დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 197 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/10/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 135, 02/11/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №197
2009 წლის 30 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2005 წელი, №94, მუხლი 1068) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. 71 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ამ დებულების მე-3 მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გაცემულ ლიცენზიაში მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის მითითების მიზნით ლიცენზიაში ცვლილება შეტანილ უნდა იქნეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე საბოლოო დასკვნის გაცემიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.“.
2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია გაცემულია „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და ლიცენზიის მფლობელს სურს ამ დებულების 73 მუხლით გათვალისწინებული წესით განახორციელოს ლიცენზიის მთლიანად ან მისი ნაწილის გადაცემა, ასეთ სამართლებრივ ურთიერთობაზე ვრცელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი და ეს დადგენილება.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები