„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4204-XIVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/05/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 430050000.05.001.102270
4204-XIVმს-Xმპ
29/05/2024
ვებგვერდი, 13/06/2024
430050000.05.001.102270
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 41-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი უფლებამოსილია დირექტორის მოადგილის შვებულებაში ან მივლინებაში ყოფნის, დროებითი შრომისუუნარობის ან დირექტორის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობის შესრულება სკოლის სხვა თანამშრომელს დააკისროს.“.

2. 61მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. პირი, რომელიც ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, უფლებამოსილია დარეგისტრირდეს მასწავლებლობის მაძიებლად.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 6311 მუხლი:

„მუხლი 6311. საჯარო სკოლის მასწავლებლის 2024 წლის საშვებულებო ანაზღაურება

1. საჯარო სკოლის იმ მასწავლებლის საშვებულებო ანაზღაურება, რომელიც 2024 წლის კუთვნილი შვებულებით სარგებლობს/ისარგებლებს 2024 წლის 1 ივლისიდან, განისაზღვრება ამ შვებულების თვის წინა 3 თვის საშუალო შრომის ანაზღაურებიდან, ხოლო თუ მის მიერ მუშაობის დაწყების ან ბოლო შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვის/თვეების საშუალო შრომის ანაზღაურებიდან (საშვებულებო ანაზღაურების განსაზღვრის მიზნით 2024 წლის აპრილის, მაისისა და ივნისის შრომის ანაზღაურება დაანგარიშდეს 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით მოქმედი „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ შესაბამისად).

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრული საშვებულებო ანაზღაურება ნაკლები იქნება იმ თანხაზე, რომელსაც საჯარო სკოლის მასწავლებელი 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით მოქმედი „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ შესაბამისად დაანგარიშებული საშვებულებო ანაზღაურებით მიიღებდა, საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვროს 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით მოქმედი „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

29 მაისი 2024 წ.

N4204-XIVმს-Xმპ