანობის შესახებ“, „პროფესიული განათლების შესახებ“ და „საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების აკრედიტაციის შესახებ“.“.

15. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 561 მუხლი:

    „მუხლი 561. სკოლისგარეშე სახელოვნებო ან სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი

1. სკოლისგარეშე სახელოვნებო ან სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი შეიძლება იყოს შესაბამისი აკადემიური ან პროფესიული უმაღლესი სახელოვნებო ან სასპორტო განათლების მქონე პირი, რომელსაც გავლილი აქვს მასწავლებლის მომზადების აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესითა და კრედიტების რაოდენობის შესაბამისად, ასევე გავლილი აქვს მაძიებლობის პერიოდი და წარმატებით ჩააბარა მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის უნარების ნაწილი.

2. სკოლისგარეშე სახელოვნებო ან სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელზე სერტიფიკატი გაიცემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სერტიფიცირების დებულების შესაბამისად.

3. სკოლისგარეშე სახელოვნებო ან სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა პროფესიული მომზადებისა და განვითარების წესი და პირობები.

4. სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებები მასწავლებლის საქმიანობასთან დაკავშირებით ასრულებენ ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვალდებულებებს და ახორციელებენ აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

5. სკოლისგარეშე სახელოვნებო ან სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებისა და წესის განსაზღვრის მიზნით საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო მონაწილეობს მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაციის დებულების იმ ნაწილის შემუშავებაში, რომელიც ეხება სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელთა მომზადებასა და განვითარებას.“.

16. 61-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 61. მასწავლებელთა პირველი სერტიფიცირება

1. მასწავლებლის პირველი სასერტიფიკაციო გამოცდა ჩატარდეს არა უგვიანეს 2009 წლის 1 მარტისა.

2. 2013 წლის ბოლომდე ყველა მოქმედმა მასწავლებელმა უნდა ჩააბაროს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა, რათა მოიპოვოს მასწავლებლობის უფლება. ამ დრომდე მასწავლებლად მუშაობის დაწყება შეუძლიათ მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირებს, რომლებსაც უმაღლესი განათლების დიპლომში მითითებული აქვთ პედაგოგის ან/და საგნის სპეციალისტის კვალიფიკაცია. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლების მოსაპოვებლად მათ უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სულ მცირე 1 წლის სტაჟი.

3. 2010 წლიდან შესაბამისი მასწავლებლობის უფლების მოპოვება შეეძლებათ განათლების ბაკალავრებს ან განათლების მაგისტრებს სკოლაში 1-წლიანი მაძიებლობის პერიოდის გავლისა და მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, ხოლო სკოლისგარეშე სახელოვნებო ან სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლობის უფლების მოპოვება შეეძლებათ აგრეთვე შესაბამისი აკადემიური ან პროფესიული უმაღლესი სახელოვნებო ან სასპორტო განათლების მქონე პირებს, რომელთაც გავლილი აქვთ მასწავლებლის მომზადების აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა, ასევე გავლილი აქვთ სკოლისგარეშე სახელოვნებო ან სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებაში 1-წლიანი მაძიებლობის პერიოდი და წარმატებით ჩააბარეს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა.

4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2009 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „შ1“, „ჯ“ და „ჰ3“ ქვეპუნქტებითა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღება.“.

    მუხლი 2.  ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 საქართველოს პრეზიდენტი

 მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 2 მარტი.

№4412_Iს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.