„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5420-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/06/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 430050000.05.001.018148
5420-IIს
10/06/2016
ვებგვერდი, 17/06/2016
430050000.05.001.018148
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

„მუხლი 71. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლის დაწყება

 1. საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება. თუ 15 სექტემბერი დასვენების დღეს ან უქმე დღეს ემთხვევა, სწავლა მის მომდევნო პირველ სამუშაო დღეს დაიწყება.

 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ყველა ან კონკრეტული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შეიძლება განისაზღვროს სასწავლო წლის დაწყების ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული თარიღი:

ა) ამ კანონის შესაბამისად საჯარო სკოლაში პილოტირების განხორციელებისას;

ბ) „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციის არსებობისას; აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას;

გ) კერძო სკოლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.“.

2. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) ადგენს საჯარო სკოლებში წლის განმავლობაში სასწავლო დღეების მინიმალურ და მაქსიმალურ რაოდენობებს, არდადეგების მინიმალურ და მაქსიმალურ ხანგრძლივობას; აგრეთვე უფლებამოსილია დაადგინოს სასწავლო წლის დამთავრების და არდადეგების დრო და ხანგრძლივობა; განსაზღვრავს გამონაკლის შემთხვევებს;“.

მუხლი 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

10 ივნისი 2016 წ.

N5420-IIს