დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4041-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/12/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 75, 27/12/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 430050000.05.001.016117 |
საქართველოს კანონი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) 22-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ამ მუხლით გათვალისწინებული დაფინანსება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე. უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ზოგადი განათლების მიღების უფლება ხორციელდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე. იმ უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, რომელთანაც ზოგადი განათლების მიღების უფლების საკითხი არ არის მოწესრიგებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან/და შეთანხმებით, საქართველოს სახელმწიფო დაფინანსება განისაზღვრება ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე. ნაცვალგების პრინციპი მოქმედებს მაშინ, თუ შესაბამის უცხო ქვეყანაში ზოგადი განათლების სფეროს დაფინანსების სისტემა საქართველოში ზოგადი განათლების სფეროს დაფინანსების სისტემის იდენტურია. იმ ქვეყნების ნუსხას, რომელთა მოქალაქეების მიერ ზოგადი განათლების მიღებას საქართველოს სახელმწიფო ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე აფინანსებს, აქვეყნებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის საფუძველზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 15 დეკემბერი.
№4041-რს
დოკუმენტის კომენტარები