დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3440 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/07/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 42, 22/07/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 430.050.000.05.001.004.126 |
საქართველოს კანონი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
„61. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებულ პანსიონური მომსახურების მქონე საჯარო სკოლებში სააღმზრდელო მომსახურების, მოსწავლეთა ზოგადი განათლების, საცხოვრებელი პირობების, მკურნალობისა და კვების ხარჯების დაფინანსებას.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 16 ივლისი.
№3440–რს
დოკუმენტის კომენტარები