დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში დამატების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/03/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 40, 23/03/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 380.050.000.10.003.000.692 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №51
2007 წლის 13 მარტი
ქ. თბილისი
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №94, მუხლი 1068) დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 72 მუხლი:
„მუხლი 72. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების დროებითი რეჟიმი
1. შესაძლებელია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიების ვადის გაგრძელება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ლიცენზიების ვადის გაგრძელებას, არა უმეტეს 6 თვისა (კანონმდებლობით დადგენილი წესით ახალი ლიცენზიის გაცემამდე) აუქციონის გამართვის გარეშე ახორციელებს სამინისტრო საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.
3. ლიცენზიის ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს და მომავალში წიაღისეულის ეფექტიან გამოყენებას.
4. ლიცენზიის ვადის გაგრძელების შემთხვევაში ლიცენზიანტზე ვრცელდება იგივე უფლება-მოვალეობანი, რაც ლიცენზიის ძირითადი ვადის მოქმედების პერიოდში.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები