„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 257
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 380050000.10.003.019322
257
09/06/2016
ვებგვერდი, 13/06/2016
380050000.10.003.019322
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №257

2016 წლის 9 ივნისი

   ქ. თბილისი

 

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის  2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში  (სსმ, №94, 12/08/2005)  შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის:

1. პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამშენებლო სამუშაოების წარმოების ტერიტორიასა და ამავე ტერიტორიაზე,  ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების მიზნით.“.

2. 14 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ინფორმაცია განცხადებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე კერძო საკუთრების არარსებობის შესახებ ან/და ტერიტორიის ან მისი ნაწილის კერძო საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში, წარდგენილი უნდა იქნეს მესაკუთრის  თანხმობა, მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელების თაობაზე, ხოლო სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის კანონიერ სარგებლობაში არსებობისას მოსარგებლის თანხმობა, მის სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელების შესახებ;“.

3. მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულება ითვალისწინებს სახელმწიფო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის, სასარგებლო წიაღისეულის (გარდა ფერადი, კეთილშობილი და იშვიათი ლითონების, სამკურნალო ტალახის, წყლის (ჩამოსასხმელი, მინერალური ან/და თერმული)) მოპოვების ლიცენზიისაგან შეიძლება გათავისუფლდეს საქმიანობის განმახორციელებელი პირი.“.   

4. მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,  სააგენტოს მიერ მომზადებული გეოსაინფორმაციო პაკეტის საფუძველზე, სამინისტროს შუამდგომლობით, პირის გარკვეული ვადით ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი