დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1353-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 04/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430050000.05.001.103003 |
|
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) ზოგადი განათლება – განათლება, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქის აღზრდა და ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის მომზადება. ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის სწავლის შედეგები შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-2 დონისთვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს, ხოლო ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის/სრული ზოგადი განათლების სწავლის შედეგები − ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-4 დონისთვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს. საქართველოში სრული ზოგადი განათლება მოიცავს არანაკლებ 11 წელს და არაუმეტეს 12 წელს;“; ბ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი: „მ1) ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი/ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − ატესტატი; საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − ატესტატი;“; გ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) ზოგადი განათლების საფეხურები – სრული ზოგადი განათლების 3 საფეხური საქართველოში: დაწყებითი საფეხური (6 წელი − I−VI კლასები), საბაზო საფეხური (3 წელი − VII−IX კლასები) და საშუალო საფეხური (2 წელი − X და XI კლასები და ნებაყოფლობითი 1 წელი − XII კლასი);“; დ) „ჰ6“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X და XI კლასების დაძლევას, რის საფუძველზედაც გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − ატესტატი;“; ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით/„ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის/საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შემდეგ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ნებაყოფლობითი XII კლასის გავლას, რის საფუძველზედაც გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − ატესტატი.“; ბ) მე-6 და 61 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი, რომელიც პირს უსრულდება 15 სექტემბრის ჩათვლით. 61. ზოგადი განათლების დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე უცხოურ ენაზე (მათ შორის, ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 და 41 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში) განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები შეიძლება ითვალისწინებდეს ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის ამ კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასწავლო წლებისგან განსხვავებულ წლებს იმ პირობით, რომ ზოგადი განათლების დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე უცხოურ ენაზე (მათ შორის, ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 და 41 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში) განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების სწავლების წლების ჯამური რაოდენობა 11-ზე ნაკლები ან 12-ზე მეტი არ იქნება.“. 3. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ზოგადი განათლების მიღება შეიძლება ექსტერნატის ფორმით. ექსტერნს უფლება აქვს, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი მიიღოს ექსტერნატის ფორმით ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის დაძლევის შემთხვევაში.“. 4. მე-14 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საჯარო სკოლას (ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურებზე) და კერძო სკოლას უფლება აქვთ, დააწესონ სასკოლო ფორმის ტანსაცმელი ისე, რომ არ შეზღუდონ მოსწავლისა და მასწავლებლის გამოხატვის თავისუფლება. მოსწავლესა და მასწავლებელს უფლება აქვთ, დასაბუთებული უარი თქვან ამ პუნქტით გათვალისწინებული სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ჩაცმაზე. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სასკოლო ფორმის ტანსაცმლის დაწესებისას სკოლამ უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის ფინანსური შესაძლებლობები. თუ მოსწავლეს არ შეუძლია სასკოლო ფორმის ტანსაცმლის შეძენა, იგი ამ ტანსაცმლით სკოლამ უნდა უზრუნველყოს.“. 5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი: „მუხლი 191. საჯარო სკოლის მოსწავლის სასკოლო ფორმის ტანსაცმელი 1. საჯარო სკოლის მოსწავლეს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე აცვია სასკოლო ფორმის ტანსაცმელი. 2. საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლისთვის სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ჩაცმა სავალდებულოა. 3. საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლე ამ მუხლით გათვალისწინებული სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ჩაცმის ვალდებულებისგან შეიძლება გათავისუფლდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საჯარო სკოლის სამინისტროსთან წერილობით შეთანხმების საფუძველზე.“. 6. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.დ“ ქვეპუნქტი: „ბ.დ) სკოლის მოსწავლეების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივ პროგრამასა და სკოლის მოსწავლეების ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივ პროგრამას;“. 7. 26-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ნ“ და „ნ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და ამტკიცებს მის წესდებას, აგრეთვე ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ნებაყოფლობით XII კლასში მოსწავლეთა/პირთა რეგისტრაციის შედეგების მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს ამ იურიდიული პირის ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ხანგრძლივობას; უფლებამოსილია განახორციელოს აღნიშნული იურიდიული პირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებებს სამინისტრო ახორციელებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სფეროში უფლებამოსილი სამინისტროს წარდგინების საფუძველზე; ნ1) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს და ამტკიცებს მის წესდებას, აგრეთვე ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XII კლასში მოსწავლეთა/პირთა რეგისტრაციის შედეგების მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს ამ იურიდიული პირის ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ხანგრძლივობას;“; ა.ბ) „ნ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ3“ ქვეპუნქტი: „ნ3) უფლებამოსილია ამ კანონის მიზნების განსახორციელებლად დააფუძნოს სამეწარმეო იურიდიული პირი ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. სამინისტროს მიერ დაფუძნებულმა სამეწარმეო იურიდიულმა პირმა ან/და არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება განახორციელოს აგრეთვე ისეთი საქმიანობა/პროექტი, რომელიც აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით სამინისტროს სისტემისთვის განსაზღვრული სხვა მიზნების მისაღწევად;“; ა.გ) „ფ“ და „ფ1“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ა.დ) „ჰ18“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ19“–„ჰ22“ ქვეპუნქტები: „ჰ19) ადგენს საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფის ღონისძიებებს, მათ შორის, სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ნიმუშს, საფასურს, მისი რეალიზებისა და გადაცემის წესს; ჰ20) ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად ან/და ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის ან კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის რეპრეზენტაციულ სიაში შეტანილი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საფუძველზე ქმნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს, უზრუნველყოფს მის ბეჭდვას და აღნიშნული სახელმძღვანელოს მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემის მიზნით სკოლებისთვის ამ კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნობრივი პროგრამის შესაბამისად მიწოდებას; ჰ21) ამტკიცებს ამ პუნქტის „ჰ20“ ქვეპუნქტის საფუძველზე შექმნილი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს საფასურს, აგრეთვე მისი რეალიზების, მოვლა-შენახვისა და გამოცვლის წესებს; ჰ22) ამტკიცებს სკოლაში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგად წესს.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ო“, „ო1“ და „ტ5“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებას, ხოლო იმავე პუნქტის „ჟ“, „ტ5“, „ქ“ და „შ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს აღნიშნულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასრულებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.“. 8. 27-ე მუხლის 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, რომელიც ზოგადი განათლების მიღებასთან ერთად სამხედრო მომზადებას ახორციელებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ამტკიცებს მის წესდებას და ახორციელებს მის სახელმწიფო კონტროლს, აგრეთვე უფლებამოსილია განახორციელოს მისი რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. ეს დაწესებულება: ა) გაივლის ავტორიზაციას მინისტრის მიერ დადგენილი წესით; ბ) ფინანსდება ამ კანონის 22-ე მუხლით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებებიდან; გ) ახორციელებს სწავლებას ზოგადი განათლების საბაზო საფეხურსა (IX კლასიდან) და საშუალო საფეხურზე (გარდა XII კლასისა).“. 9. 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა განახორციელოს სამინისტროს მიერ შექმნილი ან/და სამინისტროსთან შეთანხმებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს სამინისტროსთან შეთანხმების წესი და ვადები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;“. 10. 331 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 331. პერსონალისთვის დადგენილი შეზღუდვა 1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა. 2. მასწავლებელს/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომელს მოსწავლის მიმართ ძალადობისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ეზღუდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმების უფლება. ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესს ადგენს მინისტრი.“. 11. 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ითანხმებს პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებულ სასკოლო სასწავლო გეგმასა და სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სასწავლო მასალის ნუსხას;“. 12. 46-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით, ზოგადი განათლების საფეხურებისა და საგნების შესაბამისად ამტკიცებს სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სასწავლო მასალის ნუსხას;“. 13. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 622 მუხლი: „მუხლი 622. 2026 წლიდან ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ხანგრძლივობისა და საშუალო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები 1. იმ პირზე, რომელმაც 2025-2026 სასწავლო წელს დაძლია ან რომელიც 2025-2026 სასწავლო წელს დაძლევს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის IX კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს, გაიცეს საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − ატესტატი. 2. იმ პირზე, რომელმაც 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლია ან რომელიც 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლევს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის X კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს, გაიცეს საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − ატესტატი. 3. იმ პირს, რომელიც 2025-2026 სასწავლო წელს სწავლობს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის X კლასში და ვერ დაძლევს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის X კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს, აგრეთვე იმ პირს, რომელსაც 2025-2026 სასწავლო წელს მოსწავლის სტატუსი შეუჩერდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის X კლასში, ზოგადი განათლების საბაზო საფეხური დაძლეულად ჩაეთვალოს და მასზე გაიცეს საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − ატესტატი, ხოლო ამ პირის მიერ სწავლის ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე გაგრძელების შემთხვევაში იგი ჩაირიცხოს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასში. 4. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის − ატესტატის მისაღებად პირისთვის (გარდა იმ პირისა, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს სწავლას დაიწყებს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასში) 2028-2029 სასწავლო წლამდე სავალდებულოა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XII კლასის დაძლევა. 5. ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XII კლასის გავლა ნებაყოფლობითია 2028-2029 სასწავლო წლიდან. 6. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის − ატესტატის მისაღებად იმ პირისთვის, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე სწავლა დაიწყო 2006-2007 სასწავლო წელს ან 2006-2007 სასწავლო წლის შემდეგ და 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლია ზოგადი განათლების დაწყებითი და საბაზო საფეხურები, აგრეთვე საშუალო საფეხურის X და XI კლასები, სავალდებულოა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XII კლასის დაძლევაც. 2028 წლიდან აღნიშნული პირისთვის სამინისტრო ყოველწლიურად უზრუნველყოფს ექსტერნატის გამოცდების ორგანიზებას. 7. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის − ატესტატის მისაღებად იმ პირისთვის, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე სწავლა დაიწყო 2006-2007 სასწავლო წელს ან 2006-2007 სასწავლო წლის შემდეგ და 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლია ზოგადი განათლების დაწყებითი და საბაზო საფეხურები, აგრეთვე საშუალო საფეხურის X კლასი, სავალდებულოა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XI და XII კლასების დაძლევაც. 2028 წლიდან აღნიშნული პირისთვის სამინისტრო ყოველწლიურად უზრუნველყოფს ექსტერნატის გამოცდების ორგანიზებას. 8. ის პირი, რომელმაც 2025-2026 სასწავლო წელს დაძლია ან რომელიც 2025-2026 სასწავლო წელს დაძლევს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასს და 2026-2027 სასწავლო წლიდან ან 2026-2027 სასწავლო წლის შემდეგ სწავლას ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე გააგრძელებს, ჩაირიცხება ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XI კლასში. 9. ამ მუხლით გათვალისწინებულისგან განსხვავებულ შემთხვევებში ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურების დაძლევასა და ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. მუხლი 2 1. საქართველოს მთავრობამ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით: ა) 2026 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს საჯარო სკოლის მოსწავლეების ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის დამტკიცება; ბ) 2028 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საჯარო სკოლის მოსწავლეების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის დამტკიცება. 2. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ: ა) 2026 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფის ღონისძიებების, მათ შორის, სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ნიმუშის, საფასურის, მისი რეალიზებისა და გადაცემის წესის, დადგენა; ბ) 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს სკოლაში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესის დამტკიცება; გ) 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს: გ.ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს საფასურის, აგრეთვე მისი რეალიზების, მოვლა-შენახვისა და გამოცვლის წესების დამტკიცება; გ.ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს შექმნა, მისი ბეჭდვა და აღნიშნული სახელმძღვანელოს მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემის მიზნით სკოლებისთვის მოსწავლეების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის შესაბამისად მიწოდება. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა, მე-4 და მე-5 პუნქტებისა, მე-7 პუნქტის „ა.გ“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და მე-8, მე-9, მე-11 და მე-12 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან. 3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, მე-7 პუნქტის „ა.გ“ და „ბ“ ქვეპუნქტები და მე-8, მე-9, მე-11 და მე-12 პუნქტები ამოქმედდეს 2028 წლის 1 სექტემბრიდან. |
თბილისი, 4 თებერვალი 2026 წ. N1353-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები