"ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4321-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110322022, 22/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 430050000.05.001.016250
  • Word
4321-Iს
09/03/2011
ვებგვერდი, 110322022, 22/03/2011
430050000.05.001.016250
"ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. მე-2 მუხლს:

ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა2“ ქვეპუნქტი:

„ა2) ბრენდირება − სკოლების ინდივიდუალური შეფასების სისტემა, რომელიც ეფუძნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს. სკოლების ბრენდირებისას უმაღლესი შეფასება ენიჭება აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის მქონე სკოლას;“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ6“ ქვეპუნქტი:

„ღ6) მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტირება − მასწავლებლის ნებაყოფლობითი შეფასება, რომლის შედეგები შეიძლება გათვალისწინებული იქნეს მასწავლებლის პროფესიული განვითარების შეფასებისას;“.

2. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სახელმწიფოს მიერ შესაბამისი დოკუმენტით ამის დადასტურებას. სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს და სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარებისგან თავისუფლდება ის, ვინც ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე დაძლია აკრედიტებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.“.

3. მე-9 მუხლის მე-4 და 41 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ზოგადი განათლების მიღება შეიძლება ექსტერნატის ფორმით. ექსტერნს უფლება აქვს, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღოს ექსტერნატის ფორმით ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის დაძლევისა და სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.

41. ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით მიღების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით მიღებასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები.“.

4. 26-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დებულებებს;“;

ა.ბ) „დ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ2“ ქვეპუნქტი:

„დ2) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის კანდიდატურას;“;

ა.გ) „პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.დ) „ტ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ2“ და „ტ3“ ქვეპუნქტები:

„ტ2) ამტკიცებს სკოლების ბრენდირების ჩატარების წესს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია სკოლების ბრენდირებასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;

3) ამტკიცებს სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია სკოლის გამოსაშვებ გამოცდებთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;“;

ა.ე) „ყ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ1“ ქვეპუნქტი:

„ყ1) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს;“;

ა.ვ) „ჭ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჭ1 ქვეპუნქტი:

„ჭ1) ამტკიცებს მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტირების წესსა და პირობებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელ ტესტირებასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;“;

ა.ზ) „ჰ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ) ამტკიცებს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმას, გაცემის წესსა და საფასურს;“;

ა.თ) „ჰ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ3) ადგენს მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვის წესს;“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 282 მუხლი:

„მუხლი 282. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო

1. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

2.    საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ფუნქციებია:

ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების რეაბილიტაცია, მშენებლობა, ინვენტარითა და ტექნიკით მომარაგება;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარება;

გ) თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო სკოლის დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაციაში გატარება;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების, აგრეთვე სკო­­ლის­გარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეეს­ტრების წარმოება;

ვ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის წარმოება, კერძოდ, საჯარო სკოლების დირექტორების, დირექტორების მიერ თავიანთი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მათი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილეების, დირექტორის მოვალეობის სხვა შემსრულებლების, სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაციაში გატარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, შემდეგი პირობების დაცვით:

ვ.ა) მონაცემი რეგისტრირდება მისი წარდგენიდან 30 დღის ვადაში;

ვ.ბ) მონაცემი არ რეგისტრირდება, თუ დარღვეულია ამ კანონისა და ზოგადი განათლების სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნები;

ვ.გ) მონაცემი რეგისტრირებულად მიიჩნევა, თუ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო მის წარმდგენს 30 დღის ვადაში არ აცნობებს აღმოჩენილი კანონდარღვევის შესახებ;

ვ.დ) მონაცემები, რომლებიც აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე განლაგებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უკავშირდება, რეგისტრირდება შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარდგენის საფუძველზე;

ზ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ბრუნვის ორგანიზება და კონტროლი;

თ) იმ პირთა აღრიცხვა, რომელთაც სასამართლოს გამამ­ტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუა­ლე­ბის მოხმარებისათვის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშეწყო­ბისათვის ან ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის ჩამო­ერთვათ პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულება­ში საქმიანობის უფლება;

ი) განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელე­ბული პროექტებისა და პროგრამების შედეგების კვლევის დაგეგმვა;

კ) განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელე­ბუ­ლი პროექტებისა და პროგრამების შედეგების უშუალოდ ან მესამე პირთა მეშვეობით კვლევა;

ლ) განათლების სისტემის ძირითადი ინდიკატორების შე­მუშავება;

მ) თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის დამუშავებისათვის საჭირო პირობების შექმნა;

ნ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმა­ციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვით სამი­ნის­ტროს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყო­ბა;

ო) საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

6. მე-40 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამეურვეო საბჭო ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები წარუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს. სამეურვეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება აღნიშნული დოკუმენტების საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან. დოკუმენტები რეგისტრირდება მათი წარდგენიდან 30 დღის ვადაში. დოკუმენტები რეგისტრირებულად მიიჩნევა, თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო მათი მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში არ აცნობებს სკოლას აღმოჩენილი დარღვევის შესახებ.“.

7. 41-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დირექტორი არჩევიდან/დანიშვნიდან 2 კვირის ვადაში ნიშნავს იმ მოადგილეს, ხოლო მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – სკოლის იმ თანამშრომელს, რომელიც დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში შეასრულებს მის მოვალეობას, და ამ მონაცემს სარეგისტრაციოდ აგზავნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში.“.

8. 42-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამეურვეო საბჭო დირექტორის არჩევნების ოქმებსა და სამეურვეო საბჭოს დადგენილებების დამოწმებულ ასლებს სარეგისტრაციოდ წარადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში. არჩევნების შედეგები ძალაში შედის აღნიშნული დოკუმენტების საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება დირექტორის რეგისტრაციაში გატარების საკითხზე საჩივრდება სასამართლოში და მისი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.

5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ რეგისტრირებულ არჩეულ დირექტორთან სამეურვეო საბჭო დებს შრომით ხელშეკრულებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.“.

9. 44-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დირექტორს უფლებამოსილება უწყდება შესაბამისი გადაწყვეტილების საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 9 მარტი.

 №4321I