სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 136
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/08/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 94, 12/08/2005
სარეგისტრაციო კოდი 380.050.000.10.003.000.270
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
136
11/08/2005
სსმ, 94, 12/08/2005
380.050.000.10.003.000.270
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/08/2005 - 23/09/2005)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №136

2005 წლის 11 აგვისტო

 ქ. თბილისი

 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით:

1. დამტკიცდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ თანდართული დებულება.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი

დებულება

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ

    მუხლი 1. დებულების მიზანი

ეს დებულება განსაზღვრავს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის (შემდგომში – ლიცენზია) გაცემის წესსა და პირობებს.

    მუხლი 2. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

ლიცენზიას გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).

    მუხლი 3. ლიცენზიის გაცემის წესი

1. ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით.

2. აუქციონი ცხადდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ადმინისტრაციული აქტით, რომელიც უნდა გამოიცეს აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძველია მაძიებლის განცხადება, რომელსაც სამინისტრო იხილავს საჯარო ადმინისტრაციული წესით, ან სამინისტროს გადაწყვეტილება.

4. ინფორმაციას აუქციონის გამართვის თაობაზე სამინისტრო აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.

5. აუქციონის გამართვამდე სამინისტრომ შეიძლება დაადგინოს სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის კონკრეტული წესი, საქმიანობის სუბიექტისადმი სავალდებულო მოთხოვნები და ა.შ. ასევე ამ რესურსით სარგებლობის რაოდენობრივი, თვისებრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები, რომლებიც ყოველი თითოეული შემთხვევისათვის მტკიცდება მინისტრის ცალკე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

6. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს ადგენს სამინისტრო.

    მუხლი 4. აუქციონში მონაწილეობის მიღების წესი და პირობები

1. აუქციონის წესით ლიცენზიის გაცემაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა ლიცენზიის მაძიებელს, რომლებიც დააკმაყოფილებენ კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს და იკისრებენ ვალდებულებას – დააკმაყოფილონ სარგებლობის ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები.

2. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

3. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადება მიიღება აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს 15 დღისა.

4. თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს იტყვის აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი ექვემდებარება დაბრუნებას. მოცემული ვადის დარღვევის შემთხვევაში სალიცენზიო მოსაკრებლის თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

5. ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდისა და ანგარიშსწორების წესი განისაზღვრება ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 5. უარი აუქციონში მონაწილეობის მიღებაზე

1. აუქციონში მონაწილეობისათვის არ დაიშვება მაძიებელი, თუ:

ა) დაგვიანებით წარადგინა აუქციონში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაცია;

ბ) წარადგინა წინასწარ ყალბი ან არაზუსტი ინფორმაცია;

გ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების საფუძველზე არ შეიძლება მონაწილეობდეს დანიშნულ აუქციონში.

2. მაძიებელს მოტივირებული უარი უნდა ეცნობოს განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა.

    მუხლი 6. საწყისი ფასი

აუქციონზე გამოტანილი ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპების დაცვით ადგენს მინისტრი.

    მუხლი 7. სალიცენზიო პირობები

საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დადგენილი სალიცენზიო პირობების გარდა მაძიებელს შეიძლება განესაზღვროს შემდეგი დამატებითი სალიცენზიო პირობები:

ა) ლიცენზიის მიღებიდან ორ თვეში „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირველი კატეგორიის საქმიანობაზე წარადგინოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა;

ბ) ლიცენზიის მიღებიდან ორ თვის მანძილზე „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მეორე კატეგორიის საქმიანობაზე წარადგინოს სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.

    მუხლი 8. გარდამავალი დებულება

1. წიაღით სარგებლობის უფლების მინიჭების მიზნით დაწყებული ის პროცედურები, რომელთა განხორციელებაც დაწყებულია ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე, უნდა დასრულდეს „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

2. იმ შეჩერებულ ლიცენზიებთან დაკავშირებული პროცედურები, რომლებიც გაცემულ იქნა ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე, უნდა განხორციელდეს „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

3. წიაღით სარგებლობის ლიცენზიის ფორმა მტკიცდება მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

87. 23/10/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 414 - ვებგვერდი, 23/10/2023 86. 15/08/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 316 - ვებგვერდი, 17/08/2023 85. 17/10/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 490 - ვებგვერდი, 18/10/2022 84. 08/06/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 288 - ვებგვერდი, 09/06/2022 83. 16/05/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 243 - ვებგვერდი, 17/05/2022 82. 08/02/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 60 - ვებგვერდი, 10/02/2022 81. 26/01/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 28 - ვებგვერდი, 27/01/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 80. 12/01/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 8 - ვებგვერდი, 13/01/2022 79. 24/11/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 546 - ვებგვერდი, 26/11/2021 78. 21/09/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 471 - ვებგვერდი, 21/09/2021 77. 12/11/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 675 - ვებგვერდი, 13/11/2020 76. 04/09/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 559 - ვებგვერდი, 04/09/2020 75. 06/12/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 608 - ვებგვერდი, 06/12/2019 74. 20/09/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 462 - ვებგვერდი, 23/09/2019 73. 12/07/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 328 - ვებგვერდი, 12/07/2019 72. 29/03/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 179 - ვებგვერდი, 03/04/2019 71. 08/02/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 40 - ვებგვერდი, 12/02/2019 70. 16/02/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 86 - ვებგვერდი, 20/02/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 69. 14/12/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 543 - ვებგვერდი, 21/12/2017 68. 31/08/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 412 - ვებგვერდი, 01/09/2017 67. 05/05/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 236 - ვებგვერდი, 11/05/2017 66. 09/12/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 542 - ვებგვერდი, 13/12/2016 65. 27/10/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 477 - ვებგვერდი, 31/10/2016 64. 24/08/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 413 - ვებგვერდი, 25/08/2016 63. 16/08/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 397 - ვებგვერდი, 18/08/2016 62. 28/07/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 359 - ვებგვერდი, 29/07/2016 61. 11/07/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 324 - ვებგვერდი, 14/07/2016 60. 09/06/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 257 - ვებგვერდი, 13/06/2016 59. 20/05/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 225 - ვებგვერდი, 24/05/2016 58. 26/02/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 105 - ვებგვერდი, 01/03/2016 57. 11/02/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 72 - ვებგვერდი, 15/02/2016 56. 02/12/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 602 - ვებგვერდი, 02/12/2015 55. 23/12/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 692 - ვებგვერდი, 23/12/2014 54. 11/09/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 544 - ვებგვერდი, 22/09/2014 53. 18/06/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 405 - ვებგვერდი, 20/06/2014 52. 26/03/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 250 - ვებგვერდი, 26/03/2014 51. 13/02/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 141 - ვებგვერდი, 17/02/2014 50. 21/06/2013 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 160 - ვებგვერდი, 25/06/2013 49. 14/05/2013 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 108 - ვებგვერდი, 14/05/2013 48. 25/04/2013 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 94 - ვებგვერდი, 29/04/2013 47. 15/02/2013 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 31 - ვებგვერდი, 19/02/2013 46. 03/10/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 414 - ვებგვერდი, 04/10/2012 45. 13/07/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 254 - ვებგვერდი, 13/07/2012 44. 25/06/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 225 - ვებგვერდი, 28/06/2012 43. 05/04/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 130 - ვებგვერდი, 11/04/2012 42. 23/03/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 110 - ვებგვერდი, 29/03/2012 41. 15/03/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 91 - ვებგვერდი, 16/03/2012 40. 14/02/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 48 - ვებგვერდი, 17/02/2012 39. 08/12/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 465 - ვებგვერდი, 111212006, 12/12/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 38. 04/11/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 414 - ვებგვერდი, 111108016, 08/11/2011 37. 08/10/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 386 - ვებგვერდი, 111012024, 13/10/2011 36. 23/09/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 371 - ვებგვერდი, 110927024, 28/09/2011 35. 14/09/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 350 - ვებგვერდი, 110915021, 15/09/2011 34. 26/08/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 330 - ვებგვერდი, 110830008, 30/08/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 33. 04/08/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 304 - ვებგვერდი, 110809019, 09/08/2011 32. 05/07/2011 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 266 - ვებგვერდი, 110707014, 07/07/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 31. 28/12/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 403 - სსმ, 172, 31/12/2010 30. 22/11/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 356 - სსმ, 155, 29/11/2010 29. 09/11/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 344 - სსმ, 148, 12/11/2010 28. 03/11/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 329 - სსმ, 146, 10/11/2010 27. 13/10/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 308 - სსმ, 134, 19/10/2010 26. 03/07/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 174 - სსმ, 80, 06/07/2010 25. 14/06/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 159 - სსმ, 71, 18/06/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 24. 30/03/2010 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 90 - სსმ, 33, 31/03/2010 23. 18/11/2009 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 213 - სსმ, 143, 20/11/2009 22. 30/10/2009 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 197 - სსმ, 135, 02/11/2009 21. 18/09/2009 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 169 - სსმ, 114, 18/09/2009 20. 03/12/2008 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 235 - სსმ, 174, 05/12/2008 19. 16/10/2008 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 207 - სსმ, 152, 17/10/2008 18. 08/09/2008 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 188 - სსმ, 133, 09/09/2008 17. 03/09/2008 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 180 - სსმ, 130, 04/09/2008 16. 15/05/2008 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 128 - სსმ, 74, 19/05/2008 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 15. 12/04/2008 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 97 - სსმ, 56, 14/04/2008 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 28/03/2008 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 80 - სსმ, 49, 01/04/2008 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 13. 17/03/2008 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 63 - სსმ, 41, 19/03/2008 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 12. 21/11/2007 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 254 - სსმ, 165, 25/11/2007 11. 19/09/2007 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 202 - სსმ, 132, 21/09/2007 10. 14/09/2007 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 194 - სსმ, 132, 21/09/2007 9. 12/09/2007 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 185 - სსმ, 128, 13/09/2007 8. 31/07/2007 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 163 - სსმ, 112, 10/08/2007 7. 16/06/2007 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 120 - სსმ, 83, 18/06/2007 6. 13/03/2007 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 51 - სსმ, 40, 23/03/2007 5. 11/11/2006 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 208 - სსმ, 153, 14/11/2006 4. 11/08/2006 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 150 - სსმ, 108, 15/08/2006 3. 28/06/2006 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 123 - სსმ, 89, 03/07/2006 2. 23/02/2006 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 43 - სსმ, 27, 28/02/2006 1. 23/09/2005 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 169 - სსმ, 114, 28/09/2005 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას