„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2822-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 430050000.05.001.017553
2822-Iს
28/11/2014
ვებგვერდი, 15/12/2014
430050000.05.001.017553
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ღ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ1) მასწავლებელი – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც ერთ საგანს მაინც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;“;

ბ) „ღ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ3) მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი – პროფესიული ვალდებულებების, ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების, აგრეთვე კვალიფიკაციების ჩამონათვალი, რომელსაც ამ კანონის 212 მუხლით გათვალისწინებული ყველა თანამდებობის მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს;“;

გ) „ღ6“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) „ღ7“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ7) მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა − საქართველოს მთავრობის მიერ ამ კანონის შესაბამისად დამტკიცებული მასწავლებლის უწყვეტი პროფესიული განვითარების სქემა, რომელიც ეფუძნება მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს და განსაზღვრავს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, მასწავლებლის შეფასების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის გზებსა და საშუალებებს;“;

ე) „ღ7“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ8“ ქვეპუნქტი:

„ღ8) მოსწავლე – პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ირიცხება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;“;

ვ) „ჩ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩ3) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი (შემდგომ – მულტიდისციპლინური გუნდი) – სპეციალისტთა გუნდი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების განსაზღვრის მიზნით ახორციელებს პირის შეფასებას და მისთვის განათლების საუკეთესო ფორმის შერჩევას;“;

ზ) „წ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

თ) „ჯ1“ და „ჯ2“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული საგნების სწავლება უნდა იყოს აკადემიური, ობიექტური და არადისკრიმინაციული.“.

3. მე-6 მუხლის:

ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარებისგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამით დაძლია.“;

ბ) 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს არ აქვს საგანმანათლებლო ისტორია ან მან გარკვეული მიზეზების გამო გამოტოვა კლასი/კლასები, მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე მას უფლება აქვს, ჩაირიცხოს სკოლაში ან სწავლა გააგრძელოს ექსტერნატის ფორმით, გამოცდების ჩაბარების გარეშე, ასაკის შესაბამის კლასში ან მაქსიმუმ ორი კლასის ქვემოთ.“.

4. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაზრდილი ვაუჩერის ოდენობითა და დამატებითი დაფინანსებით უნდა უზრუნველყოფდეს:

ა) საჯარო სკოლაში ზოგადი განათლების ღიაობას და მის თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველასთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში;

ბ) საჯარო სკოლაში ინკლუზიური განათლების და მულტილინგვური განათლების დანერგვას;

გ) საჯარო სკოლის მატერიალურ-ტექნიკური, პროგრამული და ადამიანური რესურსების გაუმჯობესებას;

დ) საჯარო სკოლის მასწავლებლების, დირექციისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის შრომის შესაბამის ანაზღაურებას;

ე) საჯარო სკოლაში ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას;

ვ) საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვას, განსაკუთრებით იმ საჯარო სკოლაში, რომელსაც რეორგანიზაციის შედეგად ბალანსზე ერიცხება სასწავლო პროცესში გამოყენებული ერთზე მეტი ადმინისტრაციული შენობა, აგრეთვე სოფელში/დაბაში და მაღალმთიან რეგიონში მდებარე საჯარო სკოლებსა და მრავალსექტორიან საჯარო სკოლაში.“.

5. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. სამოქალაქო სამართალწარმოებისა და ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს სასამართლოში საჯარო სკოლის წარმომადგენლობას ამ საჯარო სკოლის დირექტორის მინდობილობის საფუძველზე უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომელი.“.

6. 21-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მასწავლებლის სხვა უფლებები და მოვალეობები“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. მასწავლებელი ვალდებულია:

ა) მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი განათლება;

ბ) იზრუნოს მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე;

გ) იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;

დ) ჩაერთოს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში;

ე) დაიცვას მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი;

ვ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები;

ზ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას საქართველოს კანონმდებლობითა და შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი წესებით მიაწოდოს ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

12. მასწავლებელი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა.“.

7. 211 მუხლი ამოღებულ იქნეს.

8. 212 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მასწავლებლის თანამდებობის სახეები და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მასწავლებლის თანამდებობის სახეებია:

ა) დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც ერთ საგანს მაინც ასწავლის დაწყებით საფეხურზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ბ) საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც ერთ საგანს მაინც ასწავლის საბაზო და საშუალო საფეხურებზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

გ) საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც ერთ საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ ყველა საგანს ასწავლის საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

დ) სახელოვნებო ან სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც სახელოვნებო ან სასპორტო საგანს/საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ ყველა საგანს ასწავლის შესაბამის საფეხურზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ე) სპეციალური მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს ასწავლის დაწყებით საფეხურზე და ხელს უწყობს საგანმანათლებლო პროცესში მის ჩართვას დაწყებით, საბაზო ან საშუალო საფეხურზე;

ვ) სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი – სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი, რომელზედაც არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლობისა და რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;

ზ) დაწყებითი საფეხურის მულტილინგვური განათლების მასწავლებელი – არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სექტორის მასწავლებელი, რომელიც სხვადასხვა ენაზე ასწავლის ერთ ან რამდენიმე საგანს დაწყებით საფეხურზე;

თ) საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მულტილინგვური განათლების მასწავლებელი – არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სექტორის მასწავლებელი, რომელიც სხვადასხვა ენაზე ასწავლის ერთ ან რამდენიმე საგანს საბაზო და საშუალო საფეხურებზე.“.

 9. 213 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 213. მასწავლებლის განათლება

1. ამ კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობების მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ სულ მცირე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.

2. ამ კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობების მასწავლებლები, რომლებიც ასწავლიან იმ სკოლაში, რომელიც ახორციელებს განვითარების შეფერხების (შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის დეფიციტის), სენსორული (სმენისა და მხედველობის), ქცევისა და ემოციური (ასოციალური, აგრესიული ქცევის და დაუმორჩილებლობის განმეორებადი და მდგრადი გამოვლინება, რომელიც არ არის ფსიქოტური მდგომარეობის, გუნება-განწყობის ცვალებადობის ან სხვა დაავადებების თანამდევი სიმპტომი) დარღვევების მქონე ბავშვთა სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებს, უნდა აკმაყოფილებდნენ ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეთ სპეციალურ პედაგოგიკაში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.

3. ამ კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სპეციალურ განათლებაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და კრედიტების რაოდენობის შესაბამისად გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.

4. ამ კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს; ამასთანავე, საბაზო/საშუალო საფეხურის სახელოვნებო ან სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს:

ა) სრული ზოგადი განათლება;

ბ) შესაბამისი უმაღლესი სახელოვნებო ან სასპორტო ანდა პროფესიული სასპორტო განათლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.

5. ამ კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს; ამასთანავე, სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს:

ა) სრული ზოგადი განათლება;

ბ) შესაბამისი სამხედრო განათლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.

6. ამ კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს განათლების ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, უნდა ფლობდეს ორ ენას, რომელთაგან ერთი აუცილებლად ქართული ენა უნდა იყოს, და უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.

7. ამ კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, უნდა ფლობდეს ორ ენას, რომელთაგან ერთი აუცილებლად ქართული ენა უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეს მულტილინგვური განათლების მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა  და უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.

8. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლისათვის დაადგინოს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.“.

10. 214 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებობს ვაკანსია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ შეივსო, განსაზღვრული ვადით, აღნიშნული ვაკანსიის შევსებამდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების უფლება აქვს პირს, რომელიც არ აკმაყოფილებს მასწავლებლის განათლებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ გავლილი აქვს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.“.

11. 215 და 216 მუხლები ამოღებულ იქნეს.

12. 217 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 217. მასწავლებლის საქმიანობის დაწყება, პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა

1. მასწავლებლის საქმიანობის დაწყება, პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ ამ კანონის შესაბამისად დამტკიცებული მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შესაბამისად.

2. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა მასწავლებლებს უნდა აყენებდეს თანაბარ მდგომარეობაში, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა და საცხოვრებელი ადგილისა.

3. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიზანია კვალიფიციური კადრების მომზადება, მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლება, მისი პროფესიული განვითარება, სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული მიზნის მისაღწევად მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა განსაზღვრავს:

ა) მასწავლებლის საქმიანობის დაწყების წესს;

ბ) საჯარო სკოლაში მასწავლებლის ვაკანსიის გამოცხადებისა და კონკურსის ჩატარების წესს;

გ) მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმებს და მასწავლებლის შეფასების ელექტრონული სისტემის წარმოების წესს;

დ) მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სხვა საკითხებს.

5. საქართველოს მთავრობა ქმნის სახელმწიფო კომისიას და ამტკიცებს მის დებულებას. სახელმწიფო კომისია:

ა) განსაზღვრავს მასწავლებლის შეფასების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;

ბ) განსაზღვრავს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მასწავლებლების განაწილების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;

გ) განსაზღვრავს მოქმედი მასწავლებლებისათვის მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების მინიჭების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;

დ) განსაზღვრავს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების მისანიჭებლად აუცილებელ გზებსა და საშუალებებს  და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;

ე) განსაზღვრავს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების მისანიჭებლად სავალდებულო აქტივობებისა და საქმიანობების ჩამონათვალს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;

ვ) განსაზღვრავს მასწავლებლის დამატებითი საქმიანობების ჩამონათვალს, რომელიც მას კრედიტქულების დაგროვებაში დაეხმარება, და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;

ზ) განსაზღვრავს კრედიტქულების შეწონვის წესს, კრედიტქულების განაწილების პრინციპებს და კრედიტქულების გაანგარიშების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;

თ) მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით ადგენს კრედიტქულებს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;

ი) ადგენს კრედიტქულების დაგროვების ვადებს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

6. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის დაფინანსების შესაძლო წყაროებია:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახსრები, მათ შორის, ვაუჩერული დაფინანსებიდან მიღებული შემოსავლები;

ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის სახსრები;

გ) მასწავლებლის თვითდაფინანსება;

დ) დონორების მიერ დაფინანსება;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრები.“.

13. 22-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საჯარო სკოლა უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღოს დამატებითი დაფინანსება გაზრდილი ვაუჩერის სახით ან/და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში.“.

14. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემას.“.

15. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ყ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ3“ ქვეპუნქტი:

„ყ3) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს/პირებს – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს/ცენტრებს;“;

ბ) „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ) ადგენს საჯარო სკოლის დირექტორისა და მასწავლებლის შესარჩევი კონკურსების გამართვის წესს, სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესსა და პირობებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;“;

გ) „შ1.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) „შ1.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) „შ1.ზ“ და „შ1.თ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ვ) „შ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ2“ ქვეპუნქტი:

„შ2) ამტკიცებს წარმატებული მასწავლებლის წოდების მინიჭებისა და მასწავლებლის დაჯილდოების წესს;“;

ზ) „ჭ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

16. 281 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შემუშავება;“;

გ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა;“;

დ) „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

17. 283 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) იმ პირთა აღრიცხვა, რომლებსაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამ­ტყუნებელი განაჩენის ან/და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ჩამო­ერთვათ პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებუ­ლება­ში საქმიანობის უფლება;“.

18. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) აწარმოებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრს; ამ კანონითა და ზოგადი განათლების სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სკოლების დირექტორებს, დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მისი მოვალეობის შემსრულებელს, სამეურვეო საბჭოს წევრებს და აღნიშნულ მონაცემებს სარეგისტრაციოდ უგზავნის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მონაცემთა რეგისტრაცია იწვევს მათ ძალაში შესვლას;“.

19. 41-ე მუხლის:

ა) 21 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დირექტორის, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მათ შორის, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დირექტორის მოადგილის, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – სკოლის იმ თანამშრომლის, რომელიც დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში შეასრულებს მის მოვალეობას, დანიშვნა და განთავისუფლება რეგისტრირდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.“;

ბ) მე-3–41 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიშნავს დირექტორის იმ მოადგილეს, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – სკოლის იმ თანამშრომელს, რომელიც დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში შეასრულებს დირექტორის მოვალეობას, და ამ მონაცემს სარეგისტრაციოდ უგზავნის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.

4. დირექტორისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის ან დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების 60 სასწავლო დღის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნამდე დირექტორის ფუნქციებს ასრულებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული პირი.

41. დირექტორის არჩევა ან დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა იწვევს დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.“.

20. 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ2) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს თანხმობით, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს თანხმობით გადის შვებულებაში. სკოლის დირექტორის შვებულებიდან გამოძახება არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილება. სამხედრო მომზადებისა და განათლების განმახორციელებელი სკოლის დირექტორი შვებულებაში გადის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობით და მისი შვებულებიდან გამოძახება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილებაა;“.

21. 49-ე მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია:

ა) დაითხოვოს სამეურვეო საბჭო, თუ საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს საქმიანობის გამო დაირღვევა საქართველოს კანონმდებლობა;

ბ) ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს, თუ საჯარო სკოლა დირექტორის საქმიანობის გამო 1 წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს;

გ) ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის საქმიანობის გამო 1 წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს;

დ) დაითხოვოს სამეურვეო საბჭო ან/და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას.“;

ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. დირექტორისათვის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისათვის ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესით უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია დანიშნოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ამ შემთხვევაში მოქმედებს ამ კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესი.“;

გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. ამ მუხლის მე-6, 61 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესებით, აგრეთვე დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისას სკოლის სამეურვეო საბჭოს/საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დირექტორისათვის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში უფლებამოსილებაშეწყვეტილ პირს 3 წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, დაიკავოს საჯარო სკოლის დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დირექტორის მოადგილის თანამდებობა, ასევე ნებისმიერი სხვა თანამდებობა საჯარო სკოლის დირექციაში.“.

22. 561 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სკოლისგარეშე სახელოვნებო ან სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი მასწავლებლის საქმიანობის დაწყებას, პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შესაბამისად.“;

გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

23. 59-ე მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

24. 61-ე და 61მუხლები ამოღებულ იქნეს.

25. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61მუხლი:

„მუხლი 612. მასწავლებელთა სერტიფიცირებიდან მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაზე გადასვლა

1. 2014 წლის ბოლომდე ჩატარებული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგები გათვალისწინებულ იქნეს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მასწავლებლების განაწილებისას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.

2. მასწავლებლის განათლებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოს 2015 წლის 1 იანვრამდე მოქმედ მასწავლებელს.“.

26. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 635 მუხლი:

„მუხლი 635. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის არალიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2010 წლის 1 სექტემბრამდე გაცემული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს საპატრიარქომ 2015 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის იმ არალიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ნუსხის შედგენა, რომელთა მიერ 2010 წლის 1 სექტემბრამდე გაცემული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები საქართველოს კანონმდებლობით აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.“.

მუხლი 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით უზრუნველყოს 2014 წლის მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის პროცედურების დასრულება და მასწავლებლის სერტიფიკატის გაცემა „მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანების შესაბამისად.

მუხლი 3. ამ კანონის შესრულების მიზნით:

ა) საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყოს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შემუშავება და მასში 2014 წლის ბოლომდე ჩატარებული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგების  გათვალისწინება;

ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ:

ბ.ა) 2015 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ბ.ბ) 2015 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა;

გ) საქართველოს მთავრობამ:

გ.ა) 2015 წლის 20 თებერვლამდე უზრუნველყოს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცება;

გ.ბ) ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ კანონის მე-12 პუნქტით განსაზღვრული კანონის 217 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომისიის შექმნა და მისი დებულების დამტკიცება.

მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

28 ნოემბერი 2014 წ.

N2822-Iს